abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება არასწორი მოლოდინების შედეგია
ბანკების ასოციაციის დირექტორი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში ლარის გაუფასურება არ გამომდინარეობს ეკონომიკური ფაქტორებიდან და მეტწილად არასწორ მოლოდინებს უკავშირდება. თემაზე „პირველი“ საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორს, პროფეგორ გიორგი ცუცქირიძეს ესაუბრა. პირWელი: ლარის კურსი ბოლო პერიოდამდე შედარებით დაბალანსებული იყო, თუმცა ბოლო დღეებში ლარი ისევ გაუფასურდა, რასაც ექსპერტები ამჯერად საგარეო ვალდებულებებსა და გაზრდილ საბიუჯეტო ხარჯებს აბრალებენ. გიორგი ცუცქირიძე: ადრეც აღმინიშნავს, რომ არაკონვერტირებული ვალუტის მქონე ქვეყნებში, შედარებით მცირე მოცულობის ბაზრებს ახასიათებს ნაკლებ პროგნოზირებული მოლოდინებისა და მკვეთრი სავალუტო რყევების ამპლიტუდა. რაც არ გამორიცხავს წმინდა სპეკულაციურ ელემენტსაც. იყო გარკვეული მოლოდინები, რომ შემოდგომაზე ლარი ისევ გაუფასურდებოდა. მიმაჩნია, რომ ჩვენთან ამ სახის ნეგატიური მოლოდინების არსებობა, ძირითადად გასული წლების პერიოდებსა და გარკვეულ ფაქტორებს (სეზონურ ფაქტორებს, მათ შორის ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირება) და საგარეო ვალის მომსახურებას უფრო უკავშირდება და ნაკლებად რაიმე წმინდა ეკონომიკურ ფაქტორს. მიმაჩნია, რომ ის, რაც დღეს სავალუტო კურსთან დაკავშირებით ხდება, არის სწორედ ამ არასწორი, პირობითად ტრანსფორმირებული მოლოდინების შედეგად წარმოქმნილი აჟიოტაჟი. დიდწილად ამ ტრანსფორმირებული მოლოდინების შედეგია, რომ ადამიანები, მათ შორის მეწარმე პირების ნაწილი, ყიდულობს უცხოურ ვალუტას იმისდა მიუხედავად, კონკრეტულ მომენტში მათ ეს სჭირდებათ თუ არა. უნდა აღვნიშნო, რომ, სამწუხაროდ, ამ ცრუ მოლოდინების შედეგად, ადამიანები, რომლებიც დიდწილად ამ მოლოდინის გავლენის ქვეშ ექცევიან, არა თუ რაიმე სარგებელს იღებენ, არამედ ხშირად არცთუ უმნიშვნელო ზარალზე გადიან. როდესაც გაუფასურების არანაირი, პირველ რიგში, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი არ მოქმედებს, კურსი სწრაფადვე უბრუნდება წონასწორობის ნიშნულს, რადგან გაცვლითი კურსი აშკარად გასცდა იმ ნიშნულს, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები შეიძლება განაპირობებდეს და დღეს სწორედ ანალოგიური სიტუაციაა შექმნილი. შესაბამისად, კურსის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ. პირWელი: რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ლარის გაუფასურების პროცესი? გიორგი ცუცქირიძე: მსურს, განვმარტო, რომ ბოლო დღეებში ლარის აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას აქვს დროებითი ხასიათი, რადგან ის არ მომდინარეობს არც მაკროფაქტორების რაიმე სერიოზული ცვლილებებიდან და არც წმინდა სავალუტო ნაკადების დისბალანსიდან, მათ შორის საგადამხდელო ბალანსის პოზიციიდან და მით უმეტეს, არც საგარეო ფაქტორებიდან. თუ დროის 6-თვიან ჰორიზონტზე განვიხილავთ, ანუ მარტიდან მოყოლებული, როდესაც ლარმა გამყარება დაიწყო (საშუალო კურსი 2.47), თუნდაც დღეს არსებულ კურსთან შედარებით, კურსის ცვლილების ამპლიტუდა არა თუ მაღალი, არამედ სულაც უარყოფით დიაპაზონში იქნება. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, წლის დასაწყისიდან, განსაკუთრებით მარტიდან მოყოლებული, ლარს არ ახასიათებს მკვეთრი რყევები, რაც როგორც მონეტარული, ისე ფისკალური დაბალანსებული პოლიტიკის შედეგია. ეს თანაბრად ეხება როგორც ფულის მასას, ასევე ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსებას და, შესაბამისად, გასული წლების ანალოგების მოყვანა არ გამოდგება. მართალია, მაღალი დოლარიზაცია კვლავ რჩება სავალუტო რყევების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზად, რადგან ეკონომიკა გაცვლით კურსს სათანადოდ ვერ იყენებს ბუფერად, მაგრამ ის, როგორც წესი, კრიზისულ პერიოდებში ვლინდება. ეს განსაკუთრებით მტკივნეულად 2014-2016 წლებში გამოჩნდა. თუმცა დღეს, დაწყებული ლარიზაციის პოლიტიკის შედეგად, სესხებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით და 57%-ს შეადგენს, გლობალურ ბაზრებზე ზედმეტად წყნარი სიტუაციაც კია, ხოლო აშშ დოლარი ბოლო პერიოდში, აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული, სულაც გაუფასურების ტრენდში იმყოფება. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, პოზიტიური ტრენდით ხასიათდება ეკონომიკის ზრდა, რომელიც სტაბილურად 4%-ის ფარგლებშია. ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიც დადებითია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო 3 წლის მანძილზე, მიუხედავად ამ პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე არცთუ სახარბიელო სიტუაციისა, ისედაც ზრდის ტენდენციაში იყო და ეს ტენდენცია მიმდინარე წელს კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. ექსპორტის მოცულობა იანვარ-ივლისის მიხედვით 2. 125 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (1.735) 23%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია ტურიზმის სექტორიც, რომელიც ქვეყანაში სავალუტო შემოდინებებისა და მომსახურების ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. პირველი 8 თვის მონაცემებით, საქართველოს 5 მლნ-ზე მეტი ტურისტი ეწვია, ხოლო აგვისტოში, საერთოდაც, სარეკორდო რიცხვი - 1 მილიონი ტურისტია შემოსული; ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოში საქართველოს 1,080,449 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 232,068-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +27.4%)-ია. აგვისტოს მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების, რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 573,368 შეადგინა, რაც 122,721-ით მეტია 2016 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +27.2%). 2017 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, ასევე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფულადი გზავნილების მოცულობა, რაც მარტიდან მოყოლებული ზრდის ტემპებით გამოირჩეოდა და 121 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა აპრილში მისი მაჩვენებელი 105 მლნ აშშ დოლარი იყო. ეს ფაქტორიც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი ყველაზე დიდი დიასპორებია, 2014-2016 წლებთან შედარებით უკეთესი ეკონომიკური სიტუაციაა. პირWელი: შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ლარის კურსის ცვლილების ძირითადი გამომწვევი საგარეო ვალდებულებების გასტუმრების პერიოდი გახდა? გიორგი ცუცქირიძე: დღეს არსებული ნეგატიური მოლოდინების მთავარ არგუმენტად საგარეო ვალი რჩება და ამაზე ექსპერტული შეფასებებიც არის, თუმცა ეს ფაქტორიც ზედმეტად გაზვიადებულია. მიმდინარე წელს გასასტუმრებელი მთლიანი საგარეო ვალი, როგორც სამთავრობო სექტორის, ასევე კომერციული ბანკების, არასაბანკო საფინანსო კორპორაციებისა და კომპანიათაშორისი სესხების ჩათვლით, შეადგენდა 3,9 მლრდ დოლარს, ხოლო კვარტალების მიხედვით რომ ავიღოთ გადახდის გრაფიკი, პრაქტიკულად თანაბარია, ხოლო ყველაზე მეტი ვალი 2 კვარტალში იყო გასასტუმრებელი - 1,12 მლრდ დოლარი, 7-9 თვეს 886 მლნ დოლარი იყო გასასტუმრებელი. აქ არის ხოლმე ხაზგასმა წინსწრებით დასაფარ ვალზე, რომელიც 792 მლნ აშშ დოლარია, მაგრამ მსურს, განვმარტო, რომ ეს არის არა ამ წელს გასასტუმრებელი, არამედ წინა წლებიდან გადმოყოლილი დავალიანება, რომლის არცთუ დიდი ნაწილის დაფარვა ხდება. ბუნებრივია, ვერც ეს ფაქტორი იმოქმედებს სავალუტო კურსზე, მით უმეტეს ტურისტული სეზონი კვლავ მაღალი აქტივობით გამოირჩევა. ასევე, აღვნიშნავ, რომ სავალუტო კურსის სტაბილიზაციაზე, გარდა მონეტარული ნაწილისა, დადებითად მოქმედებს ფისკალური ნაწილი. მიმდინარე წლის პირველი კვარტალიდან მოყოლებული, როდესაც სახაზინო ანგარიშზე ნაშთი გაზრდილი იყო 225 მლნ ლარით, მაღალი ეკონომიკური აქტივობიდან და ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებული რეფორმების შედეგად, ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვაც აღარ ხდება. ბუნებრივია, პირველი კვარტალიდან მოყოლებული გადაჭარბებით შესრულებულმა ბიუჯეტმა განაპირობა სალარე რესურსების ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე მობილიზება, რამაც, ბუნებრივია, თავისი ზეგავლენა იქონია ლარის გამყარების შემდგომ პროცესში, რაც პოზიტიურად აისახა კიდეც მიმდინარე წლის 9 თვის შედეგებზე. ფისკალური პოლიტიკის წარმატებულ ხასიათზე მიუთითებს, ასევე, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, ივლისის დასაწყისიდან მოყოლებული, 3-თვიანი ვადიანობის მქონე უზრუნველყოფილი დეპოზიტების გამოშვება, რაც შესაძლებელი გახდა ნაერთი ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლების შედეგად. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ეგიდით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ, თუ აქამდე ხაზინა ბიუჯეტის კორექტირებისთვის თავად ახდენდა სახაზინო ვალდებულებების ემისიას და ფულს სესხულობდა კომერციული ბანკებისგან, დღეს უკვე თავად ახდენს მოკლევადიანი ლიკვიდური რესურსების საბანკო სექტორისთვის მიწოდებას, რაც დამატებითი შემოსავლების მობილიზების წყაროა, ამავდროულად არსებულ მონეტარულ ინსტრუმენტებთან ერთად, მნიშვნელოვნად ზრდის საბანკო სექტორის ლიკვიდობის მართვის ეფექტურობას.
17.10.2017 15:46

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის მიზანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა და არა სესხების გაძვირება
17.10.2017 15:50
გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს
17.10.2017 15:48
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება არასწორი მოლოდინების შედეგია
17.10.2017 15:46
გიორგი ცუცქირიძე: „სერიული წარმოების ინდუსტრიის შესაქმნელად, უნდა ჩამოვაყალიბოთ სავაჭრო ჰაბები აქ დამზადებული პროდუქციის ნიშნით,
17.10.2017 15:44
გიორგი ცუცქირიძე: “საერთაშორისო მხარდაჭერა რეფორმების გრძელვადიან და შეუქცევად ხასიათს განაპირობებს“
29.05.2017 21:52
გიორგი ცუცქირიძე: „დღეს მთავარი ამოცანა ეკონომიკის დივერსიფიკაციიის ზრდა და სწრაფი ზრდის დროში განვრცობაა“
05.05.2017 22:01
გიორგი ცუცქირიძე: 5 %-იანი ზრდა ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდის შედეგია
30.04.2017 11:03
გიორგი ცუცქირიძე: "ბოლო დღეების აქტივობამ აჩვენა,რომ გალარების სტრატეგიამ გაამართლა
27.03.2017 18:05
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>