abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
NEW! სასესხებო ოპერაციები, პრობლემური სესხების მართვა და და ლიკვიდაცია
2017 წლის  სასერთიფიკატო პროგრამა სპეციალური შეთავაზებით:
წარმატებული კარიერისა და პროფესიული ჩვევების ამაღლების ხელშესაწყობად!

"სასესხებო ოპერაციები, პრობლემური სესხების მართვა და ლიკვიდაციის პროგრამა" ხორციელდება ”საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის” და საქართველოს ბანკების ასოციაციის ერთობლივი თხოვნით და მხარდაჭერით. პროგრამა საპილოტო ხასიათისაა, და 3 კვირის განმავლობაში(შაბათობით, სამი ორ საათანი სესიით) ან შემჭიდროებული გრაფიკით 3 დღე, დღეში 6 საათიანი სესიით, მიმდინარეობს.

ტრენინგი სპეციალურად შემუშავდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ასევე კომერციული ბანკების საკრედიტო განყოფილების, ფილიალის და სხვა სპეციალისტებისათვის რომლებიც ჩართული არიან საკრედიტო ოპერაციებში პრობლემური სესხების მართვის და ლიკვიდაციის მიმართულებით,

საქართველოში ბანკების და სხვა რეგისტრირებული საკრედიტო ინსტიტუტების მიერ გაცემული სესხების თითქმის 10% პრობლემურია. მოვალეთა რეესტრში დღეისთვის მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით სამასი ათასზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირია; მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზის მიხედვით, სადაც 124 ქვეყნის პრობლემურ სესხებზეა ინფორმაცია, საქართველო 52-ე ადგილზეა, რაც საშუალოზე ოდნავ უკეთესი მაჩვენებლია; მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არ არ გამოდგება თვითდამშვიდებისათვის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრობლემური სესხების ასეთი მცირე წილი ბანკების მიერ გაცემული სესხების მთლიან რაოდენობაში იმით არის გამოწვეული, რომ მათი რეალური რაოდენობა, არაოფიციალურ ბაზარზე კერძო მევახშეებისგან და ონლინ სესხების კომპანიებისაგან არის აღებული; ეს თავისთავად წარმოქმნის ჭარბვალიანობის რისკებს და შესაბამისად, მოითხოვს ადრეულ სტადიებზე პრობლემური სესხების იდენტიფიკაციას, მათ მონიტორინგს და სწორ მართვას. ტრენინგის პროცესში მსმენელები შეისწავლიან საკრედიტო ინსტიტუტების მხრიდან ფიზიკური და იურიდიული პირების ძირითადი ფინანსური დოკუმენტების შემოწმებას და ანალიზს, მსესხებელთა შეფასების და სესხების გაცემის პრინციპების სწავლებას, რესტრუქტურიზაციას და მონიტორინგს, პრობლემური სესხების ადრეული დიაგნოსტიკას; გაკოტრების(დეფოლტის) საფუძვლების და შესაძლებლობების დადგენას;ვადაგადაცილებულ სესხებზე სავალდებულო რეზერვების ფორმირების წესს, პრობლემური სესხების მართვას, პრობლემური სესხების ამოღების იურიდიული და სამართლებრივი პროცედურებს; პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეწარმე ფიზიკური პირების, მიკრო და მცირე მეწარმე პირების დაკრედიტების თავისებურებებს;

ტრეინინგები ტარდება, თბილისში, "საქართველოს ბანკების ასოციაციის" ოფისის აუდიტორიებში, "საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის" წევრი ორგანიზაციებისთვის შესაძლებელია ტრეინინგების ჩატარების ორგანიზება რეგიონებშიც (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი) იგივე თემატიკით და პირობებით;

ტრენინგი ტარდება ქვემოთ მოცემული გეგმით და გრაფიკით):

სარგებელი: ტრენინგის ბოლოს კურსის მონაწილეებს ეცოდინებათ:

  • იურიდიული და მეწარმე ფიზიკური პირების კრედიტუნარიანობის შეფასება და დაკრედიტების თავისებურებები;
  • პრობლემური სესხების განმსაზღვრელი მახასიათებლები;
  • ძირითადი მიზეზები პრობლემური სესხების წარმოშობისას;
  • პრობლემური კომპანიების პროფილები;
  • ადრეული დიაგნოსტიკა;
  • საფინანსო უწყისებს შორის ურთიერთკავშირი;
  • ფულადი ნაკადების პროგნოზირება და ზემოქმედების ფაქტორები;
  • მსესხებლის საკრედიტო რეიტინგის განსაზღვრა,
  • საგადასახადო რისკები;
  • უზრუნველყოფის ღირებულება და შესაძლო ლიკვიდაციის განხილვა;
  • გაკოტრების(დეფოლტის) საფუძვლების და შესაძლებლობების დადგენა;
  • პრობლემური სესხების ამოღების იურიდიული და სამართლებრივი პროცედურები;
  • სასესხო პორტფელის მართვის პრობლემა სესხების ამოღების პროცესში;
  • პრობლემური სესხების მართვა და მათი რესტრუქტურიზაცია

სერთიფიცირების ფორმა: მსმენელებზე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

ტრენინგის წამყვანები:

გიორგი ცუცქირიძე:- 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. იგი წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში.

უძღვება ლექციების ციკლს საბანკო მენეჯმენტში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნუვერსიტეტში;

2000-2001 წლებში იყო Overcast Strategic Consulting, Ltd (OSC)/ USAID (Tbilisi ), და "SIBLEY International"/USAID (Tbilisi) პროექტების წამყვანი ტრეინერი

1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი;

2000-2003 წლებში უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბანკირთა გადამზადების პროგრამებს საბერძნეთის ცენტრალური ბანკის ტრენინგ ცენტრისა და გერმანიის შემნახველი ბანკების ასოციაციის ”შპარკასე აკადემიის” (Savings Banks Foundation for International Cooperation – Sparkassen Akademie (Potsdam) ტექნიკური დახმარების საგრანტო პროგრამების ფარგლებში

ვასილ ტიტვინიძე - აქვს, როგორც სააფვოკატო, ასევე პრობლემური ბიზნეს აქტივების მართვის კუთხით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

2009 წლიდან დღემდე არის სს“თიბისი ბანკის“ პრობლემური ბიზნეს აქტივების მართვის იურისტი.

1987-1993 წლებში მუშაობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლით ცენტრში და ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე.

2013-2014 წლებში კითხულობდა ლექციებს ილიას უნივერსიტეტში, სპეც.კურსი - საპროცესო დოკუმენტების მომზადების ტექნიკა..

2000-2005 წლებში კითხულობდა სემინარებს სამოქალაქო სამართალში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

2000 წლიდან დღემდე აქვს სასამართლოში საქმის წარმოების პრაქტიკა სამოქალაქო სამართლის საქმეებზე.

2000-2006 წლებში მუშაობდა ადვოკატად სამოქალაქო სამართალის საქმეებზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

2006 -2007 წლებში გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

2007-2009 წლებში ეწეოდა კერძო საადვოკატო პრაქტიკას სამოქალაქო სამართალის საქმეებზე.

კურსის ხანგრძლივობა : 3 კვირა, შაბათობით, დღეში 6 საათი, ან 3 დღე, დღეში 6 საათი, სულ 18 საათი;

კურსის ღირებულება: ერთ მსმენელზე 250 ლარი, ხოლო კორპორატიული შეთავაზებისას-180 ლარი(სწავლების საფასური მოიცავს: სწავლების საფასურს, სასწავლო მასალებს და სერტიფიკატს);

მიმდინარეობს ჯგუფების ფორმირება:

რეგისტრაციისათვის : თქვენი CV უნდა გამოაგზავნოთ ელ ფოსტით შემდეგ მისამართზე: abg_press@yahoo.com ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე:  293-43-76

    ტრენინგის განრიგი და გეგმა:

    1. მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების თავისებურებანი;

  • ბიზნესის დაფინანსების ფორმები-საბრუნავი კაპიტალის და ძირითადი საშუალებების დაფინანსების კონცეფციები;
  • მეწარმე ფიზიკური პირების კრედიტუნარიანობის შეფასება და დაკრედიტების თავისებურებები;
  • პრობლემური სესხების დეფინიცია და გადასახდელი ფასი დაწესებულების მდგრადობასა და რეპუტაციაზე:
  • პრობლემური კრედიტები და მათი გავლენა დაწესებულების ოპერაციების, სტაბილურობის და რეპუტაციაზე;;
  • პრობლემური სესხების განმსაზღვრელი მახასიათებლები;
  • პრობლემური სესხების მართვის მიზნები;
  • ხარჯები პრობლემური სესხების წარმოშობისას;
  • პრობლემური სესხების პრევენცია;
  • პრობლემური სესხების კლასიფიცირება, სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვები;
  • 2. პრობლემური სესხების წარმოშობის მიზეზები და ადრეული აღმოჩენის გზები;

  •  ძირითადი მიზეზები პრობლემური სესხების წარმოშობისას;
  • პრობლემური კომპანიების პროფილები;
  • ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნები;
  • ადრეული დიაგნოსტიკა და საჭირო ინფორმაციის შეგროვება;
  • აქტიური და ჰიპერაქტიური მონიტორინგის მოდელები და მათი მნიშვნელობა;
  • მსესხებლის საკრედიტო ისტორია და კორელაცია ისტორიულ და გადასახდელ თანხებს შორის
  • კლიენტთან ინტერვიუს როლი და მნიშვნელობა და მონიტორინგის პროცესში;
  • 3. პრობლემური სესხების ანალიზი და გადაჭრის გზები;

  • პრობლემის საერთო ანალიზი (Big Picture);
  •  საკრედიტო ხელშეკრულებისა და საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის შემოწმება;
  • ფინანსური უწყისები და უწყისებს შორის ურთიერთკავშირი;
  • პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება;
  • სიტუაციის ანალიზი, პრობლემური სესხების ზეგავლენა საკრედიტო პორთფელზე და ბალანსზე;

        4. ბანკის პოზიციის ხელშემწყობი განვითარებადი გეგმის ჩამოყალიბება.

  • წინასწარი მოსაზრებები
  •  ეტაპები და ნაბიჯები(ტიპიური / შესაძლებელი) ვალის გადახდის თვალსაზრისით;
  • ვალის გადახდის შესაძლო ეტაპები და მოსალოდნელი შედეგები;
  • ვალის დისკონტირება როგორც შესაბამისი ალტერნატივა;
  • ბანკის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება;
  • ქეისი
  • 5. სესხების რესტრუქტურიზაციის საფუძვლები

    სესხის რესტრუქტურიზაციის ფუნდამენტური კონცეფციები;

  • მიზნის შემუშავება;
  • უზრუნველყოფის ღირებულება და შესაძლო ლიკვიდაციის განხილვა;
  • გაკოტრების(დეფოლტის) საფუძვლების და შესაძლებლობების დადგენა;
  • პრობლემური სესხების მოგვარება ან / და რესტრუქტურიზაცია;
  • 6. პრობლემური სესხების ადმინისტრირება, პოლიტიკა და ამოღების პროცედურები;

  • კონფლიქტებისა და სტრესული სიტუაციების მართვის პრინციპები და მეთოდები;
  • კონფლიქტის დროს ქცევის 5 სტრატეგია (Thomas-Kilmann Conflict Mode Instrument;
  • საკრედიტო ადმინისტრირების გაძლიერება;
  • პრობლემური სესხების ამოღების იურიდიული და სამართლებრივი პროცედურები;
  • სასესხო პორტფელის მართვის პრობლემა სესხების ამოღების პროცესში;
  • ქეისის გარჩევა-„კარგი ბანკი“ და „ცუდი ბანკი“
  • ტრეინინგის შეჯამება
  • დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 5 99 10 32 44 ან 93 43 76

15.06.2016 19:40

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
NEW! საკრედიტო დაწესებულებებში საკრედიტო რისკის შეფასების და მართვის სასერთიფიკატო კურსი
19.07.2016 19:40
NEW! საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი
19.07.2016 19:40
NEW! ბანკირთა მომზადების საზაფხულო სასერთიფიკატო კურსი, პროფესიული სტაჟირებით
20.06.2016 19:19
NEW! ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი
17.06.2016 12:47
NEW! კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების სასერთიფიკატო კურსი
16.06.2016 19:40
NEW! სასესხებო ოპერაციები, პრობლემური სესხების მართვა და და ლიკვიდაცია
15.06.2016 19:40
NEW! საცალო დაკრედიტების ოფიცრის სასერთიფიკატო კურსი
14.06.2016 15:45
NEW! "პრობლემური სესხების დამუშავების თანამედროვე მეთოდები" სასერთიფიკატო კურსი;
14.06.2016 13:52
NEW! ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება
13.06.2016 16:48
NEWS! საბანკო ეთიკა, კომუნიკაციის როლი და გაყიდვების მენეჯმენტი
08.06.2016 14:38
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>