abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
გიორგი ცუცქირიძე: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გლობალურად, საქართველოსთვის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს

www.pia.ge ,21 დეკემბერი 15:30, 2017 წელი ეკონომიკა

პროფესორი გიორგი ცუცქირიძე: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სტრატეგიული თვალსაზრისით, არის სწორედ მომავალსა და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკა.

საქართველოს ხელისუფლების ამ პოლიტიკას შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, თუნდაც წმინდა გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ალტერნატივა შეიძლება არც კი ჰქონდეს, ისევე როგორც ამ გლობალურ კონტექსტში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა განვიხილოთ.

ეკონომიკის საერთო გამოშვება 2017 წლის პროგნოზით შეადგენს 77,988 ტრილიონ აშშ დოლარს, სადაც აშშ-ის წილია 19,417.144 ტრილიონი დოლარი, რაც საერთო მშპ-ის 25%-ია, ევროკავშირის - 16.334.84 ტრილიონი დოლარი, საერთო მშპ-ის 21%, ჩინეთის - 11,795.297 ტრილიონი დოლარია, საერთო მშპ-ის 15.0%, სართო ჯამში 61%. რაც შეეხება მოსახლეობის რაოდენობას, ამ მაჩვენებლით ჩინეთი 1.349 მლნ ადამიანით პირველობას ბოლო ათწლეულებია არავის უთმობს, ევროკავშირი მეორეა - 512 მლნ, ხოლო აშშ მეოთხე - 324 მლნ ადამიანი, საერთო ჯამში ეს არის 2 მილიარდზე მეტი ადამიანი.

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ უკვე მოგვიტანა დადებითი შედგები, პირველ რიგში, ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით, ხოლო ევროკავშირი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ხდება. 2016 წელს ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, მთლიანი ვაჭრობის 30%-იანი წილით (მთლიანი ექსპორტის 27%-იანი და იმპორტის 31%-იანი წილით).

საქართველოს ამ გლობალურ სამკუთხედში ჩართვა ხელს შეუწყობს ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდას, გაზრდის ჩვენს როლს და ფუნქციას „აბრეშუმის გზის“ დერეფანში, სტიმულს მისცემს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად აისახება. საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იმითაც იქნება მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას გააძლიერებს, ხოლო ამერიკულ კომპანიებს ევრაზიის და ევროკავშირისაკენ მიმავალ ალტერნატიულ გზას შესთავაზებს.

ამ ტრიუმვირატში აშშ-ისა და ევროკავშირის ეკონომიკები მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე, ყველაზე განვითარებული და ყველაზე მეტად ორიენტირებულია მომხმარებელთა დაცვის მაღალი სტანდარტების თვალსაზრისით. ბუნებრივია, ამ ტიპის შეთანხმებები, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მიზნად ისახავს ვაჭრობისა და საინვესტიციო რეგულირების უფრო მეტი თავსებადობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მაღალ დონეზე შენარჩუნებას.

ამასთანავე, აშშ-ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობა თავისი მოცულობით მსოფლიოში ყველაზე დიდია, მთლიანი საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის ერთ მესამედს მოიცავს და გლობალური ეკონომიკური პროდუქციის ნახევარზე მეტს შეადგენს.

ამ მიმართულებით მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ევროკავშირთან და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე უნდა გააქტიურდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მუხლების ამოქმედება და უცხოელ სტრატეგიულ ინვესტორებთან სწორედ ამ მიმართულებით უნდა აიგოს თანამშრომლობა, რაც საშუალებას მოგცემს, თვისობრივად შევცვალოთ საექსპორტო საქონლისა და მომსახურების სტრუქტურა და მოვახდინოთ ეკონომიკის დივერსიფიკაცია, არა მხოლოდ მასიური საქონლის წარმოების, არამედ ძვირად ღირებული ბრენდებისაც.

პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის თუ ექსპერტის შეფასებით, საქართველოს აქვს ყველაზე უფრო ბიზნესზე ორიენტირებული და პროგნოზირებადი ბიზნესგარემო მთელ რეგიონში. ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლა ბიზესის კეთების კუთხით, ხოლო დაბალი გადასახადებით ქვეყანა წამყვანი ქვეყნების ათეულშია, რასაც ემატება მოგების რეინვესტირების ესტონურ მოდელზე გადასვლაც. რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი მოტივაციად უნდა მივიჩნიოთ.

საქართველოს სივრცითი მოწყობის სამთავრობო სტრატეგია და ინფრასტრუქტურული განვითარება, თავის მხრივ, შექმნის ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ 2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში 4.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების თანხა ჩაიდება. სწრაფი ეკონომიკურ ზრდის ხელშემწყობი ფაქტორი ასევე გახდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ჩინეთიდან ლონდონამდე ჩასვლა რკინიგზით საქართველოს გავლით – უმოკლესი გზით ხდება შესაძლებელი. რაც სეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს-ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივებს, პროექტის საბოლოო ფაზაზე შესაძლებელი ხდება 100 მილიონი ტონა ტვირთის მიღება წელიწადში. პირდაპირი ინვესტიცია 2.5 მილიარდი დოლარი. ეკონომიკური სარგებელი 2069 წლამდე – $52 მილიარდი.

„შაჰ-დენიზი 2“-ის საბადოს დამუშავების შემდეგ გაზის სამხრეთის დერეფანი 2019 წლისთვის, დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებას უზრუნველყოფს, გაზის საერთო ფასის შემცირებასთან ერთად გააჩენს წარმოების ზრდის შესაძლებლობას. ეს პროექტი მნიშვნელოვანია წმინდა საინვესტიციო და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. საქართველოში ხორციელდება $2 მლრდ-მდე ინვესტიცია, საიდანაც $400 მლნ უშუალოდ საქართველოში წარმოებული პროდუქციის და მომსახურების შეძენაზე მოდის და ეს ფაქტორიც ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ დადებითად აისახება.

პორტს აქვს შესაძლებლობა, გახდეს კონკურენტული სატრანზიტო ჰაბი მთელ რეგიონში, რაც მშენებლობაზე და შემდეგ მომსახურებაზე სერიოზული საინვესტიციო ნაკადების შემომტანი იქნება. მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის პროექტი, 2.5 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული. ნიშანდობლივია, რომ დღეს მთლიანი ბრუნვა ევროპისა და აზიის ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთს შორის 2 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც 2-ჯერ მეტია საუკუნის დასაწყისთან შედარებით, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვების 90% სულაც დღემდე საზღვაო ტრანსპორტით ხორციელდება.

აქედან გამომდინარე, სივრცითი მოწყობა, განათლების რეფორმასთან ერთად, სწრაფი ეკონომიკური ზრდის 4-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის ძალზე მნიშვნელოვან მიმართულებად უნდა განვიხილოთ, რაც შეამცირებს რა დროს, მნიშვნელოვნად დაწევს ტრანსპორტირების მაღალ ხარჯებს, ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების, მათ შორის სოფლის მეურნეობის და მომსახურების სფეროს განვითარებას, გაზრდის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნისა და ქვეყნის ლოჯისტიკურ ფუნქციას.

03.01.2018 20:00

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
“ზრდადი მომავლის ანაბარი” -დაგროვებისა და გარანტირებული სესხის მიღების საუკეთესო საშუალება
25.09.2009 21:30

22 სექტემბერს, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც “ბაზისბანკის” ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული პროდუქტის პრეზენტაცია შედგა.

ბაზისბანკი მომხმარებელს ახალ პლასტიკურ ბარათს – "Discovery Card"-ს სთავაზობს
17.08.2009 11:50

 “Discovery Card”-ი არის სადებეტო, ვიზა კლასიკის ტიპის ჩიპური ბარათი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისთვის

პროკრედიტ ბანკი საქართველოში რიგით 59-ე ფილიალს ხსნის
10.08.2009 15:44

პროკრედიტ ბანკი განაგრძობს ფილიალების ქსელის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაფართოებას.

ახალი სერვისი TBC PAY-ს ტერმინალებში
10.08.2009 15:41

კომპანია TBC PAY-ს სწრაფი გადახდის ტერმინალები თავის მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალი ტიპის მომსახურებას.

"ბაზისბანკი" ბათუმის ბულვარში აქციას იწყებს
28.07.2009 16:05

 "ბაზისბანკი" 1 აგვისტოდან ბათუმის ზღვისპირა ბულვარში აქტიურ პრომო-აქციას იწყებს

"საქართველოს ბანკმა "ევრომანის" ჯილდო მიიღო
20.07.2009 17:36

"საქართველოს ბანკმა" ნომინაციაში "2009 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში" "ევრომანის" ჯილდო მიიღო

აქცია პლასტიკურ ბარათებზე 1 ოქტომბრამდე!
13.07.2009 12:38

ბანკი ქართუ გთავაზობთ ახალ პლასტიკურ ბარათებს მოქნილი პირობებით.

სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტის” ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება.
06.07.2009 15:57

30 ივნისიდან სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტის” ფარგლებში განაცხადის მიღებას იწყებს.

ბანკმა “რესპუბლიკამ” აღმოსავლეთ საქართველოში, ახალი ფილიალი გახსნა
06.07.2009 15:23

27 ივნისს ბანკმა "რესპუბლიკამ” ახალი ფილიალი აღმოსავლეთ საქართველოს ერთერთ ლამაზ ქალაქში – ყვარელში – გახსნა

"სახალხო ბანკმა" ბაზარზე ახალი პროდუქტი - "სოციალური ანაბარი" დანერგა
02.07.2009 13:18

აღნიშნული ანაბარი ბაზარზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა, რომელიც წლიურ 16 %-ს შეადგენს.

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>