abg.org.ge

  

გიორგი  ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს დეფიციტურიდან პროფიციტურ მოდელზე გადავიდეთ"

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: "ეკონომიკური ზრდის ძირითადი არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში“

— რამდენად რეალურია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, და რა ფაქტორები ახდენენ მის სტიმულირებას?

გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში. გრძელვადიანი და დინამიური ზრდის მისაღწევად, აუცილებელია მკაფიო წარმოდგენა იმისა, თუ რა არის ეკონომიკური ზრდა, რა არის მისი წყაროები და პირიქით, თუ რა ზღუდავს მას. სამწუხაროდ, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთმანეთში ხდება მოკლევადიან ეკონომიკურ სტაბილიზაციის და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის არევა, თვით ექსპერტულ დონეზეც კი. ეკონომიკური ზრდის ცნება პირდაპირ ეხება გრძელვადიან ზრდას, ხოლო მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდა განიხილება ბიზნეს ციკლში, რადგან ყველა ეკონომიკა, თუ არ ჩავთვლით ჩაკეტილ ეკონომიკებს როგორიც იყო საბჭოთა კავშირი ან თუნდაც დღევანდელი ჩრდილოეთ კორეაა, პერიოდულად განიცდის რეცესიას. შესაბამისად, ციკლიც შეიძლება იყოს არაერთგვაროვანი, რადგან რყევებიც განსხვავებული ხასიათის შეიძლება იყოს. აქვე მსურს ავღნიშნო, რომ ამ საკითხისადმი არის განსხვავებული მიდგომები ეკონომიკურ მოძღვრებებში, მონეტარულ, ნეოკლასიკურ და ნეოკეინსიანურ ეკონომიკირ მიმდინარეობებს შორის.

თუ ჩვენ განვიხილავთ თუნდაც ბოლო ათწლეულში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. იქნება ეს ევროპის, აზიის, აფრიკის თუ ამერიკის ქვეყნები, მიუხედავად ამ ქვეყნების განსხვავებული ისტორიული და კულტურული ხასიათისა, ეკონომიკური და ადამიანური პოტენციალისა, ზრდა გარდა ბუნებრივი რესურსებისა, გამოწვეული იყო განათლების სფეროში თანხების დაბანდებით, ინოვაციების მხარდაჭერით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით და მომსახურების სფეროსთან ერთად, სამრეწველო და აგროსექტორის პოტენციალის ზრდით;

მიმაჩნია, რომ მთავრობის ოთხპუნქტიანი სტრატეგია, სწორედ ეკონომიკის სწრაფი ზრდის მიმართულებებზეა აგებული. საგადასახადო კანონმდებლობის მოდიფიცირება და ზოგადად საგადასახადო სფეროში მიმდინარე რეფორმა, მოგების რეინვესტირების ესტონურ მოდელზე გადასვლა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და წარმოების ხელშეწყობა, ფინანსურ სტაბილიზაციას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფს. თავის მხრივ, ეს ცვლილებები და გაზრდილი შემოსავლები ინვესტირების მთავარ მიმართულებად განათლების სფეროს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს აქცევს.

მოგეხსენებათ საერთაშორისო სვალუტო ფონდმა გაზარდა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პრონოზი 3.5 % დან 4.7 %-მდე, ხოლო სსფ-ის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში არა თუ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში, ყველა მზარდი იქნება, სასუალოდ 4.9 % და 2022 წლისათვის თითქმის მესამედით გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სამთავრობო სტრატეგიის, სწრაფ ეკონომიკურ ზრადაზე ორიენტირებულ, წარმატებულ ხასიათს.

მნიშვნელოვანია განათლებაში განხორციელებული ინვესტიციები ამ მიმართულებით, რადგან, ნეოკლასიკური ზრდის მოდელის მიხედვით სტაბილური ეკონომიკური ზრდა მიიღწევა თანაბარზომიერი ინვესტიციებით, როგორც შრომით რესურსებში, ასევე კაპიტალურ აქტივებში, ხოლო, როცა უმუშევრობა მაღალია, ინვესტიციებს კაპიტალურ აქტივებში ხშირ შემთხვევაში აზრი ეკარგება, რადგან ხელით შრომა უფრო იაფია და დანახარჯეფექტიანი, ვიდრე კაპიტალურ აქტივებში ჩადებული ინვესტიციების სარგებელი. ამასთანავე ფაქტია, რომ უმუშევართა გადამზადების სოციალურ პროგრამებს უჭირთ ბაზარზე ორიენტირებული მოთხოვნის შესაბამისად მოქმედება. მით უმეტეს სასტარტო პირობები არც ისე ცუდი გვაქვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოჩანდეს. ჰუმანური განვითარების უახლესი ინდექსის (HDI), მიხედვით, რომელშიც შედის განათლების დონე, საქართველოს ჰუმანური განვითარების ზოგადი მაჩვენებელია 0.769, რაც შეესაბამება მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფს და 70-ე ადგილზეა 188 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ჰუმანური განვითარების ინდექსით ვუსწრებთ მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (0.746) და ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (0.756).

- 2006-2012 წლებში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები იყო, მაგრამ იგი ნაკლებად აისახა საერთო კეთილდღეობის ზრდაზე, რაც დღემდე აქტუალურ საკითხად რჩება...

გიორგი ცუცქირიძე: ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდის სტრუქტურას და ხარისხს. საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ნებისმიერ ფასად ეკონომიკური ზრდის მიღწევამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ნეგატიური მოვლენები, როგორიცა: სამუშაო ადგილების გარეშე ეკონომიკური ზრდა, როდესაც არ შეიქმნება დასაქმების მეტი შესაძლებლობა, ასიმეტრია შემოსავლებში, როდესაც ზრდის შედეგებით, ძირითადად, მდიდრები სარგებლობენ, იდენტობის პრობლემები, კულტურული მრავალფეროვნების და იდენტიფიკაციის ჩახშობა, დემოკრატიზაციის ხარისხი შეზღუდვა ე.წ. ხმის უფლების გარეშე ეკონომიკური ზრდა, როდესაც დემოკრატია, ან უფლებამოსილების გადაცემა იზღუდება. სამწუხაროდ, საქართველოში 2003-2012 წლებში მშპ-ის გაორმაგება და ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამ ნეგატიური ფაქტორების კომბინირებით მიმდინარეობდა. ამ პერიოდში მშპ-ის ყველაზე მაღალი ზრდა 2005-2007 წლებზე მოდიოდა, როდესაც საშუალო მაჩვენებელი 9 % ასცდა, ხოლო 2012 წელს ისტორიულ მაქსიმუმზე 12 % ავიდა. მაგრამ მშპ-ის ზრდა 2009-2012 წლებში განაპირობა არა იმდენად დერეგულირების პოლიტიკამ და დაბალმა გადასახადებმა, რაზეც ხშირად ხდება აპელირება, არამედ მნიშვნელოვანწილად საერთაშორისო დახმარების 4.5 მლრ-იანმა პაკეტმა, რომელიც ქვეყანას ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე გამოეყო 2008 წლის 22 ოქტომბერს, რუსეთთან ომის გამო, ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

აქედან გამომდინარე, სიღარიბის დაძლევა, სწორი ეკონომიკური პოლიტიკით და სწრაფი ზრდით არის შესაძლებელი, რომელიც თავსებადია მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმისა, რომელიც არის მთლიანად მხარდაჭერილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და რომლის დროსაც აქცენტები დოვლათის შექმნაზე, დასაქმების ზრდაზე, კულტურულ თავსებადობასა და იდენტობაზე, განათლების ხელმისაწვდომობასა და მმართველობითი სისტემის მეტ დემოკრატიულობაზე იქნება აღებული.

03.01.2018 10:08

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: "ახალი სამთავრობო ინიციატივები მნიშვნელოვნად გაზრდის ხელმისაწვდომობას საკრედიტო რესურსებზე"
21.03.2018 13:05
გიორგი ცუცქირიძე: ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე დასაქმების კუთხით"
21.03.2018 13:03
გიორგი ცუცქირიძე: "ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი მხოლოდ საბანკო სექტორზე არ არის დამოკიდებული"
21.03.2018 13:00
გიორგი ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს, რომ დეფიციტურიდან პროფიციტულ მოდელზე გადავიდეთ"
23.01.2018 19:17
გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკა სწრაფი ზრდის ფაზაში შედის
23.01.2018 19:15
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გლობალურად, საქართველოსთვის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს
03.01.2018 19:52
გიორგი ცუცქირიძე: "ეკონომიკური ზრდის ძირითადი არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში“
03.01.2018 10:08
გიორგი ცუცქირიძე: საქართველო ტრანზიტული შემოსავლებიდან დამატებითი ღირებულების შექმნაზე უნდა გადავიდეს
03.01.2018 10:03
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
“ზრდადი მომავლის ანაბარი” -დაგროვებისა და გარანტირებული სესხის მიღების საუკეთესო საშუალება
25.09.2009 21:30

22 სექტემბერს, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც “ბაზისბანკის” ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული პროდუქტის პრეზენტაცია შედგა.

ბაზისბანკი მომხმარებელს ახალ პლასტიკურ ბარათს – "Discovery Card"-ს სთავაზობს
17.08.2009 11:50

 “Discovery Card”-ი არის სადებეტო, ვიზა კლასიკის ტიპის ჩიპური ბარათი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისთვის

პროკრედიტ ბანკი საქართველოში რიგით 59-ე ფილიალს ხსნის
10.08.2009 15:44

პროკრედიტ ბანკი განაგრძობს ფილიალების ქსელის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაფართოებას.

ახალი სერვისი TBC PAY-ს ტერმინალებში
10.08.2009 15:41

კომპანია TBC PAY-ს სწრაფი გადახდის ტერმინალები თავის მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალი ტიპის მომსახურებას.

"ბაზისბანკი" ბათუმის ბულვარში აქციას იწყებს
28.07.2009 16:05

 "ბაზისბანკი" 1 აგვისტოდან ბათუმის ზღვისპირა ბულვარში აქტიურ პრომო-აქციას იწყებს

"საქართველოს ბანკმა "ევრომანის" ჯილდო მიიღო
20.07.2009 17:36

"საქართველოს ბანკმა" ნომინაციაში "2009 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში" "ევრომანის" ჯილდო მიიღო

აქცია პლასტიკურ ბარათებზე 1 ოქტომბრამდე!
13.07.2009 12:38

ბანკი ქართუ გთავაზობთ ახალ პლასტიკურ ბარათებს მოქნილი პირობებით.

სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტის” ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება.
06.07.2009 15:57

30 ივნისიდან სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტის” ფარგლებში განაცხადის მიღებას იწყებს.

ბანკმა “რესპუბლიკამ” აღმოსავლეთ საქართველოში, ახალი ფილიალი გახსნა
06.07.2009 15:23

27 ივნისს ბანკმა "რესპუბლიკამ” ახალი ფილიალი აღმოსავლეთ საქართველოს ერთერთ ლამაზ ქალაქში – ყვარელში – გახსნა

"სახალხო ბანკმა" ბაზარზე ახალი პროდუქტი - "სოციალური ანაბარი" დანერგა
02.07.2009 13:18

აღნიშნული ანაბარი ბაზარზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა, რომელიც წლიურ 16 %-ს შეადგენს.

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>