abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
რას ნიშნავს საბანკო სესხების გალარების პროგრამა?

საბანკო სესხების გალარების პროგრამა ერთჯერადი სოციალური პროექტია, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ახორციელებენ.

გალარების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის სესხებს.

სუბსიდია შეეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც გააჩნდათ სასესხო დავალიანება აშშ დოლარით, როგორც 01.01.2015-ის, ასევე 28.11.2016-ის მდგომარეობით და აქვთ მიმდინარე დავალიანება აშშ დოლარით გალარების დღეს.

სუბსიდია არ შეეხება იმ მსესხებელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც 28.11.2016-ის მდგომარეობით, სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება, ლარში კონვერსიის განმახორციელებელ კომერციულ ბანკში ან პორტირების შემთხვევაში, პორტირებამდე არსებული საბანკო კრედიტის/სესხის მომსახურე ბანკში აღემატება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს. ასევე, სუბსიდია არ შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2015 ან 2016 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო

კურსთაშორისი სხვაობის დაფინანსება კი მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.

კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს არსებული საბაზრო პროცენტით გასცემენ. ეროვნული ბანკის ცნობით, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.

გალარების პროგრამა სავარაუდოდ, 17 იანვრიდან დაიწყება.

06.01.2017 23:32

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
გიორგი ცუცქირიძე: ლარიზაციის მიზანი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა და არა სესხების გაძვირება
17.10.2017 15:50
გიორგი ცუცქირიძე: საბანკო სექტორში მიმდინარე რეფორმა 10-15 წლის ტენდენციებს განსაზღვრავს
17.10.2017 15:48
გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება არასწორი მოლოდინების შედეგია
17.10.2017 15:46
გიორგი ცუცქირიძე: „სერიული წარმოების ინდუსტრიის შესაქმნელად, უნდა ჩამოვაყალიბოთ სავაჭრო ჰაბები აქ დამზადებული პროდუქციის ნიშნით,
17.10.2017 15:44
გიორგი ცუცქირიძე: “საერთაშორისო მხარდაჭერა რეფორმების გრძელვადიან და შეუქცევად ხასიათს განაპირობებს“
29.05.2017 21:52
გიორგი ცუცქირიძე: „დღეს მთავარი ამოცანა ეკონომიკის დივერსიფიკაციიის ზრდა და სწრაფი ზრდის დროში განვრცობაა“
05.05.2017 22:01
გიორგი ცუცქირიძე: 5 %-იანი ზრდა ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდის შედეგია
30.04.2017 11:03
გიორგი ცუცქირიძე: "ბოლო დღეების აქტივობამ აჩვენა,რომ გალარების სტრატეგიამ გაამართლა
27.03.2017 18:05
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
„ლიტერატურული კონკურსი “საბა” – 2009 დაიწყო
05.02.2009 12:44

თიბისი ბანკი აცხადებს ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსს “საბა”, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ გაიმართება. წლევანდელ კონკურსზე მოხდება გასული, 2008 წლის ლიტერატურული პროდუქციის შეფასება.

პროკრედიტ ბანკმა კატალოგის “ProArt” პრეზენტაცია გამართა
29.12.2008 13:02

22 დეკემბერს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში პროკრედიტ ბანკმა კატალოგის “ProArt” პრეზენტაცია გამართა. კატალოგში შესულია ქართველ ფერმწერთა ნამუშევრები

ბანკ “რესპუბლიკის” უნივერსალურ საბანკო პროდუქციასა და საუკეთესო მომსახურებას ზესტაფონის მოსახლეობაც მიიღებს
29.12.2008 12:51

გრძელდება ბანკ "რესპუბლიკის” ქსელის განვითარების სტრატეგია. 19 დეკემბერს, იმერეთში ბანკის მეორე ფილიალი გაიხსნა

სასარგებლო ანაბარი – ყველა უპირატესობა ერთ ანაბარში
23.12.2008 13:40

დღეიდან ბაზისბანკში განთავსებულ ანაბარს ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი დაერიცხება. ბანკი მენაბრეებს კიდევ მრავალ სასარგებლო სიახლესა და ხელსაყრელ პირობას სთავაზობს...

ოქროს ანაბარი – თქვენი დანაზოგი ოქროს გარანტიით
22.12.2008 13:43

თიბისი ბანკი მომხმარებელს ახალ, უნიკალურ ვადიან ანაბარს – ოქროს ანაბარს სთავაზობს. ოქროს ანაბრის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თიბისი ბანკი ანაბრის დამატებით საიმედოობას შეძენილი ოქროთი უზრუნველყოფს

სს. სახალხო ბანკმა "პოზიტივის" აქციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა
10.11.2008 11:56

 4 ნოემბერს სახალხო ბანკმა ანაბრების აქციაში "პოზიტივი" გამარჯვებული მეანაბრეები გამოავლინა და იმ 500 საჩუქრიდან, რომელიც გათამაშების ფარგლებში თამაშდება, საჩუქრები გადასცა

პროკრედიტ ბანკის განვითარება და სტრატეგია
10.11.2008 11:45

2008 წლის 30 ოქტომბერს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ შტეფან ბოვენმა და ბანკის გენერალურმა დირექტორმა ფილიპ პოტმა პრესკონფერენცია გამართეს.

თიბისი ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო
27.10.2008 16:34

თიბისი ბანკმა და OPIC-მა (უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაცია) ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმად თიბისი ბანკი დამატებით ფინანსურ რესურსს მიიღებს 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით

ბანკმა "რესპუბლიკამ" მხოლოდ ერთი დღით, 25 ოქტომბერს, თბილისობას, ავტოგანვადების სპეციალური პირობები შესთავაზა ახალი მანქანის შეძენის მსურველებს.
27.10.2008 12:40

25 ოქტომბერს, თბილისობას, ავტოჟურნალ "აუტო ბილდის" და თბილისის მერიის ორგანიზებით ვარდების მოედანზე გაიმართა ავტოშოუ – ანტიკვარული და ახალი მანქანების გამოფენა–გაყიდვა.

ბანკი “რესპუბლიკა” თელავში ფილიალს ხსნის
04.10.2008 15:45

3 ოქტომბერი, 2008. ბანკი “რესპუბლიკა” დღეს თელავში, მარჯანიშვილის #4-ში ფილიალს ხსნის, ბანკი კვლავ აგრძელებს საცალო საბანკო მიმართულების გაძლიერებას და ხსნის ახალ ფილიალს აღმოსავლეთ საქართველოში...

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>