2018 წლის სასერთიფიკატო პროგრამა სპეციალური შეთავაზებით:
წარმატებული კარიერისა და პროფესიული ჩვევების ამაღლების ხელშესაწყობად!
კურსის მიზანი: თანამედროვე საქართველოში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ცვლილების პარალელურად, იზრდება მოთხოვნილება საკრედიტო რესურსებზე. ხშირად მსესხებლები ამ კუთხით გაუაზრებელ და წინდაუხედავ გადაწყვეტიელებს იღებენ, საკრედიტო ორგანიზაციები კი კლიენტურის რაოდენობის ზრდის და შენარჩუნების მოტივით უფრო და უფრო მეტ დათმობებზე მიდიან. ამის გამო მკვეთრად მატულობს "გაპრობლემურებული" სესხების და მსესხებლების რაოდენობა და სულ უფრო რთული ხდება აღნიშნულ კატეგორიის მსესხებლებთან ურთიერთობაც. შესაბამისად საკრედიტო ორგანიზაციებს უჩნდებათ საჭიროება ამ სფეროს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებში. კურსის მიზანია, პრობლემური აქტივების დამუშავების სფეროში მომუშავე პერსონალისთვის, თანხის ამოღების პროცესის ეფექურ მართვაში ხელშეწყობა, პრობლემურ აქტივებთან მუშაობის სწავლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარება. მსესხებლებთან, მათ შორის პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობაში ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ტექნიკის, საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება. ტრენინგში მონაწილეები აითვისებენ და გამოიმუშავებენ სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ-კომუნიკაციურ ტექნიკას, რომელიც დაეხმარება მათ მოლაპარაკებების სწორად და ეფექტურად წარმართვაში.
ტრენინგის მეთოდოლოგია: პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით ტრენინგ-პროგრამა დამყარებულია სწავლების არაფორმალურ მეთოდზე. თეორიული სწავლება დაბალანსებულია პრაქტიკული სავარჯიშოებით. ტრენინგისას გამოიყენება არაფორმალური განათლების ისეთი მეთოდები, როგორიცაა: მინი-ლექციები;
ჯგუფური მუშაობები;სიმულაციური თამაშები/მაგალითებზე მსჯელობა (CASE STUDY); პრეზენტაცია, სავარჯიშოები, როლური თამაშები, დისკუსიები და ა.შ.
აუდიტორია: ტრენინგი განკუთვნილია კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების იმ მენეჯერებისათვის, რომლებიც მსესხებლებთან ურთიერთობას აწარმოებენ, ტექსტური შეტყობინებების და კომუნიკაციის ზეპირი ფორმების გამოყენებით.
სერთიფიცირება: გაიცემა კურსის გავლის ორენოვანი სერთიფიკატი;
ტრენინგის თემატიკა:
1. პრობლემური სესხები და მათი წარმოშობის ძირითადი პირობები:
-
სესხების კლასიფიკაცია;
-
მონიტორინგის პროცესები;
-
ვადაგადაცილების მიზეზები;
-
ვადაგადცილებულ მსესხებელთა კატეგორიები;
-
ვადაგადაცილებულ მსეხებელთა მოტივები ;
-
ვადაგადაცილებულ მსესხებელთა პიროვნული შეფასება ;
-
სატელეფონო კომუნიკაციის ტექნიკები;
-
ვადაგადაცილებულ მსესხებელთა ქცევის კორექტირების მეთოდები;
2. ფსიქოლოგიური ზემოქმედების ტექნიკები:
-
ჩახვეული ფირფიტა;
-
ემოციების გამოთქმა;
-
გაზრდილი მოთხოვნები და უკანდახევა;
-
დამატებითი მოთხოვნების ტექნიკა ;
-
"სალიამის" ტექნიკა;
-
პოზიტიური იმიჯის ტექნიკა ;
-
კომპრომისის მიღწევის ხელოვნება;
3. პრობლემური სესხების ადმინისტრირება, პოლიტიკა და ამოღების პროცედურები;
-
კონფლიქტებისა და სტრესული სიტუაციების მართვის პრინციპები და მეთოდები;
-
კონფლიქტის დროს ქცევის 5 სტრატეგია (Thomas-Kilmann Conflict Mode Instrument);
-
საკრედიტო ადმინისტრირების გაძლიერება;
-
სასესხო პორტფელის მართვის პრობლემა სესხების ამოღების პროცესში;;
-
"ქეისის გარჩევა-„კარგი ბანკი“ და „ცუდი ბანკი“;
-
დარწმუნებისა და არგუმენტირების ტექნიკა;
-
4. კლიენტის წინააღმდეგობის ფორმები და გადალახვის ხერხები :
-
ფსიქოლოგიური კარატე;
-
ფსიქოლოგიური აიკიდო;
-
ვადაგადაცილებულ მსესხებლთა ფსიქოლოგიური ტიპაჟები და მათზე ზემოქმედების ხერხები;
-
დავალიანების დაფარვის თაობაზე დებიტორებთან წერილობითი შეთანხმებების გაფორმება.
-
დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;
-
დებიტორების მიმართ სასამართლო წარმოების (მათ შორის ქონების დაყადაღების) დაწყების მიზნით იურიდიული ჯგუფისათვის საქმის გადაცემა.
ხანგრძლივობა: 3-6 დღე , დღეში 4-2 საათი, სულ 12 საათი
ტრენინგის ღირებულება: 180-200 ლარი(ერთ მონაწილეზე)
ტრენინგს, მისი ცალკეული მოდულების მიხედვით უძღვებიან ასოციაციის წევრი ბანკების წამყვანი ბანკირები და ფსიქოლოგები;
რეგისტრაციისათვის: CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ელ-ფოსტით: bec_trening@yahoo.com და "subject"-ში მიუთითოთ - "პრობლემური სესხების დამუშავების თანამედროვე მეთოდების კურსი";
ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე: : თბილისი, ტ. შევჩენკოს ქ.#5(ამოსასვლილი რუსთაველის გამზირიდან, ლესია უკრაინკას ქუჩიდან, პირველი სკოლის უკანა მხარე),
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 2 93 43 76, მობ: 599103244 |