abg.org.ge

  

გიორგი  ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს დეფიციტურიდან პროფიციტურ მოდელზე გადავიდეთ"

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: "სწრაფი ეკონომიკური ზრდის გარეშე, ჩვენ მომავალს ვწირავთ მდგრადი სიღარიბისთვის

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან

-გუშინ პარლამენტმა ლარიზაციის გეგმის მიმართულებები , თუმცა პოლემიკა მთავრობის ახალი სტრატეგიის მიმართ კვლავ გრძელდება. თქვენ როგორ აფასებთ ამ საკითხს?

-დღეს ლარიზაციის პროცესების შეფასებისას, რატომღაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ამ სტრატეგიის სოციალურ მდგენელს, კერძოდ, გადალარების ნაწილს და დისკუსიებიც, ამ მიმართულებით მიდის, რა დასამალია ზოგჯერ ჩვენი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი წმინდა პოლიტსიმულაციის ფარგლებშიც. ჩვენ მოვისმინეთ თითქმის აბსურდამდე დასული ბრალდებებიც კი თითქოს მთავრობის მიერ დაანონსებული ლარიზაციის ბრალი იყო ლარის კურსის გაუფასურება. პირიქით, რეფორმების არასწორი გაგება, არაჯანსაღი პოლემიკა და უაზრო ნიჰილიზმი ქმნის დიდწილად აჟიოტაჟს და უარყოფით მოლოდინებს სავალუტო ბაზარზე;

ბუნებრივია, სოციალური ფაქტორი ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივისათვის მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომღაც ნაკლებად ხდება აქცენტირება თავად ლარიზაციის სტრატეგიაზე, შეფასებები ამ მიმართულებით თუ რა შედეგებს გამოიწვევს სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემის შეზღუდვა(100 ათას ლარამდე 2017 წელს და 200 ათას ლარამდე 2018 წელს გასაცემი სესხების ლარში გაცემის მოთხოვნები), სამწუხაროდ ზედაპირულ ხასიათს ატარებს და პრაქტიკულად არ განიხილავს არანაკლებ მნიშვნელოვან თემას რომელიც კაპიტალის ადექვატურობის საკითხს მოიცავს;

გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც 2008-2009 წლებში განვითარდა, და გაგრძელება 2014-2015 წლებშიც ჰპოვა, მოსალოდნელი დანაკარგების შესამცირებლად რეალურად დააყენა დღის წესრიგში კაპიტალის ახლებურად დაგეგმვა და რისკის მართვის არსებული მიდგომების გადასინჯვა. ეს პირველ რიგში სწორედ საბანკო დაწესებულებებისათვის კაპიტალის ადექვატურობის დაცვის და დაზღვევის ამოცანების გადაწყვეტას ეხება. განვმარტავ, რომ ბანკის კაპიტალის ადექვატურობის დადგენის მიზანია განსაზღვროს კაპიტალის მინიმალური დონე რისკებთან და კერძოდ რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან მიმართებაში; აქ ამოცანა მდგომარეობს, არა რისკების მთლიან აღმოფხვრაში, არამედ მის მინიმუმამდე დაყვანაში და მართვაში ისე, რომ მოსალოდნელმა ზარალმა არ გამოიწვიოს ლიკვიდობის პრობლემა, რაც არის ეგზისტენციალური ამოცანა საკრედიტო დაწესებულების მართვისას.

- კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელი, არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი ბანკისათვის შეასრულოს თავისი ვალდებულებები და დააზღვიოს ზარალი?

- ეს საკითხი უფრო გასაგები რომ გახდეს, განვმარტავ,რომ ბანკებისათვის დადგენილი ნორმატივების მიხედვით აქტივების რისკის მიხედვით შეწონვა ლარში და უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე რისკის განსხვავებული კოეფიციენტით ხორციელდება, თუ მაგალითად სამომხმარებლო სესხები იწონება 75 %-იანი რისკით, ბიზნეს სესხები საშუალოდ იწონება 100 %-იანი რისკით და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ სესხი გაცემულია უცხოურ ვალუტაში ის იწონება დუალური რისკის კოეფიციენტით ანუ ჯამურად ფინანსური და სავალუტო რისკის მიხედვით და ასეთ შემთხვევაში მისი კომბინირებული შეწონვის მაჩვენებელი უკვე 175 %-ია; აქედან გამომდინარე, როდესაც ბანკის საკრედიტო პორთფელი არის მაღალდოლარიზებული, ბანკი ატარებს რა დუალური ხასიათის რისკს, ადექვატური ანუ გაზრდილი კაპიტალი სჭირდება დადგენილი ნორმატივის დასაცავად(რომელიც უნდა იყოს 12 %-ზე მეტი) და შესაძლო ზარალის დასაფარავად. შესაბამისად, ბანკს სჭირდება თავისებური ბუფერის, სარეზერვო ფონდის შექმნა, რომელიც დაიფარავს ბანკს ზარალის გამოვლენისას მისი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისაგან და ბუნებრივია იგი ზღუდავს საკრედიტო დაწესებულებებს საკმაოდ რისკიანი ოპერაცების წარმოებისაგან;

ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდება ხვალ, როდესაც ჩვენ მოგვიწევს ბაზელი 3 -ს პრინციპებზე გადასვლა და დამატებით კონტრციკლური ბუფერების შექმნა. მართალია, ამ სახის ბუფერების შექმნა ერთის მხრივ აზღვევს საკრედიტო დაწესებულებას თავიდან აიცილოს კაპიტალის შემცირება და ლიკვიდობის პრობლემები, ასევე უზრუნველყოს მეანაბრეთა და კრედიტორთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა ზარალის დადგომისას, მაგრამ მეორეს მხრივ ზედმეტი დარეზერვება ასევე ზღუდავს ბანკის უნარს გააძლიეროს ოპერაციების და პირველ რიგში ბიზნესის დაკრედიტების გაფართოების შესაძლებლობები, რაც ამცირებს რა საოპერაციო მოგებას, საბოლოო ჯამში ასევე ნეგატიურად ზემოქმედებს საპროცენტო განაკვეთებზე, ინვესტორებთან ურთიერთობაზე და ეკონომიკის ზრდის ტემპებზე ზოგადად;

ბუნებრივია, საკრედიტო დაწესებულებას შეუძლია დაბალანსოს კაპიტალთან დაკავშირებული რისკები თუნდაც საცალო დაკრედიტების ხვედრითი წილის ზრდით საკრედიტო პორთფელში, რომლების მნიშვნელოვანი ნაწილი( 84 %), ლარში გაიცემა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სავალუტო რისკის პოზიციიდან, ასევე ძირითადად სალარე დეპოზიტებით ფინანსდება, მაგრამ ასეთი სცენარისას უკვე ბიზნეს სექტორის ანუ ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების შემცირება მოუწევს; მით უმეტეს საცალო დაკრედიტების ზრდა ისედაც შეიმჩნევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც და გაცილებით განვითარებულ ეკონომიკის ქვეყნებში ზოგადად. ეს ტენდენცია ევროკავშირის ქვეყნებში აღინიშნება საცალო დაკრედიტების ტემპების ზრდით ბიზნეს სესხებთან შედარებით. ამის მთავარი მიზეზი არის არა მხოლოდ სამომხმარებლო მოთხოვნის და ცხოვრების დონის ზრდა(პირიქით, გლობალური შოკების შედეგად, 2007 წლიდან მოყოლებული ევროპის და აშშ-ის ბაზრები განიცდიან ეკონომიკის ზრდის შემცირებას), არამედ პირველ რიგში ამ ტიპის საქონელზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც განვადებების სერვისის ფართო დანერგვაში მდგომარეობს. საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდა გამოიწვია როგორც ტექნიკის გაიაფებამ, ასევე განვადების ვადების გაზრდამ ფასების საშუალო მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირებით;

რაც შეეხება ბიზნეს დაკრედიტებას, დოლარიზაციის პრობლემა აქ გაცილებით უფრო თვალსაჩინოა. ცნობილია, რომ გრძელვადიან ფინანსურ რესურსებს ბანკები საერთაშორისო ბაზრებიდან იზიდავენ და დიდწილად სწორედ ამის გამოცაა, რომ კორპორატიულ დაკრედიტებას და იპოთეკურ სესხების გაცემას ამჯობინებენ უცხოურ ვალუტაში, სავალუტო რისკის პოზიციის დასაზღვევად;

შესაბამისად მაღალი დოლარიზაციის პირობებში, როდესაც დოლარიზაციის მაჩვენებელი 70 %-ზე მაღალია, ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ ზემოქმედებს კაპიტალის ადექვატურობაზე, რადგან კაპიტალი დენომინირებულია ლარში, ხოლო სესხების დიდი ნაწილი აშშ დოლარშია გაცემული;

გარდა ამისა, მაღალი დოლარიზაციის პირობებში, რისკების დასაზღვევად გაზრდილი ხარჯების გამო, საკრედიტო დაწესებულებები იძულებული ხდებიან გაზარდონ საპროცენტო მარჟა, რაც ისევ ეკონომიკაზე მოქმედებს ნეგატიურად ანუ მიკროპრუდენციალური ამოცანიდან გადადის და ნეგატიურად აისახება უკვე მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციაზე;

აქ მივდივართ კიდევ ერთ პრობლემასთან, რაც ფულის მასის ზრდას უკავშირდება. დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ფულის მასის ზრდის გარეშე ეკონომიკის სწრაფი ზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ აქაც დოლარიზაციის პრობლემასთან მივდივართ.

ფულის მასის ზრდა ანუ ფულის შეშვება ეკონომიკაში, ეკონომიკის რეალური სექტორის სისუსტისას და მისი არადივერსიფიცირებული ხასიათისას, წარმოქმნის „დოლარში გადადინების ეფექტს", რადგან საკრედიტო პორთფელში იგი აისახება კორპორატიულ ნაწილში ვაჭრობის დაფინანსებაში, ხოლო საცალო სეგმენტში დიდწილად განვადებებში. მაღალი იმპორტიზაციის პირობებში, როდესაც ეს ორივე სეგმენტი იმპორტირებულ საქონელს უკავია, საბოლოო ჯამში კონვერტირდება დოლარში და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ისედაც მაღალი საგარეო ვალდებულებების(აქ იგულისხმება როგორც სახელმწიფო, ასევე კორპორატიული ვალდებულებები) მომსახურებისას განსაკუთრებით საგარეო შოკებისას და ფუნდამენტალური ფაქტორების ცვლილებისას, ახდენს დამატებით დაწოლას ლარის კურსზე.

- აქედან გამომდინარე, ამოცანა შეიძლება დადგეს ლარში დაკრედიტების შეზღუდვაში?

- ლარში დაკრედიტების არხების ადმინისტრაციული წესით შეზღუდვა, კონტრპროდუქტიული უფრო იქნება, რადგან ელემენტარულად, ადმინისტრირების მეთოდით მაკრო ფაქტორები ვერ დაბალანსდება. საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება დროებით შევამციროთ დაწოლა ლარზე, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკაზე უარყოფითი შედეგი მეტი მივიღოთ, ვიდრე დადებითი;მსოფლიო ეკონომიკის გლობალური კონტექსტი, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგია „ძლიერი დოლარის" პოლიტიკის პრიორიტეტზე, მაღალდოლარიზებული ეკონომიკის პირობებში, შეიცავს დიდ რისკებს საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით, რაც გამორიცხავს არა თუ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, არამედ ზრდის სავალუტო შოკების წარმოქმნის და მაკროეკონომიკური წონასწორობის დარღვევის ალბათობას. შედეგად დღეს არსებული ზრდის ტემპების შენარჩუნებაც კი საკმაოდ პრობლემატური შეიძლება გახდეს.

მიმაჩნია, რომ დიდწილად სწორედ ამ ფაქტორის გამო არის დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ლარიზაციის სტრატეგიაზე გადასვლა. ლარიზაციის სტრატეგია ჩვენ უნდა განვიხილოთ არა უბრალოდ უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების გადალარებით მიღწეულ არაფრის მომცემ „სოციალურ პაკეტად" ან სახელისუფლებო „პიარად", არამედ სტრატეგიად რომლის გარეშეც მდგრადი ეკონომიკური ზრდა მიუღწეველ ამოცანად დარჩება. ცალსახად მინდა განვაცხადო, უნდა გვახსოვდეს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის გარეშე, ჩვენ მომავალს ვწირავთ მდგრადი სიღარიბისთვის.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, პასივების ლარიზაცია, რადგან სალარე რესურსების მოკლევადიანობა, სერიოზულად ზღუდავს ლარში გრძელვადიან დაკრედირებას. ლარიზაციის სტრატეგია ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით საშუალო და გრძელვადიანი პერიოდისათვის. მთავრობის და ეროვნული ბანკის ლარიზაციის სტრატეგიაში ეს ელემენტი მის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად განიხილება, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის გარეშე, ვერ მოხერხდება გრძელვადიან ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ზრდა, რაც შესაბამისად გრძელვადიანი სალარე რესურსების მობილიზებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა აუცილებელია მაქსიმალურად მოხდეს სალარე რესურსებით ბიზნესის და პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების როგორც ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების ხელშეწყობა, რაც მაკროდონეზე გამოიწვევს დოლარიზაციის შემცირებას და რაც არის ერთადერთი რეალური გზა დედოლარიზაციისაკენ. ამის მაგალითად შეიძლება ავიღოთ როგორც სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში", და „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, მეწარმეებისათვის ფინანსური მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერება, ასევე „იბიარდის" და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტი, რომელიც ბიზნეს ლარში დაკრედიტების საშუალებას აძლევს გრძელვადიანი და შეღავათიანი საკრედიტო რესურსების მიღების თვალსაზრისით;

სამწუხაროდ, ექსპერტთა ნაწილის მხრიდან აქცენტები ამ პროგრამების ნაკლებ ეფექტურობაზე არასწორად არის გადატანილი, რადგან ამ ტიპის პროგრამები რომლებიც ეკონომიკის რეალური სექტორის დაფინანსების სტიმულირებას ისახავს, პირველ შედეგებს საშუალოდ 3 წლის შემდეგ იძლევა. მოგეხსენებათ, ამ პროექტებში აქტიურად არის ჩართული საბანკო სექტორი და მარტო „აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების რაოდენობა 170 მდე, ხოლო მათი საერთო საინვესტიციო ღირებულება 400 მლნ ლარამდეა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში უკვე დაფინანსდა 154 ახალი საწარმო და 700 მოქმედ საწარმოზე მეტი; ეკონომიკის რეალური სექტორის ამოქმედების და ზოგადად ეკონომიკის დივერსიფიკაციის გარეშე, ვერც მდგრადი ეკონომიკური ზრდა მიიღწევა და მაკროეკონომიკური წინასწორობაც საგარეო შოკებისადმი ყოველთვის მყიფე იქნება.

მე მთლიანად ვიზიარებ წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's დადებით შეფასებას, რომლის თანახმადაც ლარიზაციის სტრატეგიაზე გადასვლა ერთის მხრივ ხელს შეუწყობს „ვალუტის კურსის რყევით გამოწვეული საკრედიტო რისკების შეკავებას და მეორეს მხრივ მხარს დაუჭერს ეკონომიკის გრძელვადიან დედოლარიზაციას"; ეს თვალსაზრისი რეალურად ადასტურებს მთავრობის და ეროვნული ბანკის სწორ გადაწყვეტილებას დედოლარიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით, რასაც საბანკო ასოციაცია მთლიანად უჭერს მხარს. დასასრულს მსურს თქვენს გამოცემას, თქვენს მკითხველს, საბანკო სექტორს და მთელ საქართველოს მივულოცო დამდეგი ახალი წელი, ვუსურვო მოთმინება და მეტი ოპტიმიზმი, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელი იქნება მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი, დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ სერიოზული გარღვევა მოვახდინოთ ეკონომიკის ტრანსფორმაციის და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით.

04.01.2017 18:49

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: "ახალი სამთავრობო ინიციატივები მნიშვნელოვნად გაზრდის ხელმისაწვდომობას საკრედიტო რესურსებზე"
21.03.2018 13:05
გიორგი ცუცქირიძე: ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე დასაქმების კუთხით"
21.03.2018 13:03
გიორგი ცუცქირიძე: "ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი მხოლოდ საბანკო სექტორზე არ არის დამოკიდებული"
21.03.2018 13:00
გიორგი ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს, რომ დეფიციტურიდან პროფიციტულ მოდელზე გადავიდეთ"
23.01.2018 19:17
გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკა სწრაფი ზრდის ფაზაში შედის
23.01.2018 19:15
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გლობალურად, საქართველოსთვის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს
03.01.2018 19:52
გიორგი ცუცქირიძე: "ეკონომიკური ზრდის ძირითადი არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში“
03.01.2018 10:08
გიორგი ცუცქირიძე: საქართველო ტრანზიტული შემოსავლებიდან დამატებითი ღირებულების შექმნაზე უნდა გადავიდეს
03.01.2018 10:03
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ასეთი პროგრესული ფისკალური მოდელი არასდროს ჰქონია
20.10.2017 15:14
გიორგი ცუცქირიძე: სსფ-ის ცალსახა მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმის წარმატებას უკავშირდება
17.10.2017 15:52
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
თიბისი ბანკმა 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
15.03.2008 13:41

11 მარტს, თიბისი ბანკმა და  ფრანგულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა BNP Paribas (ბი-ენ-პი პარიბა) ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას  30 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ

“საქართველოს ბანკი” “კავკასიის უნივერსიტეტს” 30 000 ევროს გადასცემს
11.03.2008 12:42

“საქართველოს ბანკი” “კავკასიის უნივერსიტეტს” 30 000 ევროს გადასცემს, რომელიც უნივერსიტეტის ახალი შენობის გარემონტებას მოხმარდება.

საქართველოს სახალხო ბანკმა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
11.03.2008 12:31

ამის შესახებ სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სახალხო ბანკში განუცხადეს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები პარტნიორულ ურთიერთობებს განავითარებენ და სტუდენტთა განათლებას შეუწყოენ ხელს.

"ვითიბი ბანკი ჯორჯია" იწყებს ყოველკვარტალური კორპორატიული გაზეთის "ვითიბის ჰორიზონტი"-ს გამოცემას
27.02.2008 11:46

2008 წლის მარტიდან "ვითიბი ბანკი ჯორჯია" იწყებს ყოველკვარტალური კორპორატიული გაზეთის "ვითიბის ჰორიზონტი"-ს გამოცემას. გაზეთში "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" მიმდინარე სიახლეები, საბანკო პროდუქტების პირობები აისახება. "ვითიბის ჰორიზონტი" ასევე მოგითხრობთ ბანკის სოციალური აქციების თაობაზე.

ბანკი ქართუს ექსკლუზიური შემოთავაზება
22.02.2008 17:07

American Express Gold & Green ბარათები უფასოდ .დინჯად აკეთეთ თქვენი საქმე და ისიამოვნეთ თავისუფლებისა სიმშვიდის განცდით სამსახურეობრივი თუ პირადი მოგზაურობის დროს

ბანკი “რესპუბლიკა, სოსიეტე ჟენერალის ჯგუფი” მარჯანიშვილის ფილიალს გახსნის
15.02.2008 11:54

ბანკი ”რესპუბლიკა, სოსიეტე ჟენერალის ჯგუფი”  დღეს 15 თებერვალს მარჯანიშვილის ფილიალს გახსნის, რომელიც მომხმარებელს საუკეთესო პროდუქტსა და მომსახურებას შესთავაზებს.

პროკრედიტ ბანკი, სომხეთი” - პროკრედიტ ჯგუფის 22-ე საფინანსო ინსტიტუტი საქმიანობას შეუდგება
11.02.2008 18:19

 სომხეთის მცირე, ძალიან მცირე მეწარმეებმა და “უბრალო ხალხმა” პროკრედიტის სახით ახალი ბანკი შეიძინა, სადაც მათთვის კარი ყოველთვის ღიაა.

 

გახდი მილიონერი თიბისი ბანკთან ერთად !
06.02.2008 18:43

გახდი მილიონერი თიბისი ბანკთან ერთად !
თიბისი ბანკი ანაბრების უპრეცენდენტო და ყველაზე მასშტაბური აქციას იწყებს _ თიბისი ბანკის მეანაბრეებს მიეცემათ უნიკალური შანსი, მოიგონ ავტომობილი ან გახდნენ საქართველოში ყველაზე დიდი პრიზის, 1 მილიონი ლარის მფლობელი.

გაიხსნა თიბისი ბანკის ახალი, მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ტიპის საბანკო ფილიალი
06.01.2008 13:19

25 დეკემბერს, წერეთლის გამზ. #73ა, გაიხსნა თიბისი ბანკის ახალი, მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ტიპის საბანკო ფილიალი. ასეთი დონის საბანკო ფილიალები დღეისთვის მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე წამყვან ბანკს აქვს (Deutsche Bank, ABN Amro, City Bank და სხვა) და პირველად საქართველოში თიბისი ბანკის მიერ შეიქმნა.

შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა "სახალხო ბანკის" ახალი პროდუქტის - "NFC მობილური ტელეფონის" პრეზენტაცია.
22.12.2007 17:30

NFC მობილური ტელეფონის" ძირითადი მახასიათებელია ელექტრონულ მოწყობილობებთან კავშირისა და უკონტაქტო ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა. შესაბამისად "NFC მობილური ტელეფონის" მქონე ადამიანს შესაძლებლობა ექნება ოპერაციები მობილური ტელეფონის მიახლოებით განახორციელოს

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>