abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: "სწრაფი ეკონომიკური ზრდის გარეშე, ჩვენ მომავალს ვწირავთ მდგრადი სიღარიბისთვის

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან

-გუშინ პარლამენტმა ლარიზაციის გეგმის მიმართულებები , თუმცა პოლემიკა მთავრობის ახალი სტრატეგიის მიმართ კვლავ გრძელდება. თქვენ როგორ აფასებთ ამ საკითხს?

-დღეს ლარიზაციის პროცესების შეფასებისას, რატომღაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ამ სტრატეგიის სოციალურ მდგენელს, კერძოდ, გადალარების ნაწილს და დისკუსიებიც, ამ მიმართულებით მიდის, რა დასამალია ზოგჯერ ჩვენი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი წმინდა პოლიტსიმულაციის ფარგლებშიც. ჩვენ მოვისმინეთ თითქმის აბსურდამდე დასული ბრალდებებიც კი თითქოს მთავრობის მიერ დაანონსებული ლარიზაციის ბრალი იყო ლარის კურსის გაუფასურება. პირიქით, რეფორმების არასწორი გაგება, არაჯანსაღი პოლემიკა და უაზრო ნიჰილიზმი ქმნის დიდწილად აჟიოტაჟს და უარყოფით მოლოდინებს სავალუტო ბაზარზე;

ბუნებრივია, სოციალური ფაქტორი ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივისათვის მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომღაც ნაკლებად ხდება აქცენტირება თავად ლარიზაციის სტრატეგიაზე, შეფასებები ამ მიმართულებით თუ რა შედეგებს გამოიწვევს სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემის შეზღუდვა(100 ათას ლარამდე 2017 წელს და 200 ათას ლარამდე 2018 წელს გასაცემი სესხების ლარში გაცემის მოთხოვნები), სამწუხაროდ ზედაპირულ ხასიათს ატარებს და პრაქტიკულად არ განიხილავს არანაკლებ მნიშვნელოვან თემას რომელიც კაპიტალის ადექვატურობის საკითხს მოიცავს;

გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც 2008-2009 წლებში განვითარდა, და გაგრძელება 2014-2015 წლებშიც ჰპოვა, მოსალოდნელი დანაკარგების შესამცირებლად რეალურად დააყენა დღის წესრიგში კაპიტალის ახლებურად დაგეგმვა და რისკის მართვის არსებული მიდგომების გადასინჯვა. ეს პირველ რიგში სწორედ საბანკო დაწესებულებებისათვის კაპიტალის ადექვატურობის დაცვის და დაზღვევის ამოცანების გადაწყვეტას ეხება. განვმარტავ, რომ ბანკის კაპიტალის ადექვატურობის დადგენის მიზანია განსაზღვროს კაპიტალის მინიმალური დონე რისკებთან და კერძოდ რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან მიმართებაში; აქ ამოცანა მდგომარეობს, არა რისკების მთლიან აღმოფხვრაში, არამედ მის მინიმუმამდე დაყვანაში და მართვაში ისე, რომ მოსალოდნელმა ზარალმა არ გამოიწვიოს ლიკვიდობის პრობლემა, რაც არის ეგზისტენციალური ამოცანა საკრედიტო დაწესებულების მართვისას.

- კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელი, არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი ბანკისათვის შეასრულოს თავისი ვალდებულებები და დააზღვიოს ზარალი?

- ეს საკითხი უფრო გასაგები რომ გახდეს, განვმარტავ,რომ ბანკებისათვის დადგენილი ნორმატივების მიხედვით აქტივების რისკის მიხედვით შეწონვა ლარში და უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე რისკის განსხვავებული კოეფიციენტით ხორციელდება, თუ მაგალითად სამომხმარებლო სესხები იწონება 75 %-იანი რისკით, ბიზნეს სესხები საშუალოდ იწონება 100 %-იანი რისკით და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ სესხი გაცემულია უცხოურ ვალუტაში ის იწონება დუალური რისკის კოეფიციენტით ანუ ჯამურად ფინანსური და სავალუტო რისკის მიხედვით და ასეთ შემთხვევაში მისი კომბინირებული შეწონვის მაჩვენებელი უკვე 175 %-ია; აქედან გამომდინარე, როდესაც ბანკის საკრედიტო პორთფელი არის მაღალდოლარიზებული, ბანკი ატარებს რა დუალური ხასიათის რისკს, ადექვატური ანუ გაზრდილი კაპიტალი სჭირდება დადგენილი ნორმატივის დასაცავად(რომელიც უნდა იყოს 12 %-ზე მეტი) და შესაძლო ზარალის დასაფარავად. შესაბამისად, ბანკს სჭირდება თავისებური ბუფერის, სარეზერვო ფონდის შექმნა, რომელიც დაიფარავს ბანკს ზარალის გამოვლენისას მისი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისაგან და ბუნებრივია იგი ზღუდავს საკრედიტო დაწესებულებებს საკმაოდ რისკიანი ოპერაცების წარმოებისაგან;

ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდება ხვალ, როდესაც ჩვენ მოგვიწევს ბაზელი 3 -ს პრინციპებზე გადასვლა და დამატებით კონტრციკლური ბუფერების შექმნა. მართალია, ამ სახის ბუფერების შექმნა ერთის მხრივ აზღვევს საკრედიტო დაწესებულებას თავიდან აიცილოს კაპიტალის შემცირება და ლიკვიდობის პრობლემები, ასევე უზრუნველყოს მეანაბრეთა და კრედიტორთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა ზარალის დადგომისას, მაგრამ მეორეს მხრივ ზედმეტი დარეზერვება ასევე ზღუდავს ბანკის უნარს გააძლიეროს ოპერაციების და პირველ რიგში ბიზნესის დაკრედიტების გაფართოების შესაძლებლობები, რაც ამცირებს რა საოპერაციო მოგებას, საბოლოო ჯამში ასევე ნეგატიურად ზემოქმედებს საპროცენტო განაკვეთებზე, ინვესტორებთან ურთიერთობაზე და ეკონომიკის ზრდის ტემპებზე ზოგადად;

ბუნებრივია, საკრედიტო დაწესებულებას შეუძლია დაბალანსოს კაპიტალთან დაკავშირებული რისკები თუნდაც საცალო დაკრედიტების ხვედრითი წილის ზრდით საკრედიტო პორთფელში, რომლების მნიშვნელოვანი ნაწილი( 84 %), ლარში გაიცემა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სავალუტო რისკის პოზიციიდან, ასევე ძირითადად სალარე დეპოზიტებით ფინანსდება, მაგრამ ასეთი სცენარისას უკვე ბიზნეს სექტორის ანუ ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების შემცირება მოუწევს; მით უმეტეს საცალო დაკრედიტების ზრდა ისედაც შეიმჩნევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც და გაცილებით განვითარებულ ეკონომიკის ქვეყნებში ზოგადად. ეს ტენდენცია ევროკავშირის ქვეყნებში აღინიშნება საცალო დაკრედიტების ტემპების ზრდით ბიზნეს სესხებთან შედარებით. ამის მთავარი მიზეზი არის არა მხოლოდ სამომხმარებლო მოთხოვნის და ცხოვრების დონის ზრდა(პირიქით, გლობალური შოკების შედეგად, 2007 წლიდან მოყოლებული ევროპის და აშშ-ის ბაზრები განიცდიან ეკონომიკის ზრდის შემცირებას), არამედ პირველ რიგში ამ ტიპის საქონელზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც განვადებების სერვისის ფართო დანერგვაში მდგომარეობს. საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდა გამოიწვია როგორც ტექნიკის გაიაფებამ, ასევე განვადების ვადების გაზრდამ ფასების საშუალო მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირებით;

რაც შეეხება ბიზნეს დაკრედიტებას, დოლარიზაციის პრობლემა აქ გაცილებით უფრო თვალსაჩინოა. ცნობილია, რომ გრძელვადიან ფინანსურ რესურსებს ბანკები საერთაშორისო ბაზრებიდან იზიდავენ და დიდწილად სწორედ ამის გამოცაა, რომ კორპორატიულ დაკრედიტებას და იპოთეკურ სესხების გაცემას ამჯობინებენ უცხოურ ვალუტაში, სავალუტო რისკის პოზიციის დასაზღვევად;

შესაბამისად მაღალი დოლარიზაციის პირობებში, როდესაც დოლარიზაციის მაჩვენებელი 70 %-ზე მაღალია, ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ ზემოქმედებს კაპიტალის ადექვატურობაზე, რადგან კაპიტალი დენომინირებულია ლარში, ხოლო სესხების დიდი ნაწილი აშშ დოლარშია გაცემული;

გარდა ამისა, მაღალი დოლარიზაციის პირობებში, რისკების დასაზღვევად გაზრდილი ხარჯების გამო, საკრედიტო დაწესებულებები იძულებული ხდებიან გაზარდონ საპროცენტო მარჟა, რაც ისევ ეკონომიკაზე მოქმედებს ნეგატიურად ანუ მიკროპრუდენციალური ამოცანიდან გადადის და ნეგატიურად აისახება უკვე მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციაზე;

აქ მივდივართ კიდევ ერთ პრობლემასთან, რაც ფულის მასის ზრდას უკავშირდება. დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ფულის მასის ზრდის გარეშე ეკონომიკის სწრაფი ზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ აქაც დოლარიზაციის პრობლემასთან მივდივართ.

ფულის მასის ზრდა ანუ ფულის შეშვება ეკონომიკაში, ეკონომიკის რეალური სექტორის სისუსტისას და მისი არადივერსიფიცირებული ხასიათისას, წარმოქმნის „დოლარში გადადინების ეფექტს", რადგან საკრედიტო პორთფელში იგი აისახება კორპორატიულ ნაწილში ვაჭრობის დაფინანსებაში, ხოლო საცალო სეგმენტში დიდწილად განვადებებში. მაღალი იმპორტიზაციის პირობებში, როდესაც ეს ორივე სეგმენტი იმპორტირებულ საქონელს უკავია, საბოლოო ჯამში კონვერტირდება დოლარში და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ისედაც მაღალი საგარეო ვალდებულებების(აქ იგულისხმება როგორც სახელმწიფო, ასევე კორპორატიული ვალდებულებები) მომსახურებისას განსაკუთრებით საგარეო შოკებისას და ფუნდამენტალური ფაქტორების ცვლილებისას, ახდენს დამატებით დაწოლას ლარის კურსზე.

- აქედან გამომდინარე, ამოცანა შეიძლება დადგეს ლარში დაკრედიტების შეზღუდვაში?

- ლარში დაკრედიტების არხების ადმინისტრაციული წესით შეზღუდვა, კონტრპროდუქტიული უფრო იქნება, რადგან ელემენტარულად, ადმინისტრირების მეთოდით მაკრო ფაქტორები ვერ დაბალანსდება. საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება დროებით შევამციროთ დაწოლა ლარზე, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკაზე უარყოფითი შედეგი მეტი მივიღოთ, ვიდრე დადებითი;მსოფლიო ეკონომიკის გლობალური კონტექსტი, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგია „ძლიერი დოლარის" პოლიტიკის პრიორიტეტზე, მაღალდოლარიზებული ეკონომიკის პირობებში, შეიცავს დიდ რისკებს საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით, რაც გამორიცხავს არა თუ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, არამედ ზრდის სავალუტო შოკების წარმოქმნის და მაკროეკონომიკური წონასწორობის დარღვევის ალბათობას. შედეგად დღეს არსებული ზრდის ტემპების შენარჩუნებაც კი საკმაოდ პრობლემატური შეიძლება გახდეს.

მიმაჩნია, რომ დიდწილად სწორედ ამ ფაქტორის გამო არის დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელი ლარიზაციის სტრატეგიაზე გადასვლა. ლარიზაციის სტრატეგია ჩვენ უნდა განვიხილოთ არა უბრალოდ უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების გადალარებით მიღწეულ არაფრის მომცემ „სოციალურ პაკეტად" ან სახელისუფლებო „პიარად", არამედ სტრატეგიად რომლის გარეშეც მდგრადი ეკონომიკური ზრდა მიუღწეველ ამოცანად დარჩება. ცალსახად მინდა განვაცხადო, უნდა გვახსოვდეს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის გარეშე, ჩვენ მომავალს ვწირავთ მდგრადი სიღარიბისთვის.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, პასივების ლარიზაცია, რადგან სალარე რესურსების მოკლევადიანობა, სერიოზულად ზღუდავს ლარში გრძელვადიან დაკრედირებას. ლარიზაციის სტრატეგია ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით საშუალო და გრძელვადიანი პერიოდისათვის. მთავრობის და ეროვნული ბანკის ლარიზაციის სტრატეგიაში ეს ელემენტი მის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად განიხილება, რადგან კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის გარეშე, ვერ მოხერხდება გრძელვადიან ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ზრდა, რაც შესაბამისად გრძელვადიანი სალარე რესურსების მობილიზებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა აუცილებელია მაქსიმალურად მოხდეს სალარე რესურსებით ბიზნესის და პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესის, განსაკუთრებით ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების როგორც ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების ხელშეწყობა, რაც მაკროდონეზე გამოიწვევს დოლარიზაციის შემცირებას და რაც არის ერთადერთი რეალური გზა დედოლარიზაციისაკენ. ამის მაგალითად შეიძლება ავიღოთ როგორც სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში", და „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, მეწარმეებისათვის ფინანსური მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერება, ასევე „იბიარდის" და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტი, რომელიც ბიზნეს ლარში დაკრედიტების საშუალებას აძლევს გრძელვადიანი და შეღავათიანი საკრედიტო რესურსების მიღების თვალსაზრისით;

სამწუხაროდ, ექსპერტთა ნაწილის მხრიდან აქცენტები ამ პროგრამების ნაკლებ ეფექტურობაზე არასწორად არის გადატანილი, რადგან ამ ტიპის პროგრამები რომლებიც ეკონომიკის რეალური სექტორის დაფინანსების სტიმულირებას ისახავს, პირველ შედეგებს საშუალოდ 3 წლის შემდეგ იძლევა. მოგეხსენებათ, ამ პროექტებში აქტიურად არის ჩართული საბანკო სექტორი და მარტო „აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების რაოდენობა 170 მდე, ხოლო მათი საერთო საინვესტიციო ღირებულება 400 მლნ ლარამდეა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში უკვე დაფინანსდა 154 ახალი საწარმო და 700 მოქმედ საწარმოზე მეტი; ეკონომიკის რეალური სექტორის ამოქმედების და ზოგადად ეკონომიკის დივერსიფიკაციის გარეშე, ვერც მდგრადი ეკონომიკური ზრდა მიიღწევა და მაკროეკონომიკური წინასწორობაც საგარეო შოკებისადმი ყოველთვის მყიფე იქნება.

მე მთლიანად ვიზიარებ წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's დადებით შეფასებას, რომლის თანახმადაც ლარიზაციის სტრატეგიაზე გადასვლა ერთის მხრივ ხელს შეუწყობს „ვალუტის კურსის რყევით გამოწვეული საკრედიტო რისკების შეკავებას და მეორეს მხრივ მხარს დაუჭერს ეკონომიკის გრძელვადიან დედოლარიზაციას"; ეს თვალსაზრისი რეალურად ადასტურებს მთავრობის და ეროვნული ბანკის სწორ გადაწყვეტილებას დედოლარიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით, რასაც საბანკო ასოციაცია მთლიანად უჭერს მხარს. დასასრულს მსურს თქვენს გამოცემას, თქვენს მკითხველს, საბანკო სექტორს და მთელ საქართველოს მივულოცო დამდეგი ახალი წელი, ვუსურვო მოთმინება და მეტი ოპტიმიზმი, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელი იქნება მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი, დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ სერიოზული გარღვევა მოვახდინოთ ეკონომიკის ტრანსფორმაციის და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით.

04.01.2017 18:49

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
გიორგი ცუცქირიძე: “საერთაშორისო მხარდაჭერა რეფორმების გრძელვადიან და შეუქცევად ხასიათს განაპირობებს“
29.05.2017 21:52
გიორგი ცუცქირიძე: „დღეს მთავარი ამოცანა ეკონომიკის დივერსიფიკაციიის ზრდა და სწრაფი ზრდის დროში განვრცობაა“
05.05.2017 22:01
გიორგი ცუცქირიძე: 5 %-იანი ზრდა ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდის შედეგია
30.04.2017 11:03
გიორგი ცუცქირიძე: "ბოლო დღეების აქტივობამ აჩვენა,რომ გალარების სტრატეგიამ გაამართლა
27.03.2017 18:05
გიორგი ცუცქირიძე: „ქვეყნებში, რომლებიც იყენებენ დეპოზიტების დაზღვევის რეგულირებად სისტემას, საბანკო და სისტემური რისკები უფრო დაბალი იყო კრიზისის დროს“
23.03.2017 17:15
გიორგი ცუცქირიძე: “ჩვენ გვჭირდება ახალი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩო, რომელიც გლობალურ გამოწვევებზე იქნება მორგებული”.
23.03.2017 17:11
გიორგი ცუცქირიძე: გალარების პრიორიტეტი არის სავალუტო რისკის დაზღვევა და არა საპროცნტო რისკის"
14.02.2017 13:26
გიორგი ცუცქირიძე: „ჩვენ გვჭირდება თავისებური სიმბიოზი ეკონომიკურ პოლიტიკაში და არა გადახრა მარჯვნივ ან მარცხნივ“.
10.01.2017 20:56
რას ნიშნავს საბანკო სესხების გალარების პროგრამა?
06.01.2017 23:32
გიორგი ცუცქირიძე: "სწრაფი ეკონომიკური ზრდის გარეშე, ჩვენ მომავალს ვწირავთ მდგრადი სიღარიბისთვის
04.01.2017 18:49
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>