abg.org.ge

  

 უკრაინის საბანკო საზოგადოების განცხადება, Ukrainian bankers appeal
for support 
to foreign colleagues

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 

 






















  

  TOP.GE

 

დღეისათვის მიმდინარე ვაკანსიები გამოცხადებულია  კომერციულ ბანკებში და საკრედიტო ორგანიზაციებში, დეტალურად იხილეთ იხილეთ ვაკანსიების დირექტორიაში
NEWS! საბანკო საქმის ინტენსიური კურსი+ პროფესიული სტაჟირება
2014 წლის  სასერთიფიკატო პროგრამა სპეციალური შეთავაზებით:
წარმატებული კარიერისა და დასაქმების ხელშესაწყობად!
 

2014 წლის განახლებულ პროგრამა - საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების კურსი, პროფესიული სტაჟირებით.

2014 წლის განახლებული ინტენსიური სწავლების პროგრამა ყოველდღიური სწავლების ფორმატით(კვირაში 5 დღე) მიმდინარეობს და გრძელდება 6 კვირის განმავლობაში; პროგრამის უნიკალურობა გულისხმობს იმას, რომ იგი მთლიანად შედეგზეა ორიენტირებული, და მოიცავს ბანკებში მუშაობის უნარ-ჩვევების სწავლებას, რაც სავალდებულოა ბანკებში და საკრედიტო დაწესებულებებში მუშაობის დასაწყებად და შემდგომში თქვენი სწრაფი და ეფექტური ადაპტაციისათვის.

საბანკო საქმის სპეციფიკის სწავლებასთან ერთად(საბანკო საქმის საფუძვლები, საბანკო და საკრედიტო დაწესებულებების ლიცენზირებისა და რეგულირების მოთხოვნები, აქტიური და პასიური ოპერაციები, პროდუქტები, მარკეტინგული სტრატეგია ბაზარზე), პროგრამა მთლიანად აგებულია საბანკო დაწესებულებებში საბანკო კადრების შერჩევის არსებული მოთხოვნების და სპეციფიკის შესაბამისად. სწავლებისას აქცენტები გადადის ისეთი საკითხების სწავლებაზე როგორიცაა: მოტივაცია და საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზაცია, ლიდერის ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორების ცოდნა, კომუნიკაციის როლი, შიდა სტრუქტურული კონკურენცია და კონფლიქტები. შესაბამისად, სწავლებისას აქცენტები ასევე გაკეთებულია ბანკის მარკეტინგულ სტრატეგიებზე, ოთხივე საკვანძო მიმართულების მიხედვით - პროდუქტიული სტრატეგია; ფასწარმოქმნის სტრატეგია; საბანკო პროდუქტების გავრცელების სტრატეგია და მომხმარებლის სტიმულირების სტრატეგია.

პროგრამა მიმდინარეობს სალარო და საკრედიტო მენეჯმენტის გაძლიერებული სწავლებით, პრინციპით - ოთხი კვირა საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების კურსი და 2 კვირა პროფესიული სტაჟირება საქართველოს ბანკების ასოციაციაში, რაც საშუალებას მოგცემთ საბანკო საქმის სერთიფიკატთან ერთად თქვენ საჩუქრად მიიღებთ სტაჟირების გავლის სერთიფიკატს.

პროგრამის უნიკალურობა: სწავლება მიმდინარეობს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის მასტერკლასების სახით, და მიმდინარეობს სერთიფიცირებული პროგრამის "ევროპული საბანკო საქმის საფუძვლების" ბაზაზე, რომლის გამოცემის და გავრცელების ექსკლუზიურ უფლებასაც ცენტრი ფლობს და რომელიც შემუშავებულია, სპეციალურად საბანკო ტრენინგ ცენტრისათვის, ევროპის საბანკო ტრენინგ ცენტრების ასოციაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით.   აღნიშნული პროგრამა საშუალებას მოგცემთ საფუძვლიანად შეისწავლოთ  საბანკო ეთიკა, მარკეტინგი, მათ შორის შორის საბანკო პროდუქტების გაყიდვა და მომსახურება, კომუნიკაციის როლი და მნიშვნელობა, ასევე მართველობითი კომუნიკაცია ერთის მხრივ ბანკის სტრუქტურულ ქვეგანაყოფებსა და მეორეს მხრივ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის, რასაც  დღეს საბანკო კადრების შერჩევის თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა;  აქცენტები გადადის ისეთი საკითხების სწავლებაზე როგორიცაა: ლიდერობა, ლიდერის ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორების ცოდნა, მომუშავე  ჯგუფების კატეგორიები და ტიპები , კონკურენცია და კონფლიქტები.

პროფესიული სტაჟირების პროგრამა-”ჩვენ ბანკში ვმუშაობთ”:: საბანკო კურსის თეორიული პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელები გაივლიან უფასო სტაჟირების პროგრამას საქართველოს ბანკების ასოციაციაში. სტაჟირება მიმდინარეობს პრინციპით- ჩვენ ბანკში ვმუშაობთ! რაც ითვალისწინებს ბანკებში მუშაობისათვის აუცილებელი მოთხოვნებისა და უნარ-ჩვევების სწავლებას, რაც სავალდებულოა ბანკებში და საკრედიტო დაწესებულებებში მუშაობის დასაწყებად და შემდგომში თქვენი სწრაფი და ეფექტური ადაპტაციისათვის. განსხვავებით კონკრეტულ ბანკში სტაჟირებისაგან , რომელიც ცალკეული ბანკის სპეციფიკას ითვალისწინებს და შეიძლება არ იყოს თავსებადი სხვა ბანკების მოთხოვნებთან.

სტაჟირების ფარგლებში, მსმენელები შეისწავლიან პრაქტიკულ საბანკო ოპერაციებს საბანკო საოპერაციო პროგრამების(Alta Software)ბაზაზე, რაც იმიტაციური ბანკის მოდელზე საშუალებას მოგცემთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში განახორციელოთ ნებისმიერი სახის საბანკო ოპერაცია: ფულის ჩარიცხვა, გადარიცხვა, ვალუტის კონვერტაცია, მიმდინარე, საბარათე, სადეპოზიტო და საკრედიტო ანგარიშების გახსნა, დახურვა, მართვა და სხვა. სტაჟირების პროცესში მსმენელები საკუთარი ინიციატივების წარმოჩენის მიზნით, განახორციელებენ საბანკო პროდუქტების და კეისების პრეზენტაციებს, გაეცნობიან საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში გასაუბრების და ტესტირების პრინციპებს, კომუნიკაბელობის, გადაწყვეტილების მიღების, უნარ-ჩვევების და ფსიქო-ტესტებს ;

ამდენად, საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების 2014 წლის განახლებული პროგრამა (ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა) აღნიშნულ პრიორიტეტებზეა აგებული და მთლიანად ორიენტირებულია  საბანკო და საკრედიტო ინსტიტუტებში დასაქმების ხელშეწყობაზე;
 
პროფესიული სტაჟირების დასრულების შემდეგ, მსმენელები მიიღებენ სარეკომენდაციო წერილებს საბანკო ასოციაციის თანადამფუძნებელ კომერციულ ბანკებში(თი ბი სი ბანკი, კორ სტანდარტ ბანკი, ვი თი ბი ბანკი, საქართველოს ბანკი, პრივატ ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბანკი კონსტანტა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო)  წარსადგენად.

რატომ ჩვენთან:

  1. წმინდა საბანკო პროფილით სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება;
  2. სწავლების ინტენსიური(ყოველდღიური ) ფორმა;.
  3. ერთი ტრენინგის ღირებულების ფარგლებში საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული სწავლება;
  4. კურსდამთავრებულები საბანკო საქმის ორენოვან სერთიფიკატსთან ერთად, დამატებით აიღებენ საქართველოს ბანკების ასოციაციაში სტაჟირების გავლის სერთიფიკატს;
  5. აიღებენ სარეკომენდაციო წერილებს საბანკო ასოციაციის წევრ კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად;
  6. სწავლება მიმდინარეობს ბანკების ასოციაციის დირექტორის მასტერკლასების სახით, სერთიფიცირებული პროგრამის საბანკო საქმის საფუძვლების საერთაშორისო ლიტერატურის ბაზაზე,
  7. პროგრამა მთლიანად შედეგზეა ორიენტირებული და აგებულია საბანკო დაწესებულებებში საბანკო კადრების შერჩევის არსებული მოთხოვნების და სპეციფიკის შესაბამისად.
  8. სტაჟირებას გაივლიან კომერციული ბანკების მთავარ გაერთიანებაში - საქართველოს ბანკების ასოციაციაში;
  9. საბანკო ოპერაციების პრაქტიკული სწავლება( ბანკის საოპერაციო დღე ALTA Software-ს პროგრამულ ბაზაზე),
  10. მსმენელებს ვთავაზობთ თანამედროვე მეთოდოლოგიურ ლიტერატურას და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიებს;
  11. მისაღები და მოქნილი ფასები- სწავლის საფასურის დაფარვა შესაძლებელია როგორც ერთიანად, ასევე ნაწილ-ნაწილ;
  12. სწავლა დილის და საღამოს ჯგუფებისათვის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ როგორც დილის, ასევე საღამოს ტრენინგს.

    მიმდინარეობს მარტი-აპრილის ჯგუფების ფორმირება

    რეგისტრაციის გასავლელად CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ელ-ფოსტით: abg_press@yahoo.com, ან უნდა დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონებზე:  599 10 32 44 ; ან 2 93 43 76 

    თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ერთი ტრეინინგის  ფარგლებში:

    • აიღოთ საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების და სტაჟირების გავლის ორენოვანი სერთიფიკატები;
    • აიღოთ სარეკომენდაციო წერილი საბანკო, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად.
    • საბანკო სწავლების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლოთ კვალიფიკაცია ან დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:     
      • მოლარე;
      • ოპერატორი;
      • მოლარე-ოპერატორი;
      • ანგარიშების მართვის მენეჯერი;
      • გაყიდვების მენეჯერი;
      • განვადების ოფიცერი;
      • საკრედიტო ექსპერტი;
      • იურისტი;
      • კლიენტთა მომსახურების ოფიცერი;
      • საინფორმაციო ოფიცერი.  
      1. საბანკო საქმის საფუძვლები(საბაზისო ნაწილი)
       
      1.1. თეორიული ნაწილი:
      • საბანკო საქმის ისტორია,  საბანკო გარიგებებში პროფესიული ეთიკის განვითარების მიზეზები და სამართლებრივი საკითხები;
      • ეკონომიკაზე ძირითადი წარმოდგენის ჩამოყალიბება (როგორც მიკრო, ასევე მაკრო დონეზე)
      • საქართველოს საბანკო სისტემა და მოქმედი საბანკო კანონმდებლობა;
      • ·ცენტრალური ბანკების ფუნქციები და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართულებები;
      • საბანკო საქმიანობის ლიცენზირების პირობები და სტრუქტურა;
      • საბანკო მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები;
      • ბანკის საკომუნიკაციო პოლიტიკა და რეკლამა;
      • მომხმარებლის ქცევა და კლიენტების ერთგულების პირობები საბანკო საქმეში
      • ლიდერობა, ლიდერის ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორები;
      • მომუშავე  ჯგუფების კატეგორიები და ტიპები ;
      •  კონკურენცია და კონფლიქტები, კომუნიკაციის პრობლემა გუნდში;
      • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;
      • კონტროლი;
      • საბანკო პროდუქტების და მომსახურების დისტრიბუციის ქსელი
      • სტიმულირებისა და კომუნიკაციის მიქსი ბანკებში
      • ბანკის საფასო სტრატეგიის განსაზღვრა;
      • საბანკო პროდუქტების გაყიდვა და მომსახურება; 
      • საცალო საბანკო საქმიანობის განმასხვავებელი თვისებები ;
      • ნაღდ ფულთან და ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციები;
      • შიდასაბანკო, ბანკთაშორისი ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების სისტემები;
      • უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები და დოკუმენტური ოპერაციები ბანკებში;
      • საბანკო ანგარიშების სახეები და მათი გახსნის თავისებურებანი;
      • საბანკო დეპოზიტები,
      • საკრედიტო პოლიტიკა, კრედიტების გაცემის ორგანიზება;
      • სესხების კლასიფიკაცია და სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა;
      • საკრედიტო ბარათები; სამომხმარებლო საქონლის განვადება; ავტო და იპოთეკური განვადება;
      • საკრედიტო ხელშეკრულებისა და სესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შემოწმება;
      • ბანკის საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლების ანალიზი. 
      ხანგრძლივობა:  სულ: ოთხი კვირა. ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა ( 30 საათი )
       
      1.2.  პრაქტიკული საბანკო ოპერაციები(ბანკის საოპერაციო დღე ALTA Software-ს პროგრამულ ბაზაზე);
      • ბანკის კლიენტების (ფიზიკური და იურიდიული პირები) დამატება;
      • ბანკის არაკლიენტთა ცნობარში მონაცემების დამატება და მისი მნიშვნელობა;
      • საბანკო ანგარიშების სახეები და მათი გახსნის პირობები;
      • ანგარიშზე ჩარიცხული და ანგარიშიდან  ჩამოწერილი თანხების გატარებები;
      • საანაბრე ანგარიშები სახეები, საანაბრე პროდუქტის შექმნა;
      • სალაროს ოპერაციები:    შემოსავლის  და  გასავლის ორდერები; მემორიალური ორდერები;
      •  ვალუტის ყიდვა-გაყიდვა; კონვერტაციები სალაროში;    
      • ·საგადახდო დავალება;
      • საჩეკო ოპერაციები, მათი გატარება და საჩეკო წიგნაკების გამოწერა;
      • პლასტიკური ბარათების სახეები და მათი დამატების წესები:
         
        1.3.  საბანკო დაწესებულებებში ტესტირების პრინციპები;
        • გასაუბრების პრინციპები; უნარ-ჩვევების ფსიქოლოგიური ტესტები;
        • კომუნიკაბელობის, გადაწყვეტილების მიღების და ახალი ინიციატივების წარმოჩენის ფსიქო-ტესტები;
        • მარტივი და რთული პროცენტი, ანუიტეტის გამოთვლა;
        • რეზიუმეების (CV) შედგენა;  მოტივაციის წერილის შედგენა, პროდუქტების პრეზენტაციები და ქეისები.
        სტაჟირების ხანგრძლივობა:   ორი კვირა, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა ;

        დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 5 99 10 32 44

08.03.2014 19:02

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
მოკლე საბანკო ეკონომიკური ელექტრონული ლექსიკონი
11.03.2014 20:14
NEWS! საბანკო საქმის ინტენსიური კურსი+ პროფესიული სტაჟირება
08.03.2014 19:02
NEWS! მოლარე-ოპერატორის კურსი
07.03.2014 15:17
NEWS! საკრედიტო ოფიცრის კურსი
06.03.2014 16:45
NEWS! ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება
05.03.2014 17:48
NEWS! ტრენინგი საცალო დაკრედიტების მენჯმენტში
03.03.2014 20:40
NEWS! საბანკო ეთიკა, მართვა და პროდუქტები
03.03.2014 14:38
NEWS! საკრედიტო რისკების მართვის, სესხების ინდივიდუალური და პორთფელური ანალიზი
02.03.2014 14:01
NEWS! ბუღალტრული აღრიცხვის კურსი + საწარმოო პრაქტიკა
27.07.2012 15:17
NEWS! ფინანსური ინგლისურის კურსი
18.05.2012 16:16
User
Password
   

 

 

 გიორგი ცუცქირიძე: მორატორიუმი არ ეკონომიკურად და არც სამართლებრივად გამართლებული არ არის

გიორგი ცუცქირიძე: ჩვენ უნდა გვქონდეს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული ხედვა

 
 
 
 
 






  
 
  
 

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

თი ბი სი ბანკი“ ავტოგანვადებას კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად იწყებს
24.06.2010 19:33

„თიბისი ბანკი“ პარტნიორი ავტოკომპანიების ქსელს აფართოვებს.

ვითიბი ბანკის საქველმოქმედო აქცია
28.05.2010 18:01

26 მაისს დაგეგმილ დავით ყიფიანის თასის ფინალურ მატჩთან დაკავშირებით ვითიბი ბანკმა დიღმის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>