abg.org.ge

  

გიორგი  ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს დეფიციტურიდან პროფიციტურ მოდელზე გადავიდეთ"

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: "ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი მხოლოდ საბანკო სექტორზე არ არის დამოკიდებული"

საბანკო სექტორის განვითარების პერსპექტივებზე, თუ როგორია ბანკების როლი ეკონომიკაში, გთავაზობთ ჯორჯიან თაიმსის ვრცელ ინტერვიუს საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან.

- როგორია დღეს საბანკო სექტორის განვითარების ტენდენციები, რამდენად აქვს მას ნდობა მოსახლეობის მხრიდან, როგორია საბანკო კონკურენცია და რატომ არ მცირდება საპროცენტო განაკვეთები?

გიორგი ცუცქირიძე: დღეს საქართველოში 16 კომერციული ბანკი მოქმედებს, 134 ფილიალით და 877 სერვისცენტრით, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონში, ბუნებრივია, თუ არ ჩავთვლით ოკუპირებულ რეგიონებს. ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა არც თუ უმნიშვნელო ნაწილი სულ უფრო აქტიურად სარგებლობს ინტერნეტბანკის და მობაილ ბანკინგის სერვისებით, რასაც გაზრდილი ტრანსაქციებიც მოწმობს. მართალია, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ციფრული სერვისების, მათ შორის ონ ლაინ სასეხებო პროდუქტების მიწოდება იზრდება, მაგრამ ეს სერვისები მაინც შედარებით ახალგაზრდა მომხმარებელზეა გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევდივართ ციფრულ ერაში, ვეჭვობ ეს ტრენდი უახლოეს მომავალში შეიცვალოს, თუმცა შედარებით შორეულ მომავალში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ნამდვილად შეცვლის არსებულ საბანკო სერვისებს და არქიტექტურასაც.

ერთი მხრივ, ბანკების რაოდენობის შემცირება და მეორე მხრივ, დეპოზიტებისა და სესხების ზრდა და, რაც მთავარია, საპროცენტო განაკვეთების შემცირება გვიჩვენებს, რომ საბანკო სექტორში კონკურენციისთვის გადამწყვეტი არა ბანკების რაოდენობა, ან მათი ავტომატურად შემცირება, არამედ არსებული ბანკების განვითარების დონე და დინამიკა.

მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი საბანკო სექტორისადმი ნდობის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, რომ გასულ წლებში ბანკების ნაწილი გაიყიდა, ნაწილი სხვა ბანკებს მიუერთდა, ზოგის ლიკვიდაცია განხორციელდა, მაგრამ ეს პროცესები ისე წარიმართა, რომ მეანაბრეები არ დაზარალებულან. ამასთან, ჩვენ არ გვქონია, რაიმე სერიოზული საბანკო კრიზისი. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო შეფასებებს საბანკო ზედამხედველობის არსებული მოდელის წარმატებულ ხასიათზე, და საბანკო სექტორის განვითარების ვექტორზე, პირველ რიგში მომხმარებელზე ორიენტაციის თვალსაზრისით.

მაგრამ საბანკო სექტორის განვითარების შესაფასებლად ყველაზე კარგ ინდიკატორად საბანკო აქტივების ზრდის დინამიკა ითვლება. ამ მხრივ თუნდაც ბოლო 5 წელიწადში აქტივების მოცულობა 2.5 ჯერ არის გაზრდილი, რაც გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ თუ 2012 წელს ბანკების ჯამური აქტივები 14,3 მილიარდი ლარი იყო, 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით 34.6 მილიარდი ლარია, ხოლო ჯამური აქტივების მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობამ 90 %-ს გადააჭარბა. აქტივების ზრდასთან ერთად გაიზარდა ბანკების სააქციო კაპიტალიც 2. 4 მილიარდი ლარიდან 4.4 მილიარდ ლარამდე ანუ 180 %-ით.

ბანკების განვითარების და საკრედიტო პორთფელის ზრდა, მოზიდულ სახსრებზე და პირველ რიგში დეპოზიტების ზრდაზეა დამოკიდებული. ამ მხრივაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარი. მაგალითისათვის, 1996 წელს 61 ბანკში არსებული დეპოზიტების მოცულობა სულ რაღაც 56 მილიონი ლარი იყო, რაც მშპ-ის მხოლოდ 1.5% შეადგენდა, 2017 წლის ბოლოს კი 19 მილიარდ ლარს და შესაბამისად, მშპ-ს 52 %-ს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ბანკების რაოდენობის კლების მიუხედავად საქართველოს საბანკო სექტორი იზრდება და სულ უფრო მეტ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში.

მართალია, ბოლო წლებში ბანკებში მაღალი იყო დოლარიზაციის მაჩვენებელი და დეპოზიტების 70%-მდე უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, რასაც ლარის კურსის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი, თუმცა დღეს, გასულ წელს დაწყებული ლარიზაციის სტრატეგიის შედეგად, შემცირებულია არა მხოლოდ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ხვედრითი წილი მთლიან სესხებში 65 % დან 57 %-მდე, არამედ ვალდებულებების დოლარიზაციაც, რაც 71 % და 63 %-მდეა შემცირებული. ლარიზაციის სტრატეგიის მთავრი ამოცანაც ეს არის, არა უბრალოდ საკრედიტო პორთფელში სალარე სესხების ზრდა, არამედ მისი ასახვა ვალდებულებების, როგორც დაფინანსების პოტენციური წყაროს მხარეს.

ლოგიკურია, რომ დეპოზიტების ზრდას თან ახლავს ბანკების მიერ გაცემული სესხების ზრდა. 2012 წელს 8,1 მლრდ ლარის (მშპ-ის 32 %) სესხი იყო გაცემული, 2017 წლის მდგომარეობით კი 3-ჯერ მეტი( 21.1 მილიარდი ლარის) სესხია გაცემული, რაც მშპ-ის 56%-ია. გამომდინარე იქიდან, რომ ბანკებს დეპოზიტების და მოზიდული სახსრების უმეტესობა უცხოურ ვალუტაში აქვთ, სესხების დიდ ნაწილსაც და ეს განსაკუთრებით მსხვილ და ბიზნეს სესხებს ეხებათ, კვლავ უცხოურ ვალუტაში გასცემენ.

თუ თვალს გადავავლებთ ბოლო წლების სტატისტიკას, საბანკო აქტივების, დეპოზიტებისა და სესხების ზრდასთან ერთად იკლებდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთი, ყველა მიმართულებით, როგორც ბიზნეს სესხებზე, ასევე სამომხმარებლო და იპოთეკურ კრედიტებზე. თუმცა აღსანისნავია, რომ 2006-2011 წლებში საპროცენტო განაკვეთები პრაქტიკულად არ შემცირებულა და 18-20 %-ის ფარგლებში იყო, მიუხედავად ამ წლებში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდისა. მაღალ საპროცენტო განაკვეთებს განაპირობებდა 2007 წელს ერთის მხრივ მაღალი ინფლაცია და მეორეს მხრივ, 2008-2009 წლებში მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რასაც დაემატა 2007-2011 წლებში პოლიტიკური არასტაბილურობა და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები.

ახლა რაც შეხება საპროცენტო განაკვეთებს. საპროცენტო განაკვეთებმა შედარებით კლება 2012 წლიდან დაიწყო, და თუ 2012 წელს საშუალო შეწონლი საპროცენტო განაკვეთი 17 %-ს შეადგენდა, 2015 წლის მესამე კვარტალში 4 %-ით შემცირდა და 13.1% იყო, საპროცენტო განაკვეთების შემდგომ შემცირებაზე შემაფერხებელი ფაქტორი გახდა 2015 წელს გლობალური შოკების ზეგავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, რაც დიდწილად ლარის გაუფასურებით წარმოქმნილმა ფინანსური არასტაბილურობის რისკმა გამოიწვია, თუმცა 2016 წლის ბოლოს საპროცენტო განაკვეთები კიდევ შემცირდა 12.2 %-მდე. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ეს მაჩვენებლი შენარჩუნდა 2017 წელსაც და ამ შემთხვევაშიც საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, გასულ წელს ინფლაციის მიზნობრივზე მაღალი 7 % -ანი მაჩვენებელია და არა ლარიზაციის პროგრამის ზეგავლენა, რაც ექსპერტთა ნაწილს ჰგონია.

ასევე მსურს ხაზი გავუსვა კიდევ ერთ არასწორ სტიგმას, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ზრდის ტემპი ბანკებზეა დამოკიდებული. მართალია, ბანკები, ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობენ ხელს, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა ავღნიშნო, რომ ბანკი ფინანსური შუამავალია და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი მხოლოდ საბანკო სექტორზე არ არის დამოკიდებული. პირველ რიგში ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა უნდა იყოს ისეთი, და არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, რომ ბანკების კაპიტალიზაციის ზრდას და საპროცენტო განაკვეთების კლებას შეუწყოს ხელი.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის და ეკონომიკის ტრანსფორმაციის გარეშე, საბანკო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ვერც კაპიტალის ეკონომიკის სექტორებს შორის გადადინებას, ვერც დანაზოგების ზრდას და მათ ტრანსფორმაციას ინვესტიციებში. ფინანსური რესურსების გრძელვადიანობის პრობლებაც აქედან მოდის და არა მხოლოდ საფონდო სეგმენტის განუვითარებლობიდან. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიხატება კომერციულ ბანკებში განთავსებული ანაბრებისა და დეპოზიტების მოკლევადიანობაში, რომელის საშუალოვადიანობის მაჩვენებელი არ აღემატება 1.6 წელს. თავის მხრივ გრძელვადიანი რესურსების დეფიციტი განაპირობებს ბანკების მაღალ რისკდამოკიდებულებას განახორციელონ გრძელვადიანი დაკრედიტება ლარში, პირველ რიგში სამეწარმეო სექტორში. მხოლოდ საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, რომელიც დიდწილად მოკლევადიანია, არ არის საკმარისი ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის.

მართალია, ბანკების საერთაშორისო ბაზრებიდანაც ახორციელებენ რესურსების მოზიდვას, მაგრამ თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და ფონდებიდან მიღებულ საკრედიტო ხაზებს, ბანკების უზრურნველყოფა განსაკუთრებით გრძელვადიანი უცხოური საკრედიტო რესურსებითაც პრობლემას წარმოადგენს.

მიმაჩნია, რომ მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა, საგადასახადო და ფისკალური რეფორმა, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლებისა და სივრცითი მოწყობის კომპონენტები, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და მისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც მთავარია დაგროვებითი საპენსიო რეფორმა რომელიც ამ წელს იწყება, სწორედ ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი გათვლილია რა როგორც მოკლე, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე.

- მაგრამ აქტივების ზრდასთან ერთად ასევე კოლოსალურად იზრდება საბანკო სექტორის მოგებაც. გასული წელი სულაც სარეკორდო მაჩვენებლით- 867 მლნ ლარის მოგებით დაასრულა, რასაც თან სდევს არა იმდენად ბიზნესის, არამედ საცალო დაკრედიტების ზრდა. რამდენად არის სისტემა ეკონომიკის დაკრედიტებაზე ორიენტირებული?

გიორგი ცუცქირიძე: ბანკის მომგებიანობის ყველაზე ეფექტური შემფასებელი არის აქტივებზე მისი უკუგების ნორმა, რომელიც დღეს შეადგენს 3.1 %-ს. ახლა დაიწყო ლაპარაკი იმაზე, აქტივების ზრდის პირობებში, როდესაც აქტივების ზომა მშპ-ს 90 %-ს ასცდა, ეს მაჩვენებლი დაბალი ყოფილა და ბანკებს თითქოსდა რეალურად გაცილებით მეტი მოგება უნდა ჰქონდეთ. ვისაც მაინც აქვს ზოგადი წარმოდგენა საბანკო ზედამხედველობის არსებულ მოთხოვნებზე, ასეთ აბსურდულ შეფასებას არ უნდა აკეთებდეს. მსურს განვმარტო, რომ აქტივების უკუგების ეს მაჩვენებლი აბსოლიტურად ნორმალურია, 35 მილიარდიანი აქტივის პირობებში, ხოლო, მომავალში აქტივების ზრდასთან და რისკ ფაქტორების შემცირებასთან ერთად, მისი მაჩვენებელიც ბუნებრივად დაიწევს. თუ აქტივების მშპ-სთან შეფარდების მაჩვენებელი ანუ საბანკო აქტივების ზომაა მაღალი, ესეც არასწორი შეფასებაა. მთელ რიგ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში იგი მშპ-ის არა თუ 100 %-ს, არამედ 250 %-საც კი შეადგენს.

მიმაჩნია, რომ მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა საქართველოს საბანკო სექტორი ქართული ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სექტორია, ჩვენ ამასთან ერთად ვხედავთ, რომ ბოლო ხუთი წლის სტატისტიკით საბანკო სექტორის წმინდა მოგება იზრდება, იგივე 2012 წლის მონაცემებით წმინდა მოგება 134 მილიონი ლარი იყო. საბანკო სექტორის მზარდი მოგება ქვეყანაში ეკონომიკური ზრდით, შემცირებული კომერციული რისკით და დასავლური სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესებული საბანკო ზედამხედველობის და მომსახურების სისტემით აიხსნება.

დღეს ბანკების საკრედიტო პორფელი 20,8 მლრდ ლარს შეადგენს, აქედან იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა 9,6 მლრდ ლარია, რაც პორთფელის 46 %-ია, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები 9,9 მლრდ ლარია პორთფელის 47 %, სადაც შედის როგორც სამომხმარებლო სესხები(3.5 მლრდ ლარი), ასევე იპოთეკური სესხები(6.5 მლრდ ლარი) ანუ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა პრაქტიკულად თანაბარია, მაგრამ ამას ემატება მეწარმე ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები-1,25 მლრდ ლარი(პორთფელის 6%), ფიზკურ პირებზე გაცემული სესხები(ინდ.მეწარმე პირების გამოკლებით) მშპ-ის 29 %-ია, ევროკავშირის ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი საშუალოდ 40 %-ის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება საპროცენტო შემოსავლებს, გასული წლის იანვარ-დეკემბრის მიხედვით შემოსავლები ფიზიკური პირების სესხებიდან 1,584 მლრდ ლარი იყო, რაც სესხებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლების 64 %-ია, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 870 მლნ ლარი შეადგინა. ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან უფრო მაღალი საპროცენტო შემოსავალი განპირობებულია ერთის მხრივ, რისკფაქტორებიდან გამომდინარე, უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებით ბიზნეს სესხებთან შედარებით და მეორე, სესხების შედარებით მოკლევადიანობით.

ის გარემოება, რომ ბოლო წლებში იზრდება ფიზიკურ პირებზე დაკრედიტების ტემპები, ეს დაკავშირეულია საცალო პროდუქტების, მათ შორის განვადების სერვისების განვითარებასთან და ხელმისაწვდომობასთან, როგორც საპროცენტო განაკვეთების შემცირების, ასევე ვადიანობის დაგრძელების თვალსაზრისით. აქვე მსურს ავღნიშნო, რომ ეს ტენდენცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც შესამჩნევია. ტენდენციები და თანამედროვე ინტეგრირებული საბანკო პროდუქტები და ტექნოლოგიები, მაინც ყველგან იდენტურია.

რაც შეეხება სისტემის მდგრადობას, უნდა აღვნიშნო, რომ მდგრადობის თვალსაზრისით, ბოლო ათწლეულში, მთავარი გამოწვევა იყო 2008-2009 წლების ზარალიანი ტრენდის დაძლევა, რაც 2009 წლის ბოლოს სისტემის 65 მილიონიან ზარალში აისახა, 2009 წელი საბანკო სექტორისათვის უმძიმესი გამოდგა, რაც როგორც უკვე ავღნიშნე, დაკავშირებული იყო 2008 წლის რუსეთ საქართველოს სამხედრო კონფლიქთან და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან. მართალია, ქვეყანამ მიიღო სოლიდური საერთაშორისო დახმარება, მაგრამ საბანკო სექტორზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა 2008 წლის ბოლოდან მოყოლებული, ვადაგადაცილებული სესხების ზრდის ტენდენცია, რაც გამოწვეული იყო 2006-2008 წლებში საცალო დაკრედიტების თავისებური „ბუმით“ და პრობლემური სესხების, მათ შორის, განსაკუთრებით სამაჩაბლოში რეგისტრირებული და მოქმედი კომპანიების და მცხოვრები ფიზიკური პირების სესხების ამორტიზაციისა და რესტრუქტურიზაციის ხარჯების მკვეთრი ზრდით, რამაც საბოლოო ჯამში სისტემის ზარალზე გასვლა გამოიწვია.

2010-2017 წლებმა ნათლად აჩვენა, რომ საბანკო სისტემა საკმაოდ მდგრადია. ამის თქმის საფუძველს იძლევა არა მხოლოდ მოგების სარეკორდო მაჩვენებელზე გასვლა, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დადებითი ტენდენციები, საერთაშორისო სვალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის დადებითი შეფასებები და თავად საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესები, პირველ რიგში ბაზელი 3-ის მეტრიკაზე გადასვლა, რაც უახლოეს წლებში რისკების შემცირებასთან ერთად და საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ჩვენ ვნახავთ, რომ სისტემის ეს ტრანსფორმაცია, ახალი საბანკო მომსახურების ცენტრების გაფართოებაში და მომსახურების ხარისხისა და ახალი პროდუქტების გაზრდილ შეთავაზებაში იქნება ასახული. ეს ყველაფერი კი ისევ ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს. ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

21.03.2018 13:00

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: "ახალი სამთავრობო ინიციატივები მნიშვნელოვნად გაზრდის ხელმისაწვდომობას საკრედიტო რესურსებზე"
21.03.2018 13:05
გიორგი ცუცქირიძე: ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე დასაქმების კუთხით"
21.03.2018 13:03
გიორგი ცუცქირიძე: "ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი მხოლოდ საბანკო სექტორზე არ არის დამოკიდებული"
21.03.2018 13:00
გიორგი ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს, რომ დეფიციტურიდან პროფიციტულ მოდელზე გადავიდეთ"
23.01.2018 19:17
გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკა სწრაფი ზრდის ფაზაში შედის
23.01.2018 19:15
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გლობალურად, საქართველოსთვის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს
03.01.2018 19:52
გიორგი ცუცქირიძე: "ეკონომიკური ზრდის ძირითადი არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში“
03.01.2018 10:08
გიორგი ცუცქირიძე: საქართველო ტრანზიტული შემოსავლებიდან დამატებითი ღირებულების შექმნაზე უნდა გადავიდეს
03.01.2018 10:03
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>