abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

საქართველოს ბანკების ასოციაცია გილოცავთ ახალ წელს და დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
პროკრედიტ ბანკის განვითარება და სტრატეგია

2008 წლის 30 ოქტომბერს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ შტეფან ბოვენმა და ბანკის გენერალურმა დირექტორმა ფილიპ პოტმა პრესკონფერენცია გამართეს.

პროკრედიტ ბანკი აგრძელებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას აგვისტოში განვითარებული მოვლენების მიუხედავად.

მიმდინარე წლის პირველი ათი თვის განმავლობაში პროკრედიტ ბანკმა საქართველოში თერთმეტი ახალი ფილიალი გახსნა, წლის ბოლომდე კიდევ ექვსი ახალი ფილიალის გახსნაა დაგეგმილი, რის შედეგადაც, პროკრედიტ ბანკი 59 ფილიალით ადგილობრივ საბანკო სექტორში ფილიალების ქსელის მიხედვით მესამე ადგილზე იქნება. ინვესტიციები ხორციელდება არა მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც პროკრედიტ ბანკის  ფილიალები უკვე ფუნქციონირებენ, არამედ იმ რეგიონებშიც, სადაც ბანკი ჯერ არ არის წარმოდგენილი. ოქტომბერში ახალი ფილიალი გაიხსნა ზესტაფონში, და სულ მალე ბანკი ბორჯომისა და ახალციხის მოსახლეობასაც შესთავაზებს მომსახურებას.  პროკრედიტ ბანკს საქართველოს სხვა რეგიონებშიც აქვს შეძენილი შენობები ფილიალებისთვის.

მიმდინარე წელს პროკრედიტ ბანკმა 500-ზე მეტი ახალი თანამშრომელი აიყვანა, რის შედეგადაც ბანკში დასაქმებულთა საერთო რიცხვმა 1800-ს გადააჭარბა. ყველა მათგანს აქვს გავლილი ძირითადი მოსამზადებელი კურსი, რომელიც გულისხმობს თანამშრომლების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას, ბანკის კლიენტებისთვის კვალიფიციური მომსახურების შეთავაზების მიზნით. გარდა ამისა, ბანკი მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს არსებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა ბანკის ოპერაციების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დონეც. ამასთან, 2008 წლის პირველი სამი კვარტლის მანძილზე ბანკის 30-ზე მეტმა მენეჯერმა გერმანიასა და მაკედონიაში პროკრედიტის მენეჯერთა აკადემიაში გაიარა ტრენინგები. 

2008 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით ბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 326 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 84 მილიონი აშშ დოლარით მეტია წლის დასაწყისისათვის არსებულ მდგომარეობაზე. ბოლო პერიოდის მანძილზე ბანკის თანამშრომლები შეხვდნენ ყველა იმ კლიენტს, ვისი ბიზნესიც აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალდა. ბანკმა, ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე, დაზარალებულ კლიენტებს გადახდის გრაფიკი შეუცვალა, რითაც  კონფლიქტის ზონების მოსახლეობას კრედიტების დროულად გადახდისა და თავისი ბიზნეს საქმიანობის წარმატებით გაგრძელების საშუალება მიეცა.

მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ბოლოსათვის ბანკის მიერ მოზიდულმა კლიენტთა მთლიანმა სახსრებმა 191 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 18 მილიონი აშშ დოლარით მეტი წლის დასაწყისისათვის არსებულ მონაცემებზე. სექტემბერში კლიენტთა მოზიდულმა სახსრებმა 10 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც აგვისტოში ბანკიდან გატანილი სახსრების დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს. ოქტომბერში ბანკში ყოველდღიურად იხსნება 1,000 ახალი ანგარიში, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ეს ციფრები გამოხატავს მომხმარებლის ნდობას პროკრედიტ ბანკის მიმართ, რომელიც კიდევ უფრო გაიზადა მას შემდეგ, რაც აგვისტოს მოვლენების დროს ყველა მსურველმა შეუფერხებლად და შეზღუდვების გარეშე შეძლო ბანკიდან თანხების გატანა.

2008 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით პროკრედიტ ბანკის წმინდა მოგებამ 6,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ საომარ მოქმედებებს ბანკის რენტაბელობაზე სერიოზული ზეგავლენა არ მოუხდენია.

ბავშვების დახმარება საქართველოში

აგვისტოს ბოლოს პროკრედიტ ბანკმა წამოიწყო პროექტი, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტი პროკრედიტ ბანკის ინიციატივითა და დაფინანსებით, ასევე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით  ხორციელდება და გულისხმობს ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, მათი პოსტსტრესული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 500-მდე ადამიანმა, მათ შორის 370-მა დევნილმა ბავშვმა ათდღიანი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: თელავში, წყნეთში, ურეკსა და ფასანაურში კეთილმოწყობილ სასტუმროებში. ბავშვები სხვადასხვა სპორტულ, შემეცნებით, გასართობ ღონისძიებაში იყვნენ ჩართული პედაგოგებისა და ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ.  პროკრედიტ ბანკმა აღნიშნული პროექტისათვის 300, 000 ლარი გაიღო. პროექტს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეს პროკრედიტ ბანკის კლიენტებმაც.

ბანკის სტრატეგია

მომავალში პროკრედიტ ბანკის პრიორიტეტად კვლავაც დარჩება ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ბიზნესების დაკრედიტება, რადგანაც ბანკს სჯერა, რომ სწორედ ეს საწარმოები ქმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ბანკის უმთავრესი მიზანია, კლიენტებს შესთავაზოს საიმედო საკრედიტო მომსახურება მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებით.

ამას გარდა პროკრედიტ ბანკი მომავალშიც ხელს შეუწყობს დაზოგვის კულტურის დამკვიდრებას საქართველოში, რადგანაც ბანკს მიაჩნია, რომ დანაზოგი ოჯახებს გრძელვადიან სტაბილურობას სძენს. ბანკის მიზანია კლიენტების სახსრების წილის ზრდა. განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება ფიზიკური პირების ანაბრებს.

პროკრედიტ ბანკი ასევე შეეცდება უპასუხოს მომხმარებლის მოთხოვნებს და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოს თავისი სერვისი. სექტემბერის თვეში ბანკმა ორი ახალი პროდუქტი შესთავაზა მოსახლეობას: კიდევ ერთი სწრაფი ფულადი გზავნილი (მანიგრამი) და ეს-ემ-ეს ბენქინგი. ეს უკანასკნელი მომსახურება ძალიან მოსახერხებელია და საშუალებას აძლევს მომხმარებელს მობილურ ტელეფონზე მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინება მისი ანგარიშების, საბარათე ტრანზაქციების, სავალუტო კურსებისა და სხვა მისთვის საინტერესო ინფორმაციის შესახებ.

10.11.2008 11:45

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>