abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
NEW! ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი
   სასერთიფიკატო პროგრამა სპეციალური შეთავაზებით:
წარმატებული კარიერისა და დასაქმების ხელშესაწყობად!
 

2017 წლის განახლებულ პროგრამა - აიღე 2 სერთიფიკატი ერთი ტრენინგის ფარგლებში!

საბანკო სწავლების ცენტრი, როგორც სპეციალიზირებული საბანკო ტრენინგ ცენტრი, წლის დასაწყისში ბანკებში ვაკანსიების ზრდასთან ერთად, საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გთავაზოთ 3 კვირიან უნივერსალური მოლარე-ოპერატორის ინტენსიურ კურსს, სპეციალური შეთავაზებით - ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის სერთიფიკატთან ერთად, ტრენინგის ღირებულების ფარგლებში, დამატებით აიღებთ ნაღდ ფულთან მუშაობის სერთიფიკატს(ეროვნული და უცხოური ვალუტების - ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ბრიტანული ფუნტი, თურქული ლირა, აზერბაუჯანული მანათი დამცავი ნიშნების სწავლებით).

პროგრამის უნიკალურობა: უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი, რომელიც ყოველდღიური სწავლებით მიმდინარეობს, წარმოადგენს ცენტრის მოკლევადიან პილოტურ პროგრამას, რომლის მიზანია მოკლევადიან პერიოდში მსმენელთა მომზადება კომერციულ ბანკებში მოლარე-ოპერატორის და გაყიდვების მენეჯერის ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად. პროგრამა გრძელდება 3 კვირის განმავლობაში, თეორიული და საოპერაციო ნაწილის სწავლებით.

პროგრამა სპეციალურად შემუშავდა საქართველოს ბანკების ასოციაციაცის მხარდაჭერით, რომლის წევრია საქართველოში მოქმედი ყველა 19 კომერციული ბანკი და მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კრედო ბანკებში დასაქმების მსურველთა არჩევანის გაზრდისა და საბანკო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მიწოდების მიზნით, რადგან დღეს კომერციულ ბანკებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნა უნივერსალური მომსახურების მოლარე-ოპერატორების პოზიციებზე. შესაბამისად, კადრების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ პრეტენდენდეპს, ვინც საბანკო ოპერაციების ბაზისური მოთხოვნების(საბანკო ოპერაციების თეორიული ნაწილის და ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის დადგენილი ინსტრუქციების), და პრაქტიკული ოპერაციების(როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორების თვალსაზრისით) ცოდნა გააჩნია, რასაც ემატება მესამე კომპონენტი - მარკეტინგის ნაწილი-მომხმარებლებთან სწორი კომუნიკაციის, საბანკო პროდუქტების შეთავაზების, კონსულტირების და გაყიდვების, დროის სწორად მართვის უნარების ფლობა.

მსმენელები საკუთარი ინიციატივების წარმოჩენის მიზნით, განახორციელებენ საბანკო პროდუქტების და კეისების პრეზენტაციებს, შეისწავლიან ფსიქოლოგიურ და მათემატიკურ სტრესს- ტესტებს, CV და სამოტივაციო წერილის შედგენას, რაც არის წინაპირობა გაიაროთ ბანკებში გასაუბრების საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ტესტირებები და დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში როგორც საოპერაციო, ასევე გაყიდვების კუთხით:

1. ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულებებისათვის დადგენილ არსებულ ინსტრუქციებს - ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების, საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება - გამოცვლის წესები, საქართველოში უნაღდო ანგარიშწორების და საბანკო დაწესებულებების მიერ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ წესები;

2. ტრენინგის მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან ფულის ვარგისიანობის, დაზიანებული ბანკნოტების ამოღების, ბანკნოტებისა და მონეტების ინკასირების და შეფუთვის წესებს, ეროვნული და უცხოური ვალუტების დამცავი ნიშნების და ყალბი კუპიურების ძირითად მახასიათებლებს, და სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, დამატებით აიღებთ ნაღდ ფულთან(6 ვალუტის მიხედვით) მუშაობის სერთიფიკატს, რაც ბანკებში მოლარე-ოპერატორის ვაკანსურ პოზიციებზე სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით ასევე ჩაითვლება უპირატესობად.

3. კლიენტებთან სწორი საკომუნიკაციო ურთიერთობის წარმართვის მიზნით, მსმენელები შეისწავლიან კომუნიკაციის როლს და შიდა კომუნიკაციის განმსაზღვრელ ფაქტორებს, აგრეთვე მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზებას, პროდუქტების პოზიციონირებას და კონსულტირებას მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, მათ შორის სასესხებო პროდუქტებთან მიმართებაში საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებულ საკითხებს.

4. პროგრამის პრაქტიკული ნაწილი>

ტრენინგის მონაწილეები ნაღდ და უნაღდო ანგარიშწორებას განახორციელებენ საბანკო საოპერაციო პროგრამის - ALTA software - 2000 ბაზაზე, რომელსაც მოქმედი ბანკების უმრავლესობა იყენებს და რაც ტრენინგის მონაწილეებს საშუალებას მისცემს:

- შეასრულონ საკრედიტო დაწესებულებებში, სალარო ოპერაციები და დოკუმენტბრუნვა პრაქტიკული გატარებების მიხედვით, მათ შორის - სალაროს აღრიცხვიანობის, სალაროში ფულის შეტანა-გამოტანის, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის, სწრაფი ფულადი გზავნილების, აგრეთვე სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა, საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციების წარმოება.

- შესარულონ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების(საგადახდო დავალება, საინკასო დავალება, აკრედიტივები, ოპერაციები ჩეკებით) მიხედვით საბანკო ანგარიშების გახსნის, ცვლილებების შეტანის და დახურვის ოპერაციები, ანგარიშზე ჩარიცხული და ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების გატარებები, კომუნალური და სხვა გადარიცხვები;

მონაწილეები: ტრენინგი განკუთვნილია როგორც ეკონომიკური, ასევე არაეკონომიკური განათლების მქონე პირებისათვის(სტუდენტები, მაგისტრანტები), აგრეთვე საფინანსო ინსტიტუტების(საკრედიტო კავშირები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც ჩართული არიან სალაროს ოპერაციებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სპეციალიზაცია შეზღუდული არ არის);
  • კომუნიკაციის უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენის და კრეატიულობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფსიქოლოგიურ სტრესებთან შეგუების უნარი;

ტრენინგის წამყვანი: ტრენინგს უძღვებიან მაღალკვალიფიციური ტრეინერები და ბანკირები;

სერთიფიცირების ფორმა: მსმენელები სპეციალური შეთავაზების ფარგლებში აიღებენ:

  1. უნივერსალური მოლარე-ოპერატორის ორენოვან სერთიფიკატს
  2. ნაღდ ფულთან მუშაობის სერთიფიკატს;
  3. სარეკომენდაციო წერილებს ასოციაციის წევრ ბანკებში და საკრედიტო ორგანიზაციებში წარსადგენად;

ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და გათვლილია 3-5 მსმენელზე

ხანგრძლივობა: 3 კვირა მოლარე-ოპერატორის კურსი(დღეში 2 აკადემიური საათი) , სულ 24 საათი;

სწავლების დრო: სწავლება მიმდინარეობს დილის და საღამოს საათებში;

სწავლების საფასური: კურსის ღირებულებაა - 175 ლარი(ინდივიდუალური სწავლებისას-200 ლარი); საფასური მოიცავს: სწავლების საფასურს, სასწავლო ლიტერატურას და 2 სერტიფიკატს;

რეგისტრაციისათვის CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ელ-ფოსტით: bec_trening@yahoo.com და “subject”-ში მიუთითოთ ”საბანკო უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი”

დამატებითი ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ბმულიდან: https://www.facebook.com/საბანკო-სწავლების-ცენტრი-628828530526906/?ref=aymt_homepage_panel

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 10 32 44 ;

ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე: თბილისი, ტ. შევჩენკოს ქ.#5(ამოსასვლილი რუსთაველის გამზირი, ლესია უკრაინკას ქუჩიდან, პირველივე შემოსახვევი მარჯვნივ)

17.06.2016 12:47

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
NEW! საკრედიტო დაწესებულებებში საკრედიტო რისკის შეფასების და მართვის სასერთიფიკატო კურსი
19.07.2016 19:40
NEW! საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი
19.07.2016 19:40
NEW! ბანკირთა მომზადების საზაფხულო სასერთიფიკატო კურსი, პროფესიული სტაჟირებით
20.06.2016 19:19
NEW! ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი
17.06.2016 12:47
NEW! კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების სასერთიფიკატო კურსი
16.06.2016 19:40
NEW! სასესხებო ოპერაციები, პრობლემური სესხების მართვა და და ლიკვიდაცია
15.06.2016 19:40
NEW! საცალო დაკრედიტების ოფიცრის სასერთიფიკატო კურსი
14.06.2016 15:45
NEW! "პრობლემური სესხების დამუშავების თანამედროვე მეთოდები" სასერთიფიკატო კურსი;
14.06.2016 13:52
NEW! ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება
13.06.2016 16:48
NEWS! საბანკო ეთიკა, კომუნიკაციის როლი და გაყიდვების მენეჯმენტი
08.06.2016 14:38
User
Password
   
 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>