abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია

პირველი: პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს. რამდენად არის ორიენტირებული ახალი ბიუჯეტი სოციალურ ნიშაზე და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე?

გიორგი ცუცქირიძე: მიმაჩნია, რომ 2018 წლის ბიუჯეტი გასული წლის მეორე ნახევრიდან დაწყებული ფისკალური რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილია და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული. ამ ტიპის წარმატებული და პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს გვქონია. ამ საკითხზე ჩვენ წინა ინტერვიუში გაცილებით ფართოდ ვისაუბრეთ. ამასთანავე, აღვნიშნავ, რომ მცდელობა ფისკალური მოდელის შექმნაზე გასულ წლებშიც იყო, თუმცა მან კონცეპტუალური ხასიათი სწორედ 4-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის შემდეგ მიიღო. წარმატებული ფისკალური პოლიტიკა ფინანსურ სტაბილურობას განაპირობებს, რაც უმთავრესი წინაპირობაა ეკონომიკური ზრდისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ფორმირებისთვის.

სახელმწიფო ბიუჯეტი ფისკალური პოლიტიკის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ბიუჯეტიდან ხდება ყველა სახის სოციალური თუ ეკონომიკური ხარჯის დაფინანსება, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის. ნიშანდობლივია, რომ ბიუჯეტის ხარჯების გამოყენების ეფექტიანობა პირდაპირ გავლენას ახდენს მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებაზე და, შესაბამისად, ეკონომიკის ზრდაზე ან შემცირებაზე.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 949 მილიონი ლარით იზრდება და 12 364 500 000 ლარი იქნება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 504 545 000 ლარს შეადგენს. რაც მთავარია, გრძელდება ხარჯების (როგორც ადმინისტრაციული, ისე ბიუროკრატიული) შემცირების ტენდენცია და სამაგიეროდ, იზრდება კაპიტალური ხარჯების წილი, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალისა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაჩქარებული მშენებლობის ხარჯზე, რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მდგენელია.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, მომავალი წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია საერთო მოხმარების სტიმულირებაზე და სწორედ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. მისი პარამეტრები, რომელიც უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, პროგრესული და ოპტიმისტურია. დარწმუნებული ვარ, მისი შესრულებაც ყველა დაგეგმილი მაჩვენებლით მოხდება. რაც მთავარია, მთავრობის სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული 4-პუნქტიანი გეგმის თანახმად, დაფინანსება ყველა პრიორიტეტულ სფეროს ეზრდება, იქნება ეს ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა, თუ ინფრასტრუქტურა და განათლება.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით, 2018 წლის ბიუჯეტით ყველაზე მეტ დაფინანსებას, 2017 წლის ბიუჯეტის მსგავსად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს. აღნიშნული სამინისტროს ბიუჯეტი, 2017 წელთან შედარებით, 111.2 მლნ ლარით იზრდება და 3 527 000 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსებაც, რაც, როგორც დემოგრაფიული, ისე ეკონომიკის გეოგრაფიული კონცენტრაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ყველაზე მსხვილი კომპონენტი და ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მდგენელი სივრცითი მოწყობის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, 2017 წელთან შედარებით, დაახლოებით 572 მილიონი ლარით იზრდება და 2018 წელს, ჯამში, 1 830 000 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის - 1 283 000 000 ლარი, მათ შორის, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია, როგორც მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც დადგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყლისა და წყალარინების, საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც ტურისტული პოტენციალის მნიშვნელოვნად გაზრდის წინაპირობადაც უნდა მივიჩნიოთ.

მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, თუ მთავარი არა, განათლების რეფორმაა. თუ გვსურს უფრო მეტი ინვესტიცია, ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს მეტად კონკურენტული, ხოლო კონკურენტული ეკონომიკა კვალიფიციურ და კონკურენტუნარიან კადრებს ითხოვს, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელზე იქნება აგებული. მისასალმებელია, რომ პროექტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 62.6 მლნ ლარით იზრდება და 1 178 770 000 ლარს შეადგენს. მათ შორის, როგორც პროფესიული განათლების დასაფინანსებლად, ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად და საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის; ხოლო დონორების დაფინანსებული პროექტის ფარგლებში (მათ შორის, ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს - გრანტი) 116.8 მლნ ლარამდეა გამოყოფილი.

ნიშანდობლივია, რომ 2018 წელს საქართველოს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შეთანხმების თანახმად, რეგიონული განვითარების პროექტებს დაემატება განათლებისა და ინოვაციების კომპონენტები, რაც მდგრადი ეკონომიკური განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება.

პირველი: ბიუჯეტის კრიტიკოსები მიუთითებენ მაღალ ბიუროკრატიულ ხარჯებზე, რაც ბიუჯეტის ხარჯების თითქმის მესამედს – 29%-ს შეადგენს და მაგალითად ისეთი ქვეყნების ბიუჯეტები მოჰყავთ, როგორიცაა იაპონია, შვედეთი და ფინეთი, სადაც ადმინისტრაციული ხარჯები ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 20%-ზე ნაკლებია, ასევე, არ არის ჩადებული პენსიების ზრდაც, რამდენად ოპტიმალურია ბიუჯეტის ეს სტრუქტურა?

გიორგი ცუცქირიძე: ზოგადად, ადმინისტრაციული (ბიუროკრატიული) ხარჯები ნებისმიერი ბიუჯეტის შეუცვლელი ნაწილია, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყანას ბიუროკრატია მართავს. ზოგადად, რაც უფრო ნაკლებია წმინდა ბიუროკრატიული ხარჯის წილი ბიუჯეტის მთლიან ანუ ე.წ. საოპერაციო ხარჯებში, მით მეტია მისი ეფექტიანობა. ეს ინდიკატორი უჩვენებს, რამდენად იაფი გვიჯდება მოსახლეობას მთავრობის დაფინანსება. საოპერაციო, ანუ მიმდინარე ხარჯები არ მოიცავს არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მოიცავს მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს (სახელმწიფო შრომის ანაზღაურებაზე, საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ჯამია), რომლებიც ერთჯერადია და გრძელვადიანი აქტივების შექმნას არ ემსახურება.

მაგრამ იმის მტკიცება, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი არაეფექტურად არის დაგეგმილი, სუბიექტური შეფასებაა. თუ ბიუჯეტის ხარჯების მაჩვენებელს 2012 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში განვიხილავთ, ვნახავთ, რომ მიმდინარე ხარჯების ხვედრითი წილის კლებისა და შესაბამისად, ეფექტურობის ზრდის ტენდენცია აშკარაა. მაგალითისთვის, თუ ადმინისტრაციული ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 2012 წელს 38.5% იყო, 2017 წელს უკვე შემცირებული იყო 29%-მდე, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტში 27%-მდეა დაწეული. სახელმწიფო შრომის ანაზღაურებაზე განსაზღვრულია - 1 397 524 000 ლარი, საქონელსა და მომსახურებაზე - 1 188 000 000 ლარი, ანუ სულ ადმინისტრაციული ხარჯი 2 585 000 000 ლარია, რაც ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობის (9 504 545 000 ლარი) მხოლოდ 27%-ია და სხვა ქვეყნებთან შედარებით საშუალო მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ. თვალსაჩინოებისთვის აღვნიშნავ, რომ დანიაში ანალოგიური მაჩვენებელი 46%-ია, ლატვიაში - 43%, პოლონეთში - 40%, ლიტვაში - 42%, აშშ-ში - 41%, საფრანგეთში - 31%, ირლანდიაში - 38%.

საბიუჯეტო ხარჯების ეფექტურობის შეფასების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორად ითვლება მთლიანი სამთავრობო ხარჯების ფარდობითი წილი მშპ-ში. 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთლიანი სამთავრობო ხარჯების ფარდობითი წილი მშპ-ში, თუ მის ფაქტობრივ მაჩვენებელს შევადარებთ, 26% გამოვა. შედარებისთვის, საშუალო ევროპული მაჩვენებელი 47%-ია, ხოლო თუ დიდი ოცეულის ქვეყნებს მოვიყვანთ, ის შემდეგნაირად გამოიყურება: აშშ-ში - 38%, ჩინეთში - 42%, იაპონიაში - 39%, დიდ ბრიტანეთში - 43%, ბრაზილიაში - 42%, გერმანიაში - 44%, იტალიაში - 50%, ხოლო საფრანგეთში, სულაც, 57%-ია.

მიმაჩნია, რომ მომავალში მისი ოპტიმიზაცია და კიდევ მეტად დაწევა მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, გადავალთ თუ არა შედარებით მცირე მთავრობის მოდელზე. სკანდინავიის ქვეყნების ნაწილში დიდწილად ეს ფაქტორი განაპირობებს ბიუროკრატიული ხარჯების შედარებით დაბალ მაჩვენებელს.

მართალია, პენსიების ზრდა არ არის ჩადებული ბიუჯეტის პროექტში, მაგრამ ეს საკითხი სავსებით სწორად ეკონომიკური ზრდისა და საპენსიო რეფორმის კონტექსტში იქნება განხილული.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გრძელვადიანი პროგნოზით, უახლოეს 5 წელიწადში, ჩვენ გვექნება საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა (მშპ გაიზრდება მესამედით) და შესაბამისად, პენსიის სიდიდე, ბუნებრივია, მოიმატებს. დღეს ამ საკითხზე სპეკულირება, ასევე, არ არის სწორი. არავის არ უთქვამს, რომ მომავალში პენსია არ გაიზრდება. ვიყოთ ობიექტურები, სამაგიეროდ გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები და ვერანაირი, თუნდაც 250 ლარამდე გაზრდილი პენსია ვერ უზრუნველყოფს იმ სამედიცინო მომსახურების ნაწილსაც კი, რომელიც საყოველთაო დაზღვევის პროგრამებით პრაქტიკულად უფასოდ ხორციელდება.

პირველი: ახალი ბიუჯეტის პროექტში კრედიტების მოცულობა 1 288 000 000 ლარს შეადგენს. რამდენად გამართლებულია ვალების ზრდის ხარჯზე ბიუჯეტის შევსება? ვგიორგი ცუცქირიძე: როდესაც ბიზნესკომპანია იღებს ბანკიდან ვალს, მისი მიზნობრიობა ცნობილია, მას ფინანსური რესურსი ბიზნესის გასაფართოებლად და შემოსავლების გასაზრდელად სჭირდება, იქნება ეს საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისთვის თუ ძირითადი საშუალებების შესაძენად. ანალოგიურად სახელმწიფო ვალსაც თავისი სპეციფიკა აქვს. თუ ეს ვალი მიემართება როგორც ადმინისტრაციული, ისე ბიუროკრატიული ხარჯების დასაფინანსებლად, ან თუნდაც პენსიების გასაზრდელად, ის არ არის გამართლებული და ჩვენ ამის მაგალითები უახლოეს წარსულში ვნახეთ საბერძნეთის მაგალითზე, რამაც ეს ქვეყანა ხანგრძლივ კრიზისში და ლამის დეფოლტამდეც კი მიიყვანა. მაგრამ, თუ ის კაპიტალური ხარჯების ნაწილის დასაფინანსებლად გამოიყენება, აქ პირველ რიგში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ვგულისხმობ, მაშინ მისი მიზნობრიობა ეკონომიკის ზრდის სტიმულირებაა და იგივე დანიშნულება აქვს, რაც ბიზნესკრედიტებს.

ბუნებრივია, აქაც არსებობს “ჭარბვალიანობის” მომენტი, რომლის ზევითაც ვალის აღება მიზანშეწონილი არ არის, და ეს ზღვარი მშპ-ის 60%-მდეა რეკომენდებული, თუმცა ქვეყნების არცთუ მცირე ნაწილისათვის არც 100%-ია უცხო (საბერძნეთი - 180%, იტალია - 132%, პორტუგალია - 130%, კვიპროსი - 107%, ბელგია 105%, სინგაპური - 112%). დღეს სახელმწიფო ვალის სიდიდე მშპ-ის 44.8%-ს შეადგენს და მაღალი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.

დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მომავალ 2018 წელს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5%-ზე მეტი იქნება. ამის საფუძველს მაძლევს გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური ფაქტორები, კერძო სექტორის გაზრდილი აქტივობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბიზნესბრუნვა 18%-ით არის გაზრდილი, რამაც დამატებით 30 ათასი სამუშაო ადგილი შექმნა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7567.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.1%-ით მეტია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ზრდა წმინდა ექსპორტის ზრდის ხარჯზეა, საქონლის ექსპორტი 1940.3 მლნ აშშ დოლარი იყო (28.3%-ით მეტი), მაშინ როცა იმპორტი მხოლოდ 7.4%-ით არის გაზრდილი.

20.10.2017 15:14

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის მიზანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა და არა სესხების გაძვირება
17.10.2017 15:50
გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს
17.10.2017 15:48
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება არასწორი მოლოდინების შედეგია
17.10.2017 15:46
გიორგი ცუცქირიძე: „სერიული წარმოების ინდუსტრიის შესაქმნელად, უნდა ჩამოვაყალიბოთ სავაჭრო ჰაბები აქ დამზადებული პროდუქციის ნიშნით,
17.10.2017 15:44
გიორგი ცუცქირიძე: “საერთაშორისო მხარდაჭერა რეფორმების გრძელვადიან და შეუქცევად ხასიათს განაპირობებს“
29.05.2017 21:52
გიორგი ცუცქირიძე: „დღეს მთავარი ამოცანა ეკონომიკის დივერსიფიკაციიის ზრდა და სწრაფი ზრდის დროში განვრცობაა“
05.05.2017 22:01
გიორგი ცუცქირიძე: 5 %-იანი ზრდა ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდის შედეგია
30.04.2017 11:03
გიორგი ცუცქირიძე: "ბოლო დღეების აქტივობამ აჩვენა,რომ გალარების სტრატეგიამ გაამართლა
27.03.2017 18:05
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>