abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

საქართველოს ბანკების ასოციაცია გილოცავთ ახალ წელს და დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
თუ მეწარმე ბანკიდან სესხს ვერ იღებს, ეს მხოლოდ მისი ბრალია

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ commersant.ge–ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.
commersant.ge .

კითხვა: ბატონო ზურაბ, თუ გსმენიათ ბანკების ფარული პროცენტების შესახებ რამე, რას ნიშნავს ეს და როგორ უნდა მიხვდეს ბანკის კლიენტი, რომ მას ახდევინებენ ფარულად პროცენტს?

ზურაბ გვასალია: მიჭირს გაგება იმისა თუ რას გულისხმობს კითხვის ავტორი „ფარული პროცენტის“  ქვეშ. საპროცენტო ურთიერთობებს ბანკის კლიენტსა და ბანკს შორის არეგულირებს ხელშეკრულება და თუ ამ ხელშეკრულების გარეთ ხდება რაიმე შეთავაზება კლიენტისათვის, ეს ჩემთვის უცნობია და წარმოუდგენელიც, ვინაიდან მსგავსი გარიგების შემთხვევაშიც კი ბანკის კლიენტს ვერავინ ვერ მოსთხოვს პასუხს სახელშეკრულებო ურთიერთობების გარეთ აღებულ რაიმე ვალდებულებების არ შესრულებაზე და გამომდინარე აქედან, მსგავსი გარიგება უბრალოდ აზრს კარგავს. რაც შეეხება საკრედიტო ხელშეკრულებებს, მე ვურჩევ ბანკის ყველა კლიენტს, კარგად გაეცნონ ხელშეკრულებას, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი გაუგებრობები და უსაფუძვლო პრეტენზიები არ წაუყენონ ბანკს.

კითხვა: ბატონო ზურაბ, მიუხედავად ჩემი კეთილგანწყობისა ბანკების მიმართ,ობიექტური უნდა ვიყო და ვთქვა, რომ ქართულ ბანკებში კვალიფიციური კადრების დეფიციტია,რამდენიმე დღის წინ ერთ–ერთ უმსხვილეს ბანკში თავად წავაწყდი პრობლემას, ოპერატორის დაუდევრობის გამო უსამართლო ჯარიმა დამეკისრა, დიდი მცდელობის შემდეგ ყველაფერი გაირკვა, თუმცა  ისე გამოვიდა, რომ ბანკმა ჯარიმა პირიქირ მე მაპატია(გაუგებარია რატომ?) მინდა თქვენ გკითხოთ, რამდენად კვალიფიციური კადრები მუშაობენ ქართულ ბანკებში? რა კეთდება მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად და როგორ აფასებთ მომსახურების დონეს ბანკებში?

ზურაბ გვასალია: დავიწყოთ იქიდან, რომ საბანკო დაწესებულებებში მუშაობის დაწყების ნებისმიერმა მსურველმა საკმაოდ რთული კონკურსი უნდა გაიაროს, რაც მე პირადად გამართლებულად მიმაჩნია. მითუმეტეს, რომ ნებისმიერ ბანკს აქვს იმის საშუალება, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო კადრები აიყვანოს, ვინაიდან შრომის ბაზარზე მსურველების ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობა. ამის შემდგომ ხდება მათი უკვე პროფილური მომზადება. მომზადების შემდგომ მათ უტარდებათ ტესტირება, წარმატებით გავლის შემდეგ საშუალება ეძლევათ, გამოსაცდელი ვადით იმუშაონ შესაბამის თანამდებობაზე. გამოსაცდელი ვადა, ბუნებრივია, გულისხმობს ვადის პერიოდში მუდმივ კონტროლს და ამ ვადის წარმატებით გავლის შემდგომ უფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება, მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება, ისინი პერმანენტული ტრენინგების პირობებში მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას. გარდა ამისა, არსებობს საქართველოს საბანკო სატრენინგო ცენტრი, რომელიც ასევე ბანკების შეკვეთიდან გამომდინარე მათ თანამშრომლებს უტარებს ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო შედეგებს აცნობს თავად მენეჯმენტს. ასევე ყველა ბანკს ყავს ე.წ. მისტიური მომხმარებელი.  რომელიც ბანკის თანამშრომლებისგან შეუმჩნევლად აკეთებს მათ შეფასებას პროფესიულ ჩვევებზე, ასევე მათ შესაბამისობაზე დაკავებულ თანამდებობაზე და ამის შესახებ ატყობინებს მენეჯმენტს, რის საფუძველზეც ისინი ახდენენ რეაგირებას. ასე, რომ საკადრო პოლიტიკა საკმაოდ მკაცრია დღევანდელ საბანკო სისტემაში და მას განსაკუთრებულად ექცევა ყურადღება.  რაც შეეხება თქვენს მიერ მოყვანილ მაგალითს, მე საფუძველი არ მაქვს მის სისწორეში ეჭვი შევიტანო, მაგრამ მსგავსი ერთეული შემთხვევით საბანკო სისტემაში საკადრო პოლიტიკის ავკარგიანობაზე ლაპარაკი ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება. ხოლო კითხვის ავტორს მინდა  ვურჩიო თუ ბანკის რომელიმე თანამშრომლი არა სწორად მოიქცა და ამის შესახებ მენეჯმენტმა იცის, იქნებ გადაამოწმოს მუშაობს თუ არა ის ოპერატორი კიდევ აღნიშნულ თანამდებობაზე.

კითხვა: ვარ მცირე მეწარმე. ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ ვახერხებ ბანკიდან სესხის აღებას, რადგან პირობები იმდენად გართულებულია, რომ თითქმის შეუძლებელია მათი დაკმაყოფილება.  თუკი ბანკებმა კრიზისი მართლა დაძლიეს, როგორც ამას თვითონ აცახდებენ და ჭარბი ლიკვიდურობა აქვთ, არ მესმის, რატომ არ შედის მათ ინტერესებში სესხის გაცემის პირობების გამარტივება, თუ ურჩევნიათ, რომ ისხდნენ და თავიანთი ფულის ცქერით ``დატკბნენ``?
 
ზურაბ გვასალია: ბატონო ჩემო, ფულის ცქერით „ტკბობა“, სამწუხაროდ, მოგებას ვერ მოიტანს, ხოლო მოგების გარეშე საფინანსო დაწესებულება უბრალოდ ვერ იარსებებს. იქნებ დაკრედიტებაზე უარის მიღებაში, მიზეზი თქვენს საკუთარ თავში ეძებოთ, ხოლო მინიშნებას მე მოგცემთ: ცუდი საკრედიტო ისტორია, არა სწორად გათვლილი ბიზნეს–გეგმა, არა სათანადო გარანტიები, პროფესიული გამოუცდელობა და ა.შ. ხოლო ის, რომ საბანკო სისტემაში ჭარბი ლიკვიდობაა, მიუთითებს ისიც, რომ ბანკებმა დაწიეს საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე (ანუ ფულადი სახსრების მოზიდვაში ნაკლებ პროცენტს იხდიან) და შესაბამისად დაწიეს საპროცენტო განაკვეთები სესხების სხვადასხვა სახეობებზეც, რაც მიანიშნებს მათ მცდელობას საკრედიტო აქტივობისაკენ, მაგრამ სესხის ვერ მიღებაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ცალსახად არა ბანკი, არამედ კლიენტის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბრალეულობაა.

კითხვა: მაქვს კერძო კომპანია. აქამდე საბანკო სესხით არასდროს მისარგებლია, მაგრამ კრიზისის პირობებში ეს აუცილებელი გახდა. ბანკებში კი, რადგან მათთან საკრედიტო ისტორია არ მაქვს, სესხის გაცემას ერიდებიან. რას მირჩევდით?

ზურაბ გვასალია: უნდა გითხრათ, რომ საკრედიტო ისტორიის არ არსებობა დადებითად ვერ ჩაითვლება სესხის გაცემისას, მაგრამ არც ხელის შემშლელი ფაქტორია, მთავარია თქვენ გქონდეთ ანგარიში ბანკში და თქვენი ბრუნვები ამ ანგარიშზე მიუთითებდეს  თქვენი კომპანიის სოლიდურობს, ბიზნესის ლეგალურობას და არა ე.წ. შავი ბუღალტერით მუშაობას, ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, თქვენს საკრედიტო განაცხადს  თქვენთან ერთად აუცილებლად განიხილავენ და ან დააკმაყოფილებენ ან არგუმენტირებულ უარს გეტყვიან.

კითხვა: ერთ–ერთ ბანკში, რომელსაც არ დავასახელებ, მერიცხება ხელფასი, მაგრამ არათუ სესხზე, საკრედიტო ბარათის გაცემაზეც კი უარი მითხრეს. არადა ამ ბანკში ხელფასი 1000 ლარზე მეტი მერიცხება, გამართლებულია თუ არა ეს უარი? და ამ შემთხვევის გათვალისწინებით, რამდენად რეალურია ბანკების განცხადება, რომ ისინი კრიზისამდელ პერიოდს უკვე მიუახლოვდნენ? არ ფიქრობთ, რომ პრობლემების აღიარება დააჩქარებს მათ მოგვარებას, ვიდრე ამ პრობლემების მიჩქმალვა? მით უფრო, რომ მთელ მსოფლიოში ასე ხდება და პრობლემების შესახებ საუბარი იქ სირცხვილად არ ითვლება. დიდი მადლობა წინასწარ პასუხისთვის.

ზურაბ გვასალია: თუ არ ასახელებთ ბანკს, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ ეტყობა და ეს მისასალმებელია, უფრთხილდებით ბანკთან საქმიან ურთიერთობას, თუ სხვა რამ არ დგას ამ კითხვის უკან. ამ ფორმატში თუ არ გსურთ თქვენი ვინაობის გამჟღავნება და ბანკის დასახელება, დამიკავშირდით ‘’კომერსანტის’’ ჟურნალისტების მეშვეობით და შევეცდები საკითხის უფრო დეტალურად გარკვევაში დაგეხმაროთ. რაც შეეხება კითხვის იმ ნაწილს მიუახლოვდა თუ არა საბანკო სექტორი კრიზისამდელ პერიოდს? უნდა გითხრათ, რომ ყველა პარამეტრით კრიზისამდელ სიტუაციას არა თუ მივუახლოვდით, არამედ გადავლახეთ კიდევაც და მიმდინარე წლის სექტემბრის მაჩვენებლებით საბანკო სისტემა მოგებაზეც გავიდა.

კითხვა: ვფიქრობ, ქართული საბანკო სისტემა ძალიან მგდრადი აღმოჩნდა, და ეს ფაქტია. თუმცა ომის და ``მწვანე პარასკევის`` შემდეგ ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ვერ ბედავს ბანკებში დანაზოგის შეტანასა თუ დაბრუნებას. მათ შორის მეც ვარ – დანაზოგი გამოვიტანე ზუსტად იმ ცნობილი პარასკევის წინა დღეებში და 1000 დოლარის ``აორთქლებას`` ბედზე გადავურჩი. რას გვირჩევდით, რა გარანტია გვაქვს, რომ დაცული იქნება ჩვენი დანაზოგი და რომელ ვალუტაში ჯობია დღეს ფულის დაბანდება? დიდი მადლობა.

ზურაბ გვასალია: ის, რომ ქართული საბანკო სისტემა ძალიან მდგრადი აღმოჩდა, ამას თქვენ თავად აღიარებთ და ამაში მეც უდაოდ გეთანხმებით, მაგრამ მდგრად სისტემაში რა საშიშროება ემუქრებოდა თქვენს 1000 აშშ დოლარს, ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია. საქართველოს საბანკო სისტემის სადეპოზიტო ბაზა 3 მილიარდ ლარს უკვე კარგახანია გასცდა, რომელ ბანკს ამოირჩევთ ეს თქვენი გადასაწყვეტია, ხოლო რომელ ვალუტაში – ჩემი არჩევანი მაინც ეროვნული ვალუტისკენ იხრება.

01.12.2009 15:30

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გლობალურად, საქართველოსთვის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს
03.01.2018 19:52
გიორგი ცუცქირიძე: "ეკონომიკური ზრდის ძირითადი არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში“
03.01.2018 10:08
საქართველო ტრანზიტული შემოსავლებიდან დამატებითი ღირებულების შექმნაზე უნდა გადავიდეს
03.01.2018 10:03
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის მიზანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა და არა სესხების გაძვირება
17.10.2017 15:50
გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს
17.10.2017 15:48
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება არასწორი მოლოდინების შედეგია
17.10.2017 15:46
გიორგი ცუცქირიძე: „სერიული წარმოების ინდუსტრიის შესაქმნელად, უნდა ჩამოვაყალიბოთ სავაჭრო ჰაბები აქ დამზადებული პროდუქციის ნიშნით,
17.10.2017 15:44
გიორგი ცუცქირიძე: “საერთაშორისო მხარდაჭერა რეფორმების გრძელვადიან და შეუქცევად ხასიათს განაპირობებს“
29.05.2017 21:52
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>