abg.org.ge

  

გიორგი  ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს დეფიციტურიდან პროფიციტურ მოდელზე გადავიდეთ"

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
23/09/2008 | მუდმივმოქმედი კომიტეტები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფუნქციები  სბა-ს და მისი წევრი ბანკების საერთო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას ეფუძნება. კომიტეტი თავისი საქმიანობის პროფილით ყველაზე ახლო კოორდინაციაშია იურიდიულ კომიტეტთან. მისი საქმიანობა  მოიცავს, როგორც   იურიდიული და სხვა კომიტეტების მიერ მომზადებული დოკუმენტების ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და საფინანსო ექსპერტიზის ჩატარებას, ასევე აქტიური მონაწილეობის მიღებას პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და კომისიებში სბა-ს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდასაჭერად ან  საბანკო სექტორთან კავშირში მყოფი  კანონების ეკონომიკური ექსპერტიზისათვის.

 ეკონომიკური  პოლიტიკის კომიტეტის   ფუნქციებში ასევე შედის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ნორმატიული აქტებისა და საბანკო ნორმატივების ეკონომიკური მიზანშეწონილობის ექსპერტიზა და საბანკო სექტორში არსებული და სამომავლო ტენდენციების ანალიზი. 

 კომიტეტს წარმოადგენს “საქართველოს ბანკების ასოციაცია”
თავმჯდომარე- , საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი  დირექტორი

ტელ: (995 32) 2 93 43 76
ფაქსი: (995 32) 934376
ელ-ფოსტა: abg_tsutskir@yahoo.com
 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უშუალო მოვალეობაა ასოციაციის წევრი ბანკების სამართლებრივი უზრუნველყოფა. სბა-ს წევრი ბანკების სამართლებრივი უზრუნველყოფა დაკავშირებულია საერთო და საარბიტრაჟო სასამართლოებში ბანკების ინტერესების დაცვაზე და  კანონშემოქმედებით საქმიანობასა და საკანონმდებლო ინიციატივებზე. ასოციაციის წევრების სამართლებრივი უზრუნველყოფის თვალსაზრისით, სბა-ს საქმიანობა ეყრდნობა ამ მიმართულებით გასულ წლებში აპრობირებულ პრაქტიკას. იგი მოიცავს მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, იურიდიული მომსახურების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც აგებულია :
1. საკონსტიტუციო, საერთო და საარბიტრაჟო სასამართლოებში ბანკების ინტერესების დაცვაზე;
2. კანონშემოქმედებით საქმიანობაზე;

1) საკონსტიტუციო, საერთო და საარბიტრაჟო სასამართლოებში ბანკების ინტერესების დაცვა;
 სასამართლოებში ბანკების ინტერესების დაცვა უნდა გულისხმობდეს:
1.1. სბა-ს წევრ ბანკებთან კონსულტაციების გამართვას მოსალოდნელ სასამართლო დავებზე და მათთვის შესაბამისი რეკომენდაციების გაწევას;
1.2.   სბა-ს იურიდიული სამსახურის ეგიდით, ასოციაციის იურისტების მონაწილეობას  სასამართლო პროცესებში მისი წევრი ბანკების მხარსადასაჭერად, მათ შორის რეგიონებში;
1.3. მოწვეული ექსპერტების მონაწილეობას სასამართლო პროცესების მომზადებაში და წარმართვაში საკონსტიტუციო, საერთო და საარბიტრაჟო სასამართლოებში ბანკების ინტერესების დაცვისათვის;
1.4. სბა-ს წევრი ბანკების ინტერესების დაცვას სახელისუფლებო ორგანოებთან კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებისა და ბანკებზე ზეწოლის განეიტრალების თვალსაზრისით, მათ შორის შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებისადმი წერილებისა და დოკუმენტაციის მომზადებას.
 2) კანონშემოქმედებითი საქმიანობა.
        სბა-ს კანონშემოქმედებითი საქმიანობა გასული წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, უნდა გააქტიურდეს და მიიღოს სისტემური ხასიათი, რადგან თავად საბანკო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო უზრუნველყოფა აშკარად მოიკოჭლებს სისტემური მიდგომის თვალსაზრისით.
 გარდა საბანკო კანონმდებლობისა უახლესი წლების მანძილზე სბა-ს კანონშემოქმედებითი საქმიანობა უნდა მოიცავდეს საბანკო საქმესთან დაკავშირებულ სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის დახვეწასა და დამუშავებას.

 კომიტეტს წარმოადგენს TBC ბანკი
თავმჯდომარე: თემურ ჯაფარიძე, იურიდიული სამსახურის უფროსი.
 
Tel.: (995 32) 23 25 71
Fax: (995 32) 23 25 71
 
საბუღალტრო და საგადასახადო პოლიტიკის კომიტეტი

საბუღალტრო და საანგარიშსწორებო პოლიტიკის კომიტეტის  შემოღების აუცილებლობა მომდინარეობს საბანკო სისტემის ახალ საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებზე გადასვლასთან და უქაღალდო ანგარიშსწორებათა სისტემების დანერგვასთან დაკავშირებით. კომიტეტის დანიშნულება იქნება ბანკებისათვის ახალ ანგარიშთა გეგმაზე გადასვლის ხელშეწყობა, რომელიც დაკავშირებულია როგორც ბუღალტერიასთან, ასევე საგადასახადო ბაზის ფორმირებასთან. უქაღალდო ანგარიშწორებათა სისტემებზე გადასვლა დაკავშირებული იქნება უნაღდო ანგარიშსწორების მექანიზმების სრულყოფასთან, ელექტრონული კომერციის განვითარებასთან და თანამედროვე უნაღდო ანგარიშსწორების დღეს არსებული საბანკო პროდუქტების ბაზის გაფართოებასთან და ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან.  აქედან გამომდინარე, კომიტეტის ფუნქცია  საქართველოს ერთიანი საბანკო სატელეკომუნიკაციო ქსელის ჩამოყალიბების ხელშეწყობას მოიცავს.   
 ინტერნეტის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და ელექტრონული კომერციის  მზარდი მაშტაბები, ანგარიშწორებათა  სისტემების დანერგვის თვალსაზრისით, მიმართულია, როგორც საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებაზე, ასევე მისი მოდულების ტექნოლოგიურ სრულყოფაზე, რაც  დღის წესრიგში აყენებს ელექტრონულ ბიზნესთან და უპირველესად, ელექტრო ბანკინგთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ბაზის ფორმირების აქტუალობას. ელექტრონული ბანკინგის მარეგულირებელი კანონპროექტების მომზადებაში კომიტეტმა  განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს და შეიძლება თავადაც გამოვიდეს საკანონმდებლო ინიციატივით.

 კომიტეტს წარმოადგენს "ვითიბი ბანკი-საქართველო”
თავმჯდომარე- მამუკა ჯიჯავაძე, აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის დირექტორი

ტელ: (995 32) 997699
ფაქსი: (995 32) 997699
ელ-ფოსტა:
jmi@ugb.com.ge;
         
საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი

კომიტეტის ამოცანაა საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობის დარეგულირება და  ქართული ბანკების  სისტემატური ინფორმირება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ საბანკო-საფინანსო სფეროში გასაწევ რეკომენდაციებზე. კომიტეტის ფუნქციაში  შედის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ინსტიტუტებთან ბანკების მხრიდან წამოჭრილი საკითხების მიტანა და ბანკებთან შეხვედრების ორგანიზება. 
კომიტეტის სხვა ფუნქციებიდან უნდა გამოიყოს საბანკო ასოციაციის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის ხელშეწყობა, საერთაშორისო საბანკო კონფერენციების შესახებ სბა-ს წევრი ბანკებისათვის ინფორმაციების მიწოდება და საზღვარგარეთ სასწავლო-საატესტაციო სემინარ-ტრეინინგებში ბანკებისათვის  მათი პერსონალის მონაწილეობის შეთავაზება. 
კომიტეტი  თავის გადაუდებელ ამოცანად მიიჩნევს ხელი შეუწყოს იმ ღონისძიებების, განხორციელებას, რასაც მოჰყვება ქართული ბანკების წარმომადგენლობისა და შეძლებისდაგვარად მათი ფილიალების გახსნას საზღვარგარეთ. კომიტეტმა უნდა იხელმძღვანელოს ქართული საბანკო სექტორის დაცვის მიზნით,  პარიტეტულობის პოლიტიკის პრინციპით, რაც საშუალებას მოგვცემს  დაცულ იქნას როგორც  უცხოური, ასევე ადგილობრივი საბანკო კაპიტალის ინტერესები, რითაც თავიდან ავიცილებთ მათ შორის უგუებლობის და წინააღმდეგობის მოსალოდნელ გართულებებს.
კომიტეტის საქმიანობა ითვალისწინებს აქტიურ კონტაქტებს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.
 
 კომიტეტს წარმოადგენს “საქართველოს საბანკო ტრეინინგ ცენტრი ”
თავმჯდომარე-ლევან გოგოლაძე

Tel.: (995 32) 93 43 76
Fax: (995 32) 93 51 77
E-mail:levan@abg.org.ge
ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საბანკო კომიტეტის საქმიანობის მიზანია ასოციაციის წევრი ბანკების საქმიანობის ხელშეწყობა საბუღალტრო, ფინანსური ანგარიშგების, ყალბი ფულის პრევენციის მიმართულებით და საბანკო ინდუსტრიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მხარდაჭერა.

თავის საქმიანობას კომიტეტი წარმართავს ასოციაციის წესდების და კომიტეტის შიდა დებულების საფუძველზე;

მონიტორინგს უწევს ახალი საბუღალტრო წესების ან საბანკო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს;

ატარებს საგანმანათლებლო კონფერენციებს. ვორქშოპებს და სემინარებს;

მიმართავს ძალისხმევას საკანომდებლო ცვლილებების მიმართულებით და ახდენს ექსპერტიზას იმ დოკუმენტებისას, რომელიც თან ახლავს ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესს;

ახორციელებს მუდმივმოქმედ კომუნიკაციას ასოციაციის წევრ ბანკებთან;

პერიოდულად აწყობს კომიტეტის შეხვედრებს და კონფერენციებს;

კომიტეტი ქმნის საინფორმაციო ბაზას და ასოციაციის წევრ ბანკებს პერიოდულად აწვდის ინფორმაციებს ყველა იმ სიახლეზე რაც ფულის გათეთრების, ყალბი ფულადი ნიშნების პრევენციის და ფინანსური დანაშაულის სფეროში ხდება, მათ შორის საერთაშორისო დონეზე;

კომიტეტი თანამშრომლობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კომიტეტთან(AML); აქტიურ მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციებში და დისკუსიებში, რომელიც ეხება ფინანსური დანაშაულის პრევენციას, სხვადასხვა სახის საგადასახადო არალეგალურ საქმიანობას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, საბანკო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს. აგრეთვე საკანონმდებლო სიახლეებს და ინიციატივებს რომელიც მიმართულია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბროძოლოს გასაძიერებლად.

ტრენინგების ორგანიზება

კომიტეტი პერიოდულად წარმართავს ტრენინგებს ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენერების მონაწილეობით ფინანსური კონტროლის გაძლიერების, არალეგალური საბანკო ტრანსაქციების, ასევე საბანკო არხებში ყალბი ფულადი კუპიურების შემოდინების პრევენციისა და ეროვნული და უცხოური ვალუტის ყალბი ფულადი ნიშნების ცნობადობის გასაძიერებლად;

შეიმუშავებს სასწავლო პროგრამებს და მეთოდებს საბანკო ოპერაციების ფინანსური კონტროლის მიმართულებით;

უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალიზაციის საბანკო პერსონალის გადამზადებას ტრენინგებისა და ვორქშოპების ორგანიზებით, ლექცია-სემინარების ჩატარებით;

კომიტეტი თავის საქმოანობაში ეყრდნობა საქართველოს მოქმედ კანონმდებობას , საქართველოს კანონს "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" და ბაზელის საერთაშორისო საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის ოფიციალურ გამოცემებს რომელიც ეხება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის რეკომენდაციებს; მათ შორის:

განცხადებული პრინციპები საბანკო სისტემაში სისხლის სამართლის დანაშაულის გზების პრევენცია ფული გათეთრების წინააღმდეგ( 1988 წლის გამოცემა)(Statement of Principles on Prevention of Criminal Use of the Banking System for the Purpose of Money Laundering (issued December 1988).

ბანკის საქმიანობის შესაბამისობა მომხმარებელის უფლელების კუთხით (Customer due diligence for banks (issued October 2001), რომელიც განსაზღვრავს ბანკის სტრუქტურულ, პროცესუალურ და მომსახურების შესაბამისობას მაღალ სტანდარტებთან;

კლიენტებისათვის ანგარიშების გახსნის და მათი იდენტიფიკაციის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი(A further paper called General Guide to Account Opening and Customer Identification (February 2003) functions as an attachment to the 2001 paper

კონსოლიდირებულად იცნობდე შენს კლიენტს (KYC) რისკის მართვის სახელმძღვანელო (გამოცემული 2004 ოქტომბერი). ეს დოკუმენტი იკვლევს კრიტიკულ ელემენტებს KYC ჯგუფის მასშტაბით საბანკო რისკის ეფექტური მართვის მიზნით.

კომიტეტს წარმოადგენს საქართველოს ბანკი, თავმჯდომარე ლევან კულიჯანაშვილი

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა სოფელ ავნევს კომპიუტერული ცენტრის გახსნაში დაეხმარა
24.04.2007 18:41

თბილისის ბანკთაშორისმა სავალუტო ბირჟამ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ყორნისის რაიონის სოფელ ავნევს საჩუქრად ავტომანქანა და მეორადი კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

ლონდონის ბირჟაზე “საქართველოს ბანკის” აქციათა ფასი 4,01%-ით შემცირდა
19.04.2007 16:36

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 18 აპრილს გამართულ ”საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობაზე, აქციათა ფასი 4,01%-ით შემცირდა და 31,08 აშშ დოლარზე დაეცა.

ლონდონის ბირჟაზე `საქართველოს ბანკის~ აქციათა ფასი 2,16%-ით გაიზარდა
17.04.2007 15:47

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამართულ `საქართველოს ბანკის~ აქციებით ვაჭრობაზე, აქციათა ფასი 2,16%-ით გაიზარდა და 30,80 აშშ დოლარზე დაფიქსირდა.

”საქართველოს ბანკი'' ავტომობილის შეძენის მსურველთათვის ახალ აქციას იწყებს
11.04.2007 18:04

”საქართველოს ბანკის'' საგანგებო აქცია თბილისში არსებული სავაჭრო ცენტრ “ჯი თი სი"-ში 12 აპრილიდან 12 ივნისამდე გაიმართება.

სახალხო ბანკმა და საჯარო რეესტრის სააგენტომ ერთობლივი პროდუქტი შექმნეს
11.04.2007 14:21

სახალხო ბანკი და საჯარი რეესტრის სააგენტო მომხმარებელს ახალ მომსახურებას სთავაზობენ, რომლის ფარგლებშიც თბილისის მოსახლეობას საშუალება ეძლევა მიიღოს სახალხო ბანკის ფილიალებში ისეთი მომსახურება, როგორიც არის: საკუთარი ქონების რეგისტრაცია...

`ბანკ ტურან-ალემის~ ტელე-პრესკონფერენციაში ქართული მხარეც მიიღებს მონაწილეობას
06.04.2007 12:32

ყაზახური `ბანკი ტურან-ალემის~ (ბტა) პრესკონფერენცია ფინანსური ჯგუფის სამომავლო გეგმებზე სამშაბათს ტელე-ხიდის სახით გაიმართება. დსთ-ის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტელეხიდში ქართული მხარეც ჩაერთვება.

სს "საქართველოს ბანკი” მომხმარებელს ახალ პროდუქტს - "შეცვალე შენი სახლი ახლით" შესთავაზებს
19.03.2007 13:39

იპოთეკური სესხის ახლებური პროგრამა, რომელიც ქართულ საბანკო სივრცეში პირველად  დაინერგა, განკუთვნილია იმ მომხმარებელისთვის, რომელსაც  საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად იპოთეკური სესხის აღებისთვის შემოსავალი არ ყოფნის.

პირველად საქართველოში “სახალხო ბანკი” მოსწავლის პლასტიკური ბარათით მომსახურების პროგრამას იწყებს
14.03.2007 18:16
2007 წლის 14 მარტს, 51-ე საჯარო სკოლაში “სახალხო ბანკმა” ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა.
პროკრედიტ ბანკი ხსნის ახალ ფილიალს აჭარის რეგიონში
05.03.2007 18:16
პროკრედიტ ბანკი კვლავაც განაგრძობს თავის დინამიურ განვითარებას. 2007 წლის 5 მარტს ოფიციალურად იხსნება ბანკის კიდევ ერთი ახალი ფილიალი ქალაქ ბათუმში.
Fitch-მა ვითიბი ბანკ ჯორჯიას მიანიჭა რეიტინგი („ედრ“) „B“, პროგნოზი - „სტაბილური“
14.02.2007 16:59
Fitch Ratings – ლონდონი/მოსკოვი – 2007 წლის 14 თებერვალი. დღეს Fitch-მა “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” მიანიჭა რეიტინგი („ედრ“) „B”, პროგნოზი – სტაბილური, მოკლევადიანი რეიტინგი „B”, ინდივიდუალური რეიტინგი „D/E“, მხარდაჭერის რეიტინგი “4“ ედრ.
<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>