abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

საქართველოს ბანკების ასოციაცია გილოცავთ ახალ წელს და დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
23/09/2008 | მიზნები და ამოცანები
ბანკების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობის სამართლებრივი გარანტიებისა და საქმიანობის კოორდინაცია;
ბანკის პრესტიჟის მხარდაჭერა, მათი ხელმძღვანელობისა და სპეციალისტების კონტაქტების ორგანიზაცია;
საქართველოში საბანკო ომბუდსმენის ინსტიტუტის განვითარება;
საქართველოს ეკონომიკისა და საბანკო სექტორის კვლევა, მონეტარული, ფულად-საკრედიტო, საბიუჯეტო, ფისკალური პოლიტიკის და საბანკო სისტემის მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო და ანალიტიკური მასალების მომზადება.
საქართველოს ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერთა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ტრენინგის და საატესტაციო პროცესის ორგანიზება, მეთოდოლოგიური, ტექნიკური, ტექნოლოგიური და ექსპერტული დახმარების გაწევა;
საბანკო და სხვა საფინანსო ინსტიტუტების თანამშრომლობის განვითარება საზღვარგარეთის საბანკო, საფინანსო და ბიზნეს ტრენინგ ცენტრებთან.
 
 სბა- საქმიანობის ძირითადი ამოცანაა:
 
ასოციაციის წევრების ძალისხმევის მიმართვა საქართველოს ეკონომიკური, ფინანსური და საბანკო სფეროს განვითარების ხელშეწყობისათვის;
ეკონომიკური და ფინანსური სახის მონაცემების მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;
საბანკო საანგარიშსწორებო სისტემებისა და ელექტრონული კომერციის ხელშეწყობა;
საბანკო ტექნოლოგიებისა და სტანდარტიზაციის დანერგვის ხელშეწყობა;
საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობების წარმართვა;
დაინტერესებულ პირთა ანალიტიკური და ექსპერტული მომსახურება, მათი წინადადებების და პრობლემების განხილვა;
წევრი ბანკების სასწავლო, საინფორმაციო, მეთოდური, ტექნოლოგიური და იურიდიული მხარდაჭერა;
ფინანსურ-ეკონომიკური კვლევისა და ანალიზის მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების დამუშავება;
ექსპერტ-სპეციალისტების და ტრეინერების მომზადება;
სასწავლო ლექცია-სემინარების, პროგრამების, კონფერენციების ორგანიზება.
 
 სბა დასახული მიზნების განსახორციელებლად:
 
მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში ისეთი ნორმატიული აქტების განხილვებში რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკური და საფინანსო-საბანკო სფეროს განვითარებასა და რეგულირებასთან;

მონაწილეობს და თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში საბანკო ომბუდსმენის ინსტიტუტის ფორმირებაში;
შესაბამის ორგანოებში შეაქვს წინადადებები საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, საბანკო და საფინანსო დაწესებულებების საქმიანობის სრულყოფის, ფულის მიმოქცევის, საკრედიტო ბაზრისა და საბანკო-საფინანსო დაწესებულებების საქმიანობის, მათთვის ადექვატური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავების შესახებ;
საბანკო სფეროში ურთიერთნდობის, ბანკის პრესტიჟის მხარდაჭერის მიზნით, შეიმუშავებს საბანკო ეთიკის კოდექსს;
პერიოდულად ამზადებს და უშვებს ბეჭდვითი და ელექტრონული მონაცემების ფორმით ბიულეტენებს, საინფორმაციო-ანალიტიკურ პროსპექტებს, ბუკლეტებს, ჟურნალებს;
პერიოდულად ახორციელებს კონფერენციებისა და სემინარების, ლექციების და სასწავლო პროგრამების ორგანიზებას.
უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>