abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

საქართველოს ბანკების ასოციაცია გილოცავთ ახალ წელს და დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
საბანკო სწავლების ცენტრი 15 სექტემბრიდან დასაქმებაზე ორიენტირებულ ტრეინიგებს დაიწყებს
           15 სექტემბრიდან საბანკო სწავლების ცენტრი იწყებს ორ განახლებულ პროგრამას: საბანკო საქმეში და საბანკო ბუღალტერიაში. დღეს საბანკო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სწრაფად განვითარებადი დარგია. მარტო ბოლო ერთი წლის მანძილზე საბანკო სექტორში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მილიარ ლარს გადააჭარბა. იხსნება ახალი ბანკები უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. შესაბამისად იზრდება საბანკო სექტორში დასაქმებული ადამიანების რიცხვიც. თუ 2003 წელს საბანკო სექტორში დასაქმებული 13 ათასი ადამიანი იყო, დღეს ამ მაჩვენებელმა 20 ათას გადააჭარბა.
            შპს "საბანკო სწავლების ცენტრი" დაარსდა 2007 წლის ოქტომბერში. ცენტრის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე. იგი კითხულობს  ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილია ჭაქვჭავაძის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტში. გასულ რვა თვეში ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიისა და  პროგრამების მიხედვით, სამასზე მეტი სპეციალისტის გადამზადება მოესწრო. ცენტრის  კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი საქართველოს კომერციულ ბანკებში და საკრედიტო ორგანიზაციებში წარმატებით საქმიანობს. დღეისთვის "საბანკო სწავლების ცენტრის" ეგიდით  საბანკო, მიკროსაფინანსო დაწესებულებებში, საკრედიტო კავშირებში და საფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებაზე ორინტირებული  რამდენიმე  პროგრამა ხორციელდება.
          "საქართველოს ბანკების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის მასტერკლასები  წარმოგიდგენთ საბანკო სწავლების სპეც კურსებს საბანკო და ეკონომიკური პროფილის სტუდენტებისათვის, და მათთვის ვისაც ბანკებში მუშაობის დაწყება, კვალიფიკაციის ამაღლება ან საბანკო სპეციფიკის შესწავლა სურს. სწავლების თემატიკა აგებულია საბანკო საქმის საერთაშორისო და ქართული  გამოცდილების - თეორიულ და პრაქტიკული საფუძვლების შესწავლაზე, ინტერაქტიური ტრენინგების სასწავლო მოდულების სახით, რომელიც ორიენტირებულია დასაქმებაზე, ბანკში მუშაობისათვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლებით. 
            თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება გარდა საბანკო საქმის თეორიული ხასიათის სწავლებისა, შეისწავლოთ  და აითვისოთ პრაქტიკული სავარჯიშოების და ქეისების შედგენა, ბანკებში გასაუბრების ტესტები  და  უნარ-ჩვევები და რაც მთავარია  საბანკო სწავლების ცენტრის" კომპიუტერული კლასის  ბაზაზე  მიიღოთ  კომპლექსური ცოდნა, "ალტას" სერთიფიცირეებული საოპერაციო პროგრამების მიხედვით,  ბანკის საოპერაციო დღის ოთხი ძირითადი მოდულის მიხედვით -  საკრედიტო პროგრამა; სადეპოზიტო პროგრამა; პლასტიკური ბარათების აღრიცხვის და ლიმიტების გაგზავნის პროგრამა. • კლიენტების გადარიცხვები და ჩარიცხვები;  ვალუტის ყიდვა-გაყიდვა;   საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხული ან ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების გატარებები   და ა.შ.
         
        გიორგი ცუცქირიძესთან ერთად სწავლებას გაუძღვებიან მოქმედი ბანკირები და ამ საქმის მცოდნე პრაქტიკოსი სპეციალისტები.
        
        მომზადების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად ტრეინინგებზე სწავლის პერიოდში დაწესებულია ტესტირების 2 საფეხურიანი სისტემა, ქულათა 90 %-იანი  ზღვარით, რომლის  მიხედვითაც მსმენელებს ეძლევათ სარეკომენდაციო წერილი საბანკო, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად.  მსმენელებს მიეცემათ კურსების გავლის შესაბამისი ცნობა(სერთიფიკატი), ხოლო იმ მსმენელების რეზიუმეები,  სპეციალური ფორმების სახით, რომლებიც წარჩინებით გაივლიან სწავლებას, მათი სურვილის შემთხვევაში, განთავსდება  ბანკების ასოციაციის ინტერნეტ გვერდის- ვაკანსიების რუბრიკაში - რეზიუმეები.
     ტრეინინგები ჩატარდება მისამართზე: თბილისი, სულხან-საბას ქ. # 1/5(საქართველოს ეროვნული ბანკის გვერდით). 
      ტელ/ფაქსი: (+995 32) 93 43  76 ან მობილური:: 893 42 52 48.
               
 

 

09.09.2008 16:13

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>