abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: 5 %-იანი ზრდა ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდის შედეგია

კომერსანტი: ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დაანონსებულ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ხოლო მიმდინარე წლის იანვრის 5,2 %-იანი ზრდის მაჩვენებლი ძირითადად 85 მლნ ლარით სახელმწიფო ხარჯების ზრდის შედეგია, ვიდრე ეკონომიკის გამოცოცხლების ....

გიორგი ცუცქირიძე: მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის და დედოლარიზაციის შემცირებით არის შესაძლებელი, იმ ელემენტარული ლოგიკის გამო, რომ მაღალდოლარიზებული ეკონომიკის პირობებში, მზარდი სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დაბალანსება, გარდამავალი ტიპის ეკონომიკებში ადგილობრივი წარმოების სტიმულირების გარეშე, ვერ ხერხდება მხოლოდ მომსახურების სერვისების განვითარებით. ამის თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც გასული ათწლეულის დინამიკა, როდესაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის თითქმის 10 ჯერ ზრდის შედეგად, სავაჭრო ბალანსის დეფიციტიც 5 ჯერ გაიზარდა 700 მლნ დოლარიდან 3,5 მლრდ დოლარამდე და შესაბამისად საგადამხდლო ბალანსის დეფიციტიც მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, დღემდე, ასევე მაღალ 11-12 %-იან ნიშნულზე რჩება მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო სამი წელია, 2010-2012 წლებთან შედარებით, გაორმაგებულია და სტაბილურად 1,7 მლრდ მაჩვენებელზეა.

მიმაჩნია, რომ დღეს ეკონომიკას აქვს იმის პოტენციალი არა თუ 5 პროცენტიან, არამედ გაცილებით მაღალი ზრდის, თუნდაც 7-8%-იან მაჩვენებელზე გავიდეს. ამის შესაძლებლობას იძლევა მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმა, ლარიზაციის სტრატეგიასთან ერთად.

მართალია, სამთავრობო პროგრამა იყო და დღესაც რჩება ექსპერტთა ნაწილის კრიტიკის ობიექტად, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი 3 წლიანი პროგრამის დამტკიცება,რაც ითვალისწინებს ეკონომიკური ტრანსფორმაციისათვის და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისათვის 285 მილიონიანი ტრანშის გამოყოფას, "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში, მიუთითებს ამ სტრატეგიის სისწორეზე.

რაც შეეხება უშუალოდ თქვენ შეკითხვას, მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა არა სახელმწიფო ხარჯების ზრდამ გასულ წელთან შედარებით, რაზეც რატომღაც კეთდება ხოლმე მინიშნებები, პოლიტიკურად მოტივირებულ ექპერტთა მხრიდან, არამედ დამამუშავებელმა მრეწველობამ და პირველ რიგში საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა.

დღეს უკვე სახეზეა და ჩვენ მომავალშიც ვნახავთ 2013 წელს დაწყებული რეინდუსტრიალიზაციის დადებით შედეგებს, რაც სამთავრობო მხარდამჭერი პროგრამების „აწარმოე საქართველოში“ და „დანერგე მომავალის“ და საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებულ პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.

მართალია, 2017 წლის იანვარში ხარჯები გაზრდილია 2016 წელთან შედარებით, მაგრამ აქ ორი ფაქტორია გამოსაყოფი: თუ 2016 წელს ბიუჯეტის საოპერაციო სალდო უარყოფითი იყო 21 მლნ ლარის ოდენობით, მიმდინარე წლის იანვრის მიხედვით საოპერაციო სალდო არის დადებითი, რაც 132 მლნ ლარს შეადგენს, მეორეც ეს არის თავად ხარჯების სტრუქტურა. ხარჯებში შედის როგორც ადმინისტრაციული ხარჯები, ხელფასების,საქონლისა და მომსახურების სახით, ასევე საშინაო და საგარეო ვალდებულებების მომსახურება, პროცენტის დაფარვის ხარჯები, სუბსიდიებზე გაწეული ხარჯები, მათ შორის იაფი აგროკრედიტის პროგრამის დასაფინანსებლად, საგზაო ინფრასტრუქტურაზე გაწეული ხარჯები, განათლებაზე და სოციალურ პროგრამებზე გაწეული ხარჯები და.ა.შ. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია თუ როგორია სახელმწიფო ხარჯების სტრუქტურა, იგი მიმართულია ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსების ზრდისკენ თუ წმინდა ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაზეა აქცენტირებული. ადმინისტრაციული ხარჯების ზრდით რომ მომხდარიყო ეკონომიკის ზრდის სტიმულირება, მაშინ ამას ლარის კურსზე შეეძლო ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით ლარის სტაბილურდება და ეს პროცესი უკვე მესამე თვეა რაც მიმდინარობს, რაც შეეხება ინფრასტრუქტურის დაფინანსების ზრდას ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული ეკონომიკის თვალსაზრისით, რადგან გარდა იმისა, რომ დადებითად მოქმედებს ეკონომიკის ზრდაზე, ამავდროულად ასტიმულირებს საერთო მოხმარებასაც. მშპ-ის დათვლისას გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა, არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია წმინდა ექსპორტის(ექსპორტს-იმპორტი) მაჩვენებელი. 2017 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 45%-ით გაიზარდა 2016 წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო რეალური წმინდა ექსპორტი გაუმჯობესდა დაახლოებით 39%-ით, სწორედ ამ კომპონენტმა შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 3%-იანი წვლილი და არა სახელმწიფო ხარჯების თუნდაც 12 %-მა ზრდამ.

საგარეო სექტორში მიმდინარე პოზიტიური დინამიკა სხვა ფუნდამენტური ეკონომიკური ფატორების თანხვედრია. რეალურად თუ გავაანალიზებთ საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემებთან ერთად სხვა ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებსაც, 2017 წლის იანვარში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები როგორიცაა თუნდაც ფულადი გზავნილები, რომელიც 26 %-ით არის გაზრდილი, ხოლო მისმა მოცულობამ 227 მლნ. ლარი შეადგინა, რაც შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. გარდა ამისა ტურიზმიდან მიღებული (მომსახურების ექსპორტი) შემოსავლები გაზრდილია 24,7%-ით, 25 მლნ. აშშ დოლარით.

ანალოგიურ სურათს მივიღებთ თუ მშპ-ს დავიანგარიშებთ არა ხარჯვის, არამედ წარმოების პრინციპით ანუ როგორც ეკონომიკის დარგებში შექმნილ დამატებულ ღირებულებათა ჯამით. ეკონომიკის ზრდას თუ წარმოების პრინციპით შევაფასებთ, ვნახავთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა განპირობებულია შემდეგი სექტორების ზრდით,საიდანაც პირველ რიგში უნდა გამოვყოთ დამამუშავებელი მრეწველობა, რომელიც გასული წლის იანვართან შედარებით 35 %-ით არის გაზრდილი, და რომლის ხვედრითი წვლილი მშპ-ის ზრდაში 3,15 %- ს შეადგენს, დამამუშავებელი მრეწველობის წილი, იმითაც არის მნისვნელოვანი, რომ იგი წარმოდგენილია როგორც მეტალურგიული პროდუქციის, მინერალური და ქიმიური, აზოტოვანი სასუქების, ასევე საკვები პროდუქტების და სასმელების სახით.

ეკონომიკური ზრდის სხვა სექტორებიდან უნდა გამოვყოთ ვაჭრობა, წლიური ზრდა 14.3% , წვლილი მშპ-ის ზრდაში-0,93 %, ტრანსპორტი (12.4%), წვლილი მშპ-ის ზრდაში-0,82 %, მშენებლობა (1,88%), წვლილი მშპ-ის ზრდაში-0,15 %, სასტუმროები და რესტორნები (14,3 %), წვლილი მშპ-ის ზრდაში-0,28 %, .

თავის მხრივ ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების ზრდამ დამამუშავებელი მრეწველობის სფეროს დამატებული ღირებულების ზრდა გამოიწვია. აღსანიშნავია ვაჭრობის სფეროში დადებითი ზრდის ტემპი, რაც წინა წლებში უარყოფითი ზრდის მაჩვენებელით ხასიათდებოდა და რაც ავტომობილებით ვაჭრობის შემცირებით იყო განპირობებული.

ნიშანდობლივია, რომ ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, რკინიგზის ტრანსპორტისა და მილსადენებით ტრასნპორტირების მნიშვნელოვანმა ზრდამ თავის მხრივ, დადებითი გავლენა იქონია მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების და ტრანსპორტის სფეროს რეალური ზრდაზე. აქვე მსურს ავღნიშნო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მხარდაჭერაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საბანკო სექტორის მონაწილეობა. ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ჩვენს მიერ შეთავაზებული იქნა მთელი რიგი წინადადებები, რაც მიმაჩნია, რომ ხელს შეუწყობს ტენდერების ეფექტურობის ზრდას. მნიშვნელოვნად შემცირდება ტენდერების გამოცხადების დრო, საბანკო გარანტიების გაცემის და სატენდერო პირობების შესრულების პროცედურული ნაწილის გამართვის თვალსაზრისით,რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და შემცირდება რა საბანკო რისკები, ბანკები უფრო ეფექტურად და ოპტიმალურ ვადებში მოახდენენ საბანკო გარანტიების გაცემას და ტენდერების მომსახურებას, რაც გასულ წლებში პრობლემურ საკითხად რჩებოდა. მოგეხსენებათ, რომ გამოცხადებულ ტენდერებში კომპანიების მხრიდან მონაწილეობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობა არის ფინანსური ვალდებულება საბანკო გარანტიის სახით.

კომერსანტი: რამდენად იქონია ეკონომიკურმა ზრდამ ზეგავლენა სავალუტო კურსზე, ლარის ბოლდროინდელ გამყარების თვალსაზრისით?

გიორგი ცუცქირიძე: საერთოდ ცნობილია, რომ ეკონომიკური ზრდის დროს, იზრდება რა მოთხოვნა ფულზე, იზრდება ინფლაცია, რაც მაღალდოლარიზებული ეკონომიკის პირობებში ზრდის დაწოლას ლარზე, მაგრამ სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა, სახელმწიფო ხარჯების თუ ეკონომიკის რეალური სექტორის.

გარდა ამისა ასევე მნიშვნელოვანია თუ როგორია სახელმწიფო ხარჯების სტრუქტურაც, მიმართულია ინფრასტრუქტურული პროქტების დაფინანსების ზრდისკენ თუ წმინდა ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაზეა აქცენტირებული. წმინდა ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის მეშვეობით, რომ მომხდარიყო ეკონომიკის ზრდის სტიმულირება, მაშინ ამას ლარის კურსზე შეეძლო ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა, ინფრასტრუქტურის დაფინანსების ზრდა გარდა იმისა, რომ დადებითად მოქმედებს ეკონომიკის ზრდაზე, ასტიმულირებს საერთო მოხმარებასაც.

კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი არის ლარიზაცია, როგორც გადალარების პროგრამის ნაწილში, ასევე უცხოურ ვალუტაში დაკრდიტების შეზღუდვის თვალსაზრისით. დღეისათვის 2500 -მდე, 25 მლნ დოლარის ღირებულების სესხია გადალარებული, თუმცა ერთიც არის აღსანიშნავი, გადალარების ტემპები უკვე 24 თებერვლიდან მოყოლებული, გაორმაგებულია.

100 ათას ლარამდე სესხების მხოლოდ ლარში გაცემის დაკანონება, ლარზე მოთხოვნის ზრდის კიდევ ერთი და არც თუ უმნიშვნელო ფაქტორი ხდება, მეწარმე ფიზიკური პირების მნიშვნელოვანი ნაწილი და პირველ რიგში მცირე მეწარმეები, რომლებიც გასულ წლებში სესხებს აპრიორში დოლარში იღებდნენ, დღეს სალარე რესურსებზე იწყებენ გადამისამართებას.

ლარიზაციის სამთავრობო სტრატეგია იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ პირველად იქმნება დაკრედიტების ალტერნატივა, რაც ასევე ქმნის პოზიტიურ მოლოდინს ლართან მიმართებაში.

ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი ინდიკატორი არის ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკა. შემთხვევითი არც ის გარემოებაა, რომ სებ-მა არ გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და არ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, მიუხედავდ იმისა, რომ ინფლაცია არის 5,5 % და აღემატება მიზნობრივ 4 %-იან მაჩვენებელს,რაც იმას ნიშნავს,რომ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული 10 პუნქტიანი გეგმის მიხედვით, სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული და აქცენტები სავსებით სწორად, საკრედიტო და ზოგადად ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე კეთდება.

30.04.2017 11:03

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის მიზანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა და არა სესხების გაძვირება
17.10.2017 15:50
გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს
17.10.2017 15:48
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება არასწორი მოლოდინების შედეგია
17.10.2017 15:46
გიორგი ცუცქირიძე: „სერიული წარმოების ინდუსტრიის შესაქმნელად, უნდა ჩამოვაყალიბოთ სავაჭრო ჰაბები აქ დამზადებული პროდუქციის ნიშნით,
17.10.2017 15:44
გიორგი ცუცქირიძე: “საერთაშორისო მხარდაჭერა რეფორმების გრძელვადიან და შეუქცევად ხასიათს განაპირობებს“
29.05.2017 21:52
გიორგი ცუცქირიძე: „დღეს მთავარი ამოცანა ეკონომიკის დივერსიფიკაციიის ზრდა და სწრაფი ზრდის დროში განვრცობაა“
05.05.2017 22:01
გიორგი ცუცქირიძე: 5 %-იანი ზრდა ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდის შედეგია
30.04.2017 11:03
გიორგი ცუცქირიძე: "ბოლო დღეების აქტივობამ აჩვენა,რომ გალარების სტრატეგიამ გაამართლა
27.03.2017 18:05
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>