საქართველოს ბანკების ასოციაციის რეორგანიზაციისა და მისი სტრუქტურული გაძლიერების მიზნით იქმნება საკონსულტაციო საბჭო. ამ სახის სტრუქტურა ევროპის ქვეყნების საბანკო ასოციაციების პრაქტიკიდან არის აღებული.
საქართველოს ბანკების ასოციაცია” (შემდგომ ტექსტში “ასოციაცია”) არის არასამეწარმეო ორგანიზაცია. ასოციაცია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების და თავისი წესდების შესაბამისად. ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში.
"საქართველოს ბანკების ასოციაცია" (სბა) დაფუძნდა 1994 წელს საქართველოს წამყვანი კომერციული ბანკების მიერ. დღეისათვის "საქართველოს ბანკების ასოციაციის" წევრია საქართველოში მოქმედი ყველა 16 კომერციული ბანკი.
გამგეობა შედგება შვიდი წევრისაგან: ასოციაციის პრეზიდენტისა და 6 ასოციაციის წევრებიდან არჩეული პირისაგან; გამგეობას შეაქვს კრების განსახილველად ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები
ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, საბუღალტრო და საანგარიშსწორებო პოლიტიკის კომიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი
ეს არის ძალიან პრესტიჟული ჯილდო, რომელიც ატარებს დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას სახელს და ჰქვია - Queen Victoria Commercial Medal. ამ მედალს ყოველწლიურად ნომინაციების მიხედვით გასცემს ევროპის ბიზნეს ანსამბლეა(EBA, Europian Busines Ansambly),