უმსხვილესი ბრიტანული ბანკის “ეიჩ ეს ბისის” ქართულმა შვილობილმა ბანკმა გადაწყვიტა, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა განაახლოს.
საცალო დაკრედიტება ბანკმა რამდენიმე თვის წინ კრიზისის გათვალისწინებით შეწყვიტა. თუმცა, საბანკო სექტორში რისკების შემცირების შედეგად, ფიზიკური პირების დაკრედიტებას პირველი დეკემბრიდან კვლავ განაახლებს. მაგრამ თავდაპირველად ბანკი იპოთეკური სესხების გაცემას დაიწყებს. ბიზნეს კურიერი |