abg.org.ge

  

გიორგი  ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს დეფიციტურიდან პროფიციტურ მოდელზე გადავიდეთ"

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: “საერთაშორისო მხარდაჭერა რეფორმების გრძელვადიან და შეუქცევად ხასიათს განაპირობებს“

პირWელი:: ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების აშკარად ღია მხარდაჭერას მთავრობის მიერ დეკლარირებული პროგრამების მიმართ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ამ ორგანიზაციების მიერ ფინანსური მხარდაჭერა ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში?

გიორგი ცუცქირიძე: მიმაჩნია, რომ ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური რეფორმის საერთაშორისო ასპექტებს ანუ რამდენად არის მისი მიმართულებები და პრიორიტეტები თანხვედრი გლობალურ კონტექსტთან. ღია ეკონომიკის პირობებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შიდა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ საგარეო ბაზრებთან წვდომის შესაძლებლობის გაზრდა, რაც საბოლოო ჯამში, სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შემცირებას უზრუნველყოფს.

ჩვენნაირი ტიპის ქვეყნისათვის, არსებული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური რეალობიდან და ზოგადად მსოფლიოში გაზრდილი პოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, ეკონომიკის სწრაფი ზრდის ერთ–ერთი წამყვან კომპონენტად უცხოური ინვესტიციები უნდა მივიჩნიოთ. თავის მხრივ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა დღეს მხოლოდ ერთი ან ორი ფაქტორით, იაფი მუშა ხელით, შიდა პოლიტიკური სტაბილიზაციით ან თუნდაც შრომითი საკანონმდებლო ნორმატიული ბაზით არ ფასდება, როგორც ეს ჩვენი საექსპერტო ნარატივისთვის არის დამახასიათებელი. იგი ქვეყნებს შორის კონკურენციაზე გადის,ხოლო ქვეყნებს შორის საინვესტიციო კონკრენტუნარიანობის თვალსაზრისით, კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ინვესტორისათვის თუ სად განათავსოს თავისი კაპიტალი პრიორიტებს სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორებიც განაპირობებენ, ისეთი როგორიცაა ქვეყნის ბაზრის ზომა, ინტეგრაცია საერთაშორისო ბაზრებთან და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური რისკები,როგორც შიდა პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე რეგიონალურ კონტექსტში.

ჩვენ ვნახეთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ყველაზე მეტი ინვესტიციები 2007 წელზე მოდიოდა და როდესაც ეს ორი პოლიტიკური მდგენელი აირია, ცნობილი ფაქტორების გამო და მკვეთრად გაიზარდა პოლიტიკური რისკები, ინვესტიციების მოცულობა 2008–2012 წლებში მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, ხოლო 2009 წელს სულაც ბოლო ათწლეულის ისტორიულ მინიმუმამდე, 658 მლნ აშშ დოლარამდეც კი დაეცა და არ იყო მხოლოდ დაწყებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგი.

მართალია, ბოლო წლების დინამიკა აშკარად უკეთესობისაკენ არის შეცვლილი და პირდაპირი უცხოური ინვესტიცეიბის ბოლო 3 წლის საშუალო მაჩვენებელი 1,7 მლრდ აშშ დოლარის ფარგლებშია, მაგრამ წარსულის ინერცია მაინც არსებობს.

სტრატეგიულ ინვესტიციებს,ისევე როგორც ბაზრებს ახასიათებთ თავისებური მეხსიერება, და შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებები მით უმეტეს გრძელვადიან კაპიტალდაბანდებზე, დიდწილად ამ გარმოებების გათვალისწინებით ხორციელდება. სერიოზული ეკონომიკური გარღვევისათვის, სასურველია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მშპ–ის 20 % მაინც იყოს, რაც დღევანდელი მოცემულობიდან საშუალოდ 3 მლრდ აშშ დოლარია. აქედან გამომდინარე, დღეს როგორც არასდროს ისე გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც რეფორმების გრძელვადიან და შეუქცევად ხასიათს განაპირობებს.

მიმაჩნია, რომ მთავრობამ, საერთაშორისო მხარდაჭერის და დაწყებული რეფორმების ცნობადობის კუთხით, გადადგა ერთადერთი და სწორი ნაბიჯი, როდესაც აქცენტები საერთაშორისო კოოპერაციაზე გააკეთა. ამ მხრივ პირველ რიგში მსურს გამოვყო საერთაშორისო სავალუტო ფონთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა და 285 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის დამტკიცება სამწლიანი პროგრამის «გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის» (EFF) ფარგლებში.

ნებისმიერ წარმატებულ რეფორმას თავისი სავიზო ბარათი სჭირდება და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის წამყვანი კომპონენტები,რაც მოიცავს რეფორმებს განათლების, საჯარო მმართველობის, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რასაც ემატება ლარიზაციის სტრატეგია და მათი პარამეტრების შეთანხმება სსფ–ს ტიპის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან სწორედ ამ სახის სავიზო ბარათად უნდა მივიჩნიოთ, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ინვესტორებისათვის ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმების შუქცევადობის და ზოგადად ეკონომიკის მიმზიდველობის თვალსაზრისით. შემთხვევითი არ იყო, როდესაც სსფ–სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოყვა საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად, ხელშეკრულების ხელმოწერა 100 მლნ აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე.

რაც მთავარია, დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში ეკონომიკის ყველაზე მაღალი 5 %–იანი ზრდის მაჩვენებელი, გვაქვს ფინანსური სტაბილიზაცია, ფისკალური დისციპლინა როგორც არასდროს მაღალ დონეზეა, ეს თანაბრად ეხება როგორც ფულის მასას, ასევე ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსებას, რაც მთავარია ფისკალური პოლიტიკის თანხვედრია მონეტარული პოლიტიკაც, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის თარგეიტის პრინციპებზეა აგებული.

ძალზე კარგია, რომ აშშ–ში პირველი ვიცე–პრემიერის ბოლო ვიზიტისას, სსფ–ის მისიის მიერ კიდევ ერთხელ გამოიხატა სრული მხარდაჭერა სამთავრობო პროგრამების მიმართ, მათ შორის ლარიზაციის სტრატეგიასთან მიმართებაში; საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა და ეკონომიკური ზრდის პარამეტრების შეთანხმება, როგორც ავღნიშნე, არის თავისებური პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისათვის, მიმდინარე რეფორმების სერიოზულ და გრძელვადიან ხასიათზე.

პირWელი: ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერთან შეხვედრისას საკმაოდ მაღალი შეფასება მიეცა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, რამდენად შეუწყობს ხელს ასეთი მხარდაჭერა უცხოური ინვესტიცების მოზიდვას?

გიორგი ცუცქირიძე: ამერიკა თავისი პოლიტიკური წონით და მსოფლიოს ნომერ პირველი მეგა ეკონომიკით, როდესაც ამ სახის მესიჯებს აგზავნის მისი ადრესატი არა მხოლოდ ამერიკული ბიზნესი, არამედ მთელი მსოფლიოა. რაც შეეხება ბოლო მაღალი დონის ვიზიტს, აქ რამდენიმე ფაქტორი უნდა გამოიყოს, პირველი, რომ ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს ანუ გადადის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, კონგრესის ცნობილი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, რაც ამ ვიზიტს წინ უძღოდა ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ, რადგან ამ სახის გადაწყვეტილებები არ არის მხოლოდ პოლიტიკური აქტი, მას ეკონომიკური დატვირთვაც გააჩნია. მეორე, საქართველო აღიარებულია როგორც წარმატების სიმბოლო რეგიონში, და მესამე, რომ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები ქმნის კარგ წინაპირობას ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ახალ საფეხურზე გადასასვლელად. აქ, ბუნებრივია, იგულისხმება აშშ–სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედებაც. არც ეს არის პატარა ამბავი. ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზრის შემდეგ ჩვენ გვეძლევა შანსი, კიდევ ერთი მეგაეკონომიკის მეორე ბაზარზეც გავიდეთ და თუ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას და ჩინური ბაზრის პერსპექტივებსაც გავითვალისწინებთ, ამით პრაქტიკულად შეგვიძლია მოვხაზოთ ეკონომიკის დივერსიფიკაციას სამომავლო კონტურები, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის გრძელვადიან სწრაფ ზრდას და ცხოვრების დონის მნიშვნლოვან გაუმჯობესებას გამოიწვევს, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მნიშვნელოვან გაზრდას, სულ მცირე გაორმაგებასაც კი. ეს არ არის უტოპია და თუ ბალტიის სახელმწიფოებმა შეძლეს, ჩვენც უნდა შევძლოთ, თუმცა ბუნებრივია, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება.

სწორედ ამ საერთაშორისო კონტექსტში უნდა განვიხილოთ ბოლო პერიოდში ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმებები, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან და ფონდებთან. საერთაშორისო ბაზრებიდან დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება, კერძო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტიმულირებასთან ერთად, უნდა განვიხილოთ ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სამეწარმეო სექტორის დაფინანსების და ადმინისტრირების გაძლიერების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ აზიის განვითარების ბანკთან მოხდა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ბანკის მხრიდან ქვეყნის საინვესტიციო ლიმიტი 200 მლნ აშშ დოლარიდან 350 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებები გაფორმდა ევროპის საინვესტიციო ბანკთანაც, 250-მილიონის გამოყოფის თაობაზე, რაც მიმართული იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე, რაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია შეთანხმებები , რომელიც გაფორმდა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან(AFD) და რომელიც საქართველოსთვის ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამის გამოყოფას ითვალისწინებს.

ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის გადაწყვეტილებაც (OPIC), საქართველოს მიმართულებით გამოყოფილი დაფინანსების ლიმიტის გაორმაგების გადაწყვეტილების თაობაზეც.

აღსანიშნავია, რომ მაისის დასაწყისში, თიბისი ბანკმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელი მოაწერა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ 100 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულებას, რაც გამიზნულია საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშესაწყობად და ბიზნესის დასაფინანსებლად. ნიშანდობლივია, რომ ამ დაფინანსების მეშვეობით თიბისი ბანკი გასცემს გრძელვადიან სესხებს ლარში როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ზომის საწარმოების საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად. ლარიზაციის ხელშეწყობის, ქართული საინვესტიციო ბაზრის ცნობადობის ზრდის და ზოგადად კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით, ასევე უნდა გამოიყოს „იბიარდის“ მიერ პირველად ევროპის ბაზარზე ლარით დენომინირებული 120 მილიონი ლარის (46.7 ევროს ექვივალენტი) ევრობონდების გამოშვებაც . დასასრულს მსურს ავღნიშნო, რომ დღეს ყველა წინაპირობა არსებობს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტენდენციების განსავრცობად, ასეთი საერთაშორისო აქტივობა, არა თუ წინა ხელისუფლების დროს, ჩვენ ბოლო წლებშიც არ გვქონია, რაც ერთმნიშვნელოვნად მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.

29.05.2017 21:52

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: "ახალი სამთავრობო ინიციატივები მნიშვნელოვნად გაზრდის ხელმისაწვდომობას საკრედიტო რესურსებზე"
21.03.2018 13:05
გიორგი ცუცქირიძე: ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე დასაქმების კუთხით"
21.03.2018 13:03
გიორგი ცუცქირიძე: "ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი მხოლოდ საბანკო სექტორზე არ არის დამოკიდებული"
21.03.2018 13:00
გიორგი ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს, რომ დეფიციტურიდან პროფიციტულ მოდელზე გადავიდეთ"
23.01.2018 19:17
გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკა სწრაფი ზრდის ფაზაში შედის
23.01.2018 19:15
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გლობალურად, საქართველოსთვის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს
03.01.2018 19:52
გიორგი ცუცქირიძე: "ეკონომიკური ზრდის ძირითადი არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში“
03.01.2018 10:08
გიორგი ცუცქირიძე: საქართველო ტრანზიტული შემოსავლებიდან დამატებითი ღირებულების შექმნაზე უნდა გადავიდეს
03.01.2018 10:03
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
თი ბი სი ბანკი“ ავტოგანვადებას კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად იწყებს
24.06.2010 19:33

„თიბისი ბანკი“ პარტნიორი ავტოკომპანიების ქსელს აფართოვებს.

ვითიბი ბანკის საქველმოქმედო აქცია
28.05.2010 18:01

26 მაისს დაგეგმილ დავით ყიფიანის თასის ფინალურ მატჩთან დაკავშირებით ვითიბი ბანკმა დიღმის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.

თბილისის მერიასა და ბაზისბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა
27.04.2010 15:55
ბაზისბანკი ჩაერთო თბილისის მერიის  პროექტში „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“.
“სოსიეტე ჟენერალი” ბანკ “რესპუბლიკაში” საკუთარ წილს ზრდის
19.11.2009 11:55

მსოფლიო საბანკო ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე “სოსიეტე ჟენერალი” დღეს ბანკ “რესპუბლიკაში” საკუთარ წილს ზრდის

„ბაზის ბანკი-ს“ „სასარგებლო იპოთეკა“ წარმატებით სარგებლობს
19.11.2009 11:53

„ბაზის ბანკს“  ახალი პროდუქტის, „სასარგებლო იპოთეკის“ გამოშვების შემდეგ მოთხოვნა გაეზარდა.

"ბანკმა ვეტებემ" გაზარდა დოკუმენტურ ოპერაციებზე ლიმიტი.
05.11.2009 17:43
"ბანკმა ვეტებემ" 2,5–დან 10 მლნ. აშშ დოლარამდე გაზარდა ლიმიტი დოკუმენტური ოპერაციების (აკრედიტივები, გარანტიები) განსახორციელებლად.
`"თიბისი ბანკმა" საპროცენტო განაკვეთები ომამდელ ნიშნულს დაუბრუნა
23.10.2009 17:29

ბანკი საკრედიტო ბაზარზე აქტიურობას აძლიერებს და სესხებზე პროცენტების მკვეთრად დაწევასთან ერთად სესხების პირობების გამარტივებაც დაიწყო.

HSBC ფიზიკური პირების დაკრედიტებას განაახლებს
16.10.2009 12:22

უმსხვილესი ბრიტანული ბანკის “ეიჩ ეს ბისის” ქართულმა შვილობილმა ბანკმა გადაწყვიტა, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა განაახლოს.

"ტაოპრივატბანკი" ბორჯომში სერვის–ცენტრს ხსნის
16.10.2009 12:19

უკრაინის საბანკო სივრცის ლიდერი ბანკი “პრივატბანკი” საქართველოში 2007 წლის მაისში შემოვიდა

"საქართველოს ბანკი” ოთხი კომპანიის პროექტებს დააფინანსებს
01.10.2009 15:54

“საქართველოს ბანკი’’ ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობის ფარგლებში, ოთხი სამშენებლო კომპანიის პროექტებს დააფინანსებს.

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>