abg.org.ge

  

გიორგი  ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს დეფიციტურიდან პროფიციტურ მოდელზე გადავიდეთ"

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
05/07/2013 | საკონსულტაციო საბჭო

საქართველოს ბანკების ასოციაციის რეორგანიზაციისა და მისი სტრუქტურული გაძლიერების მიზნით იქმნება საკონსულტაციო საბჭო. ამ სახის სტრუქტურა ევროპის ქვეყნების საბანკო ასოციაციების პრაქტიკიდან არის აღებული. მის შემადგენლობაში შედიან ის პირები, რომლებიც საბანკო და საფინანსო სფეროში აქვთ დაგროვილი მდიდარი გამოცდილება, სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით მაგრამ არ არიან მოქმედი ბანკირები.

საკონსულტაციო საბჭოს ამოცანაა ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვის და ექსპერტული მომსახურების გაუმჯობესება, ხელი შეუწყოს ახალი ინიციატივების წარმოჩენას.

საკონსულტაციო საბჭო ასოციაციის პრეზიდენტთან და აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, მონაწილეობს ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული თუ მიმდინარე ამოცანის დაგეგმვასა და გადაწყვეტაში.

მართველობის აღნიშნული ფორმა ხელს შეუწყობს შედარებით ობიექტური და კვალიფიციური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც თავის მხრივ საბანკო ასოციაციას საშუალებას მისცემს იყოს გაცილებით აქტიური და ადექვატური განსაკუთრებით ისეთი საკითხების შეფასებისას, რომლებიც მისი წევრი ბანკებისათვის შეიძლება იყოს სენსიტიური და გამორიცხავდეს ისეთ შემთხვევებს, რომელიც ქართუ ბანკის შემთხვევაში მოხდა.

საკონსულტაციო საბჭო განახორციელებს როგორც ქართულ ასევე გლობალური ეკონომიკური კონიუქტურაზე დაკვირვებას მაკრო, მეზო და მიკრო დონეებზე, რათა წინასწარ იქნეს იდენტიფიცირებული ის ეკონომიკური მოვლენები, რამაც შესაძლებებლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს ადგილობრივ საფინასო-საბანკო ბაზარზე ყველა მისი თანადმევი გარემოებებით. კვლევითი აქტივობის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში შეისწავლება საბანკო სერვისის ის სფეროები, რაც ფართო საზოგადოებისათვის პრიორიტეტული ხასიათის მატარებელია და შესაბამისად, საბანკო ინდუსტრიის სტრატეგიული განვითარების საფუძველს წარმოადგენს.

საკონსულტაციო საბჭო თავის საქმიანობაში განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გარე კომუნიკაციის საკითხებს. კერძოდ, მედია საშუალებებთან აქტიური თანამშრომლობის მეშვეობით მოხდება ფართო საზოგადოებას ინფორმირება საბანკო სექტორში მიმდინარე ყველა მოვლენის თაობაზე, რაც პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება უკავშირდებოდეს ფართო საზოგადოების ინტერესებს. მთლიანად ეკონომიკაში და კონკრეტულად საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესების შესწავლა, გააზრება და ფართო საზოგადოებისათვის სამომხმარებლო, მისთვის გასაგებ კონტექსტში წარდგენა უზრუნველყოფილი იქნება სრული ტრანსპარეტულობის დაცვით.

საბჭოს ძირეულ დაინტერესებას წარმოადგენს ინტერაქტიულ რეჟიმში ერთის მხრივ საზოგადოების წიაღში ფორმირებული პრიორიტეტების და მეორეს მხრივ, საბანკო სექტორის შესაძლებლობების ოპტიმალური შესაბამისობის პროცესების ხელშეწყობა.

საბანკო ასოციაციის საკონსულტაციო საბჭოში შედიან:

დიმიტრი ჯაფარიძე, ილიას უნივესიტეტის პროფესორი, მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე,

ქეთი ლაფაჩი, შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი, მრჩეველი საბანკო კონკურენციისა და ანტიმონოპოლიური რეგულირების საკითხებში,

ეფრემ ურუმაშვილი, მრჩეველი საგადასახადო საკითხებში, მრჩეველი საბანკო პოლიტიკისა და პრუდენციალური რეგულირების საკითხებში.

ვახტანგ ხომიზურაშვილი, მრჩეველი სავალუტო ოპერაციებისა და ფასიან ქღალდებთან დაკავშირებულ საკითხებში

ლევან გოგოლაძე, პროფესორი, მრჩეველი საბანკო განათლებისა და ტრენინგების ორგანიზების საკითხებში

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>