abg.org.ge

  

გიორგი  ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს დეფიციტურიდან პროფიციტურ მოდელზე გადავიდეთ"

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: საქართველო ტრანზიტული შემოსავლებიდან დამატებითი ღირებულების შექმნაზე უნდა გადავიდეს

თუ ჩვენ პროგრესული ეკონომიკური ზრდა გვსურს, ქვეყანა უნდა გადავიდეს ტრანზიტული დატვირთვიდან დამატებითი ღირებულების შექმნის დოქტრინაზე.

ეს კი ნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას დამატებითი ღირებულებები ინფრასტრუქტურის და ინოვაციური ცენტრების სახით.

სადღეისოდ სატრანსპორტო სექტორში საკონტეინერო გადაზიდვების მსოფლიო ბაზარი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად მიმართულებას. თანამედროვე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნამ ერთობლიობაში განაპირობა საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ტენდენცია და მსოფლიოში წარმოებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაზიდვის ამ სქემაში ინტეგრირება.

, რომ ბოლო ათწლეულში მსოფლიოში საკონტეინერო გადაზიდვების განვითარების სფეროში მნიშვნელოვანი ინოვაციები აღინიშნა, რაც, უპირველეს ყოვლისა, საკონტეინერო გადაზიდვების ტექნიკური და ტექნოლოგიური სრულყოფის ასპექტებს მოიცავს, ექსპლუატაციაში მსხვილი კონტეინერმზიდი გემების გაშვებით და მაღალწარმადობითი საკონტეინერო ტერმინალების მშენებლობით დამთავრებული. მაგალითისათვის, კონტეინერმზიდი "ემმა მერსკი", რომელიც 2006 წელს დანიაში, ოდენსეს გემთსაშენში ააგეს, 11 000 ერთეულ TEU-ს (კონტეინერის საერთაშორისო განზომილებაა უტოლდება 20 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვა/გადამუშავებას) იტევს.

ცნობისათვის, მსოფლიოს უმსხვილესი ნავსადგურებია: ტოკიოს ნავსადგური, იაპონიის მეორე მსხვილი საკონტეინერო ნავსადგური იაკოჰამა, ინდოეთის წამყვანი ნავსადგური "ჯავაჰარლალ ნერუ", სამხრეთ კორეის ნავსადგური ჰუსანი, დუბაის ნავსადგური, ევროპის უმსხვილესი ნავსადგურია როტერდამის ნავსადგური.

გვიჩნდება კარგი შანსი „აბრეშუმის გზის“ დერეფანში. საკონტეინერო ტვირთნაკადის ზრდის ძირითად "მამოძრავებელ ძალას" კი უკვე თითქმის ორი ათეული წელია მსოფლიოში ჩინეთის ექსპორტი წარმოადგენს. ამ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთანაა დაკავშირებული მსოფლიოს მსხვილი ნავსადგურების როგორც ტვირთბრუნვის, ასევე განვითარების პერსპექტივები.

ცალკე აღსანიშნავია ჩინეთის, როგორც მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი საკონტეინერო ცენტრის პერსპექტივები. კერძოდ, ჯერ კიდევ 2007 წელს, გლობლურ ეკონომიკურ კრიზისამდე კი, მსოფლიოს 30 უმსხვილეს საკონტეინერო ნავსადგურს შორის, 8 ჩინეთის იყო.

, რომ საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვების 90% დღემდე საზღვაო ტრანსპორტით ხორციელდება.

, ქართული ეკონომიკის ზრდის ერთგვარი ხერხემალი შეიძლება გახდეს ანაკლიის პორტი, რომლის მშენებლობაც უკვე მიმდინარეობს და დღეს უმაღლესი დონის ღონისძიება ეძღვნება ამ მოვლენას ანაკლიაში. პროექტის საბოლოო ფაზაზე შესაძლებელი ხდება 100 მილიონი ტონა ტვირთის მიღება წელიწადში, რაც არა მხოლოდ ჩვენი პირობებისათვის, რეგიონლური თვალსაზრისითაც კი ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ნიშანდობლივია, რომ პროექტის მიხედვით მშენებლობის პროცესში დასაქმდება 3400 ადამიანი, ხოლო პორტის სრულად დატვირთვითვისას, მთლიანობაში 6400 ადამიანი იქნება დასაქმებული.

განვითარება და საპროექტო სიმძლავრეზე გასვლა დაგეგმილია 9 ეტაპად, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, უკვე 2020 წლისათვის პორტს შეეძლება წელიწადში 8 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთი გაატაროს, რაც დაახლობით 900 ათასი კონტეინერის მიღებას გულისხმობს წელიწადში. შედარებისათვის, ფოთის პორტის ტვირთბრუნვა წელიწადში დაახლოებით 280 000 კონტეინერია.

და ფოთის პორტების პრობლემა მათ სივრცით შეზღუდულობაშია, რადგან ნავმისადგომი არასაკმარისი სიღრმისაა, პორტები შუა ქალაქშია, რასაც თან ერთვის სასაწყობო მეურნეობების პრობლემა. გარდა ამისა, საქართველოში ტვირთი შედარებით პატარა გემებით შემოდის, და ისიც თურქული პორტების გავლით. ანუ, დიდი მოცულობის გემი ჯერ სტამბოლში შედის, სადაც ტვირთი პატარა გემებზე გადანაწილდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადამისამართდება ფოთის და ბათუმის პორტებში, რაც დროშია გაწელილი, და ეკონომიკური თვალსაზრისით ნაკლებრენტაბელურია, მაღალი თვითღირებულებიდნ გამომდინარე.

პორტს აქვს შესაძლებლობა მსხვილ – 10000–კონტეინერიან გემებს მოემსახუროს, როდესაც ფოთის პორტი მცირე მოცულობის – 1500–კონტეინერიან გემებზეა გათვლილი. შესაბამისად, მომსახურების დროიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ძვირი სერვისია, რაც მის კონკურენტუნარიანობას რეგიონალურ მოთამაშეებთან მიმართებაში მნიშვნელოვნად ამცირებს. აქ უნდა გავითვალისწინოთ მზარდი მოთხოვნა საზღვაო გადაზიდვებზე აზიიდან ევროპაში, მარტო ევროპასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ნახევარ ტრილიონ ევროს უტოლდება, ხოლო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის 2 ტრილიონ დოლარს აღწევს.

არა აქვს სივრცითი შეზღუდულობის პრობლემა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიღრმე 16 მეტრს მიაღწევს, რაც 2-ჯერ მეტია ფოთის პორტზე და იქმნება ახალი შესაძლებლობა, როგორც მცირე, ასევე დიდი ზომის გემების მომსახურებისათვის. თავის მხრივ, ეს ქართულ სატრანსპორტო კომპანიებს მისცემს საშუალებას, რომ 30%-ით იაფად გადაზიდონ ერთი კონტეინერი, რაც გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელს რეგიონში, რადგან საქართველოს დერეფნით საზღვაო გადაზიდვები უფრო იაფი და რენტაბელური გახდება.

მაგრამ, ბათუმისა და ფოთის ტერმინალების ნაკლული პრაქტიკიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ პორტი მაქსიმალურად იყოს დატვირთული, სასაწყობე მეურნეობების განვითარება იქნება აუცილებელი. ანაკლია სითი, სადაც პირველ რიგში უნდა გაშენდეს ლოგისტიკური ცენტრები, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. აქ საუბარია ლოგისტიკური და ინდუსტრიული პარკის გაშენებაზე.

ამისა, საქართველო სტრატეგიული მდებარეობით ხდება საწარმოო რელოკაციისათვის, ანუ საწარმოების გადმოტანისათვის ხელსაყრელი ადგილი. ამის შესაძლებლობას კი სწორედ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები იძლევა, როგორც ევროკავშირთან და ჩინეთაან, ასევე იგივე თურქეთთან და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, ხოლო სამომავლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ჩვენ რეგიონალური კუთხით გვყავს სამი კონკურენტი. ჩრდილოეთის დერეფანი, რომელიც გადის რუსეთზე, ნოვოროსიისკის პორტით, სამხრეთის კორიდორი, რომელიც გადის თურქეთის მიმართულებით, სტამბოლის პორტით და მესამე არის ირანის პორტი ბანდერ-აბასი. შესაბამისად, ანაკლიის პორტი კონკურენციას გაუწევს ნოვოროსიისკის პორტს, ირანის პორტს და თურქული პორტების საკონტეინერო ტვირთნაკადის ნაწილსაც ჩვენსკენ გადმოიტანს, რადგან საქართელოს დერეფანი ყველაზე მოკლეა.

ჩვენ გვსურს პროგრესული ეკონომიკური ზრდა, ქვეყანა უნდა გადავიდეს ტრანზიტული დატვირთვიდან დამატებითი ღირებულების შექმნის დოქტრინაზე. ანუ, ეკონომიკამ უნდა შექმნას დამატებითი ღირებულება, ინფრასტრუქტურის და ინოვაციური ცენტრების სახით, რაც ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაზრდის ექსპორტს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.

მთავრობის სტრატეგია, ქვეყანა გახდეს ლოგისტიკური ცენტრი, გეოეკონომიკური თვალსაზრისით, რაც ქვეყნის გეოგრაფიული და ეკონომიკური პირობების ურთიერთკავშირია და, განსაზღვრავს მისი წარმოების, ვაჭრობის დონეს და საქონლისა და მომსახურების მოხმარების მოცულობას, პრიორიტეტულად მიიჩნევს სივრცესთან დაკავშირებულ წმინდა ეკონომიკურ რეალობებს, არის ძალზე მნიშვნელოვანი. 4–პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის და ინოვაციური სტრატეგიის კომპონენტი სწორედ ამ ამოცანის მიღწევას ემსახურება.

03.01.2018 10:03

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს, რომ დეფიციტურიდან პროფიციტულ მოდელზე გადავიდეთ"
23.01.2018 19:17
გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკა სწრაფი ზრდის ფაზაში შედის
23.01.2018 19:15
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გლობალურად, საქართველოსთვის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს
03.01.2018 19:52
გიორგი ცუცქირიძე: "ეკონომიკური ზრდის ძირითადი არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში“
03.01.2018 10:08
გიორგი ცუცქირიძე: საქართველო ტრანზიტული შემოსავლებიდან დამატებითი ღირებულების შექმნაზე უნდა გადავიდეს
03.01.2018 10:03
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის მიზანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა და არა სესხების გაძვირება
17.10.2017 15:50
გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს
17.10.2017 15:48
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება არასწორი მოლოდინების შედეგია
17.10.2017 15:46
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
ახალი შეთავაზება “ “მაქსიმა” ანაბარზე
30.06.2009 17:10

“საქართველოს ბანკმა” “მაქსიმა” ანაბარზე ახალი შეთავაზება შემოიღო. ამიერიდან, “მაქსიმა” ანაბრის გახსნა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ოდენობის თანხით. “მაქსიმა” ანაბარი მომხმარებელს არაერთ უპირატესობას და მის მოთხოვნებზე მორგებულ პირობას სთავაზობს

საკონსულტაციო ჯგუფ DAI Europe-ის დირექტორი "ბაზისბანკს" ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.
29.06.2009 14:10

ბანკის მენეჯმენტსა და ბრაიენ ნილსენს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს DAI Europe-ის კონსულტანტების მიერ განვლილი სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები.

პროკრედიტ ბანკის ინიციატივით უკრაინაში ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
26.06.2009 16:07

გამოფენის გახსნა 4 ივნისს, ქ. კიევის ისტორიულ ნაწილში - პოდოლზე, პროკრედიტ ბანკის ახალი ფილიალის გახსნას დაემთხვა.

სახალხო ბანკმა ანაბრების აქციაში მეორე ბინა და 10 სხვადასხვა პრიზი გაათამაშა
03.04.2009 14:20

31 მარტს, იმედის პირდაპირ ეთერში, სახალხო ბანკმა მეორედ გაათამაშა ბინა ვაკეში და 10 სხვადასხვა პრიზი. სუპერ პრიზის, ბინის მფლობელი რუსთავში მცხოვრები დავით ხაჩიძე გახდა.

ბითიეი ბანკი თავის მომხმარებლებს ერთთვიან აქციას სთავაზობს:
01.04.2009 16:45

ყველას ვინც 25 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით დეპოზიტს გახსნის ნაძალადევის სერვის ცენტრში(ცოტნე დადიანის 15/90), არსებულ საპროცენტო სარგებელზე დამატებით 1.5%-ს მიიღებს

ბანკი "რესპუბლიკა”, ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი” ყოველთვიურად ახალ ფილიალს ხსნის.
02.03.2009 10:09

2009 წლის 20 თებერვალს ქ. თბილისში, ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის 37-ში ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა. ბანკი "რესპუბლიკა”, ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი”, გაფართოვების სტრატეგიის შესრულების მიზნით,  ყოველთვიურად ახალ ფილიალს ხსნის.

„საქართველოს ბანკი“ ქედაში სერვის-ცენტრს გახსნის
27.02.2009 16:16

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, ბანკი დღეს აჭარის მაღალმთიან რაიონში, ქედაში სერვის-ცენტრს გახსნის

კიდევ ერთი მილიონი თიბისი ბანკისაგან
14.02.2009 18:09

მოიგე ყოველთვე ბინა და გახდი მილიონერი თიბისი ბანკთან ერთად! თიბისი ბანკში ანაბრების კიდევ ერთი უპრეცედენტო და ყველაზე მასშტაბური აქცია დაიწყო . . .  

“საქართველოს ბანკმა” “მწვანე ანაბრის” ელექტრონული რუკა შექმნა
14.02.2009 18:05

“საქართველოს ბანკმა” “მწვანე ანაბრის” მფლობელებისთვის სიახლე წარმოადგინა. ამიერიდან, მეანაბრეებს საკუთარ სახელზე დარგული ხის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ელექტრონული რუკის საშუალებით შეეძლებათ.

სს “საქართველოს სახალხო ბანკი” აცხადებს ტენდერს პოლიგრაფიული მომსახურების გაწევაზე.
05.02.2009 12:51

სს “საქართველოს სახალხო ბანკი” იწვევს დაინტერესებულ ორგანიზაციებს ფასთა კოტირების წარდგენაზე პოლიგრაფიული მომსახურების გაწევაზე.

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>