2006 წლის 20 დეკემბერს, 4 საათზე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ბანკ “რესპუბლიკასა” და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს შორის 8 მილიონი აშშ დოლარის 10 წლიანი საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ, რომელიც განკუთვნილია საქართველოში კერძო პირების იპოთეკური დაკრედიტებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი 10 წლიანი საკრედიტო ხაზი, რომელიც ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა საქართველოს კომერციულ ბანკს გამოუყო იპოთეკური დაკრედიტებისთვის. საკრედიტო ხაზი ბანკს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო გაზარდოს თავისი იპოთეკური სესხების პორტფელი და შესთავაზოს მომხარებელს რძელვადიანი სესხები საცხოვრებელი ფართის შესაძენად ან ასარემონტებლად. ბანკი “რესპუბლიკა” ასევე მიიღებს € 300,000 -ის ტექნიკურ დახმარებას ETC Multi-Donor Fund –დან იპოთეკური ოპერაციებისა და თანამღომლების ტრენინგის მხარდასაჭერად.
ბატონმა ჯილბერ იმ, ბანკ “რესპუბლიკის” გენერალური დირექტორი, აღნიშნა: “ეს პროექტი კიდევ ერთი მაგალითია EBRD -სა და ბანკ “რესპუბლიკის” შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა. აღსანიშნავია, რომ 2006 წლის სექტმებერში EBRD -იმ შეისყიდა ბანკ “რესპუბლიკის” აქციათა პაკეტი. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური იქნება მომავალში და განვახორცილებთ არა ერთ მსგავს პროექტს, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ბანკ “რესპუბლიკის” განვითარების პროცესში.”
ბატონმა მაიკ დეივიმ, EBRD–ის კავკასიის დირექტორი განაცხადა, რომ მაშინ როდესაც საქართველოში მოთხოვნა იპოთეკურ სესხებზე იზრდება დაფინანსება ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან კვლავ შეზღუდულია, ბანკ “რესპუბლიკისთვის” გაცემული საკრედიტო ხაზი ხელს შეუწყობს ამ პრობლემის გადალახვას.
|