abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

საქართველოს ბანკების ასოციაცია გილოცავთ ახალ წელს და დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
ნიკოლოზ გაგუა: გრძელვადიან პერიოდში, ვალის მდგრადობის ანალიზის მიხედვით, ვალის მოცულობა 37%-მდე უნდა შემცირდეს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, რომელიც მან დღეს გააკეთა, „ჩვენს ქვეყანაში დაჩქარებული ინფრასტრუქტურული მშენებლობის ფონზე, რომელიც დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სესხებით ფინანსდება და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ვალი 2020-2021 წლებამდე 45 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება. თუმცა, უფრო გრძელვადიან პერიოდში, ბიუჯეტის დანართით წარმოდგენილი ვალის მდგრადობის ანალიზის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის მიხედვითაა შედგენილი, ვალის მოცულობა 2024 წლისათვის 37%-მდე პროცენტამდე უნდა შემცირდე.

მთავრობა სესხების აღებით არ აფინანსებს მიმდინარე ხარჯებს. ბიუჯეტის საოპერაციო სალდო (მიმდინარე შემოსავლებს მინუს მიმდინარე ხარჯები) მუდმივად დადებითია.

2018 წლისთვის საოპერაციო სალდო 1,9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე შემოსავლები აფინანსებს მიმდინარე ხარჯებს და დარჩენილი 1,9 მლრდ ლარი მიემართება კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად, ასევე, სესხების გასასტუმრებლად. მთავრობის მიერ დასახული ეკონომიკური მიზნის მისაღწევად 1,9 მლრდ-ის ინვესტირება (მშპ-ის 4,9 პროცენტი) არაა საკმარისი. სწორედ ამ მიზნით ხდება დამატებით საგარეო და საშინაო ბაზარზე ფინანსური რესურსების მობილიზება.

მიუხედავად იმისა, იქნება სესხი კონკრეტულ პროექტზე მიბმული თუ არა, ყველა სესხი აფინანსებს კაპიტალურ ხარჯებს (აღებული სესხების ნაწილით ხდება ძველი სესხების დაფარვაც, ანუ ამცირებს სესხის მოცულობას).

ბოლო წლებში გლობალურად ძლიერი დოლარის გამო, ბევრ ქვეყანას გაეზარდა სახელმწიფო ვალი. ამ კუთხით, საქართველო არ არის გამონაკლისი. სწორედ ეს იყო სახელმწიფო ვალის ზრდის მთავარი მიზეზი. თუმცა, სახელმწიფო ვალის ნომინალური ღირებულება დოლარში სტაბილურია. მაგალითად, 2013 წლის ბოლოს, სახელმწიფო საგარეო ვალის ოდენობა აშშ დოლარში 4.2 მილიარდი იყო, იგივე მაჩვენებლები ფიქსირდება 2016 წლის ბოლოს - 4,5 მილიარდი აშშ დოლარი. ანუ 2013-2016 წლებში, დოლარში საგარეო ვალი გაიზარდა მხოლოდ 0,3 მილიარდი დოლარით, ანუ საშუალოდ წლიურად უცხოური ვალი მხოლოდ 2 პროცენტით იზრდება.

მისი თქმით, სახელმწიფო ვალმა მშპ-სთან 2016 წლის ბოლოს შეადგინა 44.6 პროცენტი. თუმცა, მიმდინარე პერიოდში გამოკვეთილია აღნიშნული მაჩვენებლის სტაბილიზაციის და შემცირების ტენდენცია. მაგალითად, 2017 წლის მეორე კვარტლისათვის, ეს მაჩვენებელი ჩვენი შეფასებით უკვე 42.72%-ს შეადგენდა.

20.10.2017 15:27

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 





 

 
\
  
 
თი ბი სი ბანკი“ ავტოგანვადებას კიდევ ერთ კომპანიასთან ერთად იწყებს
24.06.2010 19:33

„თიბისი ბანკი“ პარტნიორი ავტოკომპანიების ქსელს აფართოვებს.

ვითიბი ბანკის საქველმოქმედო აქცია
28.05.2010 18:01

26 მაისს დაგეგმილ დავით ყიფიანის თასის ფინალურ მატჩთან დაკავშირებით ვითიბი ბანკმა დიღმის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.

თბილისის მერიასა და ბაზისბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა
27.04.2010 15:55
ბაზისბანკი ჩაერთო თბილისის მერიის  პროექტში „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“.
“სოსიეტე ჟენერალი” ბანკ “რესპუბლიკაში” საკუთარ წილს ზრდის
19.11.2009 11:55

მსოფლიო საბანკო ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე “სოსიეტე ჟენერალი” დღეს ბანკ “რესპუბლიკაში” საკუთარ წილს ზრდის

„ბაზის ბანკი-ს“ „სასარგებლო იპოთეკა“ წარმატებით სარგებლობს
19.11.2009 11:53

„ბაზის ბანკს“  ახალი პროდუქტის, „სასარგებლო იპოთეკის“ გამოშვების შემდეგ მოთხოვნა გაეზარდა.

"ბანკმა ვეტებემ" გაზარდა დოკუმენტურ ოპერაციებზე ლიმიტი.
05.11.2009 17:43
"ბანკმა ვეტებემ" 2,5–დან 10 მლნ. აშშ დოლარამდე გაზარდა ლიმიტი დოკუმენტური ოპერაციების (აკრედიტივები, გარანტიები) განსახორციელებლად.
`"თიბისი ბანკმა" საპროცენტო განაკვეთები ომამდელ ნიშნულს დაუბრუნა
23.10.2009 17:29

ბანკი საკრედიტო ბაზარზე აქტიურობას აძლიერებს და სესხებზე პროცენტების მკვეთრად დაწევასთან ერთად სესხების პირობების გამარტივებაც დაიწყო.

HSBC ფიზიკური პირების დაკრედიტებას განაახლებს
16.10.2009 12:22

უმსხვილესი ბრიტანული ბანკის “ეიჩ ეს ბისის” ქართულმა შვილობილმა ბანკმა გადაწყვიტა, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა განაახლოს.

"ტაოპრივატბანკი" ბორჯომში სერვის–ცენტრს ხსნის
16.10.2009 12:19

უკრაინის საბანკო სივრცის ლიდერი ბანკი “პრივატბანკი” საქართველოში 2007 წლის მაისში შემოვიდა

"საქართველოს ბანკი” ოთხი კომპანიის პროექტებს დააფინანსებს
01.10.2009 15:54

“საქართველოს ბანკი’’ ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობის ფარგლებში, ოთხი სამშენებლო კომპანიის პროექტებს დააფინანსებს.

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>