abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

საქართველოს ბანკების ასოციაცია გილოცავთ ახალ წელს და დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
23/09/2008 | ისტორია

"საქართველოს ბანკების ასოციაცია" (სბა) დაფუძნდა 1994 წელს საქართველოს წამყვანი კომერციული ბანკების მიერ. დღეისათვის "საქართველოს ბანკების ასოციაციის" წევრია საქართველოში მოქმედი 16 კომერციული ბანკი .

"საქართველოს ბანკების ასოციაცია" იურიდიულ-სამართლებრივი ფორმით არის კავშირი, ხოლო თავისი სტატუსით წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან და არასახელმწიფოებრივ ორგანიზაციას;
"საქართველოს ბანკების ასოციაციამ" ხელახალი რეგისტრაცია გაიარა 1998 წლის 13 აპრილს. თბილისის დიდუბის რ-ონის სასამართლოს მიერ;
რეგისტრაციის N 29-9

საქართველოს ბანკების ასოციაცია თავის საქმიანობას ახორციელებს  ასოციაციის წესდებისა და საქართველოს მოქმედი კანიონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ბანკების ასოციაციის იურიდიული მისამართია:
0108, ქ. თბილისი, ტარას შევჩენკოს ქ# 5.
 
ტელ|ფაქსი: (99 5 32) 93 43 73, 93 51 77. 
ვებ გვერდი: www.abg.org.ge 
ელ-ფოსტა: abg@abg.org.geახალი ინიციატივების წარმოჩენის ფსიქო-ტესტები ახალი ინიციატივების წარმოჩენის ფსიქო-ტესტები

საქართველოს ბანკების ასოციაცია თავის საქმიანოიბას სტრატეგიული საპროგრამო რამდენიმეწლიანი დოკუმენტის  საბანკო სექტორის მხარდამჭერი ანტიკრიზისული პროგრამა 2009-2012 წლებში ფარგლებში  წარმართავს.

2005-2009 წლებში ასოციაციის საქმიანობის მიზნები და ამოცანები გაწერილი იყო 2005-2009 წლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების საპროგრამო დოკუმენტში , რომელიც აღნიშნულ პერიოდში საბანკო მომსახურების არეალის გაფართოების ხელშეწყობას, საბანკო სექტორში ინვესტიციების მოზიდვის, საბანკო კოოპერაციის განვითარების, საბანკო უსაფრთხოების გაძლიერების, ახალი საბანკო პროდუქტების დანერგვის სტიმულირებისა და ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების ზრდის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებდა. ის გარემოება, რომ 2002-2003 წლების საქმიანობის ძირითადი დოკუმენტი   მიღების შემდგომაც, საბანკო ასოციაცია ფუნქციონირებს ახალი რამდენიმეწლიანი სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპით და გამოდის ახლი ინიციატივებით, ასოციაციის განვითარების სწორ სტრატეგიაზე მიუთითებს.

საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.

       სბა-ს მიერ განხორციელებული ღონისძიებებიდან უნდა გამოიყოს საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის პროექტი საქართველოში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პეროექტის(TACIS) ეგიდით განხორციელდა. პროექტის კონტრაქტორი იყო ბრიტანული კომპანია - Development Partnerships UK Ltd .

       საქართველოს ბანკების ასოციაცია, როგორც ბენეფიციარი პროექტში მონაწილეობას იღებდა ეროვნულ ბანკთან ერთად.
 პროექტი გრძელდებოდა 25 თვის მანძილზე, 1999 წლის 18 თებერვლიდან 2001 წლის 20 თებერვლამდე.
       საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის პროექტი საბანკო-საფინანსო სექტორში განხორციელებული პროექტებიდან ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ.
       პროექტის ფარგლებში წარმატებით შესრულდა დასახული ამოცანების ყველა ეტაპი – მეთოდოლოგიის დამუშავება, ანგარიშთა გეგმის დახვეწა, პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება და ადაპტირება.

საქართველოში ბანკირის  დღის  დაწესება

       საქართველოს ბანკების ასოციაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, პირველი ქართველი ბანკის – “სათავადაზნაურო ბანკის “ დაარსების 125 წლისთავისა და მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის 8 ნოემბერთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე შევიდა საქართველოში “ბანკირის დღის” დაწესების” წინადადებით.
       “ბანკირის დღედ” გამოცხადებულია 8 ნოემბერი, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 იანვრის #25-ე ბრძანების თანახმად.

     ასოციაციის მიერ 2002-2010 წლებისათვის მომზადებული და განხორციელებული ახალი ინიციატივები.

  • კავშირის “ბანკები ქველმოქმედებისათვის” დაფუძნება . საბანკო ასოციაციის მიერ, რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსება უკავშირდება საბანკო ასოციაციის საქველმოქმედო საქმიანობის გააქტიურებას.
    მისი შექმნის მიზანია დამხმარება აღმოუჩინოს საბანკო-საფინანსო სფეროში მოღვაწე პირებს და ღვაწლმოსილი პირების ოჯახებს. თავის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ორგანიზაციის საქმიანობა მიზნად ისახავს დახმარების გაწევას ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის მათი ტალანტის გამოვლენის ხელშეწყობით და სწავლების დაფინანსების უზრუნველყოფით, მათ შორის საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში ან გადამზადების ცენტრებში.
    კავშირი “ბანკები ქველმოქმედებისათვის” დაფუძნდა 2007 წელს. 
  •  საქართველოს საბანკო ტრეინინგ ცენტრის დაფუძნება. საბანკო სწავლებისა და გადამზადების ცენტრის შექმით საქართველოს საბანკო ასოციაცია პრაქტიკულად იძენს წამყვანი ევროპული საბანკო ასოციაციების კიდევ ერთ უმთავრეს ფუნქციას -საბანკო სისტემისათვის კადრების მომზადებისა და ბანკებში დასაქმებული პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით.
    აღნიშნული პროგრამის განხორციელება უკავშირდება 2006 წელს დაწყებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტოსთან(USAID), გრანტის მისაღებად მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის პროგრამის(SME Support Project) ფარგლებში. 
     ტრენინგები 2007 წელს ჩატარდა ასოციაციის წევრი ბანკების წამყვანი სპეციალისტების მიერ. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ აღნიშნული ტრენინგები ჩატარდა არა მარტო თბილისის ოფისების თანამშრომლებისათვის არამედ ქუთაისში, ფოთში და ბათუმში.
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის ჯილდოს დაწესება - საბანკო სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის(პირველი ჯილდო, დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით, საბანკო სფეროში 25 წლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის 2002 წლის 29 მარტს  გადაეცა საქართველოს ბანკის პრეზიდენტს ბატონ ვლადიმერ პატეიშვილს);
  • ყოველწლიური ნომინაციების დაწესება - საბანკო სექტორზე დასპეციალებულ ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობისა და ეკონომიკური ჟურნალისტიკის წახალისებისათვის(2002-2005 წლებში);
  • საინფორმაციო მხარდაჭერის პროექტი – საბანკო სექტორი, გაზეთ “სვობოდნაია გრუზიასთან” ერთად(მიმდინარეობდა 2003 წლის  ივლისი - ოქტომბერში).
  • ერთიანი საბანკო ინტერნეტ-კატალოგის შექმნა(2006 წლის სექტემბერ-ოქტომბერი);
  • კომერციული ბანკებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსის მიღება.

საკონტაქტო პირები

თანამდებობა: ასოციაციის პრეზიდენტი
ელ-ფოსტა: president@abg.org.ge   
 
თანამდებობა: ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
ელ-ფოსტა: director@abg.org.ge
 
თანამდებობა: პრეზიდენტის თანაშემწე
ელ-ფოსტა: bagrationi@abg.org.ge 
უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>