abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
NEW! კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების სასერთიფიკატო კურსი
2017 წლის  სასერთიფიკატო პროგრამა სპეციალური შეთავაზებით:
წარმატებული კარიერისა და დასაქმების ხელშესაწყობად!

კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების სასერთიფიკატო პროგრამა ხორციელდება "საქართველოს ბანკების ასოციაციის" და ”საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის” ერთობლივი თხოვნით და მხარდაჭერით. პროგრამა საპილოტო ხასიათისაა, ბანკებისა და საკრედიტო ორგანიზაციებისათვის კონკრეტული ორგანიზაციის მოთხოვნებიდან და სწავლების არჩეული თემატიკიდან გამომდინარე ტრეინინგები საკრედიტო ორგანიზაციებისათვის ტარდება შაბათ-კვირას, თბილისში, "საქართველოს ბანკების ასოციაციის" ოფისის აუდიტორიებში, "საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის" წევრი ორგანიზაციებისთვის შესაძლებელია ტრეინინგების ჩატარების ორგანიზება რეგიონებშიც (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი) იგივე თემატიკით და პირობებით, შაბათ-კვირას, დღეში 4-6 საათი, სულ 18 საათი; ინდივიდუალური ფორმატით სწავლებისას დრო განისაზღვრება მსმენელზე მორგებული გრაფიკის მიხედვით 

ანალოგიური პროგრამა საბანკო ასოციაციის მხარდაჭერით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2007-2009 წლებში ჩატარდა საქართველოს კომერციული ბანკებისათვის მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობის და საკრედიტო ოფიცრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგი ასევე ითვალისწინებს მეწარმე ფიზიკური პირებისათვის (მიკრო და მცირე ბიზნეს სუბიექტები) დაკრედიტების თავისებურებებს და სესხების აღებასთან დაკავშირებული პროცედურების სწავლებას, მათ შორის როგორც მცირე ზომის, ასევე საშუალო და მაღალ შემოსავლიანი კლიენტურის მომსახურების კუთხით.  აღნიშნულმა პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბანკო სექტორის განვითარებაში, მოახდინა რა ასოციაციის წევრი ბანკების საკრედიტო ოფიცრების მნიშვნელოცვანი ნაწილის გადამზადება.

შემოთავაზებული პროგრამა დღეს არსებული მოთხოვნების შესაბამისად, გაცილებით ფართო ფორმატით არის წარმოდგენილი. ტრენინგი ფინანსური მენეჯმენტის ელემენტების და რისკების შეფასების გაძლიერებული სწავლებით მიმდინარეობს. სწავლებისას გამოყენებულია როგორც საკრედიტო პროცესის და საკრედიტო რისკების მართვის ელემენტების გაძლიერებული სწავლება, საკრედიტო ანალიზის პროცედურული ნაწილისა და საგადასახადო რისკების კუთხით, პროგრამაში ასევე გამოყენებულია საერთაშორისო პრაქტიკაში რისკების მართვის ფართოდ აპრობირებული ფულადი ნაკადების ანალიზის ოთხივე მეთოდი-ფუნდამენტურ მაჩვენებლების და ბრუნვადობის მაჩვენებლების ანალიზი, ფულადი ნაკადებზე ზემოქმედების გამოთვლა გაყიდვების მაჩვენებლის პროცენტული ცვლილებასთან მიმართებაში, ფულადი ნაკადების ცვლილებაზე ფულადი ნაკადების ფაქტორების ზემოქმედების ანალიზი, და ბოლოს დაიანგარიშება ფულადი ნაკადებზე ზემოქმედების ინტერპრეტაცია.

ტრენინგების მიზანია გაფართოვდეს მსესხებელთა შეფასების კრიტერიუმები და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საკრედიტო რისკები, რამაც მომავალში სერიოზული დარტყმები შეიძლება მიაყენოს საკრედიტო ბაზარს. მით უმეტეს ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ის მეთოდები რომლებიც გამოიყენება მსესხებელთა კრედიტუნარიანობის შესაფასებლად არ არის საკმარისი იმ მოსალოდნელი დანაკარგების ასანაზღაურებლად, რაც შეიძლება გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების და უძრავი ქონების დაგირავნების კონპენსაციით იქნას მიღებული.   კერძოდ კი ნებისმიერ კრედიტ ოფიცერს პირველ რიგში უნდა აინტერესებდეს იმის გაგება თუ რად სჭირდება კომპანიის ვალის აღება და თავად კომპანბიისთვისაც უნდა იყოს ცხადი თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საკრედიტო ლიმიტების დასამტკიცებლად..

ტრენინგი სპეციალურად შემუშავდა კომერციული ბანკების, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო განყოფილების, ფილიალის და სხვა სპეციალისტებისათვის რომლებიც ჩართული არიან საკრედიტო ოპერაციებში მცირე და საშუალო და მსხვილი ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით, სტუდენტებისათვის და ნებისმიერი მსურველისათვის ვისაც აქვს შესაბამისი უნარები პროგრამის გასავლელად და კომერციულ ბანკებში საკრედიტო ოფიცრად სურს მუშაობის დაწყება. აგრეთვე  კომპანიების ფინანსური მენეჯერებისათვის, საკრედიტო რესურსებზე ბანკების მხრიდან კომპანიის შეფასების კრიტერიუმების შესწავლის მიზნით, რაც დღეს ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საკრედიტო რესურსებზე მოთხოვნის ფორმირებისას.

პროგრამის წარმატებულ ხასიათზე მიუთითებს მისი ფორმატი. აღსანიშნავია, რომ სწავლება მიმდინარეობს როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური ფორმატით, მსმენელზე მორგებული გრაფიკით. პროგრამის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაშიტრეინინგები წარმატებით ჩატარდა როგორც წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების-კრისტალის, ალიანს ჯგუფის, ჯორჯიან კაპიტალის, ფინაგროს, ინტელექსპრესის და ბანკი ქართუს წამყვანი საკრედიტო ოფიცრებისათვის, თბილისში და რეგიონებში(ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი), ასევე კომპანიების ფინანსური მენეჯერებისათვის და სხვა დაინტერსებული პირებისათვის, მათ შორის სტუდენტებისათვის ინდივიდუალური ფორმატით.

  • ბიზნეს სესხების არსი და მახასიათებლები,
  • აგრო და იპოთეკური სესხების არსი და მახასიათებლები,
  • დაკრედიტების პრინციპები და ეტაპები
  • მეწარმე ფიზიკური პირების კრედიტუნარიანობის შეფასება და დაკრედიტების თავისებურებები
  • მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნეს მსესხებლის შეფასების ფინანსური ანალიზი,
  • საფინანსო უწყისებს შორის ურთიერთკავშირი;
  • ფულადი ნაკადების პროგნოზირება და ზემოქმედების ფაქტორები;
  • საკრედიტო რისკების მართვის ინსტურმენტები,
  • მსესხებლის საკრედიტო რეიტინგის განსაზღვრა,
  • მსესხებლის უზრუნველყოფის შეფასება,
  • კრედიტის გაცემა და მართვა,
  • საკრედიტო პრობლემების წინასწარ განსაზღვრა, 
  • სერთიფიცირების ფორმა: მსმენელებზე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი

ტრენინგის წამყვანები:

გიორგი ცუცქირიძე:- 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. იგი უძღვება ლექციების კურსს საბანკო მენეჯმენტში, გროგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში.

2000-2001 წლებში იყო Overcast Strategic Consulting, Ltd (OSC)/ USAID (Tbilisi ), და "SIBLEY International"/USAID (Tbilisi) პროექტების წამყვანი ტრეინერი

1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი;

2000-2003 წლებში უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბანკირთა გადამზადების პროგრამებს საბერძნეთის ცენტრალური ბანკის ტრენინგ ცენტრისა და გერმანიის შემნახველი ბანკების ასოციაციის ”შპარკასე აკადემიის” (Savings Banks Foundation for International Cooperation – Sparkassen Akademie (Potsdam) ტექნიკური დახმარების საგრანტო პროგრამების ფარგლებში

ალექსანდრე აბლოთია:

პროექტების მართვის მენეჯერი, ვი თი ბი ბანკი საქართველო 2015 - დღემდე

რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსი, სს კაპიტალ ბანკი 2014 -2015

საკრედიტო ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი, სს კორ სტანდარტბანკი(ტერა ბანკი) 2011 - 2014

საბანკო სწავლების ცენტრი , წამყვანი ტრეინერი-კოორდინატორი 2007 -2013

საკრედიტო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - სს ჰალიკ ბანკი საქართველო 2008 - 2010

ტრენინგს ასევე უძღვებიან წამყვანი სპეციალისტები საბანკო და საგადასახადო კუთხით;  

კურსის ღირებულება : ერთ მსმენელზე 350 ლარი(ინდივიდუალური სწავლებისას - 400 ლარი), ხოლო მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრი ორგანიზაციებისათვის გათვალისწინებულია 20 %-იანი ფასდაკლება (სწავლების საფასური მოიცავს: სწავლების საფასურს, სასწავლო მასალებს და სერტიფიკატს);

მიმდინარეობს ჯგუფების ფორმირება:

რეგისტრაციისათვის : თქვენი CV უნდა გამოაგზავნოთ ელ ფოსტით შემდეგ მისამართზე: abg_press@yahoo.com ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე:  293-43-76 ან 5 99 10 32 44

    ტრენინგის განრიგი და გეგმა:

    1. საკრედიტო პოლიტიკის ასპექტები:

  • საკრედიტო პოლიტიკა,
  • ბიზნესის დაფინანსების ფორმები-საბრუნავი კაპიტალის და ძირითადი საშუალებების დაფინანსების კონცეფციები;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების თავისებურებანი;
  • კორპორატიული კლიენტურის ფინანსური მომსახურება და დაკრედიტების ალტერნატივები;
  • საკრედიტო ხელშეკრულებისა და კრედიტის დამტკიცების საჭირო დოკუმენტაციის შემოწმება;
  • 2. საკრედიტო რისკების შეფასება

  • საკრედიტო რისკები დაკრედიტების პროცესში
  • მსესხებლის მიმდინარე და მოსალოდნელი ფინანსური მდგომარეობა
  • კრედიტის შეფასების რაოდენობრივი პირობები (EBITDA, EBIT), ლიკვიდურობა, უზრუნველყოფის შეფასება.
  • 3. დებიტორული დავალიანების მართვა

  • მოთხოვნებისა და მარაგების მართვა;
  • კრედიტი და ფულის ამოღების პოლიტიკა;
  • დებიტორული დავალიანების ფაქტურინგი.
  • 4. დაკრედიტების ფუნქციები და პრობლემური კრედიტები;

  • საკრედიტო პორთფელის მახასიათებლები;
  •  საკრედიტო ანალიზის მიკრო მეთოდი-ცალკეული კრედიტების ანალიზი;
  • საკრედიტო რეიტინგების მიგრაციის მატრიცა

        5. პროექტის შეფასება და შერჩევა: ალტერნატივები

  • ფულის დროითი ღირებულება და ანუიტეტი
  • კაპიტალდაბანდების ბიუჯეტირების მეთოდები
  • საინვესტიციო საპროექტო წინადადებების განხილვა
  •  პროექტის წმინდა ახლანდელი ღირებულება,უკუგების შიდა განაკვეთი და ინტერპოლაცია
  • ქეისი
  • 6. კრედიტის ადმინისტირება ბიზნეს სესხების შემთხვევაში

    “5C” principles of lending(დაკრედიტების 5 კ პრინციპი-Character, Capacity, Capital, Collateral, Conditions( ხასიათი, მოცულობა, კაპიტალი, გირაო, პირობები)

  • საკრედიტო ანალიზის მიკრო მეთოდი-ცალკეული კრედიტების ანალიზი;
  • ფინანსური უწყისების როლი (ბალანსის, მოგება ზარალის და ფულის მოძრაობის უწყისი)
  • ფინანსურ უწყისებს შორის ურთიერთკავშირი (ბალანსის, მოგება ზარალის და ფულის მოძრაობის უწყისი)
  • ქეისის გარჩევა კომპანიის ფინანსური უწყისების მაგალითზე ექსელის ფორმატში მოდელირებით)
  • 7.ოპერაციული და ფინანსური ლევერიჯი კომპანიის შეფასებისას;

  • კონტრიბუციის მარჟა და წაუგებლობის ანალიზი;
  • ოპერაციული ლევერიჯი(DOL) და ბიზნეს რისკი;
  • ფინანსური ლევერიჯი წაუგებლობის წერტილის EBIT-EPS განსაზღვრა;
  • ქეისის გარჩევა;
    • 8. ფულადი ციკლი - მსესხებლის გადახდისუნარიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორი

    • ფულადი ნაკადების კლასიფიკაცია და ეკონომიკური ბუნება;
    • ფულადი ნაკადების გამოთვლის პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდი;
    •  ფუნდამენტალური და ბრუნვადობის მაჩვენებლები გაყიდვების მოცულობის მიხედვით;
    •  ფულის ამოღება და ნაღდი ფულის გასავლები;
    •  ფულადი ნაკადების პროგნოზირება და საორიენტაციო ფინანსური უწყისები (პრო ფორმა);
    •  მდგრადი განვითარების მოდელის აგება;
    •  სავარჯიშოების განხილვა ექსელის ფორმატში მოდელირებით.
    • 9. ფინანსურ უწყისების და კოეფიციენტური ანალიზი

    • კოეფიციენტთა ჯგუფები და კოეფიციენტების გამოყენება საკრედიტო რისკების აღმოსაჩენად
    • სავარჯიშოების განხილვა კომპანიის მაგალითზე ფინანსური უწყისების მოდელირებით ექსელის ფორმატში;
    •  კომპანიის ფინანსური ანგარიშგების ანალიზი, პრო ფორმების მომზადება ;
      •  საკრედიტო პრობლემების წინასწარ განსაზღვრა და მისი აღმოფხვრის ხელშეწყობა ;

        დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 5 99 10 32 44 ან 93 43 76

      16.06.2016 19:40

      უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
      აგრეთვე წაიკითხეთ
      NEW! საკრედიტო დაწესებულებებში საკრედიტო რისკის შეფასების და მართვის სასერთიფიკატო კურსი
      19.07.2016 19:40
      NEW! საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი
      19.07.2016 19:40
      NEW! ბანკირთა მომზადების საზაფხულო სასერთიფიკატო კურსი, პროფესიული სტაჟირებით
      20.06.2016 19:19
      NEW! ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი
      17.06.2016 12:47
      NEW! კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების სასერთიფიკატო კურსი
      16.06.2016 19:40
      NEW! სასესხებო ოპერაციები, პრობლემური სესხების მართვა და და ლიკვიდაცია
      15.06.2016 19:40
      NEW! საცალო დაკრედიტების ოფიცრის სასერთიფიკატო კურსი
      14.06.2016 15:45
      NEW! "პრობლემური სესხების დამუშავების თანამედროვე მეთოდები" სასერთიფიკატო კურსი;
      14.06.2016 13:52
      NEW! ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება
      13.06.2016 16:48
      NEWS! საბანკო ეთიკა, კომუნიკაციის როლი და გაყიდვების მენეჯმენტი
      08.06.2016 14:38
      User
      Password
         
       

      ეკონომიკა
       





       

       
      \
        
       
      პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
      03.06.2015 16:18

      2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

      საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
      03.06.2015 16:14

      ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

      საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
      11.05.2012 12:37

       პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

      თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
      21.10.2011 14:33

       მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

      “საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
      20.07.2011 14:42

       პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

      სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
      12.03.2011 13:58

      აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

      რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
      18.12.2010 12:36

      ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

      თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
      18.12.2010 12:32

      თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

      „ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
      14.09.2010 13:36

      „ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

      ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
      02.08.2010 17:10

      ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

       1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>