abg.org.ge

  

გიორგი  ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს დეფიციტურიდან პროფიციტურ მოდელზე გადავიდეთ"

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
28/01/2010 | წესდება

1.ზოგადი დებულებანი

1.1.“საქართველოს ბანკების ასოციაცია” (შემდგომ ტექსტში “ასოციაცია”) არის არასამეწარმეო ორგანიზაცია.
1.2. ასოციაცია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების და თავისი წესდების შესაბამისად.
1.3. ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში.
1.4. ასოციაცია ფლობს განკერძოებულ ქონებას. უფლებამოსილია განახორციელოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები და მოვალეობები, იყოს მოსარჩელე ან მოპასუხე სასამართლოში, უფლება აქვს დადოს გარიგებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ წესდებას;
1.5. ასოციაციის მისამართია: ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზირი #47.
1.6. ასოციაციის დასახელებაა:
1.6.1. მთლიანი ოფიციალური:
ქართულად: “საქართველოს ბანკების ასოციაცია”
ლათინური ტრანსკრიფციით “ASSOCIATON OF BANKS OF GEORGIA”
1.6.2. შემოკლებული: ქართულად: სბა
ლათინური ტრანსკრიფციით: “ABG”

2. ასოციაციის მიზნები

2.1. ასოციაციის მიზნებია:
2.1.1. ბანკების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი სამართლებრივი გარანტიებისა და საქმიანობის კორდინაციისათვის ხელის შეწყობა;
საბანკო გამოცდილების შესწავლა, ბანკებისათვის დახმარების გაწევა და ხელის შეწყობა, მათი რესურსების მოზიდვის ისეთი ერთობლივი მსხვილი ფინანსური პროგრამების განხორციელების მიზნით, რომლებიც მოითხოვენ ბანკების რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებას.
2.1.3. ურთიერთ ნდობის, ბანკის პრესტიჟის მხარდაჭერა, მათი ხელმძღვანელობის და სპეციალისტების კონტაქტების ორგანიზაცია.
2.1.4. საქართველოს კომერციული ბანკების თანამშრომლების განვითარება საზღვარგარეთის საბანკო-საფინანსო ცენტრებთან და ასოციაციის წევრ ბანკებზე ფინანსური და ტექნიკური დახმარების მოზიდვის მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან რეკომენდაციების გაწევა.
2.2. აღნიშნული მიზნების მისაღწევად:
2.2.1. ამზადებს წინადადებებს საბანკო საქმიანობის მარეგლამენტირებელი ნორმატიული დოკუმენტების თაობაზე და წარუდგენს მათ ხელისუფელბის ორგანოებს და ეროვნულ ბანკს; მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ისეთი ნორმატიული საკანონმდებლო აქტების განხილვისას, რომლებიც უშუალო კავშირშია ქვეყნის საბანკო სისტემასთან; იცავს ბანკების ინტერესებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებში; ხელს
უწყობს საბანკო სფეროში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავებასა და სრულყოფას.
2.2.2.ინფორმაციას უკეთებს ასოციაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს ასპექტებზე.
2.2.3.შესაბამის ორგანოებში შეაქვს წინადადებები ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, საქართველოს ბანკების და საბანკო დაწესებულებების მუშაობაზე კონტროლის სრულყოფის, ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის, საკრედიტო ბაზრის და ბანკების მიმართ გონივრული საგადასახადო პოლიტიკის გამოყენების შესახებ.
2.2.4. იყენებს კანონით ნებადართული მოქმედების ფორმებს და თანამშრომლობს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომელთა საქმიანობა არ ეწინააღმდეგება ასოციაციის იდეალებს და ხელს უწყობს ამ ასოციაციის მიზნების განხორციელებას.
2.2.5. იხილავს ასოციაციის წევრების განცხადებებს მათ მუშაობაში წარმოქმნილი სიძნელეების შესახებ და ყოველ ღონეს ხმარობს ამ წესდებით მინიჭებული უფლებების ფარგლებში დახმარების აღმოსაჩენად.
2.2.6. ასოციაციის წევრებს უწევს სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სხვა სახის საკონსულტაციო დახმარებას; ინფორმაციას უკეთებს ასოციაციის წევრებს ფინანსური და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ტენდენციებზე;
2.2.7. ინფორმაციას უკეთებს ასოციაციის წევრებს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც იღებს არბიტრაჟი ან სასამართლო ბანკებთან დაკავშირებულ საკითხებზე. უზრუნველყოფს ბანკების ოპერატიულ სამეცნიერო ეკონომკური და კომერციული ინფორმაციებით იმ საკითხებზე, რომლებიც შეეხება ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.
2.2.8. ამზადებს ლიტერატურისა და პერიოდული პრესის მიმოხილვას ეკონომიკის, კრედიტების, ფულის მიმოქცევის, ფინანსების, ვალუტის, ბირჟების საქმიანობის, ინფლაციის მდგომარეობისა და ბანკების მუშაობის დადებითი გამოცდილების შესახებ. აწყობს სამეცნიერო, სასწავლო სემინარებსა და კონფერენციებს.

3. ასოციაციის უფლებები

3.1. ასოციაცია სარგებლობს ყველა იმ უფლებებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით და მისი წესდებით.
3.2. დასახული მიზნებისა ამოცანების განსახორციელებლად ასოციაცია უფლებამოსილია შექმნას კომისიები და კომიტეტები
3.3. კომისიების და კომიტეტების წევრები შეიძლება იყონ როგორც ასოციაციის წევრები, ასევე ხელშეკრულებების საფუძველზე მოწვეული პირები.
3.4. ასოციაცია თავის მიზნებისა და ამოცანები უკეთ შესრულების მიზნით უფლებამოსილია შექმნას რეგიონალური წარმომადგენლობები და მიიღოს მონაწილეობა დამოუკიდებელი ორგანიზაციების შექმნაში.

4. ასოციაციის წევრები

4.1. ასოციაციის წევრები არიან ასოციაციის დამფუძნებლები და ის იურიდიული პირები, რომელთა ძირითად საქმიანობას წარმაროდგენს საბანკო საქმიანობა. შემდგომში ასოციაციის წევრებად მიღება მოხდება განცხადებისა და ასოციაციის ორი წევრი იურიდიული პირის რეკომენდაციის საფუძველზე.
4.2. ასოციაციის წევრ იურიდიულ პირს ასოციაციაში წარმოადგენს ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილების მიღების უფლება.
4.3. ასოციაციის წევრს უფლება აქვს:
4.3.1. დადგენილი წესით აირჩიოს და არჩეული იქნეს ასოციაციის ხელმძღვანელ ორგანოებში.
4.3.2. შეიტანოს ასოციაციის გამგეობაში წინადადებები, რომლებიც მიმართულნი იქნებიან ასოციაციის და ბანკების ინტერესების დასაცავად და მათი საქმიანობის სრულყოფისათვის.
4.3.3. გამოხატოს თავისი პოზიცია ნებისმიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
4.3.4. მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის და საბანკო საქმიანობის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტების შემუშავებაში.
4.3.5. ისარგებლოს ასოციაციის ინტელექტუალური და მატერიალუ-ტექნიკური მომსახურებით, კონსულტაციებით და რეკომენდაციებით.
4.3.6. ნებაყოფლობით წარადგინოს ასოციაციაში ბალანსები და ჩატარებული აუდიტორული დასკვნების შედეგები.
4.4. ასოციაციის წევრი ვალდებულია:
4.4.1. მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მიზნების განხორციელებაში.
4.4.2. შეიტანოს საწევრო შესატანები.
4.4.3. დაიცვას მოცემული წესდების მოთხოვნები.
4.4.4. უზრუნველყოს ასოციაციის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა, წევრობიდან გასვლის შემთხვევაშიც.
4.4.5. დაიცვას ასოციაციის ინტერესები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
4.4.6. დაიცვას ასოციაციის საერთო კრების და მისი აღმასრულებელი ორგანოების გადაწყვეტილებები.
4.5. ასოციაციის წევრს უპირობოდ უწყდება უფლებამოსილება თუ:
4.5.1. დადგენილ ვადაში არ შემოიტანს საწევროს.
4.5.2. თუ ასოციაციის წევრი იურიდიული პირის წარმომადგენელი სამსახურეობრივად აღარ არის დაკავშირებული იმ ორგანიზაციასთან, რომლის წარმომადგენელიც ის იყო.
4.5.3. შემოიტანა განცხადება ასოციაციიდან გასვლაზე და ასოციაციას მასთან არა აქვს პრეტენზია.
4.6. ასოციაციის წევრის მხრიდან ამ წესდების მოთხოვნილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისი წევრობის საკითხს განიხილავს
ასოციაციის გამგეობა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკითხი გააქვს საერთო კრებაზე.

5. ასოციაციის სტრუქტურა

5.1. ასოციაციის საერთო კრება (შემდგომში “კრება”)
5.1.1. კრება წარმოადგენს ასოციაციის მართვის უმაღლეს ორგანოს და მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.
5.1.2. რიგგარეშე კრების მოწვევა ხორციელდება პრეზიდენტის ან გამგეობის გადაწყვეტილებით, სარევიზიო კომისიის ან ასოციაციის წევრთა 1/3 –ის მოთხოვნით.
5.1.3. ისმენს ასოციაციის ხლემძღვანელი ორგანოების ანგარიშს, გადასინჯავს, ცვლის და იღებს ასოციაციის წესდებას და პროგრამას.
5.1.4. კრება უფლებამოსილად ითვლება თუ მასში მონაწილეობს ასოციაციის წევრთა არანაკლებ 2/3-სა. საკითხი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობა.
5.1.5. ფარული კენჭისყრით ირჩევს ასოციაციის პრეზიდენტის და გამგეობის წევრებს სიითი უბრალო უმრავლესობით 4 წლის ვადით. ამავე ვადით ირჩევს სარევიზიო კომისიის წევრებს.
5.1.6. ვადის გასვლის შემდეგ ასოციაციის არჩევით თანამდებობაზე ნებისმიერი ცვლილების მოთხოვნის უფლება აქვს:
ა) ასოციაციის წევრთა ერთ მესამედს;
ბ) ასოციაციის პრეზიდენტს;
გ) არჩეულ თანამდებობაზე მყოფმა თავად განაცხადა უარი ვადის გაგრძელებაზე.
5.1.7. ვადის გასვლის შემდეგ, 5.1.6. მუხლის თანახმად ცვლილების მოთხოვნის არ არსებობის შემთხვევაში, ასოციაციის არჩევით თანამდებობაზე მყოფ პირებს ავტომატურად უგრძელდებათ უფლებამოსილება იმავე ვადით (4 წლით).
5.1.8 ვადაზე ადრე ასოციაციის არჩევით თანამდებობაზე ნებისმიერი ცვლილების მოთხოვნის უფლება აქვს, ასოციაციის ნებისმირ წევრს. მან ამ ცვლილების მოთხოვნით წერილობით უნდა მიმართოს ასოციაციის გამგეობას. გამგეობა ვალდებულია, მოთხოვნის ავტორთან ერთად განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში.
5.1.9. ასოციაციის გამგეობის წევრის (სარევიზიო კომისიის წევრის) უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან გამგეობის წევრთა (სარევიზიო კომისიის წევრთა) რაოდენობის ზრდის შემთხვევაში კრება უფლებამოსილია აირჩიოს გამგეობის (სარევიზიო კომისიის) ახალი წევრი ან წევრები იმ დარჩენილი ვადით, რა ვადითაც არჩეული იყო ასოციაციის გამგეობა (სარევიზიო კომისია).
5.1.10. კრება იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის რეორგანიზაციის, საქმიანობის შეწყვეტის და ლიკვიდაციის შესახებ.
5.2. ასოციაციის გამგეობა:
5.2.1. წარმოადგენს ასოციაციის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც კრების სხდომებს შორის პერიოდში პრეზიდენტის
ხელმძღვანელობით წარმართავს ასოციაციის მთელ საქმიანობას. გამგეობის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით.
5.2.2. გამგეობა შედგება შვიდი წევრისაგან: ასოციაციის პრეზიდენტი და 6 ასოციაციის წევრებიდან არჩეული პირისაგან;
5.2.3. შეაქვს კრების განსახილველად ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;
5.2.4. განსაზღვრავს მიმდინარე ამოცანებს. ამტკიცებს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი აღმასრულებელი ორგანოს სტრუქტურას და მისი კომპეტენციის ფარგლებს. ამტკიცებს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი წლიური ბიუჯეტის პროექტს და მის საფუძველზე ადგენს საწევრო შესატანების ოდენობას და მისი გადასახადის ვადებს.
5.2.5. გამგეობის კომპეტენციაში შედის:
-- კრების სხდომის მოწვევა;
-- მოცემული წესდების მე-4 მუხლის საფუძველზე ასოციაციაში ახალი წევრის მიღება და წევრობის შეწყვეტა;
-- ასოციაციის განვითარების პროექტების დამტკიცება;
-- საწევრო შენატანების გადახდის ორგანიზაცია;
-- ქონების გასხვისების საკითხის გადაწყვეტა;
-- ფინანსური ხარჯების რეგულირება;
-- და სხვა, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც მხოლოდ კრების კომპეტენციაში შედის.
5.2.6. განიხილავს ასოციაციის წევრებს შორის წამოჭრილ სადაო საკითხებს, საჭიროების შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებას ათანხმებს ეთიკის კომისიასთან და აძლევს მათ რეკომენდაციებს; აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებს სამედიატორო და საარბიტრაჟო სასამართლოში მათი განხილვის შესაძლებლობებას.
5.2.7. ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია ასოციაციის სხვა წევრებს ბანკების არასაიმედო კლიენტებზე, რომელთა ქმედებამაც ასოციაციის რომელიმე წევრს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი.
5.2.8. გამგეობა რეკომენდაციებს აძლევს ასოციაციის წევრებს საერთაშორისო აუდიტორულ ფირმებთან, რომელთა აუდიტიც მიღებულია საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს ამ ფირმებთან მოლაპარაკებებს ასოციაციის წევრებისათვის აუდიტის ჩატარების პირობებზე.
5.2.9. გამგეობის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, ხოლო ხმათა თანაბარი ოდენობისას პრეზიდენტს აქვს გადამწყვეტი ხმა;
5.3. ასოციაციის პრეზიდენტი:
5.3.1. ასოციაციის პრეზიდენტად არ შეიძლება არჩეული იყოს ასოციაციის წევრი ბანკების სამეთვალყურეო ან მმართველობითი ორგანოების წევრი პირი, ან პირი რომელიც ფლობს ასოციაციის წევრი რომელიმე ბანკის აქციების 5%-ს ან მეტს.
5.3.2. ხელმძღვანელობს ასოციაციის აღმასრულებელ აპარატს. ორგანიზაციას უკეთებს ასოციაციის საერთო კრების და გამგეობის გადაწყვეტილების შესრულებას. მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ასოციაციის ინტერესებს მესამე პირებთან ურთიერთობაში.
5.3.3. საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტის დავალებით პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს გამგეობის რომელიმე წევრი.
5.4. სარევიზიო კომისია:
5.4.1. სარევიზიო კომისიას ირჩევს ასოციაციის საერთო კრება 3 წევრის შემადგენლობით. სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს ასოციაციის გამგეობის წევრი.
5.4.2. სარევიზიო კომისია ამოწმებს და აკონტროლებს ასოციაციის საფინანოს საქმიანობას.
5.4.3. სარევიზიო კომისიის სხდომა იმართება წელიწადში ერთხელ მაინც.

6. ასოციაციის ფინანსები და სახსრები

6.1. ასოციაციის შემოსავლის წყაროებია:
6.1.1. საწევრო შენატანი;
6.1.2. შემოწირულობები;
6.1.3. გრანტები;
6.2. ასოციაციის საქმიანობის შედეგად დარჩენილი წმინდა შემოსავალი არ ექვემდებარება ასოციაციის დამფუძნებლებსა თუ წევრებს შორის განაწილებას და იგი ხმარდება მხოლოდ საწესდებო ამოცანების და მიზნების განხორციელებას.

7. ასოციაციის რეორგანიზაცია

საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია
7.1. ასოციაციის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა და ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
7.2. ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა ხდება სალიკვიდაციო კომისიის შექმნის მომენტიდან.
7.3. ასოციაცია ითვლება ლიკვიდირებულად სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების მომენტიდან და ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება კანონით დადგენილი წესით.

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>