abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”

ბანკი"რესპუბლიკა", როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული ბანკი, მხარს უჭერს განათლების განვითარებას საქართველოში და ამ მიმართულებით "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

ახალი კომფორტული სესხი ბანკმა  სპეციალურად "კავკასიის უნივერსიტეტისათვის" შექმნა.

აღსანიშნავია, რომ ინოვაციური პროდუქტი გამოირჩევა მთელი რიგი უპირატესობებით. მისი წლიური საპროცენტო განაკვეთი 19%-ია. სესხი გაიცემა ლარში, რაც ქმნის მნიშველოვან სარგებელსა და კომფორტს მომხმარებლისათვის. სესხის მისაღებად არ არის საჭირო უზრუნველყოფა, რაც უფრო ამარტივებს სესხის მიღების პროცედურას და ამცირებს სესხის დამტკიცების პერიოდს.

საბაკალავრო პროგრამის დასაფინანსებლად სესხის აღება შესაძლებელია სტუდენტის ოჯახის წევრის, ან სხვა პირის მიერ. მეოთხე კურსის სტუდენტი თავადაც აიღებს სესხს, თუ იგი დასაქმებულია და აქვს შემოსავალი.  სამაგისტრო პროგრამის დასაფინანსებლად სესხის აღება შესაძლებელია მაგისტრატის მშობლის, ნებისმიერი სხვა პირის, ან თავად მაგისტრანტის მიერ. სესხი გაიცემა ხელფასის, დივიდენდის, იჯარის, ბიზნესიდან მიღებული შემოსავლის საფუძველზე.

სტუდენტი, რომელიც აიღებს სტუდენტურ სესხს ბანკ `რესპუბლიკაში~, დამატებითი სარგებლის სახით მიიღებს საჩუქრად სიცოცხლის დაზღვევას.

ბანკი `რესპუბლიკა~ და `კავკასიის უნივერსიტეტი~ მაქსიმალურად ამარტივებენ სესხის აღების პროცედურას, რაც გაზრდის საზოგადოების მხრიდან კომფორტული დაფინანსებისა და საუკეთესო განათლების მიღების სურვილს.

02.08.2010 17:10

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
ახალი შეთავაზება “ “მაქსიმა” ანაბარზე
30.06.2009 17:10

“საქართველოს ბანკმა” “მაქსიმა” ანაბარზე ახალი შეთავაზება შემოიღო. ამიერიდან, “მაქსიმა” ანაბრის გახსნა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ოდენობის თანხით. “მაქსიმა” ანაბარი მომხმარებელს არაერთ უპირატესობას და მის მოთხოვნებზე მორგებულ პირობას სთავაზობს

საკონსულტაციო ჯგუფ DAI Europe-ის დირექტორი "ბაზისბანკს" ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.
29.06.2009 14:10

ბანკის მენეჯმენტსა და ბრაიენ ნილსენს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს DAI Europe-ის კონსულტანტების მიერ განვლილი სამი თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები.

პროკრედიტ ბანკის ინიციატივით უკრაინაში ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
26.06.2009 16:07

გამოფენის გახსნა 4 ივნისს, ქ. კიევის ისტორიულ ნაწილში - პოდოლზე, პროკრედიტ ბანკის ახალი ფილიალის გახსნას დაემთხვა.

სახალხო ბანკმა ანაბრების აქციაში მეორე ბინა და 10 სხვადასხვა პრიზი გაათამაშა
03.04.2009 14:20

31 მარტს, იმედის პირდაპირ ეთერში, სახალხო ბანკმა მეორედ გაათამაშა ბინა ვაკეში და 10 სხვადასხვა პრიზი. სუპერ პრიზის, ბინის მფლობელი რუსთავში მცხოვრები დავით ხაჩიძე გახდა.

ბითიეი ბანკი თავის მომხმარებლებს ერთთვიან აქციას სთავაზობს:
01.04.2009 16:45

ყველას ვინც 25 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით დეპოზიტს გახსნის ნაძალადევის სერვის ცენტრში(ცოტნე დადიანის 15/90), არსებულ საპროცენტო სარგებელზე დამატებით 1.5%-ს მიიღებს

ბანკი "რესპუბლიკა”, ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი” ყოველთვიურად ახალ ფილიალს ხსნის.
02.03.2009 10:09

2009 წლის 20 თებერვალს ქ. თბილისში, ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის 37-ში ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა. ბანკი "რესპუბლიკა”, ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი”, გაფართოვების სტრატეგიის შესრულების მიზნით,  ყოველთვიურად ახალ ფილიალს ხსნის.

„საქართველოს ბანკი“ ქედაში სერვის-ცენტრს გახსნის
27.02.2009 16:16

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, ბანკი დღეს აჭარის მაღალმთიან რაიონში, ქედაში სერვის-ცენტრს გახსნის

კიდევ ერთი მილიონი თიბისი ბანკისაგან
14.02.2009 18:09

მოიგე ყოველთვე ბინა და გახდი მილიონერი თიბისი ბანკთან ერთად! თიბისი ბანკში ანაბრების კიდევ ერთი უპრეცედენტო და ყველაზე მასშტაბური აქცია დაიწყო . . .  

“საქართველოს ბანკმა” “მწვანე ანაბრის” ელექტრონული რუკა შექმნა
14.02.2009 18:05

“საქართველოს ბანკმა” “მწვანე ანაბრის” მფლობელებისთვის სიახლე წარმოადგინა. ამიერიდან, მეანაბრეებს საკუთარ სახელზე დარგული ხის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ელექტრონული რუკის საშუალებით შეეძლებათ.

სს “საქართველოს სახალხო ბანკი” აცხადებს ტენდერს პოლიგრაფიული მომსახურების გაწევაზე.
05.02.2009 12:51

სს “საქართველოს სახალხო ბანკი” იწვევს დაინტერესებულ ორგანიზაციებს ფასთა კოტირების წარდგენაზე პოლიგრაფიული მომსახურების გაწევაზე.

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>