abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
NEW! ბანკირთა მომზადების საზაფხულო სასერთიფიკატო კურსი, პროფესიული სტაჟირებით

2017 წლის  ბანკირთა მომზადების სსაზაფხულო ასერთიფიკატო პროგრამა- წარმატებული კარიერისა და საბანკო დაწესებულებებში დასაქმების მსურველთათვის!.

2017 წლის განახლებული პროგრამა მულტიმოდალური(კომბინირებული) სწავლების მეთოდზეა აგებული და და მოიცავს საბანკო საქმის თეორიული საფუძვლების და პრაქტიკული საბანკო ოპერაციების და ბანკებში მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების კომბინირებულ სწავლებას, რაც უზრუნველყოფს მსმენელების დასაქმებას როგორც საოპერაციო მენეჯმენტში, ასევე გაყიდვების მენეჯერად და საკრედიტო ოფიცრად.

პროგრამის უნიკალურობა:

პროგრამა 2015 წელს დაიწყო და ჩვენი წარმატებული მსმენელების 92 % დღეს კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების თანამშრომელია!. 2014–2016 წლებში ბანკირთა მომზადების საზაფხულო პროგრამით 155 კურსდამთავრებულია დასაქმებული კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში: თი ბი სი ბანკში, საქართველოს ბანკში, ლიბერთი ბანკში, ბანკ რესპუბლიკაში, ფინკა ბანკში, ვი თი ბი ბანკში, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკში, ბაზის ბანკში, ხალიკ ბანკში, კრედო ბანკში,მიკროსაფინანსო ორგანოზაციებში- კრისტალი, Cred Ex-ი, ჯეო კაპიტალი, ალიანს ჯგუფი,ლიდერ კრედიტი, ვივუსი;. პროგრამის წარმატებულ ხასიათს განაპირობებს საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული ოპერაციების(საბანკო საოპერაციო პროგრამა - ALTA Software) კომბინირებული სწავლების ფორმატი.

2007 წლიდან მოყოლებული ჩვენს მიერ დასაქმებული პირების რაოდენობამ 1050 –ს გადააჭრბა.

2016 წელს 1000 -ე დასაქმებული მიმდინარე წლის მარტის ბოლოს გახდა ფერიდე როხვაძე, რომელიც საქართველოს ბანკში დაიწყო მუშაობა ბექ-ოფისის ოპერატორად, ხოლო 1025-ე დასაქმებული აგვისტოს ბოლოს გახდა ანა ღვინიაშვილი, რომელმაც წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო მოთხოვნები ლიბერთი ბანკში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, ხოლო 1035-ე ოქტომბრის დასაწყისში გახდა დათო კეკელიძე, რომელმაც მუშაობა დაიწყო თი ბი სი ბანკში საკრედიტო მენეჯერად, 1045 და გასული წლის საზაფხულო პროგრამის 65 –ე წარმატებული მსმნელი გახდა ფარსადან ადამია(პიპო ადამსკი) , რომელმაც მუშაობა დაიწო ერთ–ერთ წამყვან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვივუს–ში, საკრედიტო მენეჯერად, 1050–ე დასაქმებული გახდა გიორგი დავითაშვილი, რომელმაც მუშაობა დაიწყო უკრაინის სელჩოში ფინანსურ მენჯერად. დამატებითი ინფორმაცია ჩვენს დასაქმებულებზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ:

https://www.facebook.com/bec2007.page/?ref=aymt_homepage_panel

ახლა კი თქვენი ჯერია!

მსმენელთა აყვანა და სერთიფიცირება ხორციელდება ტესტირებების საფუძველზე, რაც ერთიორად ზრდის მასალის ათვისების ეფექტს, რადგან დღეს კომერციულ ბანკებში კადრების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ პრეტენდენდებს, ვინც საბანკო ოპერაციების ბაზისური მოთხოვნების და პრაქტიკული ოპერაციების (როგორც ნაღდი, ასევე, უნაღდო ანგარიშსწორების და პროდუქტების პოზიციონირების თვალსაზრისით) ცოდნა გააჩნია, რასაც ემატება მესამე კომპონენტი - მომხმარებლებთან სწორი კომუნიკაციის, საბანკო პროდუქტების შეთავაზების, კონსულტირებისა და გაყიდვების უნარების ფლობა.

მსმენელები საკუთარი ინიციატივების წარმოჩენის მიზნით, განახორციელებენ საბანკო პროდუქტების და კეისების პრეზენტაციებს, შეისწავლიან ფსიქოლოგიურ და მათემატიკურ სტრესს- ტესტებს, CV და სამოტივაციო წერილის შედგენას, რაც არის წინაპირობა გაიაროთ ბანკებში გასაუბრების საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ტესტირებები და დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში როგორც საოპერაციო, ასევე გაყიდვების კუთხით:

პროგრამა, სპეციალურად შემუშავდა საქართველოს ბანკების ასოციაციის მხარდაჭერით, რომლის წევრია საქართველოში მოქმედი ყველა 19 კომერციული ბანკი და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია "კრედო" და მიმართულია ბანკებში დასაქმების მსურველთა არჩევანის გაზრდისა და საბანკო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მიწოდების მიზნით. პროგრამა, სხვა სასწავლო ცენტრების მიერ შემოთავაზებული ტრენინგებისაგან იმით განსხვავდება, რომ როგორც თეორიული მოდულების, ასევე, პრაქტიკული საბანკო ოპერაციების სწავლებით მიმდინარეობს, ინტენსიური (ყოველდღიური) სწავლების რეჟიმში და შემოთავაზებულია იმ ძირითადი თემატიკის სახით, რაც საბანკო და სხვა საკრედიტო ინსტიტუტებში კადრების შერჩევისას პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს.

სტაჟირების პროცესში თქვენ შეძლებთ აითვისოთ ნებისმიერი სახის საბანკო ოპერაცია როგორც ანგარიშებიდან, ასევე, ანგარიშების გარეშე - ფულის ჩარიცხვა, გადარიცხვა, ვალუტის კონვერტაცია, ინკასაცია, მიმდინარე, საბარათე, სადეპოზიტო და საკრედიტო ანგარიშების გახსნა, დახურვა, გადარიცხვების წარმოება, მართვა და სხვა. საბანკო საოპერაციო პროგრამების (ბანკი 2000 ალტა) ბაზაზე, რომელსაც მოქმედი ბანკების უმრავლესობა იყენებს და მისი ცოდნა თეორიულ ნაწილთან ერთად თავსებადია ბანკებში ვაკანსიების სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, ბანკში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების სავალდებულო მოთხოვნებთან და ჩაითვლება უპირატესობად. შესაბამისად, პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებული მსმენელები დასაქმდებიან ბანკში.

საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების სრული კურსი:

პროგრამა რომელიც გრძელდება 3 კვირის განმავლობაში, მოიცავს საბანკო საქმის საფუძვლების და საბანკო ოპერაციების ბაზისური მოთხოვნების (თეორიული და ინსტრუქციების ნაწილი), პრაქტიკული საბანკო ოპერაციების (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების), საბანკო პროდუქტების, კომუნიკაბელობისა და პროდუქტების გაყიდვების სწავლებას, ყველა ძირითადი მიმართულების მიხედვით, რასაც ემატება კომერციულ ბანკებში ფინანსური ანგარიშგების და სავალუტო ოპერაციების ნაწილი:

1. საბანკო საქმის სპეციფიკის სწავლება- საბანკო საქმის ისტორია, საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების ლიცენზირებისა და რეგულირების მოთხოვნები, ეკონომიკის ზოგადი საფუძვლები, ფინანსური ანგარიშგება, საკრედიტო, საბარათე, სადეპოზიტო პროდუქტები, დისტანციური საბანკო მომსახურება, აქტიური და პასიური ოპერაციები;

2. ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულებებისათვის დადგენილ არსებულ ინსტრუქციებს - ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების, საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება - გამოცვლის წესები, საქართველოში უნაღდო ანგარიშწორების და საბანკო დაწესებულებების მიერ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ წესები;

3. კლიენტებთან სწორი საკომუნიკაციო ურთიერთობის წარმართვის მიზნით, მსმენელები შეისწავლიან კომუნიკაციის როლს და შიდა კომუნიკაციის განმსაზღვრელ ფაქტორებს, აგრეთვე მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზებას, პროდუქტების პოზიციონირებას და კონსულტირებას მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, მათ შორის სასესხებო პროდუქტებთან მიმართებაში საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებულ საკითხებს;

4. საკრედიტო მენეჯმენტის პრინციპების შესწავლა - სამომხმარებლო, იპოთეკური და ბიზნეს სესხების არსი და მახასიათებლები, კრედიტის გაცემის კრიტერიუმები და პროცედურები, სესხის ადმინისტრირება, სესხებზე პროცენტის დარიცხვის პრინციპები. დაკრედიტების ეტაპები, საკრედიტო რეიტინგების სისტემები, სესხების მონიტორინგი, პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაცია;

5. ტრენინგის მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან ფულის ვარგისიანობის, დაზიანებული ბანკნოტების ამოღების, ბანკნოტებისა და მონეტების ინკასირების და შეფუთვის წესებს, ეროვნული და უცხოური ვალუტების(ლარი, დოლარი, ევრო) დამცავი ნიშნების და ყალბი კუპიურების ძირითად მახასიათებლებს, და სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, დამატებით აიღებთ ნაღდ ფულთან(ლარი, აშშ დოლარი, ევრო) მუშაობის სერთიფიკატს, რაც ბანკებში მოლარე-ოპერატორის ვაკანსურ პოზიციებზე სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით ჩაითვლება უპირატესობად.

პროფესიული სტაჟირების პროგრამა "ჩვენ ბანკში ვმუშაობთ":

საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების (საბაზისო/სრული) კურსის გავლის შემდეგ, პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს, 2 კვირიანი პროფესიული სტაჟირების სახით, მსმენელები გაივლიან საქართველოს ბანკების ასოციაციაში, სპეციალურად შემუშავებული და საბანკო დაწესებულებებში აპრობირებული პროგრამით.

პროფესიული სტაჟირების აღნიშნული ფორმა, რომლის დასრულების შემდეგ გაიცემა სტაჟირების გავლის ორენოვანი სერთიფიკატი, თავისი ფორმატით გაცილებით ეფექტურია ზოგადი სტაჟირებისაგან, რადგან საბანკო ოპერაციების დეტალური სწავლებით მიმდინარეობს, მაშინ როდესაც სტაჟირების პრაქტიკა ბანკებში შეზღუდულ ხასიათს ატარებს და საოპერაციო ნაწილის ზოგად გაცნობას მოიცავს, რომლის დასრულების შემდეგ გაიცემა ცნობა და არა სერთიფიკატი. დღეს ბანკების დიდი ნაწილი არა სტაჟირებას, არამედ ღია ვაკანსიების პრინციპს ანიჭებს უპირატესობას, რადგან სტაჟირების თემატიკა კონკრეტული ბანკის სპეციფიკიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, განსხვავდება რა სხვა ბანკების მიერ კადრების შერჩევის კრიტერიუმებთან, ნაკლებ პრიორიტეტულია დასაქმების თვალსაზრისით. პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებული მსმენელები დასაქმდებიან ბანკში.

პროგრამის პრაქტიკული ნაწილი მიმდინარეობს პრინციპით - ჩვენ ბანკში ვმუშაობთ! რაც ითვალისწინებს დღეს მოქმედ კომერციულ ბანკებში მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების სწავლებას, საბანკო ოპერაციების შესწავლას და დოკუმენტირებას, პროგრამა მთლიანად აგებულია საბანკო დაწესებულებებში კადრების შერჩევის არსებული მოთხოვნების და სპეციფიკის შესაბამისად, რაც ბანკებში შესაბამისი ვაკანსიების კადრების შერჩევის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, ასევე, ჩაითვლება უპირატესობად საბანკო სფეროში გამოცდილების მოთხოვნების თვალსაზრისით. კერძოდ:

ა) ტრენინგის მონაწილეები ნაღდ და უნაღდო ანგარიშსწორებას განახორციელებენ საბანკო საოპერაციო პროგრამის - "ALTA software- 2000" ბაზაზე, რომელსაც მოქმედი ბანკების უმრავლესობა იყენებს და რაც ტრენინგის მონაწილეებს საშუალებას მისცემს:

  • შეასრულონ საკრედიტო დაწესებულებებში, სალარო ოპერაციები და დოკუმენტბრუნვა პრაქტიკული გატარებების მიხედვით, მათ შორის - სალაროს აღრიცხვიანობის, სალაროში ფულის შეტანა-გამოტანის, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის, სწრაფი ფულადი გზავნილების, აგრეთვე, სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა, საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების წარმოება.
  • შეასრულონ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების (საგადახდო დავალება, საინკასო დავალება, აკრედიტივები, ოპერაციები ჩეკებით) მიხედვით საბანკო ანგარიშების გახსნის, ცვლილებების შეტანის და დახურვის ოპერაციები, ანგარიშზე ჩარიცხული და ანგარიშიდან  ჩამოწერილი თანხების გატარებები, კომუნალური და სხვა გადარიცხვები.

ბ) მსმენელები შეისწავლიან ფინანსური მათემატიკის საფუძვლებს და ანგარიშგების პრინციპებს, მარტივი და რთული პროცენტის დაანგარიშების პრინციპებს და ანუიტეტის გამოთვლას,
გ) მსმენელები საკუთარი ინიციატივების წარმოჩენის მიზნით, განახორციელებენ საბანკო პროდუქტების და კეისების პრეზენტაციებს,
დ) მათემატიკურ და უნარების ტესტებთან ერთად, პროგრამაში სპეციალურად ცალკეა დამატებული ფსიქოლოგიური სტრესს ტესტები, რადგან ფსიქოლოგიური სტრესებისადმი მდგრადობა  ითვლება საბანკო კადრების შერჩევის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად.

პროგრამის საფასური:

1. საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების საბაზისო კურსის ღირებულებაა 300 ლარი (სტაჟირება უფასოა). სწავლის საფასურის დაფარვა შესაძლებელია როგორც ერთიანად, ასევე ნაწილ-ნაწილ. პირველადი შესატანი თანხა შეადგენს მინიმუმ 100 ლარს; სწავლების საფასური მოიცავს:  სწავლების საფასურს, სასწავლო ლიტერატურას და სერთიფიკატებს;

სერთიფიცირება: ერთი ტრენინგის ღირებულების ფარგლებში თქვენ აიღებთ:

1. საბანკო საქმის ინტენსიური კურსის ორენოვან სერთიფიკატს;
2. საბანკო ასოციაციაში სტაჟირების გავლის სერთიფიკატს, ნაღდ ფულთან მუსაობის სერთიფიკატთან ერთად.
3. ასოციაციის წევრ ბანკებსა და საკრედიტო ორგანიზაციებში წარსადგენ სარეკომენდაციო წერილს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების კურსი - 15 დღე, დღეში 2 საათი, სულ 30 სთ + ფულის დამცავი ნიშნების სწავლება - 2 დღე, 4 საათი, + სტაჟირება ორი კვირა.

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, თქვენ გეძლევათ ფართო არჩევანი, დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში, როგორც საოპერაციო, ასევე, გაყიდვების და საკრედიტო ოპერაციების კუთხით, შემდეგ პოზიციებზე:

  • მოლარე; 
  •  მოლარე-ოპერატორი;
  • ანგარიშების მართვის მენეჯერი;
  • განვადების მენეჯერი;
  • საცალო გაყიდვების მენეჯერი;
  • საკრედიტო ექსპერტი/თანაშემწე;
  • სესხის ადმინისტრატორი;
  • მონიტორინგის ოფიცერი;
  • პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი;
  • კლიენტთა მომსახურების ოფიცერი;
  • საინფორმაციო ოფიცერი.
  • ქოლ ცენტრის ოპერატორი.
  • გადახდის აპარატების სატელეფონო ოპერატორი.

ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და გათვლილია 3-5 მსმენელზე.

მოქნილი სწავლების დრო: სწავლება მიმდინარეობს კვირაში 3 ჯერ, დღეში 2 აკადემიური საათი  შაბათ-კვირის გარდა.  დილით - 11:00, და საღამოს - 19:00 საათი;

რეგისტრაციისათვის CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ელ-ფოსტით:  bec_trening@yahoo.com და "subject"-ში მიუთითოთ - "ბანკირთა მომზადების მულტიმოდალური სასერთიფიკატო პროგრამა, პროფესიული სტაჟირებით!"

პროგრამის ხელმძღვანელი:

საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების   პროგრამა მიმდინარეობს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის  მასტერკლასების სახით, თეორიული და პრაქტიკული მოდულების სწავლებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბანკო ოპერაციების წარმოების შესაბამისი ინსტრუქციების ბაზაზე.

გიორგი ცუცქირიძე 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. იგი ასწავლის გროგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საბანკო მენეჯმენტს, წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმესა და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში. არის საბანკო მომსახურების ბაზრის რამდენიმე კვლევის ავტორი, 1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი;

ტრენინგს, მისი ცალკეული მოდულების მიხედვით, ასევე, უძღვებიან ასოციაციის წევრი ბანკების წამყვანი ბანკირები.

1. საბანკო საქმის საფუძვლები

1.1. თეორიული ნაწილი:

  • საბანკო საქმის ისტორია, საბანკო გარიგებებში პროფესიული ეთიკის განვითარების მიზეზები და სამართლებრივი საკითხები;
  • ეკონომიკაზე ძირითადი წარმოდგენის ჩამოყალიბება (როგორც მიკრო, ასევე მაკრო დონეზე)
  • საქართველოს საბანკო სისტემა და მოქმედი საბანკო კანონმდებლობა;
  • ცენტრალური ბანკების ფუნქციები და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართულებები;
  • საბანკო საქმიანობის ლიცენზირების პირობები და სტრუქტურა;
  • საბანკო მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები;
  • ბანკის საკომუნიკაციო პოლიტიკა და რეკლამა;
  • მომხმარებლის ქცევა და კლიენტების ერთგულების პირობები საბანკო საქმეში
  • საბანკო პროდუქტების და მომსახურების დისტრიბუციის ქსელი
  • ბანკის საფასო სტრატეგიის განსაზღვრა;
  • საბანკო პროდუქტების გაყიდვა და მომსახურება;
  • საცალო საბანკო საქმიანობის განმასხვავებელი თვისებები ;
  • ნაღდ ფულთან და ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციები;
  • შიდასაბანკო, ბანკთაშორისი ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების სისტემები;
  • უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები და დოკუმენტური ოპერაციები ბანკებში;
  • საბანკო ანგარიშების სახეები და მათი გახსნის თავისებურებანი;
  • საბანკო დეპოზიტები,
  • საკრედიტო პოლიტიკა, კრედიტების გაცემის ორგანიზება;
  • საკრედიტო ბარათები; სამომხმარებლო საქონლის განვადება; ავტო და იპოთეკური განვადება;
  • უზრუნველყოფის შეფასების კრიტერიუმები;
  • სავალუტოოპრაციები და ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენა;
  • საოპერაციო, საპროცენტო და საბაზრო რისკები;
  • ფინანსური ანგარიშგება, წმინდა საპროცენტო მარჟა;
  • საბალანსო უწყისის, მოგება-ზარალის უწყისის და ფულადი ნაკადების შეფასება;

1.2. პრაქტიკული საბანკო ოპერაციები(ბანკის საოპერაციო დღე ALTA Software-ს პროგრამულ ბაზაზე);

  • ბანკის კლიენტების (ფიზიკური და იურიდიული პირები) დამატება;
  • ბანკის არაკლიენტთა ცნობარში მონაცემების დამატება და მისი მნიშვნელობა;
  • საბანკო ანგარიშების სახეები და მათი გახსნის პირობები;
  • ანგარიშზე ჩარიცხული და ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების გატარებები;
  • საანაბრე ანგარიშები სახეები, საანაბრე პროდუქტის შექმნა;
  • სალაროს ოპერაციები: შემოსავლის და გასავლის ორდერები; მემორიალური ორდერები;
  • ვალუტის ყიდვა-გაყიდვა; კონვერტაციები სალაროში;
  • საგადახდო დავალება;
  • საჩეკო ოპერაციები, მათი გატარება და საჩეკო წიგნაკების გამოწერა;
  • პლასტიკური ბარათების სახეები და მათი დამატების წესები:

1.3. საბანკო დაწესებულებებში კომუნიკაციის და ტესტირების პრინციპები;

  • კონკურენცია და კონფლიქტები, კომუნიკაციის პრობლემა გუნდში;
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;
  • სტიმულირებისა და კომუნიკაციის მიქსი ბანკებში
  • გასაუბრების პრინციპები; უნარ-ჩვევების ფსიქოლოგიური ტესტები;
  • კომუნიკაბელობის, გადაწყვეტილების მიღების და ახალი ინიციატივების წარმოჩენის ფსიქო-ტესტები;
  • რეზიუმეების (CV) შედგენა; მოტივაციის წერილის შედგენა, ქეისები.

1.4. სალაროს(ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების) მენეჯმენტი

  • ფულადი ნიშნების ვარგისიანობის განსაზღვრა;
  • ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების შესწავლა
  • ბანკნოტებისა და მონეტების ფორმირებისა და შეფუთვის წესები
  • ნაღდი ფულადი ოპერაციებისათვის საჭირო ბეჭდები, შტამპები და დასალუქი საშუალებები
  • დღის განმავლობაში შესრულებული ოპერაციების აღრიცხვა, საბუთების დამუშავება
  • სესხის გაფორმების პროცედურა;
  • სესხის ხელშეკრულება; სასესხო პროდუქტების შექმნა;
  • სესხის ადმინისტრირება;
  • ფინანსური დოკუმენტაციის მართვა;
  • სასესხებო პორთფელთან და საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციები;

ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე: თბილისი, ტ. შევჩენკოს ქ. 5 (ამოსასვლელი რუსთაველის გამზირიდან, ლესია უკრაინკას ქუჩიდან, პირველი სკოლის უკანა მხარე).

საკონტაქტო ინფორმაცია:  599 103244 ან 2 93 43 76.

20.06.2016 19:19

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
NEW! საკრედიტო დაწესებულებებში საკრედიტო რისკის შეფასების და მართვის სასერთიფიკატო კურსი
19.07.2016 19:40
NEW! საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი
19.07.2016 19:40
NEW! ბანკირთა მომზადების საზაფხულო სასერთიფიკატო კურსი, პროფესიული სტაჟირებით
20.06.2016 19:19
NEW! ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი
17.06.2016 12:47
NEW! კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების სასერთიფიკატო კურსი
16.06.2016 19:40
NEW! სასესხებო ოპერაციები, პრობლემური სესხების მართვა და და ლიკვიდაცია
15.06.2016 19:40
NEW! საცალო დაკრედიტების ოფიცრის სასერთიფიკატო კურსი
14.06.2016 15:45
NEW! "პრობლემური სესხების დამუშავების თანამედროვე მეთოდები" სასერთიფიკატო კურსი;
14.06.2016 13:52
NEW! ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება
13.06.2016 16:48
NEWS! საბანკო ეთიკა, კომუნიკაციის როლი და გაყიდვების მენეჯმენტი
08.06.2016 14:38
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
“ზრდადი მომავლის ანაბარი” -დაგროვებისა და გარანტირებული სესხის მიღების საუკეთესო საშუალება
25.09.2009 21:30

22 სექტემბერს, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც “ბაზისბანკის” ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული პროდუქტის პრეზენტაცია შედგა.

ბაზისბანკი მომხმარებელს ახალ პლასტიკურ ბარათს – "Discovery Card"-ს სთავაზობს
17.08.2009 11:50

 “Discovery Card”-ი არის სადებეტო, ვიზა კლასიკის ტიპის ჩიპური ბარათი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისთვის

პროკრედიტ ბანკი საქართველოში რიგით 59-ე ფილიალს ხსნის
10.08.2009 15:44

პროკრედიტ ბანკი განაგრძობს ფილიალების ქსელის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაფართოებას.

ახალი სერვისი TBC PAY-ს ტერმინალებში
10.08.2009 15:41

კომპანია TBC PAY-ს სწრაფი გადახდის ტერმინალები თავის მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალი ტიპის მომსახურებას.

"ბაზისბანკი" ბათუმის ბულვარში აქციას იწყებს
28.07.2009 16:05

 "ბაზისბანკი" 1 აგვისტოდან ბათუმის ზღვისპირა ბულვარში აქტიურ პრომო-აქციას იწყებს

"საქართველოს ბანკმა "ევრომანის" ჯილდო მიიღო
20.07.2009 17:36

"საქართველოს ბანკმა" ნომინაციაში "2009 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში" "ევრომანის" ჯილდო მიიღო

აქცია პლასტიკურ ბარათებზე 1 ოქტომბრამდე!
13.07.2009 12:38

ბანკი ქართუ გთავაზობთ ახალ პლასტიკურ ბარათებს მოქნილი პირობებით.

სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტის” ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება.
06.07.2009 15:57

30 ივნისიდან სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტის” ფარგლებში განაცხადის მიღებას იწყებს.

ბანკმა “რესპუბლიკამ” აღმოსავლეთ საქართველოში, ახალი ფილიალი გახსნა
06.07.2009 15:23

27 ივნისს ბანკმა "რესპუბლიკამ” ახალი ფილიალი აღმოსავლეთ საქართველოს ერთერთ ლამაზ ქალაქში – ყვარელში – გახსნა

"სახალხო ბანკმა" ბაზარზე ახალი პროდუქტი - "სოციალური ანაბარი" დანერგა
02.07.2009 13:18

აღნიშნული ანაბარი ბაზარზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა, რომელიც წლიურ 16 %-ს შეადგენს.

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>