abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
NEW! საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი
2017 წლის  სასერთიფიკატო პროგრამა სპეციალური შეთავაზებით:
წარმატებული კარიერისა და დასაქმების ხელშესაწყობად!

პროგრამა ხორციელდება "საქართველოს ბანკების ასოციაციის" და ”საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის” ერთობლივი თხოვნით და მხარდაჭერით. პროგრამა საპილოტო ხასიათისაა, კურსის ხანგრძლივობა 24 საათი, 4 კვირა, კვირაში 3 დღე, დღეში 2 საათი, ბანკებისა და საკრედიტო ორგანიზაციებისათვის კონკრეტული ორგანიზაციის მოთხოვნებიდან და სწავლების არჩეული თემატიკიდან გამომდინარე ტრეინინგები საკრედიტო ორგანიზაციებისათვის ტარდება შაბათ-კვირას, თბილისში, "საქართველოს ბანკების ასოციაციის" ოფისის აუდიტორიებში, "საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის" წევრი ორგანიზაციებისთვის შესაძლებელია ტრეინინგების ჩატარების ორგანიზება რეგიონებშიც (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი) იგივე თემატიკით და პირობებით, შაბათ-კვირას, დღეში 4-6 საათი, სულ 24 საათი; ინდივიდუალური ფორმატით სწავლებისას დრო განისაზღვრება მსმენელზე მორგებული გრაფიკის მიხედვით 

დღეს სულ უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე საბანკო და არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაციების მენეჯმენტის პრინციპების და მიდგომების ცოდნა, გაზრდილი კონკურენცია საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებისაგან მოითხოვს კლიენტებისათვის თვისობრივად ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებას, რომელიც ინტეგრირებულ პროდუქტებზეა ორიენტირებული.. ტრეინინგის პროცესში მსმენელები შეისწავლიან საბანკო და საკრედიტო მენეჯმენტის სტრუქტურას და ძირითად მიმართულებებს, კორპორატიული მართვის პრინციპებს, საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულების სტრუქტურულ დანაყოფებს, ბანკის სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლებს, მარკეტინგულ სტრატეგიებს, საბანკო პროდუქტების გაყიდვას და მომსახურებას, ბანკი ლიკვიდობის მართვის სტრატეგიებს, მოგების მართვას, საკუთარი კაპიტალის მენეჯმენტს, აქტივებისა და პასივების მართვის მოდელებს, წმინდა საპროცენტო მარჟას და მის კავშირს ბანკის მომგებიანობასთან, გეპის მართვას, დაკრედიტების პროცედურების დაგეგმვას, დიურაციის მეთოდის გამოყენებას, საკრედიტო და საბაზრო რისკების შეფასებას და მართვას, საოპერაციო რისკის კატეგორიებს და მართვას, საბანკო ინოვაციურ მენეჯმენტს.

ტრეინინგზე ძირითადი აქცენტი გადატანილია ფინანსური რისკების შეფასებაზე და მართვაზე, რასაც კომერციული ბანკების და მისო-ების მიერ რისკების მართვის სტრუქტურაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია და მოიცავს: საკრედიტო რისკს, საპროცენტო რიკს, ლიკვიდობის რისკს, სავალუტო რისკს, გარებალანსურ რისკს და მოზიდული კაპიტალის გამოყენების რისკს. ჩამოთვლილი ფაქტორებიდან პირველი სამი სახის რისკი ითვლება საბანკო მენეჯმენტის ძირითად რისკებად ბანკის აქტივების და პასივების ეფექტურად მართვის თვალსაზრისით, რომელიც აქტივ-პასივების მართვის(ALM) სახელითაც არის ცნობილი.

ცალკე გამოსაყოფი სავალუტო რისკი, რომელიც წარმოიშობა მომავალში სავალუტო კურსების მოძრაობის გაურკვევლობით, როდესაც ეროვნული ვალუტის ღირებულების შემცირება უცხოური ვალუტების მიმართ გამოიხატება იმაში, რომ შეიძლება მოხდეს წმინდა საბანკო შემოსავალის ან წმინდა აქტივების ღირებულების შემცირება.

რისკების შეფასების მოდელებიდან აღსანიშნავია, სპრედის და შემოსავლების მოდელი. ნებისმიერი ბანკის ფუნქციონირების მთავარი მდგენელი ეს არის წმინდა საპროცენტო მარჟა ანუ წმინდა საპროცენტო შემოსავლის შეფარდება აქტივების საშუალო მაჩვენებელთან. შესაბამისად სწორედ საპროცენტო სპრედია ის მაჩვენებელი, რომელმაც უნდა დაფაროს ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვზე (PLL), გადასახადები თუ საპროცენტო ხარჯები მოზიდულ სახსრებზე.

ტრეინინგზე ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის და ეკონომიკური კაპიტალის მნიშვნელობას და განსაზღვრას. თანამედროვე საბანკო პრაქტიკაში ბაზელი 2-ის მიხედვით საზედამხედველო კაპიტალის განსაზღვრა და დადგენილი საავალდებულო მოთხოვნები აუცილებელია და შემუშავდა იმ მიზნით, რომ ბანკის გაკოტრების შემთხვევაში კაპიტალის დონე იყოს საკმარისი, რათა ერთი ბანკის პრობლემა არ გადავიდეს სისტემურ კრიზისში.

ტრენინგი სპეციალურად შემუშავდა კომერციული ბანკების, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფილიალების მართველების, ასევე რისკების მართვის და საკრედიტო განყოფილების, ფილიალის წამყვანი სპეციალისტებისათვის რომლებიც ჩართული არიან საკრედიტო ოპერაციებში მცირე და საშუალო და მსხვილი ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით, სტუდენტებისათვის და ნებისმიერი მსურველისათვის ვისაც აქვს შესაბამისი უნარები პროგრამის გასავლელად; მათ შორის სტუდენტებისათვის ინდივიდუალური ფორმატით.

  • სერთიფიცირების ფორმა: მსმენელებზე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

ტრენინგის წამყვანები:

გიორგი ცუცქირიძე:- 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. იგი უძღვება ლექციების კურსს საბანკო მენეჯმენტში, გროგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში.

2000-2001 წლებში იყო Overcast Strategic Consulting, Ltd (OSC)/ USAID (Tbilisi ), და "SIBLEY International"/USAID (Tbilisi) პროექტების წამყვანი ტრეინერი

1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი;

2000-2003 წლებში უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბანკირთა გადამზადების პროგრამებს საბერძნეთის ცენტრალური ბანკის ტრენინგ ცენტრისა და გერმანიის შემნახველი ბანკების ასოციაციის ”შპარკასე აკადემიის” (Savings Banks Foundation for International Cooperation – Sparkassen Akademie (Potsdam) ტექნიკური დახმარების საგრანტო პროგრამების ფარგლებში

ტრენინგს ასევე უძღვებიან წამყვანი სპეციალისტები საბანკო და საგადასახადო კუთხით;  

კურსის ღირებულება : ერთ მსმენელზე 400 ლარი(ინდივიდუალური სწავლებისას - 500 ლარი), ხოლო მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრი ორგანიზაციებისათვის გათვალისწინებულია 20 %-იანი ფასდაკლება, ხოლო ცენტრის კონტრაქტორი კომპანიებისათვის გათვალისწინებულია სპეციალური ფასდაკლება (სწავლების საფასური მოიცავს: სწავლების საფასურს, სასწავლო მასალებს და სერტიფიკატს);

მიმდინარეობს ჯგუფების ფორმირება:

რეგისტრაციისათვის : თქვენი CV უნდა გამოაგზავნოთ ელ ფოსტით შემდეგ მისამართზე: abg_press@yahoo.com ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე:  293-43-76 ან 5 99 10 32 44

    ტრენინგის განრიგი და გეგმა:

    1. საბანკო მენეჯმენტის საფუძვლები

  • ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურა
  • ბანკის ორგანიზაციური სტრუქტურა, მინცბერგის 5 კომპონენტიანი მოდელი
  • ბანკის სტრუქტურული დანაყოფები;
  • ბანკის კორპორატიული მართვის სამართლებრივი საფუძვლები;
  • კორპორატიული კლიენტურის ფინანსური მომსახურება და დაკრედიტების ალტერნატივები;
  • 2. ბანკის სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები;

  •  სტრატეგიული პოზიციები ბიზნეს სივრცეშისტრატეგიული დაგეგმვის საფეხურები;
  • სტრატეგიული დაგეგმვის ეტაპები;
  • ბაზრის დაპყრობის სტრატეგიები;
  • 3. სტრატეგიული და ოპერაციული მარკეტინგი;

  • ბიზნეს გარემო და მარკეტინგული სტრატეგიები;
  • ბანკის კლიენტების ბაზარი;
  • საბანკო პროდუქტები, გაყიდვა და მომსახურება;
  • საბანკო პროდუქტების გაყიდვის წესები;
  • 4. დაკრედიტების პროცესი და პროდუქტები

  • დაკრედიტების პროცესის ეტაპები;
  •  საცალო საკრედიტო პროდუქტები
  • იპოთეკური კრედიტი;
  • ბიზნეს დაკრედიტების ფორმები
  • 5.ბანკის ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;

  • ადამიანური რესურსსების მართვის პოლიტიკა;
  • კორპორატიული მართვის კულტურა;
  • სტრატეგიული ლიდერობა და მართვის სტილის შერჩევა;
  • მომუშავე ჯგუფების დინამიკა, კომუნიკაციის როლი და მოტივაცია;
  • ქეისის გარჩევა;
  • 6. საკრედიტო, სავალუტო და საპროცენტო რისკები

  • სავალუტო რისკები და ღია სავალუტო პოზიცია;
  • საპროცენტო რისკი და გეპ-ის გაზომვა;
  • რისკის პროფილი- ვადების აცდენის რისკი და დიურაციიის მეთოდი;
  • საპროცენტო რისკი, მიკროჰეჯირება და საპროცენტო დერივატები
  • 7. ფინანსური მენეჯმენტი

  • ფინანსური ანგარიშგება ბანკებში;
  • ბალანსური მუხლების ანალიზი, მოგება-ზარალის უწყისი;
  • ფულადი ნაკადების მართვა და მეთოდები;
  • მენეჯერული ალტერნატივები;
  • ქეისის გარჩევა;
  • ბაზელი 2, საზედამხედველო კაპიტალი და ეკონომიკური კაპიტალის განსაზღვრა
  • სავარჯიშოების განხილვა;
  • 8. ლიკვიდობის მართვის სტრატეგია

  • აქტივებისა და პასივების მართვის სტრატეგია
  •  აქტივების ბუღალტრული და ეკონომიკური მოდელები
  •  გეპ-ის მართვის მეთოდები;
  • 9. ბანკის მოგების მართვა, შემოსავლების სტრუქტურის ანალიზი

  • ხარჯების სტრუქტურის ანალიზი;
  • მომგებიანობის მართვა;
  • მომგებიანობის შეფასების კოეფიციენტური სისტემები;
  • საგადასახადო რეგულაციები.
  • 10. ბანკის კაპიტალის მართვა

  • საბანკო კაპიტალის ფუნქცია და სახეები;
  • კაპიტალის ადექვატურობის შეფასების მოთხოვნები და ბაზელის შეთანხმება;
  • საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების განსაზღვრა;
  • საგადასახადო რეგულაციები.
  • 11. ბიზნეს დაკრედიტება, დაფინანსების ფორმები და რისკები

  • საფინანსო რისკები(ბალანსთან დაკავშირებული რისკი; საკრედიტო რისკი,საპროცენტო რისკი; საბაზრო რისკი; საოპერაციო რისკი,
  • წმინდა საბრუნავი კაპიტალი და ლიკვიდობის რისკი;
  • სესხების კლასიფიკაცია და სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა;
  • კორპორატიული კლიენტურის ფინანსური მომსახურება და დაკრედიტების ალტერნატივები;
  • 12. საბანკო ინოვაციების მენეჯმენტი;

  •  საბანკო ინოვაციური სტრატეგიები;
  • საბანკო ინოვაციების ეფექტურობის შეფასება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციები;
  • პროდუქტიული ინოვაციები
  • დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 5 99 10 32 44 ან 93 43 76

19.07.2016 19:40

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
NEW! საკრედიტო დაწესებულებებში საკრედიტო რისკის შეფასების და მართვის სასერთიფიკატო კურსი
19.07.2016 19:40
NEW! საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი
19.07.2016 19:40
NEW! ბანკირთა მომზადების საზაფხულო სასერთიფიკატო კურსი, პროფესიული სტაჟირებით
20.06.2016 19:19
NEW! ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი
17.06.2016 12:47
NEW! კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების სასერთიფიკატო კურსი
16.06.2016 19:40
NEW! სასესხებო ოპერაციები, პრობლემური სესხების მართვა და და ლიკვიდაცია
15.06.2016 19:40
NEW! საცალო დაკრედიტების ოფიცრის სასერთიფიკატო კურსი
14.06.2016 15:45
NEW! "პრობლემური სესხების დამუშავების თანამედროვე მეთოდები" სასერთიფიკატო კურსი;
14.06.2016 13:52
NEW! ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება
13.06.2016 16:48
NEWS! საბანკო ეთიკა, კომუნიკაციის როლი და გაყიდვების მენეჯმენტი
08.06.2016 14:38
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>