abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის მიზანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა და არა სესხების გაძვირება

პირველი: გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები სალარე სესხებზე 19,5-დან 22%-მდეა გაზრდილი, ექსპერტთა ნაწილი ამას პირდაპირ ლარიზაციის პროგრამას აბრალებს. რამდენად გააძვირა ლარში გაცემული სესხები 100 ათას ლარამდე სესხების სავალდებულო გაცემის მოთხოვნამ?

გიორგი ცუცქირიძე: საპროცენტო განაკვეთები სალარე სესხებზე მართლა გაზრდილია, ოღონდ თუ ამას არა ცალკეული პროდუქტების, არამედ მოკლე, ანუ ერთ წლამდე და გრძელვადიანი დაკრედიტების კუთხით შევხედავთ, ვნახავთ, რომ საშუალო წლიურო საპროცენტო განაკვეთები უმნიშვნელოდ არის გაზრდილი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოკლევადიანზე, სადაც ძირითადად სამომხმარებლო სესხები, ოვერდრაფტები, მცირე ბიზნესსესხები, ძირითადად საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად, ასევე განვადებების მნიშვნელოვანი ნაწილი შედის, წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია სულ 0,2%-ით და 17%-ს შეადგენს, ხოლო გრძელვადიან, ანუ ერთ წელზე მეტი ხნით გაცემული სესხებზე, სადაც იპოთეკური სესხები, ბიზნესსესხები და შედარებით მსხვილი სამომხმარებლო სესხები მოიაზრება, სულ 0,1%-ით, 11,3-დან 11,4%-მდე გაიზარდა.

მაგრამ იმის ხელაღებით მტკიცება, რომ სესხები ცალსახად ლარიზაციამ გააძვირა და მომავალში კიდევ უფრო გაძვირდება, რადგან ახალი წლიდან ლარში გასაცემი სესხების ზედა ზღვარი 200 ათას ლარამდე იზრდება, უბრალოდ, პრობლემის ძალზე სუბიექტური შეფასებაა და, შესაბამისად, ამ ტენდენციის ლარიზაციისთვის დაბრალებაც არასწორია.

ლარიზაციის პროგრამის მიზანი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაა, სალარე სესხებზე მოთხოვნის სტიმულირებით, რაც საბოლოო შედეგში სალარე რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ითვალისწინებს, როგორც სალარე სესხების ვადიანობის დაგრძელების, ისე საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირების მიმართულებით.

უნდა აღვნიშნო, რომ, პირველ რიგში, ეს ეხება ბიზნესსესხების სტიმულირებას ლარში, რამაც მცირე და საშუალო ბიზნესის გამოცოცხლება და შიდა მოხმარების ზრდა უნდა გამოიწვიოს. დღეს ჩვენ გვაქვს სამწუხარო რეალობა, როდესაც ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში მსხვილი ბიზნესის ხვედრითი წილი 80%-ს აჭარბებს. სწორედ ამის ერთ-ერთი შედეგია ეკონომიკის განუვითარებლობა, მაღალი უმუშევრობა და ცხოვრების დაბალი დონე. თუ ეს არსებული დისბალანსი არ შეიცვალა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად არ გაიზარდა, სულ მცირე, 45%-მდე მაინც, ვერც დასაქმების პრობლემა მოგვარდება ბოლომდე და, რაც მთავარია, საერთო მოხმარება ვერ გაიზრდება, რაც ისევ ეკონომიკის ზრდის არასასურველ ტემპებში აისახება მომავალში.

გასული წლების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მაღალდოლარიზებული ეკონომიკის პირობებში შესაძლებელია მსხვილი ბიზნესისა და მიწოდების სერვისების შედარებით განვითარება, მაგრამ ნაკლებად მცირე და თუნდაც საშუალო ბიზნესის, პირველ რიგში ადგილობრივი წარმოების სტიმულირების თვალსაზრისით.

მაღალდოლარიზებული ეკონომიკა ატარებს მაღალ სავალუტო რისკებს, რომლის დაზღვევა არა თუ მცირე და საშუალო ბიზნესს, არამედ ხშირად მსხვილ ბიზნესსაც კი უჭირს. ჩვენ ვნახეთ, რომ თუნდაც 2014-2016 წლებში განვითარებული შოკებისას, ძალზე ბევრი მცირე საწარმო ან სულაც დაიხურა ან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

პირველი: სპეციალისტები, ასევე, მიუთითებენ, რომ 100 ათას ლარამდე სესხების ლარში გაცემის ვალდებულებამ ვერ უზრუნველყო სალარე რესურსების შესაბამისი მიწოდება, რაც აძვირებს სალარე კრედიტებს.

გიორგი ცუცქირიძე: ბანკებს, გარდა სალარე დეპოზიტებისა, დამატებით ლარის რესურსის მოსაზიდად თავისუფლად შეუძლიათ მათ ბალანსზე არსებული უცხოური ვალუტის გაყიდვა, რასაც აკეთებენ კიდეც. უნდა აღვნიშნო, რომ წლის დასაწყისიდან, რაც ლარიზაციის პროგრამა დაიწყო, ბანკებს პრაქტიკულად არანაირი ლიკვიდობის პრობლემა არ შექმნიათ. აქვე აღვნიშნავ, რომ მომავალში მზადდება სპეციალური ინსტრუქცია, რაც ბანკების მიერ, ლარში დენომინირებული სადეპოზიტო სერტიფიკატების ლიკვიდობის მაჩვენებელს გაზრდის.

ნიშანდობლივია, რომ, გარდა რეფინანსირების სესხების აუქციონებისა, რომელთა ვადიანობა ორ კვირამდეა, ბანკებს მიმდინარე წლიდან შეუძლიათ განათავსონ ხაზინის 3-თვიანი სადეპოზიტო რესურსები, რომელიც, ასევე, არის ლარიზაციის ხელშემწყობი კიდევ ერთი ინსტრუმენტი, და ხაზინის რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ბანკებს სალარე რესურსების მოზიდვა ხაზინიდანაც შეუძლიათ და თუ თვალს გადავალებთ ვაჭრობების დინამიკას, ვნახავთ, რომ ეს აუქციონები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფაქტობრივად, მან ნაწილობრივ უკვე ჩაანაცვლა და დააბალანსა რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნა.

მიმაჩნია, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა ძირითადად მაინც ინფლაციის შედეგია. მოგეხსენებათ, ინფლაციის მიმდინარე მაჩვენებელი, რომელიც 6,2%-ს შეადგენს, მის მიზნობრივ მაჩვენებელზე (4%) მაღალი რჩება, რაც, ბუნებრივია, გავლენას ახდენს სალარე დეპოზიტების ფასზეც. თავის მხრივ, სალარე დეპოზიტებზე მაღალი პროცენტი აისახება საკრედიტო რესურსების ფასზეც.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკის პროგნოზის მიხედვით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი უკვე მომავალი წლიდან დაიკლებს და მიზნობრივ მაჩვენებელსაც კი ჩამოსცდება (3% იქნება), მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდება და, შესაბამისად, სალარე სესხებზეც.

პირველი: რას იტყოდით ქვეყნის გაზრდილ საგარეო ვალზე, რომელიც მშპ-ის 114%-ს გადასცდა, რამდენად ნეგატიურად აისახება ის ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის სავალუტო რისკების ზრდის თვალსაზრისით?

გიორგი ცუცქირიძე: როდესაც ვსაუბრობთ გაზრდილ საგარეო ვალზე, უნდა გავითვალისწინოთ როგორც სახელმწიფო ვალის, ისე კერძო სტრუქტურების დავალიანების სიდიდე. სახელმწიფო ვალის სიდიდე დღეს მშპ-ს მხოლოდ 48%-ია. ეს არ არის რაიმე კატასტროფული ან თუნდაც მაღალი მაჩვენებელი, თუ გავითვალისწინებთ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მათ შორის ევროდირექტივების მიხედვითაც, დასაშვებ ნორმად 60% ითვლება.

რაც შეეხება ვალის მეორე ნაწილს, ეს არის კომერციული ბანკების, არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებისა და კომპანიათაშორისი ვალი, რომელიც საინვესტიციო და ბიზნესპროექტებზეა მორგებული და თუ ამ მიმართულებით საერთო მოთხოვნა გაზრდილია, ამაში პრობლემას ნაკლებად ვხედავ, მით უმეტეს მათი მომსახურების თვალსაზრისით.

მომავალში როგორ იმოქმედებს ეს ვალი საგადამხდელო ბალანსზე და გაზრდის თუ არა სავალუტო რისკებს, ეს უკვე სხვა ფაქტორებზე, ეკონომიკის ზრდის ტემპებზე, ინვესტიციების მოცულობაზე, ექსპორტის ზრდის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

17.10.2017 15:50

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის მიზანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა და არა სესხების გაძვირება
17.10.2017 15:50
გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს
17.10.2017 15:48
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება არასწორი მოლოდინების შედეგია
17.10.2017 15:46
გიორგი ცუცქირიძე: „სერიული წარმოების ინდუსტრიის შესაქმნელად, უნდა ჩამოვაყალიბოთ სავაჭრო ჰაბები აქ დამზადებული პროდუქციის ნიშნით,
17.10.2017 15:44
გიორგი ცუცქირიძე: “საერთაშორისო მხარდაჭერა რეფორმების გრძელვადიან და შეუქცევად ხასიათს განაპირობებს“
29.05.2017 21:52
გიორგი ცუცქირიძე: „დღეს მთავარი ამოცანა ეკონომიკის დივერსიფიკაციიის ზრდა და სწრაფი ზრდის დროში განვრცობაა“
05.05.2017 22:01
გიორგი ცუცქირიძე: 5 %-იანი ზრდა ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდის შედეგია
30.04.2017 11:03
გიორგი ცუცქირიძე: "ბოლო დღეების აქტივობამ აჩვენა,რომ გალარების სტრატეგიამ გაამართლა
27.03.2017 18:05
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>