abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
Fitch-მა ვითიბი ბანკ ჯორჯიას მიანიჭა რეიტინგი („ედრ“) „B“, პროგნოზი - „სტაბილური“
Fitch Ratings – ლონდონი/მოსკოვი – 2007 წლის 14 თებერვალი. დღეს Fitch-მა “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” მიანიჭა რეიტინგი („ედრ“) „B”, პროგნოზი – სტაბილური, მოკლევადიანი რეიტინგი „B”, ინდივიდუალური რეიტინგი „D/E“, მხარდაჭერის რეიტინგი “4“ ედრ, მოკლევადიანი რეიტინგი და ბანკის მხარდაჭერის რეიტინგი განპირობებულია მისი მაჟორიტარი აქციონერის, რუსეთში სიდიდით მეორე ბანკის ღსს “ვნეშტორბანკის” („ვტბ“, “ედრ”, „BBB+“) მხარდაჭერით მიღების შესაძლებლობით. Fitch-ის აზრით, “ვტბ”-ს ექნება ბანკის მხარდაჭერის მაღალი მზადყოფნა მფლობელობის 53%-იანი წილის, ერთიანი ბრენდისა და “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” მცირე მოცულობის გათვალისწინებით. ბანკის ინდივიდუალური რეიტინგი ასახავს მის პატარა მოცულობას, კლიენტთა შეზღუდულ, თუმცა მზარდ ბაზას საქართველოში, ასევე პოტენციურ პოლიტიკურ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბულობასთან, თუმცა დღეისათვის ეს უკანასკნელი ფაქტორი არ ქმნიდა რაიმე სერიოზულ სირთულეებს ბანკისათვის. დღეისათვის ბანკს არ ქონია რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემები ლიკვიდობასთან მიმართებაში. “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” აქტივების ხარისხი მისაღებია, ბანკს გააჩნია ადეკვატური მომგებიანობა და 2005 წლიდან 2006 წლის 9 თვის ჩათვლით აღინიშნა მისი გაუმჯობესება ბიზნესის მასშტაბების გაფართოების, ლევერეჯის გაზრდისა და მიკროდაკრედიტების მოცულობების ზრდის ფონზე. “ერდ”-ს, მოკლევადიანი რეიტინგისა და ბანკის მხარდაჭერის რეიტინგის გადახედვა შეიძლება მოხდეს საქართველოს, როგორც ქვეყნის, რისკის ცვლილების შესაბამისად. ინდივიდუალური რეიტინგის ამაღლების პოტენციალი შეზღდულია. ამავდროულად ეს შესაძლებელია ბანკის მოცულობისა და კლიენტთა ბაზის მნიშვნელოვანი გაზრდის შემთხვევაში აქტივების გაზრდისა და კაპიტალიზაციის დონის შეუმცირებლად. კრედიტების შესაძლო დანაკარგებმა, ან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შემდგომი გაუარესების შედეგად ლიკვიდობაზე ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს რეიტინგების შემცირება, თუმცა დღეისათვის მოვლენის ასეთი განვითარება არ ივარაუდება. მას შემდეგ, რაც “ვტბ”-მ 2005 წლის იანვარში შეიძინა მისი აქციების პაკეტი “ვითიბი ბანკი ჯორჯია”, წინათ “გაერთიანებული ქართული ბანკი”, გახდა აქტივების მოცულობის მიხედვით სამი წამყვანი ქართული ბანკიდან ერთ-ერთი. ამას ხელი შეუწყო ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ბანკის კლიენტთა ბაზის ზრდა და 92 მილიონი დოლარის ინვესტიციური კრედიტი, რომლითაც ვტბ-მ დააფინანსა ბანკი დსთ-ს ქვეყნების კლიენტების მომსახურების სტრატეგიის ჩარჩოებში. 2006 წლის მე-3 კვარტლის ბოლოს მოცემული კრედიტის წილად მოდიოდა “ვითიბი ბანკი ჯორჯიას” კრედიტების 41% და პასივების 36%. ამავდროულად გარიგებამ ურისკობის გამო არ იმოქმედა კაპიტალიზაციაზე და არ გამოიწვია ერთი კრედიტორის რეგულატიური ლიმიტების დარღვევა. Fitch-ის რეიტინგების განსაზღვრა, ასევე მათი გამოყენების პირობები მოცემულია www.fitchratings.com სააგენტოს ოფიციალურ გლობალურ ინტერნეტ-საიტზე. საიტზე აგრეთვე მუდმივად მისაწვდომად არის განთავსებული გამოქვეყნებული რეიტინგების სიები, რეიტინგების მინიჭების მეთოდოლოგიები და კრიტერიუმები. საიტის განყოფილებაში „ქცევის კოდექსი“ მოცემულია Fitch-ის ქცევის კოდექსი, კონფიდენციალური ინფორმაციის, ინტერესების კონფლიქტის და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის სისტემის პოლიტიკა, ასევე წესების დაცვის კონტროლის პოლიტიკა და სხვა. რუსულ ენაზე რეიტინგების განსაზრვრა, მათი მინიჭების მეთოდოლოგიები და კრიტერიუმები, ასევე რეიტინგების სიები და რუსეთისა და დსთ-ს ემიტენტების ანგარიშგება განთავსებულია www.fitchratings.ru –ს სააგენტოს ოფიციალურ რუსულენოვან საიტზე.
14.02.2007 16:59

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>