abg.org.ge

  

"კომერსანტის" გამოკითხვით ბანკების ასოციაცია 2015 წლის ბიზნეს ნომინაციის - წლის ყველაზე აქტიური დარგობლივი ასოციაცია - გამარჯვებული გახდა
English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
NEW! საცალო დაკრედიტების ოფიცრის სასერთიფიკატო კურსი
2017 წლის  სასერთიფიკატო პროგრამა სპეციალური შეთავაზებით:
წარმატებული კარიერისა და დასაქმების ხელშესაწყობად!
 

"ფიზიკური პირების დაკრედიტების ოფიცრის სასერთიფიკატო პროგრამა" ხორციელდება ”საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის” და საქართველოს ბანკების ასოციაციის ერთობლივი თხოვნით და მხარდაჭერით.

პროგრამის უნიკალურობა: ტრენინგი ითვალისწინებს როგორც საცალო საკრედიტო პროდუქტების ძირითადი მახასიათებლების, ასევე მეწარმე და არამეწრამე ფიზიკური პირებისათვის (მიკრო და მცირე ბიზნეს სუბიექტები) დაკრედიტების თავისებურებებს და სესხების აღებასთან დაკავშირებული პროცედურების სწავლებას, მათ შორის როგორც მცირე ზომის, ასევე საშუალო და მაღალ შემოსავლიანი კლიენტურის მომსახურების კუთხით. ტრენინგის პროცესში მსმენელები შეისწავლიან ფიზიკური პირების ძირითადი ფინანსური დოკუმენტების შემოწმებას და ანალიზს, სესხების ადმინისტრირებას, რესტრუქტურიზაციას და მონიტორინგს, რობლემური სესხების მართვას.

ტრენინგების თემატიკაში სპეციალურად არის ჩართული ფინანსური აღრიცხვის ელემენტების და საგადასახადო რისკების სწავლება, რადგან განსაკუთრებით მცირე და მიკრო ბიზნესში ფინანსური აღრიცხვის მოუწესრიგებლობა წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, რასაც ემატება ფულადი ნაკადების ნაკლებ პროგნოზირებადობა. ტრენინგის პროცესში მსმენელები შეისწავლიან ფიზიკური პირების ძირითადი ფინანსური დოკუმენტების შემოწმებას და ანალიზს, სესხების ადმინისტრირებას, რესტრუქტურიზაციას და მონიტორინგს, ვადაგადაცილებულ სესხებზე სავალდებულო რეზერვების ფორმირების წესს, რისკების მიხედვით შეწონილი აქტივების გაანგარიშებას და პრობლემური სესხების მართვას და ლიკივიდაციას.

ტრენინგი რისკების შეფასების გაძლიერებული სწავლებით მიმდინარეობს. რადგან დღეს კომერციული ბანკები საკრედიტო რისკების დაზღვევის მიზნით სულ უფრო აქტიურად ნერგავენ რისკების შეფასების და მართვის თანამედროვე მოდელებს, რომელიც შეიცავს რისკების აღმოჩენის, გაზომვის, მონიტორინგის და კონტროლის მექანიზმებს, რაც ბუნებრივია ზრდის მოთხოვნებს მაღალკვალიფიციურ საკრედიტო მენეჯერებზე.

მონაწილეები: ტრენინგი განკუთვნილია კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების იმ თანამშრომლებისათვის, რომლებიც საცალო დაკრედიტებაზე არიან ორიენტირებული. თემატიკა ასევე თავსებადია როგორც ეკონომიკური, ასევე არაეკონომიკური განათლების(ტექნიკური განათლების ან ზუსტი მეცნიერებების) მქონე პირებისათვის - სტუდენტები, მაგისტრანტები. ვისაც კომერციულ ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, საკრედიტო კავშირები სურს მუშაობა საცალო და ბიზნეს დაკრედიტების კუთხით,

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლოთ კვალიფიკაცია ან დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:

  • საცალო დაკრედიტების ექსპერტი;
  • პრობლემური სესხების მენეჯერი;
  • საკრედიტო ადმინისტრატორი
  • პრობლემური სესხების ოფიცერი
  • განვადების ოფიცერი;

სარგებელი: ტრენინგის ბოლოს კურსის მონაწილეებს ეცოდინებათ: სამომხმარებლო სესხების არსი და მახასიათებლები, დაკრედიტების პრინციპები, დაკრედიტების ეტაპები, მსესხებლის შეფასების ფინანსური ანალიზი, რისკების შეფასება, მოვალის საკრედიტო რეიტინგის განსაზღვრა, მსესხებლის უზრუნველყოფის შეფასება, კრედიტის გაცემა და მართვა, საკრედიტო პრობლემების წინასწარ განსაზღვრა, პრობლემური სესხების მართვა და მათი რესტრუქტურიზაცია;

ჩვენი უპირატესობები:

  •  წმინდა საბანკო პროფილით სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება;
  • მსმნელები მიიღებენ საცალო დაკრედიტების ოფიცრის გავლის ორენოვან სერთიფიკატს;
  • მიიღებენ სარეკომენდაციო წერილებს საბანკო ასოციაციის წევრ კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად;
  • სწავლება მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური ტრეინერების მონაწილეობით;
  • მსმენელებს ვთავაზობთ თანამედროვე მეთოდოლოგიურ ლიტერატურას და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიებს;

ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და გათვლილია 10-15 მსმენელზე

სერთიფიცირების ფორმა:მსმენელებზე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი;

სწავლების საფასური: კურსის ღირებულებაა - 300 ლარი(ასოციაციის წევრი ორგანიზაციებისათვის ან ჯგუფური შეთავაზებისას 250 ლარი) ; საფასური მოიცავს: სწავლების საფასურს, სასწავლო ლიტერატურას და სერტიფიკატს;

მიმდინარეობს ჯგუფების ფორმირება: ტრენინგი ჩატარდება ქვემოთ მოცემული გეგმით და გრაფიკით):

რეგისტრაციისათვის CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ელ-ფოსტით: bec_trening@yahoo.com და “subject”-ში მიუთითოთ ”ტრენინგი საკრედიტო მენჯმენტში”

ტრენინგის განრიგი და გეგმა:

1. საკრედიტო პოლიტიკის ასპექტები:

  • სამომხმარებლო სესხის არსი და მახასიათებლები,
  • ფიზიკური პირის ტიპები და საცალო საკრედიტო პროდუქტების სახეები;
  • მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების თავისებურებანი, მეწარმე და არამეწარმე ფიზიკური პირების შემთხვევაში;
  • აგრო სესხები და სტარტ აპ დაფინანსება;
  • მიკრო და მცირე ბიზნეს სესხების გაცემის ორგანიზება და პროცედურები:
  • საკრედიტო ბარათები;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის განვადება;
  • საკრედიტო ხელშეკრულებისა და სესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შემოწმება;

2. საკრედიტო რისკების შეფასება

  • საკრედიტო რისკები საცალო, მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტებისას;
  • რისკის და სარგებლის განსაზღვრა;
  • მსესხებლის მიმდინარე და მოსალოდნელი ფინანსური მდგომარეობა
  • მსესხებლის საკრედიტო ისტორია და კორელაცია ისტორიულ და საპროექტო გადასახდელ თანხებს შორის
  • ოპტიმალური სესხის სტრუქტურა, სესხის რაოდენობრივი პირობები, ლიკვიდურობა, უზრუნველყოფის შეფასება.

3. სასესხებო განაცხადების მიღების და დამუშავების პროცედურები

  • სამომხმარებლო სესხის განაცხადების შეფასება
  •  მსესხებლის პირადი და ფინანსური მაჩვენებლების შეფასება
  • საკრედიტო სკორინგის როლი და მოდელები ფიზიკური პირების დაკრედიტებისას
  • სამომხმარებლო სესხის განაცხადის ანალიზი
  • ქეისი

4. კრედიტის ადმინისტირება საცალო საკრედიტო პროდუქტების შემთხვევაში

“5 C” principles of lending(დაკრედიტების 5 კ პრინციპი-Character, Capacity, Control, Collateral, Conditions- ხასიათი, მოცულობა, კონტროლი, გირაო, პირობები)

  • ქეისების გარჩევა

5. სესხების ინდივიდუალური შეფასება სამომხარებლო სესხების შემთხვევაში

  • რელევანტური და საიმედო ფინანსური ინფორმაციის მოპოვება
  • ქეისის გარჩევა;

6. ფულადი ციკლი - მსესხებლის გადახდისუნარიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორი

  • ფულის მიმდინარე და დროითი ღირებულება;
  • ფულის წმინდა მიმდინარე ღირებულება;
  • ფულადი ნაკადების გამოთვლა;
  • რისკის და მენეჯმენტის ალტერნატივა კაპიტალდაბანდების ბიუჯეტირებისას;
  • ფულის ამოღების პოლიტიკა;
  • სეზონურობა ან სხვა ფაქტორები
  • ანუიტეტები;
  • სავარჯიშოების განხილვა

7. სესხების მონიტორინგი

  • სესხის რეაქტიული და აქტიური მონიტორინგი
  •  მსესხებლის შემოსავლების და ხარჯების ანალიზი
  • სებ-ის მოქმედი ინსტრუქციები სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებით.
  • საკრედიტო პრობლემების წინასწარ განსაზღვრა და საჭირო ინფორმაციის შეგროვება;
  • სიტუაციის ანალიზი, პრობლემური სესხების ზეგავლენა საკრედიტო პორთფელზე და ბალანსზე;

8. პრობლემური სესხების მართვა და რესტრუქტურიზაცია

  • პრობლემური სესხების მართვა;
  • სესხების რესტრუქტურიზაცია;
  • ეტაპები და ნაბიჯები(ტიპიური / შესაძლებელი) ვალის გადახდის თვალსაზრისით;
  • სესხის იძულებითი დაფარვა სამართლებრივი პროცედურების გათვალისწინებით

ხანგრძლივობა: საკრედიტო დაწესებულებებისათვის: ტრეინინგები ტარდება თბილისში, "საქართველოს ბანკების ასოციაციის" ოფისის აუდიტორიებში, "საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის" წევრი ორგანიზაციებისთვის შესაძლებელია ტრეინინგების ჩატარების ორგანიზება რეგიონებშიც (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი) იგივე თემატიკით და პირობებით.

სწავლების დრო: საკრედიტო დაწესებულებებისათვის შაბათ-კვირას;დღეში 6 საათი, 4 კვირა სულ: 24 საათი,

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 5 99 10 32 44

14.06.2016 15:45

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
NEW! საკრედიტო დაწესებულებებში საკრედიტო რისკის შეფასების და მართვის სასერთიფიკატო კურსი
19.07.2016 19:40
NEW! საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი
19.07.2016 19:40
NEW! ბანკირთა მომზადების საზაფხულო სასერთიფიკატო კურსი, პროფესიული სტაჟირებით
20.06.2016 19:19
NEW! ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი
17.06.2016 12:47
NEW! კომპანიის კრედიტუნარიანობის შეფასების სასერთიფიკატო კურსი
16.06.2016 19:40
NEW! სასესხებო ოპერაციები, პრობლემური სესხების მართვა და და ლიკვიდაცია
15.06.2016 19:40
NEW! საცალო დაკრედიტების ოფიცრის სასერთიფიკატო კურსი
14.06.2016 15:45
NEW! "პრობლემური სესხების დამუშავების თანამედროვე მეთოდები" სასერთიფიკატო კურსი;
14.06.2016 13:52
NEW! ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება
13.06.2016 16:48
NEWS! საბანკო ეთიკა, კომუნიკაციის როლი და გაყიდვების მენეჯმენტი
08.06.2016 14:38
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>