abg.org.ge

  

გიორგი  ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს დეფიციტურიდან პროფიციტურ მოდელზე გადავიდეთ"

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
კორპორაციული მართვის კოდექსი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 2009 წლის 23 სექტემბერს საქართველოს ბანკების ასოციაციის წევრმა ბანკებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას კომერციული ბანკებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსზე მიერთების შესახებ. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ხელისმომწეერი კომერციული ბანკები უერთდებიან "კორპოპრაციული მართვის კოდექსს კომერციული ბანკებისათვის", იზიარებენ ამ კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს და გამოხატავენ კარგი კორპორაციული მართვის პრინციპებისადმი ერთგულებას. გამოხატავენ მზადყოფნას შეასრულონ კოდექსით გათვალისწინებული დებულებები.  კოდექსზე ბანკების მხრიდან ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი დღეს სასტუმრო "რადისონ სას ივერიაში" გაიმართა. კორპორაციული მართვის ახალი კოდექსი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ საქართველოს ბანკების ასოციაციასა და საქართველოს საფონდო ბირჟასთან ერთად  შეიმუშავა.

 აღნიშნული კოდექსი IFC, საქარათველოს ბანკების ასოციაციამ და საქართველოს საფონდო ბირჟამ საქართველოს ბანკების წარმომადგენლებს დღეს წარუდგინეს ხელის მოსაწერად, სასტუმრო "რადისონში". მისი მიღება და გაზიარება რეკომენდირებულია ბანკებში კორპორატიული მართვის უკეთესი პრაქტიკის დასანერგად. კოდექსი ნებაყოფლობითია და კორპორატიული მართვის უფრო მაღალ სტანდარტებს აწესებს, ვიდრე ეს ქართულ კანონმდებლობაშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბანკები, რომლებიც მიიღებენ ამ კოდექს მზადყოფნას გამოთქვამენ დაამკვიდრონ კორპორატიული მართვის მაღალი სტანდარტები, რაც მათ ინვესტორთა ნდობის მოპოვებაში დაეხმარებათ.
 
 "მოხარულები ვართ, რომ სულ უფრო მეტი ბანკი უთმობს ყურადღებას კორპორაციული მართვის საკითხს. კორპორაციული მართვის კოდექსი ბანკებში უკეთესი კორპორაციული მართვის პრაქტიკის დანერგვის საფუძველს წარმოადგენს", - აღნიშნა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ.
 
თავად, IFC-ის კორპორაციული მართვის პროექტის ხელმძღვანელის მაია თევზაძის თქმით, "კორპორაციული მართვის კოდექსი ბანკებისთვის უმთავრესად ეროვნული სტანდარტების ამაღლებას ემსახურება, რაც ბაზრისთვის პოზიტიური სიგნალი იქნება და საქართველოში მოქმედ ბანკებს ინვესტორთა ნდობის მოპოვება-შენარჩუნებაში დაეხმარება". 
 
კოდექზე მიერთების შესახებ გადაწყვეტილება მოქმედი 18 ბანკიდან 12 ბანკმა ხელისმოწერით ოფიციალურად დაადასტურა. გამომდინარე იქიდან, რომ მასზე ხელისმოწერა ღიაა დანარჩენმა ბანკებმაც გამოთქვეს სურვილი უახლოეს მომავალში კოდექსთან მიერთების შესახებ.
 
ცნობისთვის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია - IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, რომელიც ხალხს სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში ეხმარება. 2009 წელს IFC-ის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციამ 14,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ფინანსური კრიზისის პირობებში განვითარებად ქვეყნებში კაპიტალის შედინებას შეუწყო ხელი.

User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
ბანკი ,,ლეუმი" შესაძლოა თიბისი ბანკის ახლად გამოშვებული აქციების 20% მფლობელი გახდეს
26.01.2007 18:16
2007 წლის 26 იანვარი, ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა ,,ლეუმი” და თიბისი ბანკმა გააფორმეს წინასწარი შეთანხმება ხელშეკრულების პირობების შესახებ, რომლის თანახმად ,,ლეუმი” დააფინანსებს თიბისი ბანკის კაპიტალის ზრდას .
ბანკი "რესპუბლიკა" - დიზაინერ ჯაბა დიასამიძის კოლექციის ჩვენების გენერალური სპონსორი
25.01.2007 19:17
2007 წლის 25 იანვარს, 9 საათზე ექსპოჯორჯიას საგამოფენო პავილიონში გაიმართა ახალგაზრდა დიზაინერ ჯაბა დიასამიძის კოლექციის ჩვენება, რომელიც მედიისა და პრესის საშუალებით გაშუქდა.
ბანკი “რესპუბლიკა” 8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 10-წლიან საკრედიტო ხაზს EBRD-სგან მიიღებს
20.12.2006 18:16
2006 წლის 20 დეკემბერს, 4 საათზე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ბანკ “რესპუბლიკასა” და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს შორის 8 მილიონი აშშ დოლარის 10 წლიანი საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ, რომელიც განკუთვნილია საქართველოში კერძო პირების იპოთეკური დაკრედიტებისათვის.
<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10