abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

საქართველოს ბანკების ასოციაცია გილოცავთ ახალ წელს და დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
12 ივნისს, თიბისი ბანკის სათაო ოფისში ლიტერატურული პრემიის “საბა” საიუბილეო, რიგით მეხუთე დაჯილდოება გაიმართა

12 ივნისს, თიბისი ბანკის სათაო ოფისში ლიტერატურული პრემიის “საბა” საიუბილეო, რიგით მეხუთე დაჯილდოება გაიმართა. 7 კაციანმა ჟიურიმ 2006 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები გამოავლინა.

ამჯერად პრემია “საბა” გადაეცათ:

წლის საუკეთესო რომანი – ლაშა ბუღაძის ,,ვიდრე მთავარ გმირს ეძინა”;
წლის საუკეთესო პროზაული კრებული – ლაშა იმედაშვილის ,,სამი მკვლელობა ძველ თბილისში”;
წლის საუკეთესო პოეტური კრებული – შოთა იათაშვილის ,,სანამ დროა”;
წლის საუკეთესო თარგმანი – ბაჩანა ბრეგვაძე, ,,ახალი თარგმანები”;
წლის საუკეთესო დებიუტი – ქეთი ქანთარია, დი ბი სი პიერის ,,ვერნონ გენიოს ლითლი’’ (თარგმანი);
წლის საუკეთესო კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა – მალხაზ ხარბედიას ,,პირადი ბიბლიოთეკა’’;
პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის – თამაზ ჩხეკელი.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-მა და ქართულმა პენ-კლუბმა. მისი მიზანია წინა ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნების და ავტორების გამოვლენა.

აღსანიშნავია, რომ პირველად “საბას” არსებობის მანძილზე, ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება, არ გაეცა პრემია ერთ-ერთ ნომინაციაში. კერძოდ, 2006 წელს შექმნილი პიესების მხატვრული დონე ჟიურიმ არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია, რის გამოც წლის საუკეთესო პიესის სტატუსი ვერც ერთმა ნაწარმოებმა ვერ მიიღო.

,,საბას’’ პრიზთან ერთად, გამარჯვებულ ავტორებს, თიბისი ბანკისგან გადაეცათ ფულადი პრემიები _ 4 ათასი ლარის ოდენობით პირველ 6 ნომინაციაში და 8 ათასი ლარის ოდენობით _ ნომინაციაში “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”.


19.06.2007 12:37

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18

2015 წლის 29 მაისს, თბილისში, Cortyard Marriot-ში ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14

ეს ინვესტიცია ქვეყნის უმსხვილეს ბანკს საშუალებას მისცემს გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებას და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37

 პირველად საქართველოში მობილბანკი iPhone და iPod touch-სთვის

თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33

 მათთვის, ვინც ხშირად სარგებლობს ინტერნეტ-შოპინგით, სჭირდება მაქსიმალურად მოქნილი, დაცული და იაფი პლასტიკური ბარათი, თიბისი ბანკმა შექმნა სპეციალური პროდუქტი - iC@rd!

“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42

 პროკრედიტ ბანკი კლიენტებს ყველა თავის ფილიალსა და სერვის ცენტრში ახალ მომსახურებას “საბანკო მომსახურება ერთ წერტილში” სთავაზობს.

სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი “ საქართველოს ბანკი სგან” სხვადასხვა ტიპის სესხზე, რამდენიმე სპეციალურ პირობას მიიღებს.

რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36

ბანკ “რესპუბლიკას” ახალი გენერალური დირექტორის მთავარი მიზანი ბანკის საბაზრო წილის გაზრდაა, იუწყება რადიო კომერსანტი. 

თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32

თიბისი ბანკმა ჰიპერმარკეტ გუდვილში 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია დაიწყო. თიბისი ბანკის ინფორმაციით, აქცია 2011 წლის 15 იანვრამდე  გაგრძელდება

„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36

„ზირაათ ბანკს“ ახალი წლიდან ახალი ფილიალი ბათუმშიც ექნება.

ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10

ბანკი "რესპუბლიკა" "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს სთავაზობს სესხს შეღავათიანი პირობებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>