abg.org.ge

  

English
საიტის რუკა | კონტაქტი
ტრენინგ კურსები
 




  





 











  

  TOP.GE

 

ვაკანსიები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში http://www.bankers.ge!
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, განხორციელებული ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 2017 წლის 15 იანვარს ამოქმედებული ცვლილების თანახმად შეიზღუდა სესხისთვის განსაზღვრული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთისა და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისთვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობები.

„კანონმდებლობის მიხედვით, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს (ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ კალკულატორით), ხოლო თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. აღნიშნული ცვლილებები ეხება ნებისმიერ გამსესხებელს, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. დამატებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოცემული კანონის მოთხოვნების უკეთ გაცნობიერებისთვის შეიმუშავა შესაბამისი განმარტებები (იხ. ბმული)

ამავე კანონის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილში შესული ცვლილების შესაბამისად ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე მოცულობის სესხის გაცემა ნებისმიერი სესხის გამცემი პირის მიერ მხოლოდ ლარში უნდა განხორციელდეს.

ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში, შესაძლოა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, მოუწოდებს ორგანიზაციებს დაიცვან კანონის მოთხოვნები, მეორე მხრივ კი, მიმართავს მომხმარებლებს, გონივრულად მართონ საკუთარი ფინანსები და სესხების აღებამდე დეტალურად გაეცნონ ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის, გადაამოწმონ რამდენად შეესაბამება სესხის გაცემა არსებულ კანონმდებლობას. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწერონ შემდეგ მისამართზე: cp@nbg.gov.ge“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

21.08.2017 21:10

უკან დაბრუნება | ამობეჭდვა
აგრეთვე წაიკითხეთ
პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
03.06.2015 16:18
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკს 90 მილიონი აშშ დოლარის გრძელვადიან სესხს გამოუყოფს.
03.06.2015 16:14
საქართველოს ბანკის ახალი თაობის საბანკო პროგრამა
11.05.2012 12:37
თიბისი ბანკის ახალი პროდუქტი iC@rd!
21.10.2011 14:33
“საბანკო მომსახურებას ერთ წერტილში”
20.07.2011 14:42
სესხების საგაზაფხულო კოლექცია “საქართველოს ბანკში”
12.03.2011 13:58
რესპუბლიკას” ახალი დირექტორი ბანკის საბაზრო წილის გაზრდას შეეცდება
18.12.2010 12:36
თიბისი ბანკის 0%-იანი სწრაფი განვადების აქცია
18.12.2010 12:32
„ზირაათ ბანკი“ ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს
14.09.2010 13:36
ახალი სტუდენტური სესხი ბანკ `რესპუბლიკისა” და `კავკასიის უნივერსიტეტისაგან”
02.08.2010 17:10
User
Password
   
 
 

 

ეკონომიკა
 

ბანკირის სვეტი:
 



 

 
\
  
 
“ზრდადი მომავლის ანაბარი” -დაგროვებისა და გარანტირებული სესხის მიღების საუკეთესო საშუალება
25.09.2009 21:30

22 სექტემბერს, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც “ბაზისბანკის” ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული პროდუქტის პრეზენტაცია შედგა.

ბაზისბანკი მომხმარებელს ახალ პლასტიკურ ბარათს – "Discovery Card"-ს სთავაზობს
17.08.2009 11:50

 “Discovery Card”-ი არის სადებეტო, ვიზა კლასიკის ტიპის ჩიპური ბარათი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისთვის

პროკრედიტ ბანკი საქართველოში რიგით 59-ე ფილიალს ხსნის
10.08.2009 15:44

პროკრედიტ ბანკი განაგრძობს ფილიალების ქსელის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაფართოებას.

ახალი სერვისი TBC PAY-ს ტერმინალებში
10.08.2009 15:41

კომპანია TBC PAY-ს სწრაფი გადახდის ტერმინალები თავის მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალი ტიპის მომსახურებას.

"ბაზისბანკი" ბათუმის ბულვარში აქციას იწყებს
28.07.2009 16:05

 "ბაზისბანკი" 1 აგვისტოდან ბათუმის ზღვისპირა ბულვარში აქტიურ პრომო-აქციას იწყებს

"საქართველოს ბანკმა "ევრომანის" ჯილდო მიიღო
20.07.2009 17:36

"საქართველოს ბანკმა" ნომინაციაში "2009 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში" "ევრომანის" ჯილდო მიიღო

აქცია პლასტიკურ ბარათებზე 1 ოქტომბრამდე!
13.07.2009 12:38

ბანკი ქართუ გთავაზობთ ახალ პლასტიკურ ბარათებს მოქნილი პირობებით.

სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტის” ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება.
06.07.2009 15:57

30 ივნისიდან სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” სახელმწიფო პროგრამა “იაფი კრედიტის” ფარგლებში განაცხადის მიღებას იწყებს.

ბანკმა “რესპუბლიკამ” აღმოსავლეთ საქართველოში, ახალი ფილიალი გახსნა
06.07.2009 15:23

27 ივნისს ბანკმა "რესპუბლიკამ” ახალი ფილიალი აღმოსავლეთ საქართველოს ერთერთ ლამაზ ქალაქში – ყვარელში – გახსნა

"სახალხო ბანკმა" ბაზარზე ახალი პროდუქტი - "სოციალური ანაბარი" დანერგა
02.07.2009 13:18

აღნიშნული ანაბარი ბაზარზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა, რომელიც წლიურ 16 %-ს შეადგენს.

<<< <<  1  2  3  4  5  6  7  8  9  10  >> >>>