abg.org.ge

  

გიორგი  ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს დეფიციტურიდან პროფიციტურ მოდელზე გადავიდეთ"

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
საერთაშორისო საფონდო ბაზრები
ვენის საფონდო ბირჟა
  (Wiener Boerse AG, VSX)
– მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი  და  ავსტრიის ერთადერთი სავაჭრო ბირჟა. ახორციელებს აქციებით, ობლიგაციებითა და დერივატივებით ვაჭრობას. იგი 1771 წელს დედოფალმა მარია ტერეზამ დაარსა. არის კერძო კომპანია.
საერთო ინდექსი: WBI (Wiener Boerse Index)   1873 წლის 9 მაისს მასშტაბური სავაჭრო ოპერაციის განხორციელების შედეგად ბირჟამ კრახი განიცადა, რამაც სათავე ჩაუყარა პირველ დიდ დეპრესიას, რომელიც 1896 წლამდე გაგრძელდა. 2000 წლის შემოდგომაზე ბირჟის ისტორიაში უდიდესი გარიგება შედგა – 14 მლრდ ავსტრიული შილინგის აქციები კომპანია Telekom Austria AG ganaTavsa შეისყიდა.
კონტაქტები: Wallnerstrasse 8, A-1014, Wien.  ტელეფონები: +43 (1) 53 1650
ფაქსი: +43 (1) 532 9740
www.wienerborse.at      
e mail: 
info@wienerborse.at
 
ლონდონის საფონდო ბირჟა
(London Stock Exchange, LSE)
– მსოფლიოს უმსხვილესი ბირჟა. დაარსდა 1698 წელს, როდესაც ლონდონში დაიწყეს ინგლისური კომპანიების აქციებსა და მთელი რიგი პროდუქციის ფასების გამოქვეყნება. ოფიციალურად დაარსდა 1801 წელს. 1986 წელს ბირჟის მუშაობის წესები შეიცვალა და ბირჟა კომერციულ საწყისებზე გადავიდა.
ამჟამად ბირჟა შედგება ძირითადი ბაზრისგან, ალტერნატიული ინვესტიციების ბაზრისგან და დერივატივების EDX London  ბაზრისგან. 2006 წლის აპრილში ლონდონის ბირჟის აქციათა 15%  NASDAQ-მა შეისყიდა და იმავე წლის  მაისში თავისი წილი 18,7%-მდე გაზარდა. მეორე უმსხვილესი მესაკუთრე LSE ბრიტანული ბანკი Barclays-ია, რომელიც აქციათა 6,6%-ს ფლობს.
ძირითადი ინდექსი: FTSE  100 – წარმოადგენს 100 უმსხვილესი კომპანიის აქციებს, რომელიც ერთგვარი ბარომეტრია ბრიტანული ეკონომიკური მდგომარეობის. ის ერთ-ერთი  წამყვანი ევროპული ინდექსია.
1945 წლის სექტემბერში ბირჟის შენობას გერმანული რაკეტა დაეცა, რის შემდეგაც ბირჟა დროებით გადაიტანეს სარდაფში.
1987 წლის 19 ოქტომბერს (“შავი ორშაბათი”) ინდექსი FTSE 100   30%-ით დაეცა და  ბაზრის კაპიტალიზაცია 63 მლრდ ევროთი შემცირდა. ამან სათავე ჩაუყარა ახალ ეკონომიკურ კრიზისს და გაგრძელდა 1990 წლამდე.
2000 წლის 5 აპრილს ვაჭრობა LSE თითქმის 8 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო ელექტროენერგიის გათიშვის გამო. შედეგად FTSE 100 ინდექსი 0,74%-ით დაეცა.
კონტაქტები:  10 Paternoster Square, London, EC4M7LS
ტელეფონები: +44 (20) 7797 1000; ფაქსი: +44 (20) 7334 8954
www.londonstockexchange.com/en-gb/   
 
ბუდაპეშტის საფონდო ბირჟა
   (Budapest Stock Exchange Ltd., BSE)
– უნგრეთის წამყვანი საფონდო ბირჟა. ვაჭრობს აქციებით, ობლიგაციებითა და დერვატივებით. დაარსდა 1864 წელს პეშტში როგორც სასაქონლო და საფონდო ბირჟა (Commodity and Stock Exchange).
Index of the BSE) – ასახავს ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციების მდგომარეობას. 1931-1932 წლებში, დიდი დეპრესიის დროს, მძიმე ეკონომიკურმა სიტუაციამ ბირჟის დახურვა გამოიწვია. 1948 წელს ბირჟამ კვლავ შეწყვიტა საქმიანობა. მუშაობის განახლება მხოლოდ 1990 წელს ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებასთან ერთად გახდა შესაძლებელი.
კონტაქტები: Deak Ferenc u. 5, H-1051. Budapest, Hungary

ტელეფონები: +36 (1) 429 6857  ფაქსი: +36 (1) 429 6899
www.bse.hu     info@bse.hu
 
ფრანკფურტის ბირჟა

  (Frankfurter Wertpapierboerse, FWB)
– მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟა. იგი არის Deutsche Boerse Group AG-ის ბირჟის ოპერატორი. ბირჟის არსებობის საწყის წერტილად მიიჩნევა ფრანკფურტ-ნა-მაინეზე ვაჭრების მიერ 1585 წელს ერთიანი გაცვლითი სავალუტო კურსის შემოღება. იგი ამ მომენტისთვის ევროპის სავაჭრო ცენტრად მიიჩნეოდა. გერმანიაში ლიდერი პოზიცია უჭირავს 1949 წლიდან.
ძირითადი ინდექსი: DAX (Deutscher Aktienindex) – ასახავს 30 მსხვილი გერმანული კომპანიის აქციებს და წარმოადგენს გერმანული ეკონომიკის ბარომეტრს.
კონტაქტები: Neue Borsenstrasse, 160485, frankfurt Main, Germany
ტელეფონები: +49 (69) 2111 1800; ფაქსი: +49 (69) 2111 4501
www.deutsche-boerse.com     
e mail:
info@deutsche-borse.com
 
ათენის საფონდო ბირჟა

   (Athens Stock Exchange, ATHEX)
– საბერძნეთის ცენტრალური ბირჟა. იგი 1876 წელს ფასიანი ქაღალდების ბაზრის დამოუკიდებელი სახელმწიფო ოპერატორის სტატუსით შეიქმნა. 1997-1998 წლებში მისი პრივატიზირება მოხდა, ხოლო 2000 წელს მისი აქციების 40,7%, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა ჰოლდინგ Hellenic Exchange S.A.-s (HELEX)) გადაეცა.
ძირითადი ინდექსი: ATHEX Composite Share Price Index  – ასახავს უდიდესი კაპიტალიზაციის მქონე 60 კომპანიის აქციათა მდგომარეობას.
კონტაქტები: 10 Sophocleous Street, 105 59, Athens, Greece
ტელეფონები: +30 (210) 336 6800; ფაქსი: +30 (210) 331 1975
www.ase.gr   e-mail: helpdesk@ase.gr
 
კოპენჰაგენის საფონდო ბირჟა
  (OMX Copenhagen Stock exchange, CSE)
– დანიის ცენტრალური ბირჟა. იგი ვაჭრობს აქციებით, საინვესტიციო სერტიფიკატებით, ობლიგაციებით და დერივატივებით. იგი ჯერ კიდევ XVII საუკუნეში მეფე ქრისტიან IV-მ დაარსა. 2005 წლის აპრილიდან იგი შედის შვედური ბირჟების ოპერატორების OMX შემადგენლობაში, რომელიც აგრეთვე აკონტროლებს სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების სავაჭრო ბირჟებს .
ძირითადი ინდექსი: OMXC20 (OMX Copenhagen 20) – ასახავს 20 აქტიური სავაჭრო კომპანიის აქციების მდგომარეობას
კონტაქტები: Nikolay Plads 6, PO1040, 1007 Copenhagen k, Denmark
ტელეფონი: +45 (33) 93 3366; ფაქსი: +45 (33) 12 8613
www.cse.dk  e-mail: copenhagen@omxgroup.com
 
 ესპანეთის საფონდო ბირჟა

   (Bolsas y Mercados Espanoles, BME group)
– ესპანეთის გაერთიანებული საფონდო სისტემა, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ ყველა ბირჟას და მოქმედებს როგორც ქვეყნის ერთიანის საბირჟო სისტემა. იგი 2002 წელს კერძო კორპორაციად ჩამოყალიბდა, რომლის შემადგენლობაში მადრიდის (ჩამოყალიბდა 1893 წელს), ბარსელონის (1915 წელი), ბილბაოს (1890 წელი) და ვალენსიის (1813 წელი) საფონდო ბირჟები შედიან.
კაპიტალიზაციის მოცულობით იგი მსოფლიო საფონდო ბირჟების პირველ ათეულში შედის.  სათაო ოფისი მადრიდში მდებარეობს. იგი 100 ესპანურ ბანკს, საკრედიტო კორპორატივებს და საბროკერო ორგანიზაციებს ეკუთვნის.
ძირითადი ინდექსი: IGBM (Indice General de la Bolsa de Madrid) – მადრიდის ბირჟის მთავარი ინდექსი, ასახავს ბირჟაზე მსხვილი კომპანიების აქციებს, რომელთა ნუსხა ყოველ ექვს თვეში ერთხელ გადაიხედება.  2004 წლის 11 მარტს მადრიდში  განხორციელებული ტერაქტების შემდეგ ინდექსი IGBM სამი სავაჭრო დღის განმავლობაში 7,8%-ით დაეცა, ამის შემდეგ კი იგი ისევ თავის ნიშნულს დაუბრუნდა.
კონტაქტები: Palacio de Bolsa Plaza de la Lealtad 1/Juan de Mena 2, Madrid 28014, Spain
ტელეფონები: 34 (1) 589 1397;   ფაქსი: 34 (1) 531 2290
www.bolsasymercados.es
 
  იტალიის საფონდო ბირჟა

  (Borsa Italiana, ISE)
– იტალიის უდიდესი ბირჟა, რომელიც მილანში მდებარეობს.  გაიხსნა 1998 წელს.  შედის Borsa Italiana Group  (აქციონერთა შორის შედის უცხოური კომპანიები და მსხვილი იტალიური ბანკები).
ძირითადი ინდექსი: S&P/MIB  – ასახავს 40 უმსხვილესი კომპანიის აქციათა ღირებულებას, რომელთა ნუსხა გამუდმებით იცვლება.
კონტაქტები: Piazza degli Affari, 6, 20123, Milan, Italy
ტელეფონები: +39 (02) 724 261 ფაქსი: +39 (02) 7200 4333
www.borsaitalia.it  e-mail: info@borsaitalia.it 
 
  ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა

  (Luxemburg Stock Exchange, LUX)
– ქვეყნის ერთადერთი სავაჭრო მოედანი. დაარსებულია 1927 წელს. 1928 წლიდან სააქციო კომპანიაა. 1961 წელს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ სხვა სავაჭრო ბირჟებთან ერთად დაარსა ბირჟათა მსოფლიო ფედერაცია (World Federation of Exchanges, WFE), 2001 წლამდე მას საფონდო ბირჟების საერთაშორისო ფედერაცია ერქვა (International Federation of Stock Exchanges, FIBV).
ძირითადი ინდექსი: LUX General Price Index  – ასახავს ბირჟაზე მოვაჭრე 50-მდე მსხვილი კომპანიის მდგომარეობას.
კონტაქტები: P.O. Box 165, L-2011 Luxembourg; ტელეფონები: +352 47 79 36 200
ფაქსი: +352 47 79 36 369 
www.bourse.lu  e-mail: dms@bourse.lu
   ბირჟა Euronext  
  – კაპიტალიზაციის მაჩვენებელის მიხედვით მსოფლიოში მეექვსე ადგილზე დგას. ბირჟის მფლობელი -Euronext N.V. ჯგუფი, დაარსდა ამსტერდამის, ბრიუსელის და პარიზის საფონდო ბირჟების შერწყმის შედეგად. ძირითადი ოფისი მდებარეობს ამსტერდამში, ფილიალები – ბრიუსელში, ლისაბონში, ლონდონში და პარიზში.
ძირითადი ინდექსი: FTSEurofirst 100  -  ევროზონის 60 ყველაზე მსხვილი და 40  სხვადასხვა სექტორის კომპანიათა აქციები.
მისამართი:  Beursplein 5, Amsterdam 1012 JW, The Netherlands;
ტელ: +31 (20) 550 4444; ფაქსი: +31 (20) 550 4900
www.euronext.com  e-mail: info@euronext.com

  რუსეთის სავაჭრო სისტემა
  (Russian Trading System, RTS)
– შეიქმნა 2002 წელს რამდენიმე საფონდო ბირჟის შერწყმის შედეგად. ახორციელებს ვაჭრობებს აქციებით, ობლიგაციებით, საინვესტიციო პაიებით, ფიუჩერსებით და ოპციონებით. ბირჟის მფლობელები არიან საბროკერო-სადილერო კომპანიები, ბანკები და საინვესტიციო კომპანიები.
ძირითადი ინდექსი: RTSI – ასახავს 50 ყველაზე ლიკვიდური და კაპიტალიზირებული აქციების მდგომარეობას.
მისამართი: 127006, მოსკოვი, დოლგორუკოვის ქ. 38
ტელ: +7 (495) 705 9031  ფაქსი: +7 (495) 733 9703
www.rts.ru e-mail: info@rts.ru
 
სტამბულის საფონდო ბირჟა
  (Istambul Stock exchange, ISE)
- ერთადაერთი ბირჟა თურქეთში. დაარსდა 1866 წელს. ამჟამინდელი სახელწოდება მიიღო 1985 წელს. 1994 წლიდან ბირჟაზე სავაჭრო ოპერაციები მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხორციელდება. ბირჟა ვაჭრობს აქციებით, ობლიგაციებით, დერივატივებით და ვალუტით. ეკუთვნის სახელმწიფოს.
ძირითადი ინდექსი: XUTUM (ISE National All Shares Index) – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ყველა ნაციონალური კომპანიის აქციების მდგომარეობას.
მისამართი: Resitpasa Mah. Tuncay Artun Cd., Emirgan 34467, Istanbul, Turkey; 
ტელ: +90 (212) 298 2100 ; ფაქსი : + 90 (212) 298 2500
www.ise.org  e-mail: info@ise.org

  შვეიცარიის ბირჟა
  (Swiss Exchange, SWX)
– ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული ბირჟა, რომელიც ახორციელებს ვაჭრობებს აქციებით, ობლიგაციებით და დერივატივებით. დაარსდა 1995 წელს ჟენევის, ბაზელის და ციურიხის ბირჟების გაერთიანების შედეგად. 1996 წლიდან ვაჭრობები მიმდინარეობს ელექტრონულ რეჟიმში.
ძირითადი ინდექსი: SMI (Swiss Market Index) – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული 30 უმსხვილესი კომპანიის აქციების მდგომარეობას.
მისამართი: Selnaustrasse 30, Postfach, CH-8021, Zurich, Switzerland
ტელ: +41 (1) 58 854 5454; ფაქსი : + 41 (1) 58 854 5455
www.swx.com

ამერიკის საფონდო ბირჟა
     (American Stock Exchange LLC, AMEX)
– აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი რეგიონალური ბირჟა, რომელიც განთავსებულია ნიუ-იორკში. შეიქმნა 1911 წელს, როდესაც ნიუ-იორკის აქციებით ქუჩაში მოვაჭრეებმა შექმნეს ასოციაცია – New York Curb Market Association. ბირჟამ დღევანდელი სახელწოდება 1953 წელს მიიღო. 1990 წლების დასაწყისში AMEX-მა, მსოფლიოში პირველმა შემოიღო ელექტრონული ვაჭრობის სისტემა უმავთულო ტერმინალების გამოყენებით. 1998 წელს ბირჟა NASDAQ –მა იყიდა, თუმცა AMEX-ის მონაწილეებმა ბირჟა გამოისყიდეს და დღემდე მის აქციონერებად რჩებიან.
ძირითადი ინდექსი: XAX (Amex Composite) – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ყველა კომპანიის აქციების მდგომარეობას.
მისამართი: 86 Trinity Place, New York, NY 10006, USA  ტელ: + 1 (212) 306 1000.
ფაქსი: + 1 (212) 306 1218.
www.amex.com
e-mail: marketdataproducts@amex.com 
 
   ჩიკაგოს საფონდო ბირჟა
  (Chicago Stock Exchange Inc., CHX)
– ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟა ჩრდილოეთ ამერიკაში. დაარსდა 1882 წელს. 1949 წელს სენტ-ლუისის, კლივლენდის და მინეაპოლისის საფონდო ბირჟებთან ერთად გაერთიანდა შუა დასავლეთის საფონდო ბირჟაში (Midwest Stock Exchange). დღევანდელი სახელწოდება ბირჟამ 1993 წელს მიიღო. 2005 წელს ბირჟის აქციები მასზე მომუშავე 200 საბროკერო კომპანიას შორის განაწილდა.
ძირითადი ინდექსი: არ გააჩნია.
მისამართი: One financial place, 440 South Lasalle Street, Illinois, 60605-1070, USA
ტელ/ფაქსი : + 1 (312) 663 2222   
www.chx.com  
e-mail:
marketing@chx.com
 
   საფონდო ბირჟა NASDAQ 
  (National Association of Securities Dealers Automated Quotations)
– უმსხვილესი ელექტრონული ბირჟა აშშ-ში, რომელიც შეიქმნა 1971 წელს. ბირჟა არის მსოფლიო ლიდერი ვაჭრობების მოცულობის და მოვაჭრე კომპანიების რაოდენობის მიხედვით. მდებარეობს ნიუ-იორკში.
ძირითადი ინდექსი: NASDAQ Composite – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ყველა კომპანიის აქციების მდგომარეობას.
1987 და 1994 წლებში ბირჟაზე ვაჭრობების შეჩერების მიზეზი გახდა ელექტრომომარაგების შეწყვეტა. ორივე ციყვების მიზეზით მოხდა, რომლებიც ნიუ-იორკის გარეუბანში შემთხვევით ელექტრომომარაგების სისტემაში აღმოჩნდნენ.  
მისამართი: One Liberty Plaza, 165 Broadway, New York, NY 10006, United States. .
ტელ: +1 (212) 401 8700 ფაქსი : + 1 (212) 401 1024
www.nasdaq.com
e-mail: isfeedback@nasdaq.com
  
    ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა
   (New York Stock Exchange, NYSE)
– მსოფლიოში უმსხვილესი საფონდო ბირჟა. შეიქმნა 1792 წელს 24 ბროკერის და მოვაჭრის მიერ “ბატონვუდის შეთანხმების” ხელმოწერის საფუძველზე. 2006 წლის მარტში ბირჟამ შეიძინა კონკურენტი Archipelago Holdings, რის შემდეგაც ბირჟის მართვა კომპანია NYSE Group-ის ხელში გადავიდა.
ვაჭრობების მოცულობა:  $14,125 ტრილიონი (2005 წელი).
ძირითადი ინდექსი: NYA (NYSE Composite) – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული 2000 კომპანიის აქციების მდგომარეობას.
მისამართი: 11 Wall Street, New York, NY, 10005, USA.
ტელ: +1 (212) 656 3000 ფაქსი : + 1 (212) 656 5725 
www.nyse.com
 
 მექსიკის საფონდო ბირჟა
  (Bolsa Mexicana de Valores, BMV)
– მექსიკის უმსხვილესი ბირჟა და მოცულობით მეორე ლათინური ამერიკის სან-პაულოს საფონდო ბირჟის შემდეგ (Bolsa de Valores de Sao Paulo). ბირჟა ვაჭრობს აქციებით, ფასიანი ქაღალდების, ობლიგაციებით, ობლიგაციებით, ვარანტებით, ფიუჩერსებით, ოპციებით. იგი განთავსებულია მექსიკაში. დაარსდა 1908 წელს. 1975 წელს BMV-ს შემადგენლობაში შევიდა გვადალახარის და მონტორეის საფონდო ბირჟები. 1999 წელს ყველა სავაჭრო გარიგება ელექტრონულ რეჟიმში გადავიდა. ბირჟა ეკუთვნის ბროკერულ სავაჭრო ფირმებს.
ძირითადი ინდექსი: IPC (Indice de Precios y Cotizaciones) – ასახავს ბირჟაზე მოვაჭრე 35 უმსხვილესი კომპანიის აქციების მდგომარეობას.
კონტაქტები: Paseo de la Reforma #255 Piso 8, Cuauhtemoc, D.F. 06500, Mexico
ტელეფონები: +55 (5) 726 6600 ფაქსი: +55 (5) 726 6772
www.bmv.com.mx      
e - mail: 
cinforma@bmv.com.mx 

იაპონია. ტოკიოს საფონდო ბირჟა

  (Tokyo Stock Exchange Inc., TSE)
– იაპონიაში არსებული 5 ბირჟიდან ყველაზე მსხვილი და მსოფლიოში მეორე კაპიტალიზაციის მაჩვენებლის მიხედვით. დაარსდა 1878 წელს. 1943 წელს ყველა აიპონური ბირჟა გაერთიანდა “იაპონიის ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო ბირჟად” (Japan Securities Exchange), რომლის ლიკვიდაცია 1947 წელს მოხდა. 1949 წელს ტოკიოს საფონდო ბირჟამ მუშაობა განაახლა. 2001 წელს მოხდა ბირჟის აქციონირება. ბირჟას გააჩნია წარმომადგენლობები ნიუ-იორკში, ლონდონში და სინგაპურში. ვაჭრობს აქციებით, ობლიგაციებით, დერივატივებით.
ძირითადი ინდექსი: TOPIX – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული 1600 მსხვილი კომპანიის აქციების მდგომარეობას; Nikkei 225 - ასახავს 225 მსხვილი იაპონური კომპანიის აქციების მდგომარეობას.
მისამართი: 2-1 Nihombashi Kabutocho, Chuo-ku, Tokyo, 103-8220 Japan
ტელ: +81 (3) 3666 0141; ფაქსი : + 81 (3) 3639 5017
www.tse.or.jp

ჰონგკონგის საფონდო ბირჟა
(Hong Kong Exchanges and Clearing Limited, HKEx)
– აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ტოკიოს საფონდო ბირჟის შემდეგ მეორე უმსხვილესი საფონდო ბირჟაა, ხოლო მსოფლიოში მერვე ადგილი უჭირავს. იგი ვაჭრობს აქციებით ობლიგაციებით, დერივატივებით, ფიუჩერსების ინდექსებით. ჰონგკონგის საფონდო ბირჟა XIX საუკუნის დასაწყისში იღებს სათავეს. თავად HKEx  ჰონგკონგის სამი ბირჟის – საფონდო და ფიუჩერსული ბირჟისა და კლირინგული კომპანიის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა.
ძირითადი ინდექსი: S&P/HKEx LargeCap – ასახავს 25 აქციის მდგომარეობას, რომლის წილი ბირჟის კაპიტალიზაციის 75%-ია. 1997 წლის 23 ოქტომბრის მღელვარების გამო, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ აზიის სავალუტო-საფინანსო კრიზისით იყო გამოწვეული, ბირჟის წამყვანი ინდექსი 10,4%-ით დაეცა, ხოლო კაპიტალიზაციის სახით $29,3 მლრდ დაკარგა.
კონტაქტები: 12/F One International Finance Centre, 1 Harbour View Street, Central, Hong Kong; ტელეფონები: +852 2522 1122; ფაქსი: +852 2295 3106
www.hkex.com.hk;  e-mail: info@hkex.com.hk

სამხ. კორეის ბირჟა
  (Korea Exchange, KRK)
– მსოფლიოში დერივატივებით გარიგების უმსხვილესი საფონდო ბირჟა, უმსხვილესი კაპიტალიზაციის ბირჟების ოცეულში შედის. იგი ვაჭრობს აქციებით, ობლიგაციებით, ვალუტებითა და სავალუტო ფიუჩერსებით. იგი 2004 წელს კორეის საფონდო ბირჟის (Korea Stock Market), კორეის ფიუჩერსული ბირჟის (Korea Futures Exchange) და საფონდო ბირჟის კორეული ასოციაციის (Korea Securities Dealers Association, KOSDAQ)) გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. იგი ოფიციალურად 2005 წლის 19 იანვარს. სათაო ოფისი პუსანშია განთავსებული. ბირჟა საბროკერო კომპანიებს ეკუთვნის.
ძირითადი ინდექსი: KOSPI (Korea Composite Stock Price Index) – ასახავს ბირჟაზე მოვაჭრე ყველა კომპანიის აქციების მდგომარეობას.
კონტაქტები: 50 Joongang-dong 5-Ga,Joong-gu,Busan,Republic of Korea
ტელეფონები: +82 (51) 662 20005; ფაქსი: +82 (51) 662 2991
www.krx.co.kr;  e-mail: webmaster@krc.co.kr

  მალაიზიის ბირჟა
  (Bursa Malaysia, KLSE)
– მალაიზიის წამყვანი ბირჟა. ვაჭრობს აქციებით, ობლიგაციებით, ფიუჩერსებით, ოფციებით და ვალუტით. ჩამოყალიბდა 1964 წელს და ტავიდან მალაიზიის საფონდო ბირჟის სახელს (Stock Exchange of Malaysia) ატარებდა. სინგაპურის მალაიზიიდან გამოყოფის შემდეგ 1965 წელს მას მალაიზიისა და სინგაპურის საფონდო ბირჟა (Stock Exchange of Malaysia and Syngapore) ეწოდა. 1973 წელს სინგაპურის (Stock Exchange of Syngapore, SES) და ლუალა-ლუმპურის (Kuala Lumpur Stock Exchange, KLSEB) საფონდო ბირჟებად გაიყო. 2004 წელს ნახევარზე მეტი აქციები სახელმწიფოს ეკუთვნის.
ძირითადი ინდექსი: KLCI (Kuala Lumpur Composite Index) – ასახავს 100 უმსხვილესი კომპანიის აქციების მდგომარეობას.
კონტაქტები: Marketing Communications Group, Business Development, 10 th floor, Exchange Square, Bukit Kewangan, 50200 Kuala Lumpur, Malaysia
ტელეფონები: +60 (3) 2034 7000; ფაქსი: +60 (3) 2732 0069

www.bursamalauysia.com; e-mail: enquires@bursamalaysia.com

 
 
21.09.2008 13:53

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>