abg.org.ge

  

გიორგი  ცუცქირიძე: "კარგი შანსი გვაქვს დეფიციტურიდან პროფიციტურ მოდელზე გადავიდეთ"

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
NEW! კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების სასერთიფიკატო კურსი
2018 წლის  სასერთიფიკატო პროგრამა სპეციალური შეთავაზებით:
წარმატებული კარიერისა და დასაქმების ხელშესაწყობად!

კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების სასერთიფიკატო პროგრამა ხორციელდება "საქართველოს ბანკების ასოციაციის" და ”საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის” ერთობლივი თხოვნით და მხარდაჭერით. პროგრამა საპილოტო ხასიათისაა, ბანკებისა და საკრედიტო ორგანიზაციებისათვის კონკრეტული ორგანიზაციის მოთხოვნებიდან და სწავლების არჩეული თემატიკიდან გამომდინარე ტრეინინგები საკრედიტო ორგანიზაციებისათვის ტარდება შაბათ-კვირას, თბილისში, "საქართველოს ბანკების ასოციაციის" ოფისის აუდიტორიებში, "საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის" წევრი ორგანიზაციებისთვის შესაძლებელია ტრეინინგების ჩატარების ორგანიზება რეგიონებშიც (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი) იგივე თემატიკით და პირობებით, შაბათ-კვირას, დღეში 4-6 საათი, სულ 18 საათი; ინდივიდუალური ფორმატით სწავლებისას დრო განისაზღვრება მსმენელზე მორგებული გრაფიკის მიხედვით 

ანალოგიური პროგრამა საბანკო ასოციაციის მხარდაჭერით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2007-2009 წლებში ჩატარდა საქართველოს კომერციული ბანკებისათვის მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობის და საკრედიტო ოფიცრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგი გარდა იურიდიული პირების შეფასებისა, ასევე ითვალისწინებს მეწარმე ფიზიკური პირებისათვის (მიკრო და მცირე ბიზნეს სუბიექტები) დაკრედიტების თავისებურებებს და სესხების აღებასთან დაკავშირებული პროცედურების სწავლებას, მათ შორის როგორც მცირე ზომის, ასევე საშუალო და მაღალ შემოსავლიანი კლიენტურის მომსახურების კუთხით.  აღნიშნულმა პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბანკო სექტორის განვითარებაში, მოახდინა რა ასოციაციის წევრი ბანკების საკრედიტო ოფიცრების მნიშვნელოცვანი ნაწილის გადამზადება.

შემოთავაზებული პროგრამა დღეს არსებული მოთხოვნების შესაბამისად, გაცილებით ფართო ფორმატით არის წარმოდგენილი. ტრენინგი ფინანსური მენეჯმენტის ელემენტების და რისკების შეფასების გაძლიერებული სწავლებით მიმდინარეობს. სწავლებისას გამოყენებულია როგორც საკრედიტო პროცესის მართვის ელემენტების გაძლიერებული სწავლება, პროგრამაში ასევე გამოყენებულია საერთაშორისო პრაქტიკაში რისკების მართვის ფართოდ აპრობირებული ფულადი ნაკადების ანალიზის ოთხივე მეთოდი-ფუნდამენტურ მაჩვენებლების და ბრუნვადობის მაჩვენებლების ანალიზი, ფულადი ნაკადებზე ზემოქმედების გამოთვლა გაყიდვების მაჩვენებლის პროცენტული ცვლილებასთან მიმართებაში, ფულადი ნაკადების ცვლილებაზე ფულადი ნაკადების ფაქტორების ზემოქმედების ანალიზი და საპროგნოზო უწყისების(pro forma) აგება.

ტრენინგების მიზანია გაფართოვდეს მსესხებელთა შეფასების კრიტერიუმები და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საკრედიტო რისკები, რამაც მომავალში სერიოზული დარტყმები შეიძლება მიაყენოს საკრედიტო ბაზარს. მით უმეტეს ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ის მეთოდები რომლებიც გამოიყენება მსესხებელთა კრედიტუნარიანობის შესაფასებლად არ არის საკმარისი იმ მოსალოდნელი დანაკარგების ასანაზღაურებლად, რაც შეიძლება გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების და უძრავი ქონების დაგირავნების კონპენსაციით იქნას მიღებული.   კერძოდ კი ნებისმიერ კრედიტ ოფიცერს პირველ რიგში უნდა აინტერესებდეს იმის გაგება თუ რად სჭირდება კომპანიის ვალის აღება და თავად კომპანბიისთვისაც უნდა იყოს ცხადი თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საკრედიტო ლიმიტების დასამტკიცებლად..

ტრენინგი სპეციალურად შემუშავდა კომერციული ბანკების, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო განყოფილების, ფილიალის და სხვა სპეციალისტებისათვის რომლებიც ჩართული არიან საკრედიტო ოპერაციებში მცირე და საშუალო და მსხვილი ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით, სტუდენტებისათვის და ნებისმიერი მსურველისათვის ვისაც აქვს შესაბამისი უნარები პროგრამის გასავლელად და კომერციულ ბანკებში საკრედიტო ოფიცრად სურს მუშაობის დაწყება. აგრეთვე  კომპანიების ფინანსური მენეჯერებისათვის, საკრედიტო რესურსებზე ბანკების მხრიდან კომპანიის შეფასების კრიტერიუმების შესწავლის მიზნით, რაც დღეს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საკრედიტო რესურსებზე მოთხოვნის ფორმირებისას.

პროგრამის წარმატებულ ხასიათზე მიუთითებს მისი ფორმატი. აღსანიშნავია, რომ სწავლება მიმდინარეობს როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური ფორმატით, მსმენელზე მორგებული გრაფიკით. პროგრამის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ტრეინინგები წარმატებით ჩატარდა როგორც წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების-კრისტალის, ალიანს ჯგუფის, ჯორჯიან კაპიტალის, ფინაგროს, ინტელექსპრესის და ბანკი ქართუს წამყვანი საკრედიტო ოფიცრებისათვის, თბილისში და რეგიონებში(ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი), ასევე კომპანიების ფინანსური მენეჯერებისათვის და სხვა დაინტერსებული პირებისათვის, მათ შორის სტუდენტებისათვის ინდივიდუალური ფორმატით.

  • ბიზნეს სესხების არსი და მახასიათებლები,
  • აგრო და იპოთეკური სესხების არსი და მახასიათებლები,
  • დაკრედიტების პრინციპები და ეტაპები
  • მეწარმე ფიზიკური პირების კრედიტუნარიანობის შეფასება და დაკრედიტების თავისებურებები
  • მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნეს მსესხებლის შეფასების ფინანსური ანალიზი,
  • საფინანსო უწყისებს შორის ურთიერთკავშირი;
  • ფულადი ნაკადების პროგნოზირება და ზემოქმედების ფაქტორები;
  • საკრედიტო რისკების მართვის ინსტურმენტები,
  • მსესხებლის საკრედიტო რეიტინგის განსაზღვრა,
  • მსესხებლის უზრუნველყოფის შეფასება,
  • კრედიტის გაცემა და მართვა,
  • საკრედიტო პრობლემების წინასწარ განსაზღვრა, 
  • სერთიფიცირების ფორმა: მსმენელებზე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

ტრენინგის წამყვანები:

გიორგი ცუცქირიძე:- 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. იგი უძღვება ლექციების კურსს საბანკო მენეჯმენტში, გროგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში.

2000-2001 წლებში იყო Overcast Strategic Consulting, Ltd (OSC)/ USAID (Tbilisi ), და "SIBLEY International"/USAID (Tbilisi) პროექტების წამყვანი ტრეინერი

1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი;

2000-2003 წლებში უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბანკირთა გადამზადების პროგრამებს საბერძნეთის ცენტრალური ბანკის ტრენინგ ცენტრისა და გერმანიის შემნახველი ბანკების ასოციაციის ”შპარკასე აკადემიის” (Savings Banks Foundation for International Cooperation – Sparkassen Akademie (Potsdam) ტექნიკური დახმარების საგრანტო პროგრამების ფარგლებში

ალექსანდრე აბლოთია:

პროექტების მართვის მენეჯერი, ვი თი ბი ბანკი საქართველო 2015 - დღემდე

რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი, სს კაპიტალ ბანკი 2014 -2015

საკრედიტო ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი, სს კორ სტანდარტბანკი(ტერა ბანკი) 2011 - 2014

საბანკო სწავლების ცენტრი , წამყვანი ტრეინერი-კოორდინატორი 2007 -2013

საკრედიტო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - სს ჰალიკ ბანკი საქართველო 2008 - 2010

ტრენინგს ასევე უძღვებიან წამყვანი სპეციალისტები საბანკო და საგადასახადო კუთხით;  

კურსის ღირებულება : ერთ მსმენელზე 350 ლარი(ინდივიდუალური სწავლებისას - 400 ლარი), ხოლო მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრი ორგანიზაციებისათვის გათვალისწინებულია 20 %-იანი ფასდაკლება (სწავლების საფასური მოიცავს: სწავლების საფასურს, სასწავლო მასალებს და სერტიფიკატს);

მიმდინარეობს ჯგუფების ფორმირება:

რეგისტრაციისათვის : თქვენი CV უნდა გამოაგზავნოთ ელ ფოსტით შემდეგ მისამართზე: abg_press@yahoo.com ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე:  293-43-76 ან 5 99 10 32 44

    ტრენინგის განრიგი და გეგმა:

    1. საკრედიტო პოლიტიკის ასპექტები:

  • საკრედიტო პოლიტიკა,
  • ბიზნესის დაფინანსების ფორმები-საბრუნავი კაპიტალის და ძირითადი საშუალებების დაფინანსების კონცეფციები;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების თავისებურებანი;
  • კორპორატიული კლიენტურის ფინანსური მომსახურება და დაკრედიტების ალტერნატივები;
  • საკრედიტო ხელშეკრულებისა და კრედიტის დამტკიცების საჭირო დოკუმენტაციის შემოწმება;
  • 2. საკრედიტო რისკების შეფასება

  • საკრედიტო რისკები დაკრედიტების პროცესში
  • მსესხებლის მიმდინარე და მოსალოდნელი ფინანსური მდგომარეობა
  • კრედიტის შეფასების რაოდენობრივი პირობები (EBITDA, EBIT), ლიკვიდურობა, უზრუნველყოფის შეფასება.
  • 3. დებიტორული დავალიანების მართვა

  • მოთხოვნებისა და მარაგების მართვა;
  • კრედიტი და ფულის ამოღების პოლიტიკა;
  • დებიტორული დავალიანების ფაქტურინგი.
  • 4. დაკრედიტების ფუნქციები და პრობლემური კრედიტები;

  • საკრედიტო პორთფელის მახასიათებლები;
  •  საკრედიტო ანალიზის მიკრო მეთოდი-ცალკეული კრედიტების ანალიზი;
  • საკრედიტო რეიტინგების მიგრაციის მატრიცა

        5. პროექტის შეფასება და შერჩევა: ალტერნატივები

  • ფულის დროითი ღირებულება და ანუიტეტი
  • კაპიტალდაბანდების ბიუჯეტირების მეთოდები
  • საინვესტიციო საპროექტო წინადადებების განხილვა
  •  პროექტის წმინდა ახლანდელი ღირებულება,უკუგების შიდა განაკვეთი და ინტერპოლაცია
  • ქეისი
  • 6. კრედიტის ადმინისტირება ბიზნეს სესხების შემთხვევაში

    “5C” principles of lending(დაკრედიტების 5 კ პრინციპი-Character, Capacity, Capital, Collateral, Conditions( ხასიათი, მოცულობა, კაპიტალი, გირაო, პირობები)

  • საკრედიტო ანალიზის მიკრო მეთოდი-ცალკეული კრედიტების ანალიზი;
  • ფინანსური უწყისების როლი (ბალანსის, მოგება ზარალის და ფულის მოძრაობის უწყისი)
  • ფინანსურ უწყისებს შორის ურთიერთკავშირი (ბალანსის, მოგება ზარალის და ფულის მოძრაობის უწყისი)
  • ქეისის გარჩევა კომპანიის ფინანსური უწყისების მაგალითზე ექსელის ფორმატში მოდელირებით)
  • 7.ოპერაციული და ფინანსური ლევერიჯი კომპანიის შეფასებისას;

  • კონტრიბუციის მარჟა და წაუგებლობის ანალიზი;
  • ოპერაციული ლევერიჯი(DOL) და ბიზნეს რისკი;
  • ფინანსური ლევერიჯი წაუგებლობის წერტილის EBIT-EPS განსაზღვრა;
  • ქეისის გარჩევა;
    • 8. ფულადი ციკლი - მსესხებლის გადახდისუნარიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორი

    • ფულადი ნაკადების კლასიფიკაცია და ეკონომიკური ბუნება;
    • ფულადი ნაკადების გამოთვლის პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდი;
    •  ფუნდამენტალური და ბრუნვადობის მაჩვენებლები გაყიდვების მოცულობის მიხედვით;
    •  ფულის ამოღება და ნაღდი ფულის გასავლები;
    •  ფულადი ნაკადების პროგნოზირება და საორიენტაციო ფინანსური უწყისები (პრო ფორმა);
    •  მდგრადი განვითარების მოდელის აგება;
    •  სავარჯიშოების განხილვა ექსელის ფორმატში მოდელირებით.
    • 9. ფინანსურ უწყისების და კოეფიციენტური ანალიზი

    • კოეფიციენტთა ჯგუფები და კოეფიციენტების გამოყენება საკრედიტო რისკების აღმოსაჩენად
    • სავარჯიშოების განხილვა კომპანიის მაგალითზე ფინანსური უწყისების მოდელირებით ექსელის ფორმატში;
    •  კომპანიის ფინანსური ანგარიშგების ანალიზი, პრო ფორმების მომზადება ;
      •  საკრედიტო პრობლემების წინასწარ განსაზღვრა და მისი აღმოფხვრის ხელშეწყობა ;

        დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 5 99 10 32 44 ან 93 43 76

      16.06.2016 19:40

      უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
      აგრეთვე წაიკითხეთ
      NEW! საბანკო მენეჯმენტის კურსი
      23.09.2017 14:58
      NEW! საკრედიტო დაწესებულებებში საკრედიტო რისკის შეფასების და მართვის სასერთიფიკატო კურსი
      19.07.2016 19:40
      NEW! საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი
      19.07.2016 19:40
      NEW! ბანკირთა მომზადების საზაფხულო სასერთიფიკატო კურსი, პროფესიული სტაჟირებით
      20.06.2016 19:19
      NEW! ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი
      17.06.2016 12:47
      NEW! კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების სასერთიფიკატო კურსი
      16.06.2016 19:40
      NEW! სასესხებო ოპერაციები, პრობლემური სესხების მართვა და და ლიკვიდაცია
      15.06.2016 19:40
      NEW! საცალო დაკრედიტების ოფიცრის სასერთიფიკატო კურსი
      14.06.2016 15:45
      NEW! "პრობლემური სესხების დამუშავების თანამედროვე მეთოდები" სასერთიფიკატო კურსი;
      14.06.2016 13:52
      NEW! ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება
      13.06.2016 16:48
      User
      Password
         
       
       

       

      ეკონომიკა
       

      ბანკირის სვეტი:
       



       

       
      \
        
       
      “ზრდადი მომავლის ანაბარი” -დაგროვებისა და გარანტირებული სესხის მიღების საუკეთესო საშუალება
      25.09.2009 21:30

      22 სექტემბერს, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც “ბაზისბანკის” ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული პროდუქტის პრეზენტაცია შედგა.

      ბაზისბანკი მომხმარებელს ახალ პლასტიკურ ბარათს – "Discovery Card"-ს სთავაზობს
      17.08.2009 11:50

       “Discovery Card”-ი არის სადებეტო, ვიზა კლასიკის ტიპის ჩიპური ბარათი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისთვის

      პროკრედიტ ბანკი საქართველოში რიგით 59-ე ფილიალს ხსნის
      10.08.2009 15:44

      პროკრედიტ ბანკი განაგრძობს ფილიალების ქსელის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაფართოებას.

      ახალი სერვისი TBC PAY-ს ტერმინალებში
      10.08.2009 15:41

      კომპანია TBC PAY-ს სწრაფი გადახდის ტერმინალები თავის მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალი ტიპის მომსახურებას.

      "ბაზისბანკი" ბათუმის ბულვარში აქციას იწყებს
      28.07.2009 16:05

       "ბაზისბანკი" 1 აგვისტოდან ბათუმის ზღვისპირა ბულვარში აქტიურ პრომო-აქციას იწყებს

      "საქართველოს ბანკმა "ევრომანის" ჯილდო მიიღო
      20.07.2009 17:36

      "საქართველოს ბანკმა" ნომინაციაში "2009 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში" "ევრომანის" ჯილდო მიიღო

      აქცია პლასტიკურ ბარათებზე 1 ოქტომბრამდე!
      13.07.2009 12:38

      ბანკი ქართუ გთავაზობთ ახალ პლასტიკურ ბარათებს მოქნილი პირობებით.

      სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტის” ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება.
      06.07.2009 15:57

      30 ივნისიდან სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტის” ფარგლებში განაცხადის მიღებას იწყებს.

      ბანკმა “რესპუბლიკამ” აღმოსავლეთ საქართველოში, ახალი ფილიალი გახსნა
      06.07.2009 15:23

      27 ივნისს ბანკმა "რესპუბლიკამ” ახალი ფილიალი აღმოსავლეთ საქართველოს ერთერთ ლამაზ ქალაქში – ყვარელში – გახსნა

      "სახალხო ბანკმა" ბაზარზე ახალი პროდუქტი - "სოციალური ანაბარი" დანერგა
      02.07.2009 13:18

      აღნიშნული ანაბარი ბაზარზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა, რომელიც წლიურ 16 %-ს შეადგენს.

      <<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>