abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
პროკრედიტ ბანკის ინიციატივით უკრაინაში ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

პროკრედიტ ბანკი კვლავაც განაგრძობს მხატვრების მხარდაჭერასა და ქართული სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამჯერად ბანკმა პროექტ ProArt-ის ფარგლებში საქართველოში მოღვაწე თანამედროვე ქართველ მხატვართა შემოქმედება უკრაინელ საზოგადოების გააცნო.

გამოფენის გახსნა 4 ივნისს, ქ. კიევის ისტორიულ ნაწილში - პოდოლზე, პროკრედიტ ბანკის ახალი ფილიალის გახსნას დაემთხვა. ნინო ფერაძემ, ქეთევან შალამბერიძემ, ელდარ ქავშბაიამ, გიორგი გოგლიძემ და მურთაზ შველიძემ საკუთარი ნამუშევრები საზოგადოებას პირადად წარუდგინეს.

გამოფენის გახსნას უკრაინაში დიპლომატიური კორპუსის, ხელოვნებისა და ბიზნესის წრეების, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამთვალიერებლებს, რომლებიც დიდი ინტერესით ეცნობოდნენ თანამედროვე ქართული ფერწერული სკოლის წარმომადგენელთა ნამუშევრებს, ქართული კერძებით და ღვინით უმასპინძლდებოდნენ, ჟღერდა ქართული მუსიკა ცოცხალი შესრულებით.

ქართველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა უკრაინაში 2 თვეს გასტანს და კიევის სხვა ფილიალების გარდა უკრაინის დიდ ქალაქებსაც მოივლის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე ნამუშევარი გამოფენაზე დამსწრე სტუმრებმა პირველსავე დღეს შეიძინეს.

უკრაინაში გამოფენის მოწყობას წინ უძღოდა პროექტი ProArt, რომლის განხორციელებაც თბილისში, 2007 წლის მაისში დაიწყო და ერთ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. პროექტის მიზანი ქართველი მხატვრების მხარდაჭერა და თანამედროვე ქართული ფერწერის პოპულარიზაცია იყო. პროექტის ფარგლებში 38 ქართველი მხატვრის ნამუშევართა პერსონალური გამოფენები მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროკრედიტ ბანკის ფილიალებში მოეწყო და 100-ზე მეტი ნამუშევარი გაიყიდა.

პროექტ ProArt-ის ფარგლებში გამოიცა კატალოგი, რომელიც იმ 22 ქვეყანაში დაიგზავნა, სადაც პროკრედიტ ჯგუფი მოღვაწეობს.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ პროექტს უკრაინელ მხატვართა ხელშეწყობის მიზნით “პროკრედიტ ბანკი, უკრაინაც” უკვე 2 წელია წარმატებით ახორციელებს. უკრაინაში მოწყობილი გამოფენის საშუალებით ქართველ და უკრაინელ მხატვრებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთმანეთი უკეთ გაეცნოთ და თავიანთ სფეროში გამოცდილება გაეზიარებინათ.

ფილიპ პოტი, “პროკრედიტ ბანკი, საქართველო”-ს გენერალური დირექტორი:

“ძალიან მოხარული ვარ, რომ “პროკრედიტ ბანკი, საქართველოსა” და “პროკრედიტ ბანკი, უკრაინას” ორგანიზებით, კიევში ქართველი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. პროკრედიტ ბანკი მსოფლიოს 22 ქვეყანაში მოღვაწეობს. სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ ბანკად ვრჩებით და მსგავს პროექტებს ვახორციელებთ. ჩვენ გავაგრძელებთ მხატვრების ხელშეწყობას და ვეცდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციაში ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, პროექტ ProArt-ის ფარგლებში.”

26.06.2009 16:07

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>