abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 





  





 

 






















  


  TOP.GE

 

დღეისათვის მიმდინარე ვაკანსიები გამოცხადებულია  კომერციულ ბანკებში და საკრედიტო ორგანიზაციებში, დეტალურად იხილეთ იხილეთ ვაკანსიების დირექტორიაში
“იაფი სესხი“ დღეს მთავრობის სხდომაზე კიდევ სამ კომპანიას დაუმტკიცდა

“იაფი სესხი” დღეს მთავრობის სხდომაზე კიდევ სამ კომპანიას დაუმტკიცდა. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ეკატერინე შარაშიძის განცხადებით, კრედიტს მიიღებენ კახეთში მდებარე შპს “კოპალა”, შიდა ქართლში განთავსებული შპს “ნიშა” და სურამში მდებარე შპს “ელიტა”.
შარაშიძის განცხადებით, 210 ათასი ლარის ოდენობის იაფ კრედიტს მიიღებს შპს “კოპალა”, რომელიც 2003 წელსაა დაფუძნებული. კომპანიას 20 ჰექტარ ტერიტორიაზე ვარდის პლანტაცია აქვს გაშენებული და ვარდის ზეთს აწარმოებს, რომელსაც გერმანიაში ყიდის. “კოპალას” ხელმძღვანელობის განცხადებით, იაფი კრედიტით თანამედროვე ტექნიკის შეძენა მოხდება, რაც წარმოების გაზრდას ხელს შეუწყობს.

კომპანია პლანტაციას 70 ჰექტარზე გააშენებს და, სავარაუდოდ, 500 ათასი ლარის ღირებულების პროდუქციას გამოუშვებს. აქამდე კი იგი მხოლოდ 12 ათასი ლარის ღირებულების ვარდის ფურცლის ზეთს უშვებდა. შეიქმნება 510 ახალი სამუშაო ადგილი, 80 მუდმივი და დანარჩენი სეზონური.

იაფ კრედიტს მიიღებს ასევე შპს “ელიტა”, რომელიც უშვებს 45 დასახელების პროდუქციას - მურაბას, ხილ-ფაფებს, ნატურალურ წვენებს, ჯემებს და სხვა პროდუქციას, რომელიც სუპერმარკეტ “გუდვილში” იყიდება. უახლოეს პერიოდში იგი “პოპულში” და სხვა სუპერმარკეტებშიც იქნება წარმოდგენილი. კომპანია მიიღებს 850 ათასი ლარის იაფ სესხს, რითაც ახალ დანადგარებს შეიძენს და მოცულობას გაზრდის. კომპანია 1 მლნ ქილა პროდუქციის გამოშვებას გეგმვას, რომელსაც საექსპორტოდ უკრაინაში, ყაზახეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიტანს.

შპს “ნიშას” პროექტი მესაქონლეობის განვითარებას და საშუალო სიმძლავრის რძის ქარხნის მშენებლობას გულისხმობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შიდა ქართლში გაიხსნება რძის მიმღები 10 პუნქტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისგან 15-დან 20 ტონამდე რძეს ჩაიბარებს. კომპანია მომავალში არაჟნის, კეფირის, მაწვნისა და რძის სხვა პროდუქტების გამოშვებას გეგმავს.

19.04.2008 18:02

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
თი ბი სი ბანკი“ ავტოგანვადებას კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად იწყებს
24.06.2010 19:33
ვითიბი ბანკის საქველმოქმედო აქცია
28.05.2010 18:01
User
Password
   



გიორგი ცუცქირიძე: ჩვენ უნდა გვქონდეს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული ხედვა

 





  
 
  
 

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

თი ბი სი ბანკი“ ავტოგანვადებას კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად იწყებს
24.06.2010 19:33

„თიბისი ბანკი“ პარტნიორი ავტოკომპანიების ქსელს აფართოვებს.

ვითიბი ბანკის საქველმოქმედო აქცია
28.05.2010 18:01

26 მაისს დაგეგმილ დავით ყიფიანის თასის ფინალურ მატჩთან დაკავშირებით ვითიბი ბანკმა დიღმის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>