abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 





  





 

 






















  


  TOP.GE

 

დღეისათვის მიმდინარე ვაკანსიები გამოცხადებულია  კომერციულ ბანკებში და საკრედიტო ორგანიზაციებში, დეტალურად იხილეთ იხილეთ ვაკანსიების დირექტორიაში
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს

2010 წლის პირველი იანვრიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

ამასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ, სოსო წიქარიშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. აღნიშნული სიახლე საინფორმაციო ბაზის მნიშვნელოვან დახვეწას, სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებას, ინფორმაციის საჯაროობას და „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვას ემსახურება.

საკანონმდებლო ცვლილებები „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში, სამოქალაქო კოდექსსა და მომიჯნავე საკანონმდებლო აქტებში შევიდა.

საკანონმდებლო ცვლილები 2 ეტაპად განხორციელდება: მოსამზადებელ ეტაპზე, ცვლილებების დამოუკიდებელი რეგისტრატორებისა და საწარმოთა დირექტორების მიერ მოხდება შპს-ებში წილების და პარტნიორების შესახებ ინფორმაციის ეტაპობრივი მოწოდება შემდეგი სქემის მიხედვით:

პირველ ეტაპზე, 2009 წლის 1 დეკემბრამდე, შპს–ებში წილებსა და პარტნიორებთან დაკავშირებული ინფორმაციის არქივი და ელექტრონული მონაცემთა ბაზა დამოუკიდებელი რეგისტრატორებისა (რომლებიც არეგისტრირებელ წილებს და ფასიან ქაღალდებს) და საწარმოთა დირექტორების მიერ გადმოეცემა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

მეორე ეტაპზე, 2010 წლის 1 იანვრიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის წარმოებას დაიწყებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, საგადასახადო ორგანოების ნაცვლად საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებს უნდა მიმართონ.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოიხსნება ტერიტორიული შეზღუდვა. დღემდე, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მსურველ პირებს განცხადებით უნდა მიემართათ საგადასახადო ორგანოს 9 რეგიონული სერვისცენტრიდან ერთ-ერთისთვის, მისი იურიდიული მისამართის მიხედვით. ვინაიდან აღნიშნული სერვისცენტრები განთავსებულია ქვეყნის მხოლოდ დიდ ქალაქებში, მომსახურების ამგვარი ფორმა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის სხვა ქალაქსა თუ რაიონში მაცხოვრებელ პირებს.

საკანონმდებლო ცვლილებებით მნიშვნელოვნად მარტივდება სარეგისტრაციო მომსახურების ან ინფორმაციის მიღების პროცედურა. განცხადების წარდგენა და დოკუმენტაციის მიღება უკვე შესაძლებელი იქნება არა ფინანსთა სამინისტროს 9 რეგიონულ სერვისცენტრში, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც თავის საქმიანობას 68 ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მეშვეობით ახორციელებს. რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელი იქნება საჯარო რეესტრის 300-მდე ავტორიზებულ მომხმარებელთან ან ინტერნეტის მეშვეობით.

ამოქმედდება, ასევე, მომსახურების ახალი ვადები და საფასური. თუკი აქამდე სარეგისტრაციო მომსახურების საფასური 360 ლარამდე მერყეობდა, 1 იანვრიდან ეს გადასახადი შეადგენს 100 ლარს (მომსახურების მიღება განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღეში). ასევე ამოქმედება დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურება (ანუ რეგისტრაცია განცხადების წარდგენისთანავე და მისი ღირებულება შეადგენს 200 ლარს ). 

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, რეგისტრაციისთვის სავალდებულო ხდება სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა წესდების, როგორც სავალდებულო დოკუმენტის, წარდგენა. წესდება, ისევე, როგორც ყველა სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტი, ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის მეშვეობით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება სწრაფად და მარტივად მოიპოვოს ინფორმაცია სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა საქმიანობის, მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის, ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი უფლებამოსილების შესახებ. 

გარდა ამისა, აღდგება შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში პარტნიორთა წილების რეგისტრაცია, რაც აისახება სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერში და უზრუნველყოფს შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში წილების მიმოქცევის გამჭვირვალობას.

აღნიშნული ცვლილებები აგრეთვე ხელს შეუწყობს სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის ერთიანი ელექტრონული ბაზის სრულყოფას და მათი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ამ სახის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა ბანკებისათვის ყველა სიკეთესთან ერთად, მნიშვნელოვნად გაამარტივებს და დროში შეამცირებს იურიდიული პირებისათვის ანგარიშების გახსნის არსებულ პროცედურებს.

„ინტერპრესნიუსი“

27.11.2009 18:02

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
თი ბი სი ბანკი“ ავტოგანვადებას კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად იწყებს
24.06.2010 19:33
ვითიბი ბანკის საქველმოქმედო აქცია
28.05.2010 18:01
User
Password
   

 

 

 გიორგი ცუცქირიძე: მორატორიუმი არ ეკონომიკურად და არც სამართლებრივად გამართლებული არ არის

გიორგი ცუცქირიძე: ჩვენ უნდა გვქონდეს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული ხედვა

 
 
 
 
 






  
 
  
 

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

თი ბი სი ბანკი“ ავტოგანვადებას კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად იწყებს
24.06.2010 19:33

„თიბისი ბანკი“ პარტნიორი ავტოკომპანიების ქსელს აფართოვებს.

ვითიბი ბანკის საქველმოქმედო აქცია
28.05.2010 18:01

26 მაისს დაგეგმილ დავით ყიფიანის თასის ფინალურ მატჩთან დაკავშირებით ვითიბი ბანკმა დიღმის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>