abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს

პირWელი: ეროვნული ბანკი აპირებს ახალი მიდგომების დანერგვას კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც კაპიტალის ბუფერების განსაზღვრასა და დანერგვის საკითხებს მოიცავს, ექსპერტების ნაწილის აზრით, ამან შეიძლება საბანკო კაპიტალი და, შესაბამისად, კრედიტებიც გააძვიროს.

გიორგი ცუცქირიძე: დღეს საბანკო სექტორში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რაც უახლოესი 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს და რომელიც რისკების მიტიგაციას, საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ვადიანობის დაგრძელების ამოცანას ემსახურება, რაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის სწრაფი ზრდის ბაზისურ ელემენტად უნდა იქცეს. ზოგადად, ეს რეფორმა რამდენიმე ბაზისურ მიმართულებად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ბაზელი 3-ის მეტრიკაზე გადასვლა, მოქმედი კანონმდებლობის კონსოლიდირებული ზედამხედველობის პრინციპებზე გადასვლა (საბანკო ჯგუფის მცნების შემოღება, რომელიც უკავშირდება ეგრეთ წოდებულ, კონსოლიდირებულ ზედამხედველობასთან დაკავშირებული პრინციპების დანერგვას), მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი ინსტრუქციის შემოღება, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებებისთვის ზედამხედველობის მოთხოვნების დაწესება და, რაც მთავარია, ლარიზაციის სტრატეგიაზე გადასვლა.

აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა, რომელიც 2 წლის წინათ დაიწყო, თავსებადია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 2014 წლის ერთობლივი მისიის ფარგლებში განხორციელებული „ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის“ (FSAP) რეკომენდაციებისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ დირექტივებთან. ზოგადად, თუ პილარ 1 ითვალისწინებს კაპიტალის საბაზისო მოთხოვნებს, პილარ 2-ში გაითვალისწინება ყველა ის რისკი, რომელიც პირველ პილარში ან საერთოდ არ მოხვდა, ან არასაკმარისად არის გათვალისწინებული.

ნიშანდობლივია, რომ რეფორმა მიმდინარეობს საბანკო სექტორთან აქტიური კომუნიკაციის და განხილვის პროცესში და ეფუძნება საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესს, რომლის შედეგად განისაზღვრება ცალკეული ბანკის წინაშე არსებულ რისკებზე მორგებული მინიმალური კაპიტალის დამატებითი მოთხოვნა და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ვალდებულებებისა და საკრედიტო პორტფელის სიდიდე და მათი ხარისხი, სისტემური და შედარებით მცირე კაპიტალის მქონე ბანკებისთვის ხშირად განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს.

თვალსაჩინოებისათვის აღვნიშნავ, რომ დღეს არსებული დაანგარიშებით საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი, პირველადი და მეორადი კაპიტალის მიხედვით (Tier1+Tier2) არის 10.5% (კონსერვაციის ბუფერი დღეს მოქმედი ჩარჩოს მიხედვით ძირითადი პირველადი კაპიტალის მოთხოვნებშია ინტეგრირებული და მოხდება მისი გამოცალკევება). ხოლო ბაზელი 3-ის მიხევით იქნება 8%, ოღონდ დაემატება 3 ძირითადი ბუფერი: სისტემურობის ბუფერი 0-2.5%, კონსერვაციის ბუფერი - 2.5%, კონტრციკლური ბუფერი - 0-2.5%. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, პილარ 2-ის ფარგლებში დამატებით შემოდის არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი, კონცენტრაციის ბუფერი (თუ რისკის პოზიცია დეფოლტშია და დამატებითი კაპიტალი მოეთხოვება, იქვითება, რათა არ მოხდეს ერთი და იგივე რისკზე კაპიტალის ორჯერ მოთხოვნა), სტრეს ტესტების ბუფერი, რომელიც განსაზღვრულია ბანკის დეფოლტისგან დასაცავად და წმინდა GRAPE (რისკის შეფასების საერთო პროგრამის) ბუფერი, რომელიც განისაზღვრება საზედამხედველო პროცესის შედეგად და წარმოადგენს პილარ 2-ის დანამატის ნაწილს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მატერიალური რისკი ვერ მოხვდა ზემოაღნიშნულ ბუფერებში.

ჩვენი აზრით, ბაზელის მეტრიკაზე გადასვლა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბაზელთან თავსებადი საზედამხედველო ბუფერების შექმნა მოითხოვს იმ სახის დამატებითი ბუფერების შექმნას, რომლებიც, ერთი მხრივ, მიმართული იქნება რისკების შემდგომი მიტიგაციისაკენ და მეორე მხრივ ლარიზაციის ხელშემწყობი სტრატეგიისკენ (მაგ. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი), რასაც ასევე აქვს ძალზე დიდ მნიშვნელობა, რადგან ლარიზაციის მთავარი ამოცანა არა უბრალოდ საკრედიტო პორტფელის ლარში ზრდაა, არამედ ბანკებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა გრძელვადიანი სალარე რესურსებით მოახდინონ ბიზნეს დაკრედიტების სტიმულირება, პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით. თავის მხრივ, შედარებით გრძელვადიან და იაფ სალარე რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა პირდაპირ აისახება ეკონომიკის ზრდაზე.

როგორც აღვნიშნე, ამ კუთხით აქტიური კონსულტირების პოლიტიკა მიმდინარეობს ეროვნულ ბანკთან, რათა ბაზელი 3-ის ახალ მეტრიკაზე გადასვლა იყოს მაქსიმალურად რბილი, და დროში იმდენად თავსებადი, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა საერთო ჯამში არ გააძვიროს საბანკო კაპიტალის ღირებულება და ხელი შეუწყოს ინვესტიციების თავსებად შემოდინებას საბანკო სექტორში, რასაც მომავალი წლების ფინანსური სტაბილიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება.

პირWელი: ეროვნული ბანკი ახალი მიდგომების დანერგვას აპირებს მოსახლეობის ჭარბვალიანობის შესამცირებლად, რაც, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, განკარგვადი შემოსავლის 65%-საც კი აღემატება და სერიოზულ სოციალურ რისკებს შეიცავს, და რაც სავალუტო ფონდის მოხსენებებშიც არის აღნიშნული. როგორ იმოქმედებს ეს შეზღუდვები საბანკო სექტორზე?

გიორგი ცუცქირიძე: მიმაჩნია, რომ ჭარბვალიანობა მართლა შეიძლება იქცეს სერიოზულ სოციალურ პრობლემად და არამხოლოდ სოციალურ, რადგან, თუ განკარგვადი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი საბანკო სესხების მომსახურებაზე წავა, ის ნეგატიურად აისახება შიდა მოხმარებაზე და, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაზე. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საბანკო სექტორი უკვე გადადის სესხისა და წმინდა შემოსავლის პრინციპზე, ბანკები სესხის გაცემისას, გარდა სალომბრდე სესხებისა, ფიზიკური პირის განკარგვადი შემოსავლის მიხედვით ახდენენ, ხოლო საკრედიტო ისტორიას საკრედიტო ბიუროს მონაცემთა ბაზაში ამოწმებენ: რამდენი სესხი აქვს აღებული, რა მოცულობისაა არსებული საკრედიტო დავალიანება, როგორია ვადაგადაცილებები, არის თუ არა პრობლემურ მსესხებელთა სიაში, როგორია მისი საკრედიტო ქულა და ა.შ.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ მონაცემებში არ არის ასახული კერძო პირებისგან, იგივე „კერძო იპოთეკარებისგან“ აღებული სესხები და, ზოგადად, ჭარბვალიანობის გამომწვევი ფაქტორი დიდწილად სწორედ ეს არის. რაც შეეხება ახალ წესს, ის "კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესშია" უკვე ასახული. კერძოდ, ფიზიკურ პირებზე გაცემული და სტანდარტულად კლასიფიცირებული სესხებისათვის, განისაზღვრა "სესხის მომსახურებისა" და "სესხის უზრუნველყოფის" კოეფიციენტების მინიმალური მოთხოვნები. განახლებული წესით განსაზღვრული ლიმიტების დარღვევის შემთხვევაში მკვეთრად გაიზრდება საზედამხედველო ტვირთი კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების კუთხით. კერძოდ, ბანკებს მოუწევთ თითოეული ამ სახის სესხის რეკლასიფიცირება სტანდარტულიდან არასტანდარტულში, რაც დამატებით სესხების შესაძლო დანაკარგებზე რეზერვების შექმნას მოითხოვს.

აღნიშნული მიდგომა, არა იმდენად კომერციული ბანკებისთვის, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რაც შეამცირებს შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციას და შესაბამისად, გააუმჯობესებს კომერციული ბანკების და მისო-ების საკრედიტო პორტფელების ხარისხს და კიდევ უფრო მეტად წაახალისებს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობებს.

აქვე მსურს აღვნიშნო, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სერიოზული მუშაობა მართებთ რისკების მართვის კუთხით, როგორც სარეიტინგო სისტემებზე აგებული რისკ-მოდელების, ასევე, ზოგადად, ბიზნეს მოდელის შემუშავების კუთხით.

პირWელი: ბაზელი 3-ის ახალ მეტრიკაზე გადასვლა ლარიზაციის დაწყებული პროცესის გაძლიერებას და მის შეუქცევადობას რამდენად შეუწყობს ხელს?

გიორგი ცუცქირიძე: როგორც უკვე აღვნიშნე, შემოდის დამატებითი ბუფერის სახით, არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი, რომელიც მაკროპრუდენციულ ბუფერს წარმოადგენს როგორც რისკების თვალსაზრისით, ასევე ლარიზაციის პროცესის წამახალისებელ ინსტრუმენტადაც უნდა განვიხილოთ.

დამატებით, უცხოური ვალუტით ლიკვიდობის რისკის შესამცირებლად და ვალდებულებების ვადიანობის დაგრძელების წახალისებისთვის, იგეგმება ბანკების მიერ გამოშვებული გრძელვადიანი სადეპოზიტო სერტიფიკატებისთვის მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებში გარკვეული შეღავათების დაწესება. აღნიშნული სადეპოზიტო სერტიფიკატები გამოუთხოვადი ხასიათისაა, რამაც ფინანსური სტრესის დროს უნდა შეამციროს ვალდებულებების მყისიერი გადინება, რაც, თუნდაც, 2008 წლის კრიზისის დროს ვნახეთ.

მიმაჩნია, რომ ბაზელ 3-ის ჩარჩოზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დებულების ძირითადი ცვლილება ასევე უკავშირდება საცალო მოთხოვნების კლასში ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის რისკის პოზიციის თანხის ლიმიტის 350,000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე ზრდას. აღნიშნული ლიმიტის ზრდა კომერციულ ბანკებს საშუალებას მისცემს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაცემული სესხები ჩაირთონ საცალო მოთხოვნების კლასში, რაც აღნიშნულ სესხებზე დაკრედიტების საზედამხედველო ტვირთის შემსუბუქებას ნიშნავს. შესაბამისად, მოცემული ცვლილება ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო სეგმენტის დაფინანსების ხელმისაწვდომობას. კაპიტალის ადეკვატურობის დებულებაში შეტანილი ცვლილებები, ასევე, მოიცავს ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტების საზედამხედველო კაპიტალში ჩართვის მინიმალურ მოთხოვნებს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, არსებული მინიმალური მოთხოვნა 250,000 ლარიდან 1 მლნ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება მომხმარებელთა და ინვესტორთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვას ისახავს მიზნად.

ამასთანავე, გრძელვადიანი ლიკვიდობის რეგულირების გასაუმჯობესებლად, მომდევნო წლიდან იგეგმება წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის (NSFR) შემუშავება. მისი დანერგვის შემდგომ გაუქმდება ლიკვიდობის არსებული მოთხოვნა (მოკლევადიანი ვალდებულებების 30%) და ის მხოლოდ მონიტორინგის მიზნით იქნება გამოყენებული.

17.10.2017 15:48

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის მიზანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა და არა სესხების გაძვირება
17.10.2017 15:50
გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს
17.10.2017 15:48
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება არასწორი მოლოდინების შედეგია
17.10.2017 15:46
გიორგი ცუცქირიძე: „სერიული წარმოების ინდუსტრიის შესაქმნელად, უნდა ჩამოვაყალიბოთ სავაჭრო ჰაბები აქ დამზადებული პროდუქციის ნიშნით,
17.10.2017 15:44
გიორგი ცუცქირიძე: “საერთაშორისო მხარდაჭერა რეფორმების გრძელვადიან და შეუქცევად ხასიათს განაპირობებს“
29.05.2017 21:52
გიორგი ცუცქირიძე: „დღეს მთავარი ამოცანა ეკონომიკის დივერსიფიკაციიის ზრდა და სწრაფი ზრდის დროში განვრცობაა“
05.05.2017 22:01
გიორგი ცუცქირიძე: 5 %-იანი ზრდა ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდის შედეგია
30.04.2017 11:03
გიორგი ცუცქირიძე: "ბოლო დღეების აქტივობამ აჩვენა,რომ გალარების სტრატეგიამ გაამართლა
27.03.2017 18:05
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>