abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: "ბოლო დღეების აქტივობამ აჩვენა,რომ გალარების სტრატეგიამ გაამართლა

როგორც წინა 27 თებერვალს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ავღნიშნე, უკვე თებერვლის მეორე ნახევრიდან აქტივობა საკმაოდ მომატებული იყო, და უკვე 24 თებერვლისთვის მხოლოდ ბოლო 10 დღეში გალარებული სესხების როდენობა იყო გაორმაგებული და ეს მაჩვენებელი უკვე 1 700 მსესხებელს აღემატებოდა. შესაბამისად, ჩვენი პროგნოზიც იყო ოპტიმისტური. უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენი პროგნოზი და მოლოდინები მთლიანად გამართლდა და 17 მარტის მდგომარებით, გალარებული სესხების რაოდენობამ 5 092 მსესხებელს მიაღწია, ხოლო გალარებული სესხების მოცულობამ 70.9 მლნ ლარი შეადგინა,რაც გასალარებელი პორთფელის რაოდენობრივად 18,8 %, ხოლო თანხობრივად 17,75 %-ს შეადგენს ანუ ამ 24 თებერვლიდან 17 მარტამდე პერიოდში, გალარებული სესხების რაოდენობა პრაქტიკულად გასამმაგდა.

ასევე ახდა ჩვენი კიდევ ერთი პროგნოზი გალარების პროცესის დასასრულს,ბოლო დღეებში მოსალოდნელ აქტივობაზე, წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო, რადგან ვინც თუნდაც 3 წლის წინ აიღო სესხი, სავალუტო კურსის ცვლილების შედეგად, არც თუ მცირე ზარალი ნახა. ამიტომ მოსალოდნელი იყო, რომ მსესხებელთა ნაწილი, გაცილებით ფრთხილ პოზიციას დაიჭერდა და ვადის მოახლოებას დაელოდებოდა, ისეთი ფაქტორების გთვალისწინებით თუ როგორი იქნებოდა სავალუტო კურსი, თუ რა პოზიცია ექნებოდათ მათ ნაცნობებს და ა.შ. გარდა ამისა პროგრამის მეორე ნახევარში ადამიანებს გაცილებით მეტი ინფორმაცია ჰქონდათ, გალარების პირობებზე, ბანკები აწარმოებდნენ საკმაოდ აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას თავიანთ კლიენტებთან.

მიმაჩნია,რომ დადებითი როლი ითამაშა ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებულმა გალარების კალკულატორმაც. ნებისმიერ მსურველს შეეძლო შეეყვანა თავისი მონაცემები და წინასწარ სცოდნოდა არა თუ გალარების შედეგად გადასახდელი თანხის ოდენობა,არამედ ის პოტენციური სარგებელიც რასაც გალარების შედეგად მიიღებდა, როგორც სუბსიდიის ნაწილში,ასევე სავალუტო რისკის დაზღვევის შედეგად. მოგეხსენებათ, რომ დოლარში აღებული სესხის დროს სავალუტო რისკის გამო, ლარის გაუფასურება ზრდის როგორც ძირის, ასევე პროცენტის ნაწილსაც, რადგან საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს შემოსავალი ლარში აქვს.

ასევე მსურს ავღნიშნო, მედიის დადებითი როლი, პროგრამის გაშუქების მხარდაჭერის კუთხით, პირადად მე არაერთი ინტერვიუ თუ სატელევიზიო კომენტარი მაქვს გაკეთებული, ბეჭდური და ელექტრონული მედია საშუალებებით და თქენც კიდევ ერთხელ მსურს გადაგიხადოთ მადლობა,ისევე როგორც ყველა იმ მედია საშუალებას რომელიც აქტიურად აშუქებდა პროგრამის მიმდინარეობას.

თუმცა აქვე მსურს ავღნიშნო, რომ სამწუხაროდ, ცალკეულ ექსპერტთა შეფასებები, ზოგჯერ აშკარად ტენდენციური იყო. პროგრამის დაწყებიდანვე ცალსახად გაცხადება გალარების პროგრამის მოსალოდნელ კრახზე ან ფიასკოზე, მსესხებელთა ნაწილში პრობლემური მსესხებლების მინიშნებებზე და ა.შ და ამ თემით დღემდე აპელირება , რბილად რომ ვთქვათ ტენდენციური,ხოლო იმ ადამიანების მიმართა ვინც სესხი გადაალარა უბრალოდ არაკორექტულია. იყო ურთიერთგამომრიცხავი შეფასებებიც თითქოს ეს პროგრამა მთავრობის მიერ ბანკების მხარდასაჭერად იქნა შემუშავებული, ხოლო ზოგიერთი შეფასებით პირიქით- ბანკები არ იყვნენ ამ პროგრამით დაინტერესებული, პასივების დოლარიზაციის გამო.

მსურს ავღნიშნო,რომ არცერთ მსგავს შეფასებებს საერთო არა აქვთ რეალობასთან. პროგრამა მიმართული იყო იმ ადამიანებისათვის ვინც სავალუტო კურსის ცვალებადობის და სავალუტო რიკის გამო, დაუმძიმდათ საკრედიტო პორთფელი ზედმეტად გადახდილი თანხების გამო. სწორედ ამ მიზნით იქნა გამოყოფილი 20 თეთრის ოდენობით სუბსიდია,რაც გალარების დღეს არსებულ კურს აკლდებოდა, მაგალითად ბოლო დღეებში 1 აშშ დოლარის 2.50 ლარის კურსის პირობებში გალარება მოხდებოდა 2.30 კურსით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები თუ დოლარში 7,5 %-ის ფარგლებში იყო,ლარში გადადიოდა 9,75%;

აღსანიშნავია, რომ მარტო ბოლო 4 დღეში 14 მარტიდან 17 მარტამდე პრიოდში 1250 მეტი სესხი გადალარდა ანუ პრაქტიკულად იმაზე მეტი, რაც პირველი თვის განმავლობაში მთლიანად. ამას უნდა დავუმატოთ ის განაცხადებიც რომლებიც ბოლო დღეს,17 მარტს შემოვიდა და ჯერ არ გალარებულა ანუ რაც უახლოეს 2-3 დღეში იქნება ცნობილი.სავარაუდოდ 500-600 სესხის იქნება. ეს ფაქტიც ნათლად მიუთითებს არა ამ პროგრამის „კრახზე“, არამედ მნიშვნელოვან დაინტერესებაზე ყველა იმ პირის მხრიდან, ვინც ჩათვალა,რომ სავალუტო რისკის დაზღვევა გაცილებით მნიშვნელოვანია,ვიდრე საპროცენტო რისკია. აქ ასევე მსურს კიდევ ერთხელ შევეხო ლარიზაციას, იგი მოგეხსენებათ არის მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული 10 პუნქტიანი გეგმის ნაწილი, რაც ფინანსურ სტაბილიზაციაზე და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირეებული.მე აქ წინა პრესკონფერენციაზეც ავღნიშნე და კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო: ლარიზაციის სტრატეგია არის უალტერნატივო სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. სტრატეგიამ პირველი დადებითი შედეგები უკვე მოიტანა. ფინანსური სტაბილურობა სახეზეა. ჩვენ გვახსოვს თუ როგორი აჟიოტაჟი იყო ატეხილი გასული წლის ბოლოს მთავრობის მიერ ლარიზაციის გეგმის დაანონსებისთანავე. ასი ათას ლარამდე იპოთეკური სესხების მხოლოდ ლარში გაცემის მოთხოვნა უპერსპექტივო, ხოლო 2000 სესხის გადალარებაც კი კარგ შედეგად იყო მიჩნეული, და რაც მთვარია ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას აშსდოლართან მიმართებაში 3 -ის ფარგლებშიც კი პროგნოზირებდნენ",- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ. p.s.საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, 22 მარტის ჩათვლით, გალარების ერთჯერადი პროგრამით დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარამდე (78 659 017 აშშ დოლარი) 5 617 საბანკო სესხი გალარდა. პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ეროვნული ბანკის მხარდაჭერით განახორციელა, 17 იანვარს დაიწყო. ორი თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პროგრამა შეეხოთ, შესაძლებლობა ჰქონდათ ნებისმიერი კომერციული ბანკისთვის მიემართათ და შეღავათიანი პირობებით გაელარებინათ უცხოური ვალუტით დენომინირებული საბანკო სესხი. პროგრამის ფარგლებში მსესხებელი გათავისუფლებული იყო დამატებული ხარჯებისგან, მათ შორის წინასწარ დაფარვის საკომისიოსა და ქონების რეგისტრაციის მოსაკრებლისგან. პროგრამის შედეგად დაკონვერტირდა გალარებას დაქვემდებარებული სესხების მთლიანი რაოდენობის 25 პროცენტი.

27.03.2017 18:05

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის მიზანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა და არა სესხების გაძვირება
17.10.2017 15:50
გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს
17.10.2017 15:48
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება არასწორი მოლოდინების შედეგია
17.10.2017 15:46
გიორგი ცუცქირიძე: „სერიული წარმოების ინდუსტრიის შესაქმნელად, უნდა ჩამოვაყალიბოთ სავაჭრო ჰაბები აქ დამზადებული პროდუქციის ნიშნით,
17.10.2017 15:44
გიორგი ცუცქირიძე: “საერთაშორისო მხარდაჭერა რეფორმების გრძელვადიან და შეუქცევად ხასიათს განაპირობებს“
29.05.2017 21:52
გიორგი ცუცქირიძე: „დღეს მთავარი ამოცანა ეკონომიკის დივერსიფიკაციიის ზრდა და სწრაფი ზრდის დროში განვრცობაა“
05.05.2017 22:01
გიორგი ცუცქირიძე: 5 %-იანი ზრდა ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდის შედეგია
30.04.2017 11:03
გიორგი ცუცქირიძე: "ბოლო დღეების აქტივობამ აჩვენა,რომ გალარების სტრატეგიამ გაამართლა
27.03.2017 18:05
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>