abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: “ჩვენ გვჭირდება ახალი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩო, რომელიც გლობალურ გამოწვევებზე იქნება მორგებული”.

კომერსანტი: გარდა ექსპერტებისა, ბანკების ნაწილი აცხადებს, რომ საბანკო სექტორის მაღალი კაპიტალიზაციის პირობებში დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღება საბანკო სექტორისთვის დამატებითი ხარჯია, რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

გიორგი ცუცქირიძე: ხარჯები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. აქ იგულისხმება ის გარემოება, რომ ჩვენთან მოქმედებს შედარებით მკაცრი და მაღალი კაპიტალიზაციის ნორმები, ვიდრე ევროპის ქვეყნებშია, რაც უზრუნველყოფს დეპოზიტების დაზღვევას რისკებისაგან. მიიჩნევა, რომ საკუთარი კაპიტალი - ბანკის გაკოტრების საწინააღმდეგო უკანასკნელი საშუალებაა, რაც უფრო მაღალია გაკოტრების რისკი, მით უფრო მეტი საკუთარი კაპიტალი უნდა ჰქონდეს ბანკს. შესაბამისად, კომერციული ბანკების მიერ, რისკების მინიმიზაციის ერთ-ერთი საშუალება ადეკვატური კაპიტალის შექმნაა. კაპიტალის მაჩვენებელი კი გამოითვლება კაპიტალის შეფარდებით რისკთან გათანაბრებულ აქტივებთან. ამ მოდელის საფუძვლად აღებულია იმ აქტივების მაჩვენებელი, რომელიც რისკების გათვალისწინებით არის შეფასებული და მერყეობს 0 დან 100%-მდე.

ბანკის საქმიანობა დაკავშირებულია რისკებთან და ბუნებრივია, რომ ერთ-ერთ მთავარ და ეგზისტენციალურ ამოცანას სწორედ ამ რისკებით გამოწვეული შედეგების შემცირება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით საბანკო კაპიტალს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, კერძოდ, ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელს ანუ საბანკო კაპიტალის რისკებთან მიმართების ადეკვატურობას.

ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის შესაფასებლად გამოიყენება კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტები. პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი, რომელიც დაიანგარიშება როგორც პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან და საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი, რომელიც არის საზედამხედველო კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან. ჩვენთან ბანკის პირველადი და საზედამხეველო კაპიტალი რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების არანაკლებ 8 და 12 პროცენტის ოდენობით არის დადგენილი, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში მისი მაჩვენებლები გაცილებით ნაკლებია და შესაბამისად, 4.5% და 8%-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სწორედ საბანკო კაპიტალი წარმოადგენს ბანკში დეპოზიტორთა და სხვა კრედიტორთა ფულადი შენატანების დაცვის გარანტს, დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე გადასვლა, ჩვენ უნდა განვიხილოთ არა უბრალოდ „ორმაგ გადაზღვევად“, არამედ სწრაფი ეკონომიკური ზრდის სამთავრობო სტრატეგიის და ეკონომიკის ტრანსფორმაციის ერთიან კონტექსტში, მიმდინარე რეფორმების უმნიშვნელოვანეს ელემენტად. რეფორმად, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ და მიმართულია ევროკავშირის საკანონმებლო სივრცესთან ჰარმონიზაციისაკენ. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ერთერთი უმთავრესი მიზანი დეპოზიტორებისთვის იმ კომფორტის შეთავაზებაა, რომელიც მათ საშუალებას აძლებს შეინარჩუნონ სიმშვიდე ცალკეულ ბანკში წარმოქნილი კრიზისის დროს და არ იჩქარონ საკუთარი დანაზაგების გამოტანა თუნდაც სხვა ბანკებიდან. ეს კი საბანკო სისტემას იცავს თანხების მასობრივი გადინებიგან და შესაბამისად, ფინანსური უსაფრთოების მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.

ამ თვალსაზრისით, მე კიდევ ერთ ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორზე მსურს ყურადღების გადატანა. ჩვენ მოგვიწევს უახლოს მომავალში საბანკო სისტემის ახალ რეგულაციებზე გადასვლა, აქ პირველ რიგში ბაზელის 3-ის მოთხოვნებს ვგულისხმობ. ეს არის საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტი,რომელიც 800 გვერდს მოიცავს, ხოლო მისი ამოქმედების ბოლო ვადად 2019 წელია მიჩნეული.

ბაზელი 3-ის პრინციპების დანერგვის აუცილებლებლობა 2007 წელს დაწყებულმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია, რომელიც ბოლომდე დღემდე არ არის აღმოფხვრილი. წამყვან საბანკო დაწესებულებებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ ლიკვიდურობასთან და კაპიტალთან დაკავშირებით, ხოლო ამერიკაში და ევროპაში საკმაოდ მაღალი ფასი იქნა გადახდილი საბანკო სისტემების ლიკვიდობის შესანარჩუნებლად. აქედან გამომდინარე, `ბაზელი-3-ის დანერგვის ამოცანაა ამაღლდეს საბანკო სექტორის მდგრადობა ბანკების კაპიტალისა და ლიკვიდურობის მიმართ მოთხოვნების გაზრდით და, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვნია, უნდა შემცირდეს საბანკო სექტორის პრობლემების რეალურ ეკონომიკაზე გადაცემის რისკები. `ბაზელი-3-ის მიხედვით, პირველი დონის კაპიტალისადმი მოთხოვნის ახალი წესების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 4%-დან 4,5%-მდე უნდა გაიზარდოს. ბანკებმა უნდა შექმნან ბუფერები და უნდა დამატებით დაარეზერვონ საკუთარი კაპიტალის 2,5%. შესაბამისად, მოთხოვნები მინიმალური ერთობლივი კაპიტალის მიმართ 8%-დან 10,5%-მდე უნდა გაიზარდოს.

ამასთან, მკაცრდება მოთხოვნები კაპიტალის ხარისხის მიმართ და იზრდება კაპიტალის ხარჯები, რადგან არ მოხდება იმ კომპონენტების გათვალისწინება, რომელთა გამოყენებაც შეუძლებელი იქნება ზარალის დასაფარად. აქედან გამომდინარე, ჩვენ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე გადასვლა, საბანკო სექტორის რეფორმირების ერთიან ფორმატში უნდა განვიხილოთ, მით უმეტეს ჩვენც მოგვიწევს ბაზელის ახალ მოდელზე გადასვლა.

ბაზელის ახალი მიდგომების თანახმად ასევე შემოღებულია შეზღუდვები ბანკებისათვის ვალდებულებების მომსახურებაზეც. ბანკებს ბალანსზე უნდა ჰქონდეთ მაღალლიკვიდური აქტივები საიმისოდ, რომ ბაზრების კონიუნქტურის მიუხედავად, საქმიანობის გაგრძელება 30 დღის განმავლობაში შეძლონ.

ბუნებრივია, ბანკებს `ბაზელი 3-ის დანერგვისას ნეგატიური ეფექტის შემცირება პირველ რიგში არსებული ბიზნეს-მოდელის შეცვლის მეშვეობით შეუძლიათ. თუმცა საბანკო სექტორის მოდელის შეცვლით შემცირდება ბანკების მოგება, ფინანსირების ღირებულებისა და კაპიტალისადმი მოთხოვნების გაზრდის გამო, რაც დამატებითი კაპიტალის მოზიდვის აუცილებლობას წარმოშობს.

მიმაჩნია, რომ როდესაც ბანკების ნაწილის მხრიდან აქცენტი ჩვენთან ისედაც მაღალი კაპიტალიზაციის მოთხოვნებზე გაკეთდა, სწორედ ეს გარემოებები იქნა ნაგულისხმები.

კომერსანტი: ბოლო წლებში საცალო დაკრედიტება საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპებით ხასიათდება, მაშინ როდესაც ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტებას, და პირიქით შემცირების ტენდენცია აქვს, ექსპერტთა ნაწილი ამას გაცილებით მაღალი მარჟის მიზეზით ხსნის და საცალო დაკრედიტების შეზღუდვების მომხრეა,ზრდის თუ არა ეს რისკებს საბანკო სექტორში?

გიორგი ცუცქირიძე: შინამეურნეობების სასესხებო დავალიანება შეიძლება განისაზღვროს როგორც ფიზიკურ პირებზე, მათ შორის ინდ.მეწარმეებზე გაცემული სესხების ერთობლიობა-იპოთეკური სესხი, ოჯახური სესხი, ავტოგანვადება, სტუდენტური სესხები და საკრედიტო ბარათები. შინამეურნეობების სასესხებო დავალიენება ასევე იზომება მისი შეფარდებით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ანუ ხვედრითი წილით ეკონომიკის გამოშვებაში.

აღსანიშნავია, რომ შინამეურნეობების დაკრედიტების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით 2000 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა შინამეურნეობების საკრედიტო დავალიანების ხვედრითი წილი მშპ-ში, რაც დაკავშირებულია ცხოვრების დონის ზრდასთან, დაბალ საპროცენტო განაკვეთებთან და საბანკო პროდუქტების ვადიანობის დაგრძელებასთან, მათ შორის ისეთ ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთებზე, როგორებიცაა მაღალი დონის ელექტრონიკა, მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც განვადებების ბიზნეს-მოდელებით იქნა სტიმულირებული. ამავე პერიოდში იპოთეკური სესხების ვადიანობა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში 30-40 წლამდეც კი გაიზარდა, ხოლო განვადებების ვადიანობა 10 წლამდეც კი.

ზოგიერთ, განსაკუთრებით მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყანაში მისი მთლიან პროდუქტთან შეფარდების მაჩვებელი 100 %-საც კი სცილდება. მაგალითისათვის შინამეურნეობებზე გაცემული სესხების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან დანიაში 2000 წლიდან 2014 წლამდე გაიზარდა 85% დან 124 %-მდე(2009-2010 წლებში სარეკორდო 140 %-მდეც კი ავიდა), ავსტრალიაში ანალოგიურ პერიოდში 70% დან 123 %-მდეა გაზრდილი, შვეიცარიაში მისი მაჩვენებელი 121 % იყო.

დღეს მიჩნეულია, რომ 1980-2007 წლებში შინამეურნეობების დავალიანების მკვეთრი ზრდა გახდა შემდგომში 2007-2012 წლების კრიზისის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ამერიკასა და ევროპაში. მაგალითისათვის აშშ-ში 1982-2000 წლებში შინამეურნეობების დავალიანების ზრდა მშპ-სთან გაიზარდა 43% დან 62 %-მდე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის შემდეგ, განვითარებული ეკონომიკის ისეთ წამყვან ქვეყნებში როგორიცაა აშშ და, ინგლისი ეს მაჩვენებელი შემცირებულია. აშშ-ში 90% დან 80 %-მდე, დიდ ბრიტნეთში 95% დან 86%-მდე, ხოლო გერმანიაში 59% დან 54 %-მდეა ეს მაჩვენებელი შემცირებული, თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებლად რჩება;

საქართველოში 2010-2014 წლებში შინამეურნეობის დავალიანების მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებლი გაიზარდა 13,8% დან 24 %-მდე. ჩვენნაირი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ამას განაპირობებდა საპროცენტო განაკვეთების შემცირება და ვადიანობის ზრდა ანუ ამ სახის საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ უფრო მაღალი საპროცენტო მარჟის მაჩვენებელი ბიზნეს სესხებთან შედარებით; ასევე საინტერესოა, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი და რუსეთი ზრდის ტენდენციაა. მაგალითად 2010-2014 წლებში რუსეთში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 11,2 %დან 19,8 %-მდე, თურქეთში 17 % დან 21,8%-მდე.

ბუნებრივია, როდესაც შინამეურნეოებების დაკრედიტების ტემპები იზრდება, მცირდება ეკონომიკის დაკრედიტება, რაც ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. ჭარბვალიანობის პრობლემა, მარტო ჩვენთან არ არის აქტუალური. მაგალითისათვის თუ აშშ-ში 20 წლის წინა ამერიკელის დავალიანების საშუალო მაჩვენებელი შემოსავლების 83 %-ს შეადგენდა, 2007 წელს, გლობლური კრიზისის წინა პერიოდში, მან შემოსავლებს გადააჭარბა და130 %-კი შეადგინა. გარდა საკრედიტო დaვალიანებისა, აქ შედის კომუნალური გადასახადები, ქირა, სწავლის ხარჯები და ა.შ. ჭარბვალიანობისას ადამიანებს სულ უფრო ნაკლები თანხა რჩებათ ამ თუ იმ საქონლის შესაძენად, განსაკუთრებით ეს გრძელვადიანი მოხმარების საქონელს ეხება და დანაზოგების გასაკეთებლად, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად გადადის ეკონომიკის რეალურ სექტორზე. იწვევს რა კომპანიების შემოსავლების შემცირებას, ბიზნესი იძულებული ხდება უარი თქვას დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელებაზე, რაც თავის მხრივ სამუშაო ადგილების შემცირებით და ეკონომიკის ზრდის შენელებით მიმდინარეობს.

მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ საცალო დაკრედიტების შეზღუდვით პრობლემა ვერ მოიხსნება და იგი ავტომატურად არ ნიშნავს ბიზნეს დაკრედიტების ზრდას. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება, ისეევ როგორც კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმა, არის ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკისა და საბანკო სექტორის შემდგომი განვითარებისათვის, მაგრამ ამავდროულად, გაზრდილი კაპიტალიზაციის პირობებში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ საბანკო სისტემის სტიმულირებაზეც, პირველ რიგში უნდა შევამციროთ რეალურ ეკონომიკაზე გადაცემის რისკები, რაც როგორც უკვე ავღნიშნე ბაზელის ახალი პრინციპების ქვაკუთხედია.

მთავრობის ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაში ლარიზაციის სტრატეგიაც ამ მიზანს ემსახურება. ბანკების პასივების მაღალი დოლარიზაცია, და ზე-დოლარიზებული ეკონომიკა ზრდის რეალურ ეკონომიკაზე გადაცემის რისკებს. ფაქტობრივად ჩვენ გადავდივართ საბანკო სისტემის რეფორმირების ახალ ფაზაში. დღეს არსებული რეგულაციები ვეღარ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რის წინაშეც დღეს საბანკო სექტორი დგას. ჩვენ გვჭირდება ახალი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩო, რომელიც გლობალურ გამოწვევებზე იქნება მორგებული.

სამართლიანობა მოითხოვს აღნიშნოს, რომ ამ მიმართულებით სერიოზულად მუშაობს ეროვნული ბანკი, მთავრობასთან ერთად. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული საბანკო სექტორი. ჩვენს მიერ შემუშავდა პრიორიტეტულ საკითხთა წინადადებათა პაკეტი, რომელიც უკვე გადავუგზავნეთ ეროვნულ ბანკს, მისი განხილვა და პოზიციების შეჯერება უკევ მიმდინარეობს.

აქ არის მთელი რიგი საკითხები, მათ შორის კაპიტალის ადეკვატურობის დაანგარიშების ნაწილში, სესხებზე დარეზერვების მეთოდოლოგიით დაწყებული და ბიზნეს დაკრედიტების ხელშეწყობის სტიმულირებით დამთავრებული. ვფიქრობ, მიზანშეწონილია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული დარეზერვების მეთოდოლოგია დაუახლოვდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს (IFRS), რათა უფრო მეტი სიზუსტით მოხდეს მოსალოდნელი დანაკარგების შეფასება და მხედველობაში მიღებულ იქნას ცალკეულ ბანკში ინდივიდუალურ სეგმენტსა თუ პროდუქტზე დანაკარგების ისტორიული მონაცემები, დასაკუთრებული ქონების დარეზერვების არსებულ მოთხოვნები ხისტია და საკმაოდ მკაცრია, შესაბამისად, სასურველია, შემოღებული იქნას ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მსგავსი მეთოდები, მათ შორის სესხის უზრუნველყოფის საგირავნო ჩარჩოს გაფართოებით. მუშაობა მიმდინარეობს სხვა საკითხებზეც, მათ შორის კაპიტალზე წვდომის ინსტრუმენტების გასაფართოებლად, რაც ბოლო წლებში საცალო დაკრედიტების ზრდის დისბალანსის გამაწონასწორებელი უნდა გახდეს.

ამასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ჩვენ უნდა გადავიდეთ უნაღდო ანგარიშსწორების გაცილებით უფრო ეფექტურ სისტემაზე. მართალია, ბოლო წლებში საგადახდო ბარათებით, პოსტ-ტერმინალებით განხორციელებული ოპერაციების მთლიანი მოცულობა გაზრდილია 295 მლნ ლარამდე, რაც თუნდაც 2010 წელთან შედარებით 2,6 ჯერ არის გაზრდილი, მაგრამ ნაღდი ანგარიშწორების ანუ ნაღდი ფულით სამომხმარებლო საქონლის შეძენის ხვედრითი წილი კვლავ მაღალია, ეს განსაკუთრებით გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე(უძრავი ქნება, ავტომობილები) არის დამახასიათებელი, სადაც ოპერაციების სულ მცირე 90 % ნაღდი ანგარიშსწორებით ხორციელდება. განითარებული ეკონომიკის ქვყნებში არის პირიქით, საშუალოდ 85 % უნაღდო ანგარიშსწორებაზე მოდის.

ნიშანდობლივია, რომ ამ მიმართულებითაც სერიოზული მუშაობაა დაწყებული, მით უმეტეს არსებული რეალობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, აუცილებელია, ციფრული და დისტანციური პროდუქტების დახვეწა, მათ შორის კლიენტის რეგისტრაციის პროცესის დისტანციურ რეჟიმში შესრულების შესაძლებლობის გათვალისწინებით.

23.03.2017 17:11

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის მიზანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა და არა სესხების გაძვირება
17.10.2017 15:50
გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს
17.10.2017 15:48
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება არასწორი მოლოდინების შედეგია
17.10.2017 15:46
გიორგი ცუცქირიძე: „სერიული წარმოების ინდუსტრიის შესაქმნელად, უნდა ჩამოვაყალიბოთ სავაჭრო ჰაბები აქ დამზადებული პროდუქციის ნიშნით,
17.10.2017 15:44
გიორგი ცუცქირიძე: “საერთაშორისო მხარდაჭერა რეფორმების გრძელვადიან და შეუქცევად ხასიათს განაპირობებს“
29.05.2017 21:52
გიორგი ცუცქირიძე: „დღეს მთავარი ამოცანა ეკონომიკის დივერსიფიკაციიის ზრდა და სწრაფი ზრდის დროში განვრცობაა“
05.05.2017 22:01
გიორგი ცუცქირიძე: 5 %-იანი ზრდა ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდის შედეგია
30.04.2017 11:03
გიორგი ცუცქირიძე: "ბოლო დღეების აქტივობამ აჩვენა,რომ გალარების სტრატეგიამ გაამართლა
27.03.2017 18:05
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>