abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
NEW! ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება
2017 წლის განახლებული სასერთიფიკატო პროგრამა სპეციალური შეთავაზებით:
წარმატებული კარიერისა და დასაქმების ხელშესაწყობად!
 

2017 წლის განახლებული პროგრამა - ფულის დამცავი ნიშნების სწავლება - 1, 3 და 6 ვალუტიანი კალათის მიხედვით. განახლებული პროგრამა ითვალისწინებს, როგორც ფულის დამცავი ნიშნების თეორიული ნაწილის და მათი დამზადების ტექნოლოგიური მხარის სწავლებას, ასევე გაყალბების თავისებურებებს და იმ მახასიათებელ ელემენტებს, რომლის გაყალბებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. კურსი ითვალისწინებს 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ახალი ბანკნოტების სწავლებას, რომლებიც მიმოქცევაში 2016 წლიდან გამოვიდა, ძველი სერიის ნომინალებთან ერთად და ევროს ახალინ ბანკნოტების 5,10,20 ევროს ნომინალების შესწავლას, ძველი სერიის ნომინალების ბანკნოტებთან ერთად. სულ სწავლება 12 ვალუტიანი კალათისაგან შედგება(ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ბრიტანული ფუნტი სტერლინგი, შვეიცარული ფრანკი, კანადური დოლარი, თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათი, სომხური დრამი, უკრაინული გრივნა, ჩინური იუნი, იაპონური იენი)

3 ვალუტიანი კალათა მოიცავს სწავლებას 3 ვალუტის მიხედვით (ლარი, აშშ დოლარი, ევრო) ან ნებისმიერი სხვა ვალუტების კომბინაციის მიხედვით,

6 ვალუტიანი კალათა მოიცავს სწავლებას 6 ვალუტის მიხედვით (ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ბრიტანული ფუნტი სტერლინგი, თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათი) ან ნებისმიერი სხვა ვალუტების კომბინაციის მიხედვით; რასაც სპეციალური შეთავაზების სახით ემატება ორგანიზაციის მიერ არჩეული ვალუტა. სწავლებაში ასევე ჩართულია პლასტიკური ბარათების და სასაბუთე დოკუმენტების(პირადობის მოწმობა, მოქალაქის საზღვრაგარეთის პასპორტი) დამცავი ნიშნების სწავლებაც.

ფულის დამცავი ნიშნების სწავლების განახლებული სასერთიფიკატო პროგრამა ხორციელდება ”საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის” და საქართველოს ბანკების ასოციაციის ერთობლივი თხოვნით და მხარდაჭერით.

ტრენინგი ითვალისწინებს ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების შესწავლას; ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა თანამედროვე ფულის კუპიურების საბანკო არხებში მიმოქცევის თვლსაზრისით არის ყალბი ფულის ცნობადობა და მისი დაცვა გაყალბებისაგან. მაღალი ხარისხის ასლის გადამღები თანამედროვე ტექნიკის გამოშვებასთან ერთად, კატასტროფულად იმატა ყალბი ფულის მიმოქცევამ მთელ მსოფლიოში და დღეისათვის მიაღწია კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის მასას, რაც კი აქამდე ყოფილა მიმოქცევაში.

პროგრამა 2012 წლის აგვისტოში დაიწყო და უკვე გადამზადდა კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების , საქართველოს ფოსტის 800 -ზე მეტი მოლარე-ოპერატორი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში(საქართველოს ბანკი, კორ სტანდარტ ბანკი, პროკრედიტ ბანკი, პრივატ ბანკი, ბაზის ბანკი, ლიბერთი ბანკი,თი ბი სი ბანკი, ფინკა ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები - კრისტალი, ლაზიკა კაპიტალი, ინტელ ექსპრესი, კრედიტსერვისი, გირო კრედიტი).

ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მიზანია ყალბი ფულის საბანკო სექტორში შემოდინების პრევენცია და საოპერაციო რისკების შემცირება საკრედიტო დაწესებულებებში. დღეს ქვეყნები უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, ცდილობენ დანერგონ ახალი ტექნოლოგიები ეროვნული ნაღდი ვალუტის დაცვის ნიშნების გასაუმჯობესებლად ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მოახდინონ პრევენცია, მათ შორის საკრედიტო და სხვა დაწესებულებების იმ თანამშრომლების პერიოდული გადამზადებით, ვისაც შეხება აქვს სალაროს ოპერაციებთან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რომელიც დგას შიდა სავალუტო ბაზრის დაცვისა და უსაფრხოების თვალსაზრისით ჩვენს წინაშეც.

მონაწილეები: ტრენინგი განკუთვნილია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, აგრეთვე დაინტერესებული ორგანიზაციის იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც ჩართული არიან სალაროს ოპერაციებში;

სერთიფიცირების ფორმა: მსმენელები ტრენინგის დამთავრების შემდეგ გაივლიან ტესტირებას, რის მიხედვითაც გაიცემა ნაღდ ფულთან მუშაობის ორენოვანი სერთიფიკატი;

სარგებელი: ამ კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების შესწავლას, შემცირდება რისკები და შესაბამისად მატერიალური დანახარჯებით გამოწვეული ზარალი იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც ჩართული არიან სალაროს ოპერაციებში.

სწავლების დრო: სწავლება მიმდინარეობს შაბათ-კვირას, ან სამუშაო დღეებში წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით, დილის და საღამოს საათებში

პროგრამის წამყვანები:

პროგრამა შემუშავებულია საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის მიერ და ეფუძნებს ფულის დამცავი ნიშნების დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიების და ტენდენციების, ასევე შესაძლო გაყალბებების ტექნოლოგიების სწავლებას. გიორგი ცუცქირიძე 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. კითხულობს ლექციების ციკლს საბანკო საკრედიტო და რისკ მენეჯმენტში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში. არის საბანკო მომსახურების ბაზრის რამდენიმე კვლევის ავტორი, 1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი;

ერთ დღიანი ტრენინგები

ლარის დამცავი ნიშნების სწავლება

ლარის დამცავი ნიშნების სწავლების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ლარი წარმოადგენს ქვეყანაში ერთადერთ ოფიციალურ საგადახდო ვალუტას და შესაბამისად, სალარე ოპერაციების წარმოება უხდებათ არა მხოლოდ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არამედ სავალუტო ჯიხურებს, ლომბარდებს და ყველა იმ ორგანიზაციას სადაც ფუნქციონირებს სალარო, მათ შორის სავაჭრო ობიექტებს(მაღაზიებს, სუპერ და ჰიპერმარკეტების ქსელებს)

ლარის დამცავი ნიშნების შესწავლისას ტრენინგი ორ ფაზად იქნება დაყოფილი: ბანკნოტების და კუპიურების ნომინალების სწავლება.

ტრენინგი მიმდინარეობს 2 დღის განმავლობაში, დღეში 3 საათი, სულ 6 საათი. თბილისში და რეგიონებში ორგანიზაციებისათვის ტარდება 1 დღის განმავლობში, დღეში 6 საათი, საათობრივი დატვირთვა 6 საათი. ტრენინგები ორგანიზაციებისათვის ძირითადად შაბათ-კვირას ტარდება. ტესტირება ჩატარდება დღის ბოლო სესიის დროს, მიწოდებული მასალის გააზრებისა და უკეთ დამუშავების მიზნით..

სწავლების ტარიფები და გრაფიკი:

ტრენინგის საფასური ერთ მსმენელზე შეადგენს 50 ლარს, ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა განისაზღვრება 5–12 მსმენელით; ინდივიდუალური სწავლებისას - 75 ლარი, ხოლო კონკრეტული საკრედიტო ორგანიზაციისათვის ტრენინგის ღირებულება ერთ მსმენელზე მთლიანი ჯგუფებისათვის(20 მსმენელი და მეტი) რეგიონებში სტანდარტულად შეადგენს 40 ლარს, ხოლო თბილისში-30 ლარს, ღირებულობა მოიცავს როგორც მგზავრობის(რეგიონებში), ასევე სერთიფიკატების და მასალების ხარჯებს.

ტრენინგის დასაწყისი: რეგიონებში 10:00-საათიდან 17:00 საათამდე, რეგიონებში - 11:00- 18:00 საათამდე;

ტრენინგის განრიგი და გეგმა(ორგანიზაციებისათვის):

1 სესია: 10:00-12:00:

  • ფულის დამცავი ნიშნები და ლარის ბეჭდვის თანამედროვე მიმართულებები;
  • შესვენება: 12:00-12:30;

2 სესია: 12:30-14:30

  •   ლარის ბანკნოტების დამცავი ნიშნების შესწავლა;
  • შესვენება: 14:30-15:00.

3 სესია: 15:00-17:00

  • ლარის მონეტების დამცავი ნიშნების შესწავლა;
  • პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება;

მეორე დღე, მე-4 სესია : 11:00-14:15;

  • განვლილი მასალის განხილვა და ტესტირება ;
  • რუსული რუბლის ტრენინგი

    რუსული რუბლის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მიმოქცევაშია როგორც 1997 წელს გამოსული ბანკნოტები, ასევე ამ ბანკნოტების 2001, 2004 2010 წლების მოდიფიკაციები, რასაც სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ემატება 100 რუბლის ახალი ვერსია, რომელიც 2014 წლიდან იქნება მიმოქცევაში.

    რუსული რუბლის დამცავი ნიშნების შესწავლისას ტრენინგი ორ ფაზად იქნება დაყოფილი: ძველი და ახალი ბანკნოტების ნომინალების სწავლება.

    ტრენინგი მიმდინარეობს 2 დღის განმავლობაში, დღეში 3 საათი, სულ 6 საათი. საკრედიტო ორგანიზაციებისათვის თბილისში და რეგიონებში სწავლება ტარდება 1 დღის განმავლობში დღეში 6 საათი, საათობრივი დატვირთვა - 6 საათი. ტრენინგები ძირითადად შაბათ-კვირას ტარდება. ტესტირება ჩატარდება დღის ბოლო სესიის დროს, მიწოდებული მასალის გააზრებისა და უკეთ დამუშავების მიზნით.

    სწავლების ტარიფები და გრაფიკი:

    ტრენინგის საფასური ერთ მსმენელზე შეადგენს 50 ლარს, 5–12 მსმენელიანი ჯგუფებისათვის, ინდივიდუალური სწავლებისას -75 ლარს, ხოლო კონკრეტული საკრედიტო ორგანიზაციისათვის ტრენინგის ღირებულება ერთ მსმენელზე მთლიანი ჯგუფებისათვის(20 მსმენელი და მეტი) რეგიონებში სტანდარტულად შეადგენს 40 ლარს, ხოლო თბილისში- 30 ლარს, ღირებულობა მოიცავს როგორც მგზავრობის(რეგიონებში), ასევე სერთიფიკატების და მასალების ხარჯებს.

    ტრენინგის დასაწყისი: თბილისში 10:00-საათიდან 17:00 საათამდე, რეგიონებში - 11:00- 18:00 საათამდე;

    ტრენინგის განრიგი და გეგმა(ორგანიზაციებისათვის):

    1 სესია: 10:00-12:00:

    • ფულის დამცავი ნიშნები და თანამედროვე მიმართულებები;
    • შესვენება: 12:00-12:30;

    მე-2 სესია: 12:30-14:30

    •  რუსული რუბლის(1997 წლის და 2001 წლის ნომინალები) დამცავი ნიშნების შესწავლა;
    • შესვენება: 14:30-15:00.

    მე-3 სესია: 15:00-17:00

    • რუსული რუბლის( 2004, 2010 , 2014 წლის ნომინალები) დამცავი ნიშნების შესწავლა;
    • შესვენება: 17:00-17:30

    მეორე დღე ,მე-4 სესია: 11:00-15:30;

    • პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება;
    • შესვენება: 13:00-13:30;

    მე-5 სესია: განვლილი მასალის განხილვა და ტესტირება : 13:30-15:30

    ტრენინგი 3 ვალუტიანი კალათისათვის(ლარი, აშშ დოლარი, ევრო)ტრენინგი

    3 ვალუტიანი კალათის ტრენინგის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ დღეს მიმოქცევაში ლართან ერთად წამყვანი ვალუტებია აშშ დოლარი და ევრო.

    ტრენინგი მიმდინარეობს 1 ან 2 დღის განმავლობაში, სულ 8–12 საათი. თბილისში და რეგიონებში ორგანიზაციებისათვის სწავლება ტარდება 3 სესიად დღეში, თითოეული სესია 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, სულ 4–6 სესია. ტრენინგები ძირითადად შაბათ-კვირას ტარდება. ტესტირება ჩატარდება დღის ბოლო სესიის დროს.1 დღიანი ტრეინგისათვის ტესტირება ჩატარდება დღის ბოლო სესიის დროს, ხოლო 2 დღიანი ტრეინინგისათვის ტარდება ორჯერადი ტესტირება, ტესტირება ტარდება თავიდანვე მსმენელთა საერთო დონის შესამოწმებლად და მეორე დღეს მიწოდებული მასალის გააზრებისა და უკეთ დამუშავების მიზნით

    სწავლების ტარიფები და გრაფიკი:

    ტრენინგის საფასური 2 დღიანი ტრეინინგის შემთხვევაში ერთ მსმენელზე შეადგენს 75 ლარს, 5–8 მსმნენელიანი ჯგუფებისათვის, ინდივიდუალური სწავლებისას - 100 ლარს, ხოლო კონკრეტული საკრედიტო ორგანიზაციისათვის ტრენინგის ღირებულება ერთ მსმენელზე მთლიანი ჯგუფებისათვის(20 მსმენელი და მეტი), თბილისში- 60 ლარს, ხოლო რეგიონებში -70 ლარი, ღირებულობა მოიცავს როგორც მგზავრობის(რეგიონებში), ასევე სერთიფიკატების და მასალების ხარჯებს(1 დღიანი ტრეინინგის ფასი ერთ მსმენელზე არის 20 %–ით ნაკლები);

    ტრენინგის დასაწყისი: 10:00-საათიდან 17:00 საათამდე, რეგიონებში - 11:00- 18:00 საათამდე;

    ტრენინგის განრიგი და გეგმა(ორგანიზაციებისათვის):

    1 სესია: 10:00-12:00:

    • ფულის დამცავი ნიშნები და ბეჭდვის თანამედროვე მიმართულებები;
    • შესვენება: 12:00-12:30;

    მე-2 სესია: 12:30-14:30

    •  ლარის დამცავი ნიშნების შესწავლა;
    • შესვენება: 14:30-15:00.

    მე-3 სესია: 15:00-17:00

    • აშშ დოლარის დამცავი ნიშნების შესწავლა;
    • მე-4 სესია მეორე დღე : 11:00-13:00;

      • ევროს დამცავი ნიშნების სწავლება;

      მე-5 სესია: 13:00 პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება

    • 15:00-15:15, შესვენება;

    მე-6 სესია: ტესტირება : 15:15-16:00

    ტრენინგი 6 ვალუტიანი კალათისათვის(ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ბრიტანული ფუნტი სტერლინგი, თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათ) ან ნებისმიერი სხვა კომბინაცია

    6 ვალუტიანი კალათის ტრენინგის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ დღეს მიმოქცევაში ლართან აშშ დოლართან და ევროსთან ერთად სულ უფრო იზრდება ბრიტანული ფუნტ სტერლინგზე, აზერბაიჯანულ მანათზე და თურქულ ლირაზე მოთხოვნა.

    ტრენინგი მიმდინარეობს 4 დღის განმავლობაში, დღეში 4 საათი, სულ 16 საათი. თბილისში და რეგიონებში სწავლება ტარდება 3 ან შემჭიდროვებული გრაფიკით 2 დღის განმავლობაში. ტრენინგები ორგანიზაციებისათვის ძირითადად შაბათ-კვირას ტარდება. ტესტირება ჩატარდება დღის ბოლო სესიის დროს, მიწოდებული მასალის გააზრებისა და უკეთ დამუშავების მიზნით.

    სწავლების ტარიფები და გრაფიკი(ორგანიზაციებისათვის):

    ტრენინგის საფასური ერთ მსმენელზე შეადგენს 90 ლარს, 5-8 მსმენელიანი ჯგუფებისათვის, ინდივიდუალური სწავლებისას -120 ლარს, ხოლო კონკრეტული საკრედიტო ორგანიზაციისათვის ტრენინგის ღირებულება ერთ მსმენელზე მთლიანი ჯგუფებისათვის(20 მსმენელი და მეტი) რეგიონებში სტანდარტულად შეადგენს 90 ლარს, ხოლო თბილისში- 80 ლარს, ღირებულობა მოიცავს როგორც მგზავრობის(რეგიონებში), ასევე სერთიფიკატების და მასალების ხარჯებს;

    ტრენინგის დასაწყისი: 10:00-საათიდან 17:00 საათამდე, რეგიონებში - 11:00- 18:00 საათამდე;

    ტრენინგის განრიგი და გეგმა:

    1 სესია: 10:00-12:00:

    • ფულის დამცავი ნიშნები და ბეჭდვის თანამედროვე მიმართულებები;
    • შესვენება: 12:00-12:30;

    მე-2 სესია: 12:30-14:30

    •  ლარის დამცავი ნიშნების შესწავლა;
    • შესვენება: 14:30-15:00.

    მე-3 სესია: 15:00-17:00

    • აშშ დოლარის დამცავი ნიშნების შესწავლა;
    • შესვენება: 17:00-17:30

    მეორე დღე, მე-4 სესია: 11:00-13:00;

    • ევროს დამცავი ნიშნების სწავლება;

    მე-5 სესია,13:00-15:00, პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება

  • შესვენება: 15:00-15:30
  • მე-6 სესია, 15:30-16:30:

    • ბრიტანული ფუნტი სტერლინგის დამცავი ნიშნების სწავლება

    მე 3 დღე, მე-7 სესია: 10:30-12:30

    •  თურქული ლირის დამცავი ნიშნების სწავლება;
    • შესვენება: 12:30-12:45.

    მე-8 სესია: 12:45-14:50

    • აზერბაიჯანული მანათის დამცავი ნიშნების შესწავლა;
    • შესვენება: 14:50-15:00

    მე-9 სესია: 15:00-17:00;

    • პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება;

    მე-10 სესია, ტესტირება : 17:00-17:45

    მიმდინარეობს ჯგუფების ფორმირება:

    რეგისტრაციისათვის : თქვენი CV უნდა გამოაგზავნოთ ელ ფოსტით შემდეგ მისამართზე: abg_press@yahoo.com და "subject-ში მიუთითოთ თუ რომელი ტრენინგის გავლა გსურთ. მაგ. "ფულის ტრენინგი 3 ვალუტიანი კალათისათვის" ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე:  5 99 10 32 44/293-43-76

      13.06.2016 16:48

      უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
      აგრეთვე წაიკითხეთ
      NEW! საკრედიტო დაწესებულებებში საკრედიტო რისკის შეფასების და მართვის სასერთიფიკატო კურსი
      19.07.2016 19:40
      NEW! საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი
      19.07.2016 19:40
      NEW! ბანკირთა მომზადების საზაფხულო სასერთიფიკატო კურსი, პროფესიული სტაჟირებით
      20.06.2016 19:19
      NEW! ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი
      17.06.2016 12:47
      NEW! კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების სასერთიფიკატო კურსი
      16.06.2016 19:40
      NEW! სასესხებო ოპერაციები, პრობლემური სესხების მართვა და და ლიკვიდაცია
      15.06.2016 19:40
      NEW! საცალო დაკრედიტების ოფიცრის სასერთიფიკატო კურსი
      14.06.2016 15:45
      NEW! "პრობლემური სესხების დამუშავების თანამედროვე მეთოდები" სასერთიფიკატო კურსი;
      14.06.2016 13:52
      NEW! ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება
      13.06.2016 16:48
      NEWS! საბანკო ეთიკა, კომუნიკაციის როლი და გაყიდვების მენეჯმენტი
      08.06.2016 14:38
      User
      Password
         
       
       

       

      ეკონომიკა
       





       

       
      \
        
       
      თიბისი ბანკმა 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
      15.03.2008 13:41

      11 მარტს, თიბისი ბანკმა და  ფრანგულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა BNP Paribas (ბი-ენ-პი პარიბა) ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას  30 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ

      “საქართველოს ბანკი” “კავკასიის უნივერსიტეტს” 30 000 ევროს გადასცემს
      11.03.2008 12:42

      “საქართველოს ბანკი” “კავკასიის უნივერსიტეტს” 30 000 ევროს გადასცემს, რომელიც უნივერსიტეტის ახალი შენობის გარემონტებას მოხმარდება.

      საქართველოს სახალხო ბანკმა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
      11.03.2008 12:31

      ამის შესახებ სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სახალხო ბანკში განუცხადეს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები პარტნიორულ ურთიერთობებს განავითარებენ და სტუდენტთა განათლებას შეუწყოენ ხელს.

      "ვითიბი ბანკი ჯორჯია" იწყებს ყოველკვარტალური კორპორატიული გაზეთის "ვითიბის ჰორიზონტი"-ს გამოცემას
      27.02.2008 11:46

      2008 წლის მარტიდან "ვითიბი ბანკი ჯორჯია" იწყებს ყოველკვარტალური კორპორატიული გაზეთის "ვითიბის ჰორიზონტი"-ს გამოცემას. გაზეთში "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" მიმდინარე სიახლეები, საბანკო პროდუქტების პირობები აისახება. "ვითიბის ჰორიზონტი" ასევე მოგითხრობთ ბანკის სოციალური აქციების თაობაზე.

      ბანკი ქართუს ექსკლუზიური შემოთავაზება
      22.02.2008 17:07

      American Express Gold & Green ბარათები უფასოდ .დინჯად აკეთეთ თქვენი საქმე და ისიამოვნეთ თავისუფლებისა სიმშვიდის განცდით სამსახურეობრივი თუ პირადი მოგზაურობის დროს

      ბანკი “რესპუბლიკა, სოსიეტე ჟენერალის ჯგუფი” მარჯანიშვილის ფილიალს გახსნის
      15.02.2008 11:54

      ბანკი ”რესპუბლიკა, სოსიეტე ჟენერალის ჯგუფი”  დღეს 15 თებერვალს მარჯანიშვილის ფილიალს გახსნის, რომელიც მომხმარებელს საუკეთესო პროდუქტსა და მომსახურებას შესთავაზებს.

      პროკრედიტ ბანკი, სომხეთი” - პროკრედიტ ჯგუფის 22-ე საფინანსო ინსტიტუტი საქმიანობას შეუდგება
      11.02.2008 18:19

       სომხეთის მცირე, ძალიან მცირე მეწარმეებმა და “უბრალო ხალხმა” პროკრედიტის სახით ახალი ბანკი შეიძინა, სადაც მათთვის კარი ყოველთვის ღიაა.

       

      გახდი მილიონერი თიბისი ბანკთან ერთად !
      06.02.2008 18:43

      გახდი მილიონერი თიბისი ბანკთან ერთად !
      თიბისი ბანკი ანაბრების უპრეცენდენტო და ყველაზე მასშტაბური აქციას იწყებს _ თიბისი ბანკის მეანაბრეებს მიეცემათ უნიკალური შანსი, მოიგონ ავტომობილი ან გახდნენ საქართველოში ყველაზე დიდი პრიზის, 1 მილიონი ლარის მფლობელი.

      გაიხსნა თიბისი ბანკის ახალი, მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ტიპის საბანკო ფილიალი
      06.01.2008 13:19

      25 დეკემბერს, წერეთლის გამზ. #73ა, გაიხსნა თიბისი ბანკის ახალი, მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ტიპის საბანკო ფილიალი. ასეთი დონის საბანკო ფილიალები დღეისთვის მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე წამყვან ბანკს აქვს (Deutsche Bank, ABN Amro, City Bank და სხვა) და პირველად საქართველოში თიბისი ბანკის მიერ შეიქმნა.

      შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა "სახალხო ბანკის" ახალი პროდუქტის - "NFC მობილური ტელეფონის" პრეზენტაცია.
      22.12.2007 17:30

      NFC მობილური ტელეფონის" ძირითადი მახასიათებელია ელექტრონულ მოწყობილობებთან კავშირისა და უკონტაქტო ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა. შესაბამისად "NFC მობილური ტელეფონის" მქონე ადამიანს შესაძლებლობა ექნება ოპერაციები მობილური ტელეფონის მიახლოებით განახორციელოს

      <<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>