abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
NEW! "პრობლემური სესხების დამუშავების თანამედროვე მეთოდები" სასერთიფიკატო კურსი;
2017 წლის  სასერთიფიკატო პროგრამა სპეციალური შეთავაზებით:
წარმატებული კარიერისა და პროფესიული ჩვევების ამაღლების ხელშესაწყობად!

კურსის მიზანი: თანამედროვე საქართველოში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ცვლილების პარალელურად, იზრდება მოთხოვნილება საკრედიტო რესურსებზე. ხშირად მსესხებლები ამ კუთხით გაუაზრებელ და წინდაუხედავ გადაწყვეტიელებს იღებენ, საკრედიტო ორგანიზაციები კი კლიენტურის რაოდენობის ზრდის და შენარჩუნების მოტივით უფრო და უფრო მეტ დათმობებზე მიდიან. ამის გამო მკვეთრად მატულობს "გაპრობლემურებული" სესხების და მსესხებლების რაოდენობა და სულ უფრო რთული ხდება აღნიშნულ კატეგორიის მსესხებლებთან ურთიერთობაც. შესაბამისად საკრედიტო ორგანიზაციებს უჩნდებათ საჭიროება ამ სფეროს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებში. კურსის მიზანია, პრობლემური აქტივების დამუშავების სფეროში მომუშავე პერსონალისთვის, თანხის ამოღების პროცესის ეფექურ მართვაში ხელშეწყობა, პრობლემურ აქტივებთან მუშაობის სწავლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარება. მსესხებლებთან, მათ შორის პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობაში ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ტექნიკის, საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება. ტრენინგში მონაწილეები აითვისებენ და გამოიმუშავებენ სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ-კომუნიკაციურ ტექნიკას, რომელიც დაეხმარება მათ მოლაპარაკებების სწორად და ეფექტურად წარმართვაში.

ტრენინგის მეთოდოლოგია: პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით ტრენინგ-პროგრამა დამყარებულია სწავლების არაფორმალურ მეთოდზე. თეორიული სწავლება დაბალანსებულია პრაქტიკული სავარჯიშოებით. ტრენინგისას გამოიყენება არაფორმალური განათლების ისეთი მეთოდები, როგორიცაა: მინი-ლექციები; ჯგუფური მუშაობები;სიმულაციური თამაშები/მაგალითებზე მსჯელობა (CASE STUDY); პრეზენტაცია, სავარჯიშოები, როლური თამაშები, დისკუსიები და ა.შ.

აუდიტორია: ტრენინგი განკუთვნილია კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების იმ მენეჯერებისათვის, რომლებიც მსესხებლებთან ურთიერთობას აწარმოებენ, ტექსტური შეტყობინებების და კომუნიკაციის ზეპირი ფორმების გამოყენებით.

სერთიფიცირება: გაიცემა კურსის გავლის ორენოვანი სერთიფიკატი;

    ტრენინგის თემატიკა:

    1. პრობლემური სესხები და მათი წარმოშობის ძირითადი პირობები:

  • სესხების კლასიფიკაცია;
  • მონიტორინგის პროცესები;
  • ვადაგადაცილების მიზეზები;
  • ვადაგადცილებულ მსესხებელთა კატეგორიები;
  • ვადაგადაცილებულ მსეხებელთა მოტივები ;
  • ვადაგადაცილებულ მსესხებელთა პიროვნული შეფასება ;
  • სატელეფონო კომუნიკაციის ტექნიკები;
  • ვადაგადაცილებულ მსესხებელთა ქცევის კორექტირების მეთოდები;

    2. ფსიქოლოგიური ზემოქმედების ტექნიკები:

  • ჩახვეული ფირფიტა;
  • ემოციების გამოთქმა;
  • გაზრდილი მოთხოვნები და უკანდახევა;
  • დამატებითი მოთხოვნების ტექნიკა ;
  • "სალიამის" ტექნიკა;
  • პოზიტიური იმიჯის ტექნიკა ;
  • კომპრომისის მიღწევის ხელოვნება;

    3. პრობლემური სესხების ადმინისტრირება, პოლიტიკა და ამოღების პროცედურები;

  • კონფლიქტებისა და სტრესული სიტუაციების მართვის პრინციპები და მეთოდები;
  • კონფლიქტის დროს ქცევის 5 სტრატეგია (Thomas-Kilmann Conflict Mode Instrument);
  • საკრედიტო ადმინისტრირების გაძლიერება;
  • სასესხო პორტფელის მართვის პრობლემა სესხების ამოღების პროცესში;;
  • "ქეისის გარჩევა-„კარგი ბანკი“ და „ცუდი ბანკი“;
  • დარწმუნებისა და არგუმენტირების ტექნიკა;
  • 4. კლიენტის წინააღმდეგობის ფორმები და გადალახვის ხერხები :

  • ფსიქოლოგიური კარატე;
  • ფსიქოლოგიური აიკიდო;
  • ვადაგადაცილებულ მსესხებლთა ფსიქოლოგიური ტიპაჟები და მათზე ზემოქმედების ხერხები;
  • დავალიანების დაფარვის თაობაზე დებიტორებთან წერილობითი შეთანხმებების გაფორმება.
  • დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;
  • დებიტორების მიმართ სასამართლო წარმოების (მათ შორის ქონების დაყადაღების) დაწყების მიზნით იურიდიული ჯგუფისათვის საქმის გადაცემა.

ხანგრძლივობა: 3-6 დღე , დღეში 4-2 საათი, სულ 12 საათი

ტრენინგის ღირებულება: 180-200 ლარი(ერთ მონაწილეზე)

ტრენინგს, მისი ცალკეული მოდულების მიხედვით უძღვებიან ასოციაციის წევრი ბანკების წამყვანი ბანკირები და ფსიქოლოგები;

რეგისტრაციისათვის: CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ელ-ფოსტით: bec_trening@yahoo.com და "subject"-ში მიუთითოთ - "პრობლემური სესხების დამუშავების თანამედროვე მეთოდების კურსი";

ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე: : თბილისი, ტ. შევჩენკოს ქ.#5(ამოსასვლილი რუსთაველის გამზირიდან, ლესია უკრაინკას ქუჩიდან, პირველი სკოლის უკანა მხარე),

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 2 93 43 76, მობ: 599103244

14.06.2016 13:52

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
NEW! საკრედიტო დაწესებულებებში საკრედიტო რისკის შეფასების და მართვის სასერთიფიკატო კურსი
19.07.2016 19:40
NEW! საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი
19.07.2016 19:40
NEW! ბანკირთა მომზადების საზაფხულო სასერთიფიკატო კურსი, პროფესიული სტაჟირებით
20.06.2016 19:19
NEW! ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი
17.06.2016 12:47
NEW! კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების სასერთიფიკატო კურსი
16.06.2016 19:40
NEW! სასესხებო ოპერაციები, პრობლემური სესხების მართვა და და ლიკვიდაცია
15.06.2016 19:40
NEW! საცალო დაკრედიტების ოფიცრის სასერთიფიკატო კურსი
14.06.2016 15:45
NEW! "პრობლემური სესხების დამუშავების თანამედროვე მეთოდები" სასერთიფიკატო კურსი;
14.06.2016 13:52
NEW! ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება
13.06.2016 16:48
NEWS! საბანკო ეთიკა, კომუნიკაციის როლი და გაყიდვების მენეჯმენტი
08.06.2016 14:38
User
Password
   
 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>