abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
აშშ დოლარის მიმართ ლარის ნომინალური გაცვლის კურსი იანვრის ბოლოს მონაცემებით, 0.4%-ით დაეცა
აშშ დოლარის მიმართ ლარის ნომინალური გაცვლის კურსი, 2007 წლის იანვარში 2006 წლის დეკემბერთან შედარებით, იანვრის თვის ბოლო მონაცემით, 0.4%-ით დაეცა, ხოლო თვის საშუალო მონაცემებით 0.5%-ით გამყარდა. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსი კი (თვის საშუალო მონაცემებით) 1.0%-ით აღემატებოდა გასული წლის დეკემბრის მონაცემებს. ამის შესახებ პრაიმ-ნიუს ბიზნესს საქართველოს ეროვნული ბანკიდან (სებ) აცნობეს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ლარი ყველა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ გამყარდა. იანვარში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამართული ვაჭრობის მოცულობამ 54 945 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29 715 000 აშშ დოლარით მეტია.
იანვარში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ 6-ჯერ მიიღო მონაწილეობა. სებ-ის
თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის სავაჭრო სესიებზე 14 775 000 აშშ დოლარი გაყიდა (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 890 000 აშშ დოლარით მეტი) და 13 150 000 აშშ დოლარი შეისყიდა (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11 595 000 აშშ დოლარით მეტი).
გარდა ამისა, 2007 წლის იანვარში თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დაიდო 290 000 ევროს მოცულობის გარიგებაც.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2006 წლის ბოლოდან, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე აშშ დოლართან ლარის გაცვლის კურსი თანდათანობით, 1.7135-დან 1.7199-მდე შეიცვალა, რამაც გასული წლის დეკემბერში 1.7315 ერთეულიდან დაწყებული გამყარება ვერ დააკომპენსირა.

 

 

25.02.2007 11:08

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>