abg.org.ge

  

გიორგი  ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს დეფიციტურიდან პროფიციტურ მოდელზე გადავიდეთ"

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: „ქვეყნებში, რომლებიც იყენებენ დეპოზიტების დაზღვევის რეგულირებად სისტემას, საბანკო და სისტემური რისკები უფრო დაბალი იყო კრიზისის დროს“

კომერსანტი: ბატონო გიორგი, რამდენად იზიარებთ მოსაზრებას, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა საქართველოში მნიშვნელოვანია?

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის რეგულირებული სისტემის დანერგვის მიზანი არის დეპოზიტორთა ნდობის ამაღლებით დანაზოგების წახალისება დასაბანკო კრიზისის პრევენციით ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეს არ ნიშნავს, რომ აქამდე დეპოზიტების უსაფრთხოება დაცული არ იყო და სათანადო ზედამხედველობა არ ხორციელდებოდა, თუმცა ფინანსური უსაფრთოების სისტემის სრულფასოვანი და გამართული ფუნქციონირებისთვის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა აუცილებლად გულისხმობს მასში დეპოზიტების დაზღვევის დამოუკიდებელი კომპონენტის არსებობას საბანკო ზედამხედველობასთან ერთად.

დეპოზიტების დაზღვევა მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. ბოლო წლების განმავლობაში ეს მექანიზმი განსაკუთრებით პოპულარული გახდა განვითარებად ქვეყნებში. სისტემის ძირითადი მიზანი საბანკო კრიზისის შემთხვევაში პანიკის თავიდან აცილებაა. ამ გარანტიას კი ქმნის დეპოზიტების დაზღვევის ფონდში აკუმულირებული თანხა, რომელიც გროვდება დაზღვეული კომერციული ბანკების რეგულარული შენატანებით.

აღსანიშნავია, რომდეპოზიტების დაზღვევის სისტემების შემოღება პოსტკრიზისულ პერიოდებთან არის დაკავშირებული. მაგალითისათვის, 1933 წელს აშშ-სა და კანადაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება დიდი დეპრესიის შემდგომ პერიოდს უკავშირდება და ის სამართლიანად ითვლება აღნიშნული სისტემის დანერგვის დასაწყისად. უნდა აღინიშნოს, რომ, იმ პერიოდში, ინიციატივის მთავარ მიზანს, საბანკო სექტორი მიმართ მოსახლეობის ნდობის ამაღლება უფრო წარმოადგენდა, ვიდრე მცირე მეანაბრეების დაცვა.

ევროპულ სივრცეში დეპოზიტების დაზღვევის შემოღება ორ ეტაპად შეიძლება განვიხილოთ: პირველი ეტაპი დაიწყო გასული საუკუნის 70-იან წლებში, რაც დაემთხვა ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ გლობალურ კრიზისს და რომელიც ე.წ სანავთობო ომების სახელითაც არის ცნობილი. მსოფლიოს ნავთობის შოკი დაიწყო 1973 წლის 17 ოქტომბერს, როდესაც ოპეკის წევრმა არაბულმა სახელმწიფოებმა იომ ქიფურის ომის დროს განაცხადეს, რომ აღარ მიაწვდიდნენ ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ისრაელს ეგვიპტესთან კონფლიქტში, ანუ აშშ-სადამისმოკავშირედასავლეთევროპას. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში გლობალური ეკონომიკური კრიზისი ფასების ზრდით და ეკონომიკური სტაგნაციით მიმდინარეობდა, რასაც, საბოლოო ჯამში,ბრეტონ-ვუდსის სისტემის დაშლა და ოქროს სტანდარტის ერის დასასრული მოჰყვა.

მეორე ეტაპი დაკავშირებულია გასული საუკუნის 90-იან წლებთან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, უმეტესწილად, 1990 წლებში ამოქმედდა, რაც განპირობებული იყო საბჭოთა ბლოკის დაშლით და ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესით.

გარდა ამისა, როდესაც აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში განხორციელდა დეპოზიტების დაზღვევის სისტემების შემოღება, ეს პროცესი დიდწილად თანხვედრი იყო ამ ქვეყნებში ფინანსური სტაბილიზაციის პროგრამებისა, და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო შემოღებული საერთაშორისო საბანკო რეგულაციები რისკების დაზღვევის თვალსაზრისით, საერთაშორისო საბანკო რეგულირების ათვლის წერტილად კი ითვლება 1988 წელი, რომელიც ბაზელი 1-ის შეთანხმების სახელითაც არის ცნობილი. 1988 წელს ბაზელის საბანკო ზედამხედველობის საერთაშორისო კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც ითვალისწინებს კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების საერთო მეთოდის გამოყენებას რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან მიმართებაში.

კომერსატი: ექსპერტთა ნაწილი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ეფექტურობას ეჭვის თვალით უყურებს, რამდენად ადეკვატურია დაზღვევის ამ ფორმით შემოღება?

გიორგი ცუცქირიძე: დღეს მოქმედი სისტემებიდან ორი მოდელი გამოიყენება. დეპოზიტების დაზღვევა შეიძლება იყოს რეგულირებადი(explicity scheme, ანუ კანონის მანდატით) ან თვითრეგულირებადი(implicity scheme, ბანკებისა და საჯაროინსტიტუტების მიერ).

მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით, ჩვენ ავირჩიეთ დეპოზიტების დაზღვევის რეგულირებადი სისტემა, რომელიც მიმაჩნია, სავსებით სწორ მიდგომად, რადგან ამ ტიპის სქემები მოქმედებს მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში და გაცილებით მზარდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე თვითრეგულირებადი მოდელები. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების რიცხვი, რომელებმაც უპირატესობა რეგულირებად სისტემას მიანიჭეს, 2003 წლის შემდეგ გაიზარდა 88 ქვეყნიდან 112 ქვეყნამდე, ამასთან, მაღალშემოსავლიანი ქვეყნების 84%-სა და ევროპული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (95%), ასევე რეგულირებადი სისტემაა დანერგილი. თვითრეგულირებად სისტემებს უპირატესობას, როგორც წესი, დაბალშემოსავლიანი ქვეყნების უმეტესობა ანიჭებს.

რაც შეეხება დაზღვევის ლიმიტებს, 2008 წლის გლობალურ კრიზისამდე ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დაზღვევის ლიმიტი 20 000 ევრომდე იყო, ხოლო აშშ-ში 100 000 დოლარამდე. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ, კრიზისის შემდგომ პერიოდში, გაზარდა დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი 20,000-დან 100,000 ევრომდე. ევროპის ქვეყნების მსგავსად, აშშ-ის დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამაც გაზარდა დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი 100,000-დან 250,000 აშშდოლარამდე.

საქართველოში, შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, პირველ ეტაპზე სადაზღვევო ლიმიტი განისაზღვრება 5000 ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომდეპოზიტორთა დიდი უმრავლესობა მთლიანად იქნება დაზღვეული. საქართველოში დეპოზიტორების 97%-ს 5,000 ლარზე ნაკლები ოდენობის დეპოზიტები გააჩნია, ხოლო მათი წილი მთლიანი დეპოზიტების მოცულობაში შეადგენს 15%-ს. დაფარვის აღნიშნული არეალი ოპტიმალურია საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკურ და ფინანსური ვითარებისთვის და ძირითადად შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთანაც, რომლის თანახმად, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა უნდა ფარავდეს დეპოზიტების 97% და მთლიანი მოცულობის- 20%-ს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი და სტრატეგია ითვალისწინებს დაზღვეული დეპოზიტების ზღვარის რეგულარული გადახედვის შესაძლებლობას საერთაშორისო პრაქტიკის, სადაზღვევო ფონდის მოცულობისა და ზოგადი ფინანსური სტაბილურობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ სისტემის დანერგვით ბანკებს დანახარჯები გაეზრდებათ 15 მლნ ლარით, რაც პროცენტულ მაჩვენებელში, თუ წმინდა საპროცენტო შემოსავალს შევაფარდებთ, მხოლოდ 0,8 % იქნება. ბუნებრივია, ეს არ არის ის მაჩვენებელი, რაც მნიშვნელოვან ხარჯად დააწვება სადეპოზიტო რესურსების ფასს. მაგალითისათვის 50 000 ლარამდე ანუ 20 000 დოლარამდე რომ ყოფილიყო სადაზღვევო ლიმიტი, მაშინ საპროცენტო ხარჯის ზრდის მაჩვენებელი გაცილებით მეტი 2,7% იქნებოდა. მომავალში სადაზღვევო ლიმიტის გაზრდა არ იქნება პრობლემური, დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი ბევრ ქვეყანაში რამდენჯერმეც კი გაიზარდა.

ბოლო კვლევები ჩვენებს, რომ ქვეყნებში, რომლებიც იყენებენ დეპოზიტების დაზღვევის რეგულირებად სისტემას, საბანკო და სისტემური რისკები უფრო დაბალი იყო კრიზისის დროს. აქედანაც ჩანს, რომ ამ ტიპის დაზღვევის სისტემას თან ახლავს მნიშვნელოვანი სტაბილურობის ეფექტი.

კომერსანტი: გასულ წელს თიბისიბანკისადა ISET-ისკვლევითიინსტიტუტისმიერ 2016 წელს ჩატარებულმა ერთობლივმა კვლევამ „ფინანსური ცნობიერების“ შესახებ გამოავლინა საქართველოს მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება დანაზოგების მიმართ, დამზოგველთა 38% დადო თანხა საბანკო დეპოზიტზე, მაშინ, როდესაც 47%-მა თანხა სხვაგან შეინახა.რამდენად შეცვლის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ამ ტენდენციას?. გიორგი ცუცქირიძე: თქვენს მიერ აღნიშნულმა კვლევამაც დაადასტურა, რომ გამოკითხულთა 60% გამოთქვამდა სურვილს, თანხა განეთავსებინა ბანკში, თუ ბანკს ექნებოდა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. წმინდა ეკონომიკური ეფექტის თვალსაზრისით, დეპოზიტების რისკის შემცირება, საბოლოო ჯამში გამოიწვევს ერთის მხრივ, დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, ხოლო მეორეს მხრივ გაზრდის დეპოზიტების მოცულობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებიც ასევე შემცირდება.

საერთაშორისო საბანკო პრაქტიკა და ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევები აჩვენებს,რომ დეპოზიტების დაზღვევის რეგულირებულმა სისტემამ შეიძლება აარიდოს ან მნიშვნელოვნად შეამციროს ბანკების გაკოტრების შემთხვევები ისეთ ქვეყნებშიც კი, რომელთაც ძლიერი ეკონომიკა და ფინანსური ინსტიტუტები აქვთ.

23.03.2017 17:15

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს, რომ დეფიციტურიდან პროფიციტულ მოდელზე გადავიდეთ"
23.01.2018 19:17
გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკა სწრაფი ზრდის ფაზაში შედის
23.01.2018 19:15
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გლობალურად, საქართველოსთვის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს
03.01.2018 19:52
გიორგი ცუცქირიძე: "ეკონომიკური ზრდის ძირითადი არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში“
03.01.2018 10:08
გიორგი ცუცქირიძე: საქართველო ტრანზიტული შემოსავლებიდან დამატებითი ღირებულების შექმნაზე უნდა გადავიდეს
03.01.2018 10:03
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის მიზანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა და არა სესხების გაძვირება
17.10.2017 15:50
გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს
17.10.2017 15:48
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება არასწორი მოლოდინების შედეგია
17.10.2017 15:46
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
საბანკო სწავლების ცენტრი 15 სექტემბრიდან დასაქმებაზე ორიენტირებულ ტრეინიგებს დაიწყებს
09.09.2008 16:13

სწავლების თემატიკა აგებულია საბანკო საქმის საერთაშორისო და ქართული  გამოცდილების  შესწავლაზე, ინტერაქტიური ტრენინგების სასწავლო მოდულების სახით, რომელიც ორიენტირებულია დასაქმებაზე, ბანკებში და საკრედიტო დაწესებვულებებში მუშაობისათვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლებით

"სახალხო ბანკის" ახალი ინიციატივა - ახალშობილთა მეურვეობა
31.08.2008 17:45

საქართველოში განვითარებული საომარი მოქმედებების გამო სამაჩაბლოდან და კოდორის ხეობიდან დროებით გადაადგილებულ პირთა დახმარებისა და სოლიდარობის მიზნით, "სახალხო ბანკის" ინიციატივით მეურვეობა გაეწევა ახალშობილებს.

თიბისი ბანკის და საქველმოქედო ფონდის ერთობლივი აქცია
31.08.2008 17:40

29 აგვისტოდან თიბისი ბანკი იწყებს ახალ აქციას, რომლის თანახმად ყველა მეანაბრე, რომელიც თიბისი ბანკში გახსნის ანაბარს, მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღებასთან ერთად, გახდება

საიუბილეო კონცერტი ვითიბი ბანკის გენერალური სპონსორობით ჩატარდა
18.07.2008 17:57

17 ივლისი,  გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა უსახლკარო და ობოლ ბავშვთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით მთლიანად გადაირიცხა პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულ ფონდში “იავნანა”.

პროკრედიტ ბანკმა თბილისში 3 ახალი ფილიალი გახსნა
03.07.2008 18:07

3 ივლისი, პროკრედიტ ბანკი განაგრძობს ფილიალების ქსელის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაფართოებას. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახალი ფილიალები გაიხსნა თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე, გურამიშვილის გამზირზე და თემქის დასახლებაში.

"ცოდნის კარი" ბაზისბანკში
25.05.2008 15:30

23  მაისს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს წამყვან ბანკებს შორის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა პროგრამა ”ცოდნის კარი”. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბაზისბანკის აქციათა პაკეტის მფლობელი გახდა
25.05.2008 15:28

19 მაისს, კიევში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეკრებაზე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას EBRD–სა და ბაზისბანკს შორის აქციათა 15-პროცენტიანი პაკეტის შესყიდვის შესახებ.

თიბისი ბანკმა 15 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
25.05.2008 15:26

20 მაისს, თიბისი ბანკმა და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურმა კომპანიამ ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფის თაობაზე.

რუსთავში ბანკი “რესპუბლიკას” ფილიალი გაიხსნება
05.04.2008 16:22

რუსთავში, მეგობრობის გამზირის #20-ში დღეს ბანკი “რესპუბლიკას” ფილიალი გაიხსნება. ბანკის ცნობით, “რესპუბლიკის” 2008 წლის სტრატეგია ქვეყნის მასშტაბით ფილიალების ქსელის აგრესიულ გაფართოებას ითვალისწინებს. ამდენად, ბანკი “რესპუბლიკა” თვეში მინიმუმ ერთ ფილიალს ხსნის.

თიბისი ბანკმა 100 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
31.03.2008 16:02

თიბისი ბანკმა და მსოფლიოს საფინანსო სექტორის ერთ-ერთმა ლიდერმა  ,,მერილ ლინჩმა” (Merrill Lynch) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თიბისი ბანკისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის მოზიდვასთან

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>