abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება

პირველი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგრამის პირველი მიმოხილვის შედეგები თვალსაჩინოა, ფონდის პროგრამით განსაზღვრული ყველა ეკონომიკური პარამეტრი შესრულებულია, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – გადაჭარბებით. შედეგად, ფონდმა გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც - 3,5%-დან 4,3%-მდე; ვიცე-პრემიერმა სსფ-ის მიერ მთავრობის ეკონომიკური პროგრამის შეფასებას უპრეცედენტო უწოდა. რამდენად მნიშვნელოვანია ამ სახის შეფასებები ინვესტორებისთვის?

გიორგი ცუცქირიძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“ მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყო, რასაც საფუძვლად დაედო მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და ლარიზაციის მხარდამჭერი პროგრამა. ნიშანდობლივია, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საბანკო სისტემის რეფორმა, და საბანკო ზედამხედველობის, ბაზელი 3-ის პილარ 2 ჩარჩოს ფარგლებში გადასვლა, რასაც ემატება საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) დანერგვა. ეს ყველაფერი ფინანსური ანგარიშგების გამარტივებას, ტრანსფარენტულობის ზრდას, კაპიტალის მეტ დაცულობას, რისკების კიდევ უფრო შემცირებას და საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ემსახურება, განსაკუთრებით ბიზნესდაკრედიტების სტიმულირების თვალსაზრისით. ამ თემას წინა ინტერვიუს დროს ფართოდ შევეხეთ და აღარ განვმეორდები.

გარდა მონეტარული მხარისა, ნებისმიერი ეკონომიკური პლატფორმის წარმატებისთვის, ძალზე მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკის თავსებადობა მონეტარულ ნაწილთან. მიმაჩნია, რომ დღეს მიმდინარე ფისკალური რეფორმა, საგადასახადო ნაწილის ჩათვლით, უახლოეს წლებში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ბაზისურ მდგენელადაც უნდა განვიხილოთ. ნიშანდობლივია, რომ ჯერ კიდევ პირველი კვარტალის ბოლოს, საბიუჯეტო შემოსავლებმა არა თუ მთლიანად დააბალანსა ხარჯები, არამედ ხაზინის ნაშთზე 1 მლრდ ლარზე მეტი იყო აკუმულირებული, და ოქტომბრის პირველი დეკადის მიხედვით 1,012 მლრდ ლარია აკუმულირებული, რაც ხაზინის რეფორმის პოზიტიური შედეგების მნიშვნელოვან ელემენტად უნდა მივიჩნიოთ.

ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ეგიდით ხორციელდება, საშუალოვადიანი ბიუჯეტირების განხორციელების სტრატეგიასთან ერთად, რაც წარმოადგენს საშუალო პერიოდზე გათვლილ ჩარჩო დოკუმენტს, სადაც მოცემულია საბიუჯეტო პარამეტრების პროგნოზები, არის 3-თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო უზრუნველყოფილი დეპოზიტების გამოშვება. ეს შესაძლებელი გახდა სწორედ ნაერთი ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლების შედეგად. ხაზინა დღეს თავად გამოდის მოკლევადიანი ლიკვიდური რესურსების საბანკო სექტორისთვის მიწოდების ინსტიტუტად, რაც, გარდა იმისა, რომ დამატებითი შემოსავლების მობილიზების წყაროა, ამავდროულად არსებულ მონეტარულ ინსტრუმენტებთან (რეფინანსირების აუქციონები) ერთად, არის ლარიზაციის ხელშემწყობი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მოხსენება, არის მიმდინარე ეკონომიკური რეფორმის ღია მხარდაჭერა და მის წარმატებულ და შეუქცევად ხასიათზე მიუთითებს. ის არის საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტი, იმ თვალსაზრისით, რომ სავალუტო ფონდი პირველად სრულად ეთანხმება მთავრობის რეფორმების პროგრამას და ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც 4-პუნქტიანი გეგმის მიხედვით არის წარმოდგენილი.

სსფ-ის პროგრამით დაგეგმილი პრაქტიკულად ყველა პარამეტრი შესრულებულია გადაჭარბებით. რა დასამალია და გასულ წლებში სავალუტო ფონდის პროგრამების ფარგლებში ყოველთვის იყო ჩამორჩენა ამა თუ იმ პარამეტრის მიხედვით, რაც ზოგჯერ მორიგი ტრანშების გადმორიცხვის შეჩერების მიზეზიც გამხდარა.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტშია აღნიშნული, მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2018 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდა 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი - 3.5%-ს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (PPP) ერთ სულზე 2018 წელს პირველად გადააჭარბებს 10 ათას დოლარს და 10 105.57 დოლარს გაუტოლდება. მართალია, ამ მაჩვენებლით ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ცენტრალური ევროპისა და ბალტიის სახელმწიფოებს - 27,139.7 დოლარი, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნებმა შემოსავლების მნიშვნელოვანი და პრაქტიკულად გაორმაგებული ზრდა სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მიიღეს. სამაგიეროდ, ჩვენ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თუნდაც უკრაინა - 8,271.8, სომხეთი - 8,818.0, უზბეკეთი - 6,514.3, კოსოვო - 10,066.4, მაროკო - 7,837.9, ინდოეთი - 6,572.3, ვიეტნამი - 6,424.1, ბოლივია - 7,236.1 და ვუახლოვდებით ეგვიპტეს - 11,131.7, ალბანეთს - 11,928.5, ინდონეზიას - 11,8612.1, ტუნისს - 11,598.5, ბოსნიაა-ჰერცოგოვინას - 12,074.8 და სერბეთს - 14,511.8.

ყველაზე უფრო ნიშანდობლივი სსფ-ის გრძელვადიანი პროგნოზია, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა 2017-2022 წლებში არა თუ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში, ყველაზე მზარდი იქნება და 2022 წლისთვის თითქმის მესამედით გაიზრდება, ანუ – 32.1%-ით მოიმატებს. აქვე მსურს, მოვიყვანო EBRD-ის რეგიონალური დირექტორის ბრუნო ბალვანერას შეფასებაც, რომლის თანახმადაც საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ლიდერია ევროპის მეორე ტალღის ქვეყნებს შორის, რომლებიც თანდათანობით დასავლეთის ეკონომიკის ნაწილი ხდებიან. პირველი ტალღის ქვეყნებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი იგულისხმება.

პირველი: ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა 2017 წელს საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო ქვეყნის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად შეაფასა. აისახება თუ არა ეს შეფასება ეკონომიკის სტაბილურობაზე?

გიორგი ცუცქირიძე: მინდა აღვნიშნო, რომ, Moody’s-ის შეფასებით, სწორედ განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა განაპირობა ეკონომიკის სტაბილურობა და ამის ერთ-ერთ მახასიათებლად 2014-2016 წლებში, რეგიონში არსებული გლობალური გამოწვევებისა და სავალუტო შოკების მიუხედავად, საქართველოს მშპ-ის, საშუალოდ, 3.4%-ით ზრდა დასახელდა.

ბუნებრივია, ფინანსური სტაბილურობა დაკავშირებულია ეკონომიკური პოლიტიკის მაკროეკონომიკურ ასპექტებთან, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური პოლიტიკის ეფექტურობის კუთხით, რამაც, საბოლოო ჯამში, ფინანსური სისტემის სიმყარე უნდა უზრუნველყოს. აქვე მსურს, აღვნიშნო, რომ რეფორმის წარმატება მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგია, რაც მოგეხსნებათ წინა წლებში საკმაოდ პრობლემატური იყო.

თვალსაჩინოებისთვის მსურს აღვნიშნო, რომ Moody შედის დიდ სამეულში და Standard & Poor’s და Fitch-თან ერთად, უდიდეს საკრედიტო სარეიტინგო კომპანიად ითვლება. აღნიშნული კომპანიების კვლევების, იკვლევს რა სხვადასხვა რაოდენობრივ და ხარისხობრივ ფაქტორებს, რომლებსაც საკრედიტო რისკებზე გავლენა აქვს, მთავარ მიზანს წარმოადგენს, ინვესტორებისთვის განსაზღვროს, როგორი მდგომარეობაა საფინანსო კუთხით ქვეყანაში. შესაბამისად, სააგენტოების მიერ სუვერენული რეიტინგის მინიჭება ქვეყნის კრედიტუნარიანობის შეფასების თავისებურ ბარომეტრსაც წარმოადგენს და ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის შესაძლებლობებს ასახავს. თუკი ქვეყნის საინვესტიციო გარემო დაბალრეიტინგულია ან საერთოდ ვერ ხვდება შეფასებათა კატეგორიაში, შესაბამისად, უცხოელი ინვესტორისთვის სამეწარმეო საქმიანობის წამოსაწყებად ნაკლებად მიმზიდველია. სამაგიეროდ, მაღალი რეიტინგის მინიჭებისას, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს მთავრობის რეფორმატორულ პროექტებს და განვითარების პილოტურ პროგრამებს, რომლებსაც, როგორც წესი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და სხვ.) აკრედიტებენ და წარმოადგენს სერიოზულ პოზიტიურ სიგნალს კერძო ინვესტორებისთვის. ამიტომაც არის სსფ-ის ანგარიში მნიშვნელოვანი.

შემთხვევითი არც ის გარემოებაა, რომ Moody’s-ის დასკვნას წინ უსწრებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასება საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებულ ხასიათზე. ობიექტურად, საქართველოში დღეს არსებული საკრედიტო რისკის (ანუ რისკის, როდესაც მსესხებელი ვალდებულებას ვერ დაფარავს) დონე მნიშვნელოვანწილად აქტუალობას ანიჭებს საკრედიტო რეიტინგების წარმოჩენას, ვინაიდან ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, რაც დამახასიათებელია ჩვენნაირი განვითარებადი ეკონომიკებისთვის, მოთხოვნა ინვესტორების მხრიდან ორიენტირებულია არა იმდენად ქვეყანაში კონკრეტული საქონლის წარმოებისუნარიანობაზე, რამდენადაც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგებზე და ამა თუ იმ დარგის საკრედიტო კულტურის ზოგად დონეზე.

შესაბამისად, მათთვის, ვინც დღეს საქართველოს ბაზარზე გადაწყვეტს საქმიანობას, საქონელწარმოების უნარიანობა, თუ დაბანდებული კაპიტალის მომგებიანობა, დიდწილად ასოცირდება არა კონკრეტულ კომპანიასთან არამედ იმ ეკონომიკურ ნიშასთან, ეკონომიკის დარგთან, რომლის თაობაზეც ინვესტორები საკუთარი გადაწყვეტილებას უახლოესი 10-15 წლის პერიოდისთვის იღებენ, იქნება ეს ენერგეტიკა, საბანკო სექტორი, პორტები, სასტუმრო ბიზნესი, სამშენებლო ბიზნესი თუ სხვა. შესაბამისად, უკვე კომპანიის შერჩევა მოცემულ ნიშაში პოზიციების გასამაგრებლად და საინვესტიციო ნაკადების ზრდა, განსაკუთრებით ეკონომიკის რეალურ სექტორში არის ის საკითხი, რომელზედაც პასუხი დიდწილად სწორედ საკრედიტო რეიტინგის საფუძველზე გაიცემა, ვინაიდან ის საინვესტიციო კულტურის ერთგვარი საერთაშორისო ინდიკატორია და ესოდენ ფასობს დღეს ინვესტორებს შორის.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ საკრედიტო რეიტინგების სისტემათა განვითარების კვალობაზე ურთიერთკავშირი მაღალ რეიტინგსა და დაბალ საპროცენტო განაკვეთს შორის გაიზრდება. უპირატესობა მიენიჭება ხანგრძლივი საკრედიტო და სარეიტინგო ისტორიის მქონე კომპანიებსა და ბანკებს. საერთაშორისო ბაზრებზე იაფ და გრძელვადიან რესურსებზე ხელმისაწვდომობა, თავის მხრივ, ისევ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება პოზიტიურად.

ბუნებრივია, რომ როდესაც ინვესტორი იღებს გადაწყვეტილებას თანხების დაბანდებაზე, ის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ამა თუ იმ ქვეყნის ან საფინანსო ინსტიტუტის საკრედიტო რეიტინგს აფასებს. ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რა რისკების წინაშე შეიძლება ის აღმოჩნდეს ჩადებული ინვესტიციის უკუგების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის უახლოეს ორ-სამ წელიწადში, თუნდაც Baa ჯგუფში გადასვლას (მაგალითისთვის ამ ჯგუფში შედიან: ინდოეთი, სერბეთი, ინდონეზია, ბულგარეთი, უნგრეთი), რომელიც დღევანდელი მაჩვენებლიდან განსხვავებით არა სპეკულაციურ, არამედ საინვესტიციო, ანუ გაცილებით დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. ამის პოტენციალი ჩვენ ნამდვილად გვაქვს. მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს კარგი შანსი, რეგიონში გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც Baa-ს, იგივე Fitch-ის BBB-ს დონის, ანუ საინვესტიციო რეიტინგს მიიღებს. ამ თვალსაზრის ამყარებს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება რეიტინგის მოსალოდნელ გაზრდაზე, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების - Fitch Ratings, Moody’s და Standard & Poor’s წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ.

17.10.2017 15:52

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის მიზანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა და არა სესხების გაძვირება
17.10.2017 15:50
გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს
17.10.2017 15:48
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება არასწორი მოლოდინების შედეგია
17.10.2017 15:46
გიორგი ცუცქირიძე: „სერიული წარმოების ინდუსტრიის შესაქმნელად, უნდა ჩამოვაყალიბოთ სავაჭრო ჰაბები აქ დამზადებული პროდუქციის ნიშნით,
17.10.2017 15:44
გიორგი ცუცქირიძე: “საერთაშორისო მხარდაჭერა რეფორმების გრძელვადიან და შეუქცევად ხასიათს განაპირობებს“
29.05.2017 21:52
გიორგი ცუცქირიძე: „დღეს მთავარი ამოცანა ეკონომიკის დივერსიფიკაციიის ზრდა და სწრაფი ზრდის დროში განვრცობაა“
05.05.2017 22:01
გიორგი ცუცქირიძე: 5 %-იანი ზრდა ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდის შედეგია
30.04.2017 11:03
გიორგი ცუცქირიძე: "ბოლო დღეების აქტივობამ აჩვენა,რომ გალარების სტრატეგიამ გაამართლა
27.03.2017 18:05
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>